ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კეთილდღეობის ხარისხი გაიზარდოს, ამისთვის აუცილებელია მშვიდობის შენარჩუნება და თუ იქნება მშვიდობა, იქნება კეთილდღეობის ხარისხის ზრდა და ევროინტეგრაცია
ირაკლი კობახიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მარტო პირველ წელს 30% ვარდნა ჰქონდა ეკონომიკაში უკრაინას, რაც არის ჩვენი 90-იანი წლების სურათი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ომი პირდაპირ ნიშნავს ეკონომიკური ზრდის არა თუ შეფერხებას, არამედ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს.
„თქვენ ნახეთ იგივე უკრაინას რა მოუტანა ომმა. ეს არის, არა მხოლოდ 10 ათასობით დაღუპული ადამიანი, არა მხოლოდ სხვა ჰუმანიტარული მძიმე პრობლემები, რომლებიც შეექმნა ქვეყანას, ეს არის არა მხოლოდ 10 მილიონი დევნილი და ლტოლვილი, რომლებიც მიიღო უკრაინამ, ეს არის, ყველაფერთან ერთად, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებიც. მარტო პირველ წელს 30% ვარდნა ჰქონდა ეკონომიკაში უკრაინას, რაც არის ჩვენი 90-იანი წლების სურათი. რა თქმა უნდა, ომი პირდაპირ ნიშნავს ეკონომიკური ზრდის არა თუ შეფერხებას, არამედ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს.
რაც შეეხება მშვიდობის შენარჩუნებას, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ ვახერხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას, ეს არის სწორედ ის, რომ ჩვენ გვაქვს, მადლობა ღმერთს, უწყვეტი მშვიდობის 12-წლიანი პერიოდი ამ ქვეყანაში,მიუხედავად იმისაც რომ 2 კრიზისი გამოვიარეთ, გლობალური კრიზისი, რეგიონული კრიზისი ამ პერიოდის განმავლობაში. პირველი იყო კრიზისი, რომელიც უკრაინის პირველ ომს უკავშირდებოდა 2015-2016 წლებში, ეკონომიკა შემცირდა დოლარში, ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ჩვენს გარშემო, მეორე კრიზისი უკავშირდებოდა კოვიდს. ამ კრიზისების მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 28 მილიარდიდან 90 მილიარდ ლარამდე არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. შესაბამისად, ანალოგიურად ზუსტად, დაახლოებით 3-ჯერ არის გაზრდილი ქვეყნის ბიუჯეტი. მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება 3-ჯერ მეტი, ვიდრე ქვეყანას ჰქონდა 2012 წელს. უწყვეტი მშვიდობა არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ რომ გავყოლოდით იმ სცენარს, რომელსაც გვთავაზობდა ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ეს, გარდა სხვა უმძიმესი პრობლემებისა, გამოიწვევდა ეკონომიკურ კრიზისსაც და სერიოზულ ეკონომიკურ ვარდნასაც. აქედან გამომდინარე, არა თუ წინააღმდეგობაშია ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან, პირიქით, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა და ასევე, კეთილდღეობის ზრდა არის არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ევროინტეგრაციისთვის. აქაც ყალბად წარმოაჩენენ ხოლმე ვითარებას, ამბობენ, რომ ჯერ უნდა შეხვიდე ევროკავშირში და მხოლოდ ამის შემდეგ ეშველება ქვეყნის ეკონომიკას, ამ დროს პირიქით არის, ვისაც ესმის ევროკავშირის გაფართოების კონცეფცია, ჯერ რაღაც დონეს უნდა მიაღწიო კეთილდღეობის და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროკავშირში. ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა. ანუ ჯერ არის კეთილდღეობა და მერე ევროინტეგრაცია და არა - პირიქით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კეთილდღეობის ხარისხი გაიზარდოს. ამისთვის აუცილებელია მშვიდობის შენარჩუნება და თუ იქნება მშვიდობა, იქნება კეთილდღეობის ხარისხის ზრდა და იქნება ევროინტეგრაცია. თუ ეს ყველაფერი არ იქნება, ამ შემთხვევაში არც ევროინტეგრაცია იქნება და ყველაფერი მოგვრჩება უკან”, - განაცხადა
მთავრობის მეთაურმა.
ყველა სიახლე
21 სექტემბერი 2024, 02:44
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ეჭვქვეშ არ აყენებს ყირიმის უკრაინულ კუთვნილებას
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ეჭვქვეშ არ აყენებს ყირიმის უკრაინულ კუთვნილებას.
21 სექტემბერი 2024, 02:25
მსოფლიო
CNN: აშშ მომავალ კვირას უკრაინისათვის შეიარაღების მნიშვნელოვანი პაკეტის გამოყოფას გამოაცხადებს, თუმცა მიწოდება, სავარაუდოდ, გადაიდება მარაგების დეფიციტის გამო
აშშ მომავალ კვირას უკრაინისათვის შეიარაღების მნიშვნელოვანი პაკეტის გამოყოფას გამოაცხადებს, თუმცა მიწოდება, სავარაუდოდ, გადაიდება მარაგების დეფიციტის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 სექტემბერი 2024, 02:02
მსოფლიო
The Times: უკრაინამ უახლოეს კვირებში რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენების ნებართვა ფარულად შეიძლება მიიღოს
უკრაინამ უახლოეს კვირებში რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენების ნებართვა ფარულად შეიძლება მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
21 სექტემბერი 2024, 00:14
მსოფლიო
გაერო აცხადებს, რომ ძალიან შეშფოთებულია სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო
გაერო აცხადებს, რომ ძალიან შეშფოთებულია სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო.
20 სექტემბერი 2024, 23:15
საზოგადოება
მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„ევროპული მობილობის კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 21 და 22 სექტემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, კანკავას ქუჩასა და მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე - პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 სექტემბერი 2024, 22:53
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა სტანდარტს ცინიკური ფორმით არღვევენ. სამართლიანობის გრძნობით დამუხტული ჩვენი ერი ვერასოდეს მიიღებს ფარისევლობას მეგობრობად
საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა ამ სტანდარტს უხეში და ცინიკური ფორმით არღვევენ. სამართლიანობის გრძნობით დამუხტული ჩვენი ერი ვერასოდეს მიიღებს ფარისევლობას მეგობრობად, მტრობას - პარტნიორობად და ღალატს ერთგულებად. იმედი გვაქვს, ამის ნათელი დასტური იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებით დამდგარი შედეგი, - წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
20 სექტემბერი 2024, 22:51
პოლიტიკა
მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში: აშშ-ისა და ევროკავშირის სააგენტოებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობის შეუსრულებლობაში
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა „საქართველოს მეგობრების“ მისიის საფუძველზე, რომელიც თბილისში 2-8 სექტემბერს ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტი ავრცელებს.
20 სექტემბერი 2024, 22:33
კულტურა
თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი „პირველი მერცხლით“ დაიხურა
„ფესტივალს სტუმრობდნენ: მალტის ეროვნული არქივის ხელმძღვანელი ჩარლზ ფარუჯა, ჩეხეთის ეროვნული არქივის დირექტორი მიხალ ბრეგანტი, პორტუგალიის კინოთეკის წარმომადგენელი რუი მაჩადო, აშშ-ის ეროვნული არქივის წარმომადგენელი ჰეიდი ჰოლმსტრომი, ბულგარეთის ეროვნული კინოარქივის წარმომადგენელი გალია ჟეკოვა და მოლდოვის ეროვნული საარქივო სააგენტოს წარმომადგენელი აურელია ფელია“.
20 სექტემბერი 2024, 22:22
პოლიტიკა
მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული ენჯეოების მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა „საქართველოს მეგობრების“ მისიის საფუძველზე, რომელიც თბილისში 2-8 სექტემბერს ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტი ავრცელებს.
20 სექტემბერი 2024, 21:53
სამართალი
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
20 სექტემბერი 2024, 21:26
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინის გამარჯვების გეგმა პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის წარუდგენს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, დამოკიდებულია სწრაფ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უნდა მიიღონ პარტნიორებმა.
20 სექტემბერი 2024, 21:15
სპორტი
კახა კალაძე იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფეხბურთელებს თბილისის აეროპორტში დახვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა. „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ თბილისში ხვალ დაგეგმილ ლეგენდების მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ამ მატჩზე დასწრება ძალიან საინტერესო და ემოციური იქნება.
20 სექტემბერი 2024, 21:07
არჩევნები 2024
მაია ჯაბუა: ევროკავშირში შესვლა უმნიშვნელოვანესია - რა თქმა უნდა, ღირსებით, ქვეყნის ერთგულებითა და სიყვარულით
მარტვილში გამართულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მომღერალი მაია ჯაბუა მონაწილეობდა.
20 სექტემბერი 2024, 21:06
მსოფლიო
„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც ემუქრება ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას
ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც ემუქრება ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას.
20 სექტემბერი 2024, 21:04
არჩევნები 2024
აჩიკო ნიჟარაძე: ვირჩევ ძალას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესზე წინ საქართველოს ინტერესს აყენებს
ვირჩევ ძალას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესზე წინ აყენებს საქართველოს ინტერესს, - აცხადებს „ქრონიკასთან“ მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე. „ხმას ვაძლევ ძალას, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს“, - აცხადებს მომღერალი.
20 სექტემბერი 2024, 20:52
არჩევნები 2024
პანჩო: მინდა, ევროპისკენ გზა მშვიდობიანად და ღირსებით გავიაროთ
მომღერალი, პანჩო „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ მისი სურვილია ევროპისკენ გასავლელი და საქართველომ მშვიდობიანად და ღირსებით გაიაროს. „საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ გზა, რომელიც გასავლელია ევროპისკენ, ჩვენთვის უფრო რთულია.მინდა რომ ეს გზა მშვიდობიანად და ღირსებით გავიაროთ“, - აცხადებს მომღერალი.
20 სექტემბერი 2024, 20:40
არჩევნები 2024
გუფი: მშვიდობა თუ არ არის, აზრი ეკარგება ყველაფერს
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. დღეს მუსიკოსებს მარტვილსა და სამტრედიაში უმასპინძლეს.
20 სექტემბერი 2024, 20:38
არჩევნები 2024
მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით ევროპისკენ - „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები სამტრედიასა და მარტვილში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით- ევროპისკენ! „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები სამტრედიასა და მარტვილში.
20 სექტემბერი 2024, 20:36
არჩევნები 2024
ევროკავშირი აპირებს იმ ორგანიზაციების შეფასებით იხელმძღვანელოს, რომლებიც საარჩევნო პროცესს მხოლოდ ერთ ჭრილში განიხილავენ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ისფედში იმყოფებოდა. „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების წინასწარი დათვლის შედეგების გაყალბებაშია მხილებული.
20 სექტემბერი 2024, 20:19
პოლიტიკა
ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, შერიგება და ურთიერთშენდობა - ბიძინა ივანიშვილის გზავნილი და რადიკალების თვითლუსტრაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ცდილობს შერიგებისა და ურთიერთპატივისცემის იდეა სათავისოდ დაამახინჯოს. ქვეყნის საწინააღმდეგო არაერთ მოქმედებაში მხილებული პარტია მმართველ გუნდს გამოგონილი მიზეზებით ადანაშაულებს.