imedi /  07 ნოემბერი 2017, 11:10 / სანდო წყარო

მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დისკუსია გაიმართება

"საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" ორგანიზებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ პარლამენტში მედიასთან დაკავშირებით წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, დისკუსია გაიმართება. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო წინადადებით "საარჩევნო კოდექსში " იგეგმება ცვლილებების შეტანა, რომლის ფარგლებშიც მარეგულირებელი კომისია მაუწყებლებს არაპროპორციულ მოთხოვნებს უყენებს და საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმებას ავალდებულებს.

ასევე, იზღუდება მაუწყებლის თვითრეგულირების სფერო -"მაუწყებლის შესახებ" კანონით გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხები, რომელსაც მაუწყებელი თავად არეგულირებდა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და სასამართლოს რეგულირების სფეროში გადადის.

ყველა სიახლე

თურქეთი კორონავირუსი

07 აპრილი 2020, 22:35

COVID19

თურქეთში კორონავირუსით კიდევ 76 ადამიანი გარდაიცვალა

დღეისათვის თურქეთში ინფიცირებულთა რიცხვი 34 ათასს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 725-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 1582 პაციენტი.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 22:22

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რატომ არ ხდება საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ ყველა მოქალაქის ტესტირება

კარანტინში ძირითადად ჯანმრთელი ადამიანები არიან. მათ, ვისთანაც შესაძლო შემთხვევა ფიქსირდება, აუცილებლად უტარდებათ ტესტირება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

რენდ პოლი

07 აპრილი 2020, 22:22

COVID19

სენატორი რენდ პოლი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და ადგილობრივ საავადმყოფოში მოხალისედ დაიწყო მუშაობა

ამერიკელი სენატორი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი რენდ პოლი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. როგორც თავად სენატორმა აღნიშნა, მან ადგილობრივ საავადმყოფოში მოხალისედ მუშაობა დაიწყო.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 22:12

COVID19

ამირან გამყრელიძე: კანონი ერთია მორწმუნისთვის, ათეისტისა და ყველასთვის

„მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ. კანონი გვეუბნება დღეს, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს სამ ადამიანზე მეტი. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება - გამომდინარე დიდი საშიშროებისა, რაც არსებობს ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში - თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად, დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 21:54

COVID19

ამირან გამყრელიძე: ხანდაზმულების პნევმოკოკური ვაქცინაცია კარგია, მაგრამ ეს პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს

მე, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ვთვლი, რომ პნევმოკოკური ვაქცინაციის დანერგვა კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 21:53

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩვენი მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ „ცეფეიდმა“ ტესტები რაც შეიძლება სწრაფად მოგვაწოდოს

„ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს უკვე „ცეფეიდში“. ჩვენი მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს დიპლომატიური არხებით, ასევე სხვადასხვა არხებით, რომ „ცეფეიდმა“ რაც შეიძლება სწრაფად მოგვაწოდოს, იმიტომ რომ უკვე, მოგეხსენებათ, დაზიანებული ქვეყნები, როგორებიც არის იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, მათაც ძალიან უნდათ ეს ტესტები, ამიტომ ზოგადად დეფიციტია ტესტების მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ. ჩვენ შეკვეთილი გვაქვს 10 ათასი ეს ტესტი, შემდგომ კიდევ 10 ათასი, შემდეგომ კიდევ 10 ათასი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

უხანი

07 აპრილი 2020, 21:47

COVID19

უხანში ქალაქიდან გასვლის შეზღუდვა მოხსნეს

ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრი გახდა, ქალაქიდან გასვლის შეზღუდვა მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს. ქალაქი 23 იანვრიდან იყო ჩაკეტილი. ხელისუფლებამ გახსნა ქალაქიდან გამოსასვლელი მაგისტრალები და მოქალაქეებს ნება დართო, ავტომანქანებით დატოვონ ქალაქი.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 21:42

COVID19

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ ის მაღალი არაა

კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ ის მაღალი არაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 21:36

COVID19

ამირან გამყრელიძე: ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-400 შემთხვევა

„მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 21:35

COVID19

ამირან გამყრელიძემ კოლეგებს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე მიულოცა

7 აპრილი ხარების დღესასწაული ემთხვევა ხოლმე ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, რომელიც დაწესდა და უკავშირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამ ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსებას, მისი კონსტიტუციის მიღებას, - ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. „1948 წლის 7 აპრილს იქნა მიღებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუცია და ის ყოველწლიურად სხვადასხვა სლოგანით აღინიშნება. წლევანდელი მთავრი თემა მიძღვნილია ექთნებისა და ბებიაქალებისადმი. მოგეხსენებათ თუ რაოდენ დიდია, ზოგადად სამედიცინო პერსონალისა და განსაკუთრებით ექთნისა და ბებიაქალების, ზოგადად უმცროსი სამედიცინო პერსონალის ღვაწლი და როლი მოსახლეობის ჯანმრთელობაში. მათ გარეშე წარმოუდგენელია გამართული ჯანდაცვის სისტემის არსებობა. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველა ჩემს კოლეგას, ყველა მოღვაწე ექთანს მსოფლიოსა და საქართველოში, ყველა ბებიაქალს, ყველა უმცროს სამიდიცინო პერსონალს მინდა დრევანდელი დღე მივულოცო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსი

07 აპრილი 2020, 21:24

COVID19

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორსულ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ორსული ქალნი იმ სპორტსმენის კონტაქტებს შორისაა, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. წუხელ გვიან ღამით კლინიკაში ასევე ანაკლიის საკარანტინო სივრციდან შუახნის კაცი შეიყვანეს, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. COVID 19 არც მას დაუდასტურდა.

კორონავირუსი

07 აპრილი 2020, 21:24

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ს თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 მოქალაქე რჩება.

07 აპრილი 2020, 21:14

მსოფლიო

იტალიაში ქალი დააჯარიმეს, რომელიც დღის განმავლობაში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა

იტალიელმა პოლიციელებმა ქალი დააჯარიმეს, რომელიც დღის განმავლობაში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა. ამის შესახებ პორტალი Ilgiornale იტყობინება. ინციდენტი ქალაქ გრადოში მოხდა. სამართალდამცველებმა ქალს ორჯერ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, სახლში დარჩენილიყო, მას შემდეგ კი რაც მაღაზიაში მეთერთმეტედ დააპირა შესვლა, 280 ევროს ოდენობით ჯარიმა გამოუწერეს.

კეილი მაკინანი

07 აპრილი 2020, 21:11

მსოფლიო

კეილი მაკინანი დონალდ ტრამპის პრესმდივნად დაინიშნა

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური წარმომადგენელი კეილი მაკინანი თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელად დაინიშნა. 31 წლის კეილი მაკინანი ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

ნატო გემები საქართველო

07 აპრილი 2020, 21:10

თავდაცვა

ფოთის პორტში ნატოს 4 ხომალდი შემოვიდა

„ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები „ოჩამჩირე“ [P23] და „დიოსკურია“ [P25] და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია ნატოსა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

07 აპრილი 2020, 20:52

COVID19

ექიმებს რომელთაც ინფიცირებულ ინფექციონისტთან ჰქონდათ კონტაქტი განმეორებითი ტესტირება ხვალ ჩაუტარდებათ

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 მედიკოსს, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ინფექციონისტთან, კიდევ ერთი საკონტროლო ტესტი ხვალ ჩაუტარდება. სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არცერთ მათგანს აქვს, თუმცა ისინი კვლავ იზოლაციაში რჩებიან. ქოვიდ-19 დიაგნოზით კლინიკაში 3 პაციენტი მკურნალობს. ყველა მათგანთან დაავადება ამ ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. საჩხერის კარანტინიდან დღეს 4 მოქალაქე გაეწერა და კარანტინში მხოლოდ 12 პირი იმყოფება.

07 აპრილი 2020, 20:48

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 604 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 880 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1555 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

პოლიცია

07 აპრილი 2020, 20:46

სამართალი

ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობაში მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია

ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობაში მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

კორონავირუსი

07 აპრილი 2020, 20:30

COVID19

ამერიკელი მეცნიერების პროგნოზით ევროპაში COVID 19-ით 151 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპება

IHME-ს შეფასებით, ლეტალური შემთხვევების უდიდესი ნაწილი დიდი ბრიტანეთში დაფიქსირდება, სადაც აგვისტომდე სავარაუდოდ 66 ათასი ადამიანი დაიღუპება, სიკვდილიანობის პიკი კი 17 აპრილს არის მოსალოდნელი. ინსტიტუტში ასევე აცხადებენ, რომ სოციალური დისტანციის მხრივ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა სიტუაციას გაართულებს, მეორე ტალღის რისკის შესამცირებლად კი მასობრივი ტესტირება, ინფიცირებულების კონტაქტების გამოკვლევა და კარანტინია აუცილებელი.

მაიკ პომპეო

07 აპრილი 2020, 20:24

COVID19

აშშ-მა მსოფლიოში კორონავირუსთან საბრძოლველად 225 მილიონი დოლარი გამოყო

შეერთებულმა შტატებმა მთელ მსოფლიოში კორონავირუსთან საბრძოლველად ჰუმანიტარული, სამედიცინო და ეკონომიკური დახმარების სახით 225 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. „მზად ვართ დამატებით 225 მილიონი დოლარი გამოვყოთ პანდემიასთან ბრძოლის გააქტიურებისთვის. ეს იქნება დამატება 274 მილიონიან დახმარების პაკეტზე, რომელიც მსოფლიოს 64 ქვეყნისთვის უკვე გამოიყო,“ - აღნიშნა პომპეომ.