თამთა მეგრელიშვილი ვენესუელაში მიმდინარე პროცესებზე: ის, რაც დასავლეთში დემოკრატიის საზომად და ობიექტურობის მაღალ სტანდარტად არის მიღებული, ვენესუელაში დიქტატურაა - დასავლეთის ორმაგი სტანდარტის მორიგი მაგალითი
თამთა მეგრელიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, ვენესუელაში ამოქმედდა ის სცენარი, რაც საქართველოში არჩევნების შემდეგ უნდა დაწყებულიყო.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნებიდან 2 დღეში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, მტკიცებულებების გარეშე არასერიოზულია. მისი თქმით, ენტონი ბლინკენის განცხადება მიუთითებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ისევ აღქმებზე დაყრდნობით მოქმედებს.
„ვენესუელაში არჩევნების შემდეგ საქართველოში განსახორციელებელი სცენარი ამოქმედდა.
ჩვენთვის საინტერესოა ვენესუელაში 28 ივლისს, ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები. ეროვნული საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა მადურომ გაიმარჯვა, შედეგების გამოცხადებას ოპოზიციის პროტესტი, არეულობა და რამდენიმე დემონსტრანტის დაღუპვა მოჰყვა(გარდაცვლილია 11 ადამიანი). პარალელურად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს (არჩევნებიდან 2 დღეში), რაც დროის ფაქტორის გათვალისწინებით, არასერიოზული მიდგომაა. მათი განცხადებით, არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა რამდენიმე მძიმე დარღვევას, რომელმაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე და საპრეზიდენტო რბოლაში არა მადურომ, არამედ ოპოზიციის ლიდერმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. საინტერესოა კიდევ ერთი ასპექტი, შედეგების არ მცნობი ადამიანები აპელირებენ, რომ ეროვნულ საარჩევნო საბჭოს მმართველი გუნდი აკონტროლებს, ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ საფრანგეთში არჩევნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს.... ის, რაც დასავლეთში დემოკრატიის საზომად და ობიექტურობის მაღალ სტანდარტად არის მიღებული, ვენესუელაში დიქტატურაა.... დასავლეთის ორმაგი სტანდარტის მორიგი მაგალითი..
გუშინ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი გამოაცხადა და მადუროს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისკენ მოუწოდა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ოპოზიციის გამარჯვების „უამრავი მტკიცებულება“ აქვთ, მაგრამ საზოგადოებას მტკიცებულებები ვერ წარუდგინა, რაც მიანიშნებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ აღქმებით მოქმედებს.
ვენესუელაში ამ წუთებშიც გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელსაც პოლიცია ვეღარ აკონტროლებს,“- წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2024, 21:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა
ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
09 სექტემბერი 2024, 21:42
საზოგადოება
„ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა: სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დამწყები ნიჭიერი მომღერლები იზიარებენ იმ სცენას, რომელზეც მსოფლიო მასშტაბის ძალიან დიდი არტისტები გამოდიოდნენ
ძალიან გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ „იმედის“ ამ გრანდიოზულ მეგა პროექტს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.
09 სექტემბერი 2024, 21:20
კულტურა
მანიკა ასათიანი: „ქავერ შოუს“ თითოეული მონაწილისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ ამხელა სცენაზე და აუდიტორიის წინაშე უწევთ გამოსვლა
„60 კონკურსანტი გვყავს. ყოველ ჯერზე 8 ახალი მონაწილე წარდგება მაყურებლის წინაშე. საბოლოოდ, ნახევარფინალისთვის 9 გამორჩეული მონაწილე შეირჩევა, რომელიც დაიკავებს 9 სივრცეს. ფინალში უკვე 4 ადამიანი გადავა. შემდეგ უკვე გამოვავლენთ გამარჯვებულს.
09 სექტემბერი 2024, 21:06
მსოფლიო
ქეით მიდლტონმა განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა
უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, განაცხადა, რომ მან ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა.
09 სექტემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: როგორც არასდროს, საქართველო ახლა არის ახლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამიტომ ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განმარტა, თუ რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტში ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
09 სექტემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესებისთვის! მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს.„ქრონიკის“ სიუჟეტი
გამჭვირვალე ფინანსები ქვეყნის ინტერესებისთვის! არასამთავრობო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს მთავრობა საგრანტო პროექტს სთავაზობს, რომელიც ბიუჯეტიდან იქნება უზრუნველყოფილი და მომავალი წლიდან ამოქმედდება.
09 სექტემბერი 2024, 20:42
მსოფლიო
პიტერ სტანო: ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2024, 20:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ. საქართველოსთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა
„არალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები.
09 სექტემბერი 2024, 20:20
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, პრემიერის ეს წამოწყება იქნება აუცილებლად წარმატებული და კიდევ უფრო მეტ დადებით მუხტს შეიტანს ქვეყნის უფრო სწრაფად განვითარების საქმეში
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.
09 სექტემბერი 2024, 20:17
მსოფლიო
ალიანსის პრესმდივანი: ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო
ალიანსის პრესმდივანმა, ფარა დახლალამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო.
09 სექტემბერი 2024, 19:47
სპორტი
პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ხვალ ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი ჯინჭარაძე დაბრუნდება
10 სექტემბერს, 05:45 საათზე, პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდება ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე, - აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
09 სექტემბერი 2024, 19:33
საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
09 სექტემბერი 2024, 19:25
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, რადგან ერთხელ უკვე გადახედა პოზიტივის მიმართულებით
საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, რადგან ერთხელ უკვე გადახედა პოზიტივის მიმართულებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.
09 სექტემბერი 2024, 19:22
მსოფლიო
La Repubblica: ოლაფ შოლცი სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ნაწილების მოსკოვისთვის გადაცემის შესაძლებლობას მოიცავს
გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით გეგმა აქვს - მას სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც „მშვიდობის კანცლერი“, - წერს იტალიური გაზეთი La Repubblica.
09 სექტემბერი 2024, 19:11
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: მთავარი ფაქტორი, რითაც ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებას, ეს არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაბილურობა, გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა
თუ ავიღებთ ბოლო 10 წელს ან მეტს, წლევნდელ მეორე კვარტალში მიღებული უცხოური ინვესტიციების რაოდენობას, ყველზე მაღალი მაჩვენებელი ახლა ფიქსირდება, საუკეთესოა ამ თვალსაზრისით,- განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას “ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
09 სექტემბერი 2024, 18:53
არჩევნები 2024
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 წევრი აირჩიეს, 193 ვაკანტურ ადგილზე კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდა
„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.
09 სექტემბერი 2024, 18:49
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირი სლოვაკეთისთვის დაფინანსების დაბლოკვას განიხილავს
ევროკომისია მუშაობს წინადადებაზე, დასაჯოს სლოვაკეთი დემოკრატიული ნორმების შელახვისთვის, რამაც ბრატისლავასთვის თანხების გამოყოფის შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
09 სექტემბერი 2024, 18:43
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე სადამკვირვებლო მისიაზე „ჩემი ხმა“: ადამიანებს არც ობიექტურობა გააჩნიათ, არც პროფესიონალიზმი - გვიჩნდება ეჭვი, რომ ერთიანდებიან, რათა ნიადაგი შეამზადონ 27 ოქტომბრის შემდეგ მოსალოდნელ მოვლენებზე
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ორი რამაა აუცილებელი: ერთი, ეს არის, იყვნენ ობიექტურები და მეორე - იყვნენ პროფესიონალები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.
09 სექტემბერი 2024, 18:30
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: „ქართული ოცნება“, როგორც აქამდე, ასევე 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგაც განაგრძობს მყარი ნაბიჯებით მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას. ვიქნებით ჩვენ მთავარი გარანტი ამ ყველაფერში
წარმოდგენებში, ილუზიებში ცხოვრობენ ეს ადამიანები, თავიანთი განცხადებები ამ ყველაფერზე კარგად მეტყველებს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის ინიციატივის საპასუხოდ, რომ პარტიებმა არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირებაში „ქართულ ოცნებასთან“ არ ითანამშრომლონ.
09 სექტემბერი 2024, 18:19
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: „ენჯეოები“ ამბობენ, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან და საქმიანობას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებენ. თუ აქაა ლოგიკა, მაშინ სახელმწიფოს დაფინანსების შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესების გატარება რა შუაშია?!
„თვითონ [„ენჯეოები“] ხომ ამბობენ, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან და საქმიანობას ახორციელებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არ გვაინტერესებს უცხო ძალის ინტერესებიო. თუ აქ არის ლოგიკა და ისინი მართლები არიან, მაშინ სახელმწიფოს დაფინანსების შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესების გატარება რა შუაშია?! თავიანთ თავში ვერ ჩამოყალიბებულან. ვერ დაალაგეს მესიჯი, ლოგიკა არ არის მათ განცხადებებში, ახლართულები არიან და როგორმე ცდილობენ, თავისივე შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან რამენაირად გამოძვრნენ, რაც არ გამოსდით. რაც შეეხება დაზღვევის მექანიზმს, ერთი მარტივი დაზღვევის მექანიზმია. ამ შემთხვევაში არის ქართული საზოგადოების, ხალხის, სახელმწიფოს ინტერესი, რომელიც მიმართულია ჩვენი მომავლისკენ.