11 ივლისი 2024, 17:55 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: მათ არ სჯერათ, რომ 2003 წლის ამომრჩეველსა და 2024 წლის ამომრჩეველს შორის განსხვავება ძირეულია და პოლიტიკური პროცესები არ არის დაფუძნებული „სიცარიელის" პიარსა და გარედან მოთხოვნილ საჭიროებებზე

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარტიის მიერ გავრცელებულ წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ახალი ტელევიზიის შექმნის საჭიროება ნაც. მოძრაობას დღის წესრიგში დაუდგა, რადგან აქამდე ცნობილი მათი ტელევიზიები - პოლიტიკურად გაიცვითა.

ანალიტიკოსის განმარტებით, პოლიტიკაში თუ ბიზნესში საეჭვო რეპუტაციის მქონე პირის ტელევიზიამ მაუწყებლობა პოლიტიკური ექსკლუზივებით დაიწყო, საბოლოოდ კი სწორედ მათი ეთერიდან დაანონსდა სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, სადაც ტელევიზიის მფლობელ შოთა შალელაშვილთან ერთად ეკა ბესელია და თამარ ჩუგოშვილი მოიაზრებიან.

თამთა მეგრელიშვილი წერს, რომ ტელევიზიის დაარსების მიზანი გახარია - ხაზარაძისთვის პლატფორმის შექმნა იყო. ანალიტიკოსის თქმით, პოლიტიკური სქემა, რომლითაც ოპოზიცია მოქმედებს უცხო ქვეყნების წარმომადგენლების დავალებაა, რომლებსაც ქართველი ხალხის განწყობა არ აინტერესებთ.

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან" დღემდე ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში წაგებული ძალაა, რევანშისტული დღის წესრიგითა და პარტიკულარული ინტერესებით, რომელიც ქართველ ხალხთან ბრძოლის სხვა მეთოდებთან ერთად, წარმატებით იყენებს ტელეკრატიას, წამლავს რა საზოგადოებას სიცრუეზე აგებული ინფორმაციით.
ეს უკანასკნელი, საზოგადოების აზრის მარტივი ფორმირებისათვის მიგნებული მეთოდი აღმოჩნდა და ეს რესურსი სრულად აითვისა ტვ პირველმა და მთავარმა ყველაზე არაობიექტურობის „ობიექტურობით", საზოგადოებამ დღეს იცის ამ ტელეარხების „ქართული ოცნების" გუნდისადმი რადიკალური განწყობა და ამ არხის მსმენელები გამოირჩევიან მათი ტენდენციური პოლიტიკური დამოკიდებულებისადმი ბრმა მინდობით. ამ ფონზე "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს პოლიტიკურად გაცვეთილი მედია, სწორედ ამიტომ, დადგა საჭიროება შეექმნათ და ბრძოლის ველზე გამოეძახათ ახალი მოთამაშე და
სულ რაღაც ორიოდე თვის წინ საქართველოში ახალი „ტელევიზიის“ დაფუძნებაზე განცხადება გააკეთა პოლიტიკასა და ბიზნესში საეჭვო რეპუტაციის მქონე პიროვნებამ, შოთა შალელაშვილმა. „ტელევიზიამ“ გახსნიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკური „ექსკლუზივებით“ დაიწყო მაყურებლის კონკრეტული ნარატივით ინფორმაციული „გადამზადება", რამაც ფაქტობრივად დაადასტურა ამ დროებითი არხის შექმნის და ამუშავების ჩემ მიერ ზემოთ უკვე ნახსენები მიზანი.
რამდენიმე დღის წინ კი საზოგადოებას „ექსკლუზიურად“ ეცნობა, რომ სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით იქმნება პოლიტიკური პარტია შოთა შალელაშვილის, ეკა ბესელიას და თამარ ჩუგოშვილის იდეური ერთიანობით.
ამ ურეიტინგო ხალხის იდეური ერთობა არაფრისმომცემია, თან იმდენად არაფრის, რომ მათი ერთობა პოლიტიკურად გაამყარეს პრეზიდენტის სტატუსს თავშეფარებული სალომე ზურაბიშვილის ანტიეროვნული იმიჯით.
ლეგიტიმურია კითხვა - რა მიზანი აქვთ ამ სქემით მოქმედ "მეგობრებს", რატომ იდება ამხელა რესურსი ამ არაფრისმომცემი გაერთიანების დასალაგებლად?
და აი, მთავარი სათქმელიც აქ არის - მზადდება პოლიტიკური პლატფორმა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის გასაერთიანებლად. სწორედ ეს სასაცილო პლატფორმა გახდება ის ადგილი, სადაც ერთ დროს ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ადამიანები „გამონახავენ“ საერთო ენას, ხოლო ბესელია, შალელაშვილი და ჩუგოშვილი იქნებიან ცვილის ფიგურები ამ თამაშში.
მათი ეს პოლიტიკური მოქმედების სქემა კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ აგენტურას რომელიც ქართულ სახელმწიფოში კონკრეტული ქვეყნების დავალებით მოქმედებენ, წარმოდგენა არ აქვთ ქართველი ხალხის და ამომრჩევლის განწყობებზე.
მათ არ სჯერათ, რომ 2003 წლის ამომრჩეველსა და 2024 წლის ამომრჩეველს შორის განსხვავება ძირეულია და პოლიტიკური პროცესები არ არის დაფუძნებული „სიცარიელის" პიარსა და გარედან მოთხოვნილ საჭიროებებზე.
ჩვენი ხალხი ბრძენია და მოახლოებულ არჩევნებზე კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს უსამშობლო აგენტურას.
პოლიტიკური არა, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი საშემოდგომოს სახით მიიღებს - იქნება კარგი მაგალითი იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოში ამომრჩეველი ეროვნულ ინტერესებზე გათვლილ არჩევანს, პოლიტიკური პრაგმატიზმით და არა - „გმირის ძიებით" აკეთებს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2024, 11:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო - დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით

„პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება - გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა. პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ, ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს კი მშვიდობას, დემოკრატიის და სამართლიანობის გამარჯვებას! პ. ს. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო…“ - წერს მდინარაძე.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2024, 11:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით - ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს

ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

შალვა პაპუაშვილი

14 ივლისი 2024, 10:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე: ვიმედოვნებ, რომ ეს საშინელი მოვლენა იქნება ყველა წესიერი ადამიანის გამოღვიძების წერტილი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ

„ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი პოლიტიკაში და ვიმედოვნებ, რომ ეს საშინელი მოვლენა იქნება ყველა წესიერი ადამიანის გამოღვიძების წერტილი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი თანაგრძნობა მასთან და მის ოჯახთანაა.

დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონი

14 ივლისი 2024, 10:46

მსოფლიო

მაკრონი ტრამპის მიტინგზე თავდასხმის შესახებ: ეს არის ტრაგედია ჩვენი დემოკრატიისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გმობს სროლას, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა.

ნინო ფოჩხუა

14 ივლისი 2024, 10:42

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე: ამ პირობებში, როცა დუღს მსოფლიო, ჩვენი ხელისუფლება ინარჩუნებს სიმშვიდეს და სტაბილურ განვითარებას, აი სად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის პრაგმატული, სახელმწიფოებრივი აზროვნება

შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან ჩვენთან დემოკრატიის გადასარჩენად. რომელი დემოკრატიის, რომელიც ჩვენთან უმაღლეს ნიშნულზეა, როცა ამ ტურბულენტურ სამყაროში სტაბილურად ვითარდება ქვეყანა და ეკონომიკა წინ მიიწევს, როცა ოპოზიციას არავინ ერჩის, მიუხედავად მათი გაუგონარი მოქმედებისა, როცა ყველა ოპოზიციური მედია შეუზღუდავად მუშაობს? - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში.

14 ივლისი 2024, 10:33

მსოფლიო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გაანეიტრალა საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელი. ვიდეო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გაანეიტრალა საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელი.

14 ივლისი 2024, 10:20

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე: მანამდე სლოვაკეთის პრემიერი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, ამდენი შემთხვევითობაა თუ გამიზნულად მოქმედებენ მარცხისთვის განწირული, მაგრამ უკვე ყველაფერზე წამსვლელი გარკვეული ძალები?

სკანდალი თუ ძალიან საშიში ფაქტი? დონალდ ტრამპს ესროლეს, პრეზიდენტობის კანდიდატს. ის აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას აპირებს, იმ პოლიტიკის, რომელიც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ევროკავშირზე, - ამის შესახებ ექსპერტი და “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

14 ივლისი 2024, 10:01

სპორტი

დღეს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება

დღეს, 14 ივლისს, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთის წინაშე ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები წარდგებიან.

14 ივლისი 2024, 09:56

სამართალი

სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11 წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილს იკავებს

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 81,6%-ი მიიღო. ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები მართლმსაჯულებაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობით. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურად მაღალი შეფასება საქართველომ გასულ წელსაც მიიღო.

14 ივლისი 2024, 09:53

მსოფლიო

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

14 ივლისი 2024, 09:35

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: დონალდ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას - პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გმობს სროლას, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა.

14 ივლისი 2024, 09:20

მსოფლიო

სროლა დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე. ფოტოგალერეა

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.

14 ივლისი 2024, 09:18

მსოფლიო

მიტინგზე სროლის შემდეგ, დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა საჯაროდ. ვიდეო

მიტინგზე სროლის შემდეგ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა საჯაროდ.

14 ივლისი 2024, 09:01

მსოფლიო

FBI: უწყება მუშაობს ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე თავდამსხმელის იდენტიფიცირებაზე ბიომეტრიული დადასტურების გზით

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება მუშაობს ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე თავდამსხმელის იდენტიფიცირებაზე ბიომეტრიული დადასტურების გზით, რადგან ეჭვმიტანილს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან არ ჰქონდა.

14 ივლისი 2024, 08:21

მსოფლიო

პენსილვანიის შტატის პოლიციაში განაცხადეს, რომ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი - მძიმედ დაჭრილია

პენსილვანიის შტატის პოლიციაში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი - მძიმედ დაჭრილია.

14 ივლისი 2024, 08:14

მსოფლიო

FBI: ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლის მოტივი ამჟამად გამოვლენილი არ არის

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლის მოტივი ამჟამად გამოვლენილი არ არის.

14 ივლისი 2024, 08:10

მსოფლიო

FBI: ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

ანტონიო გუტერეში

14 ივლისი 2024, 08:02

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში გმობს პოლიტიკური ძალადობის აქტს და ტრამპს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში გმობს სროლას, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, და მას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

14 ივლისი 2024, 07:56

მსოფლიო

The Associated Press: ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლის ფაქტს, როგორც ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას იძიებენ

პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლის ფაქტს, როგორც ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას იძიებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული სააგენტო The Associated Press-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მერიკ გარლანდი

14 ივლისი 2024, 07:38

მსოფლიო

აშშ-ის გენერალური პროკურორი ტრამპის მიტინგზე სროლის შესახებ: ეს ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმაა

აშშ-ის გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება.