06 აგვისტო 2024, 09:14 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი საერთო ჯამშიც კი ვერანაირი გადაჯგუფებით ვერ აგროვებენ „ქართულ ოცნებაზე“ მეტ ხმებს

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

არჩევნებამდე დაახლოებით 80 დღე რჩება და მიუხედავად აგვისტოს თვის ტრადიციული საყოველთაო არდადეგებისა, ყველას ყურადღება არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისა და ობიექტების აქტივობების, სტრატეგიისა და ტაქტიკისკენ არის მიმართული. ამ კუთხით საინტერესოა, რას ვხედავთ ოპოზიციურ თუ სახელისუფლებო ფლანგზე, ენჯეო სექტორში, როგორ მუშაობს მედია, როგორ ემზადებიან ცენტრალური, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიები, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ მეგობარი და არამეგობარი სახელმწიფოები, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ვინაიდან ოპოზიცია ვერანაირი გადაჯგუფებით ვერ ახერხებს ხელისუფლების დამარცხებას, საკუთარი პროპაგანდისტული მედიების მეშვეობით, გადასულია ტვინების გამორეცხვაზე. ამ გეგმის რეალიზაციაში კი მათ უცხოეთში არსებული სერიოზული ძალები უჭერენ მხარს.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ამ გარემოებების გათვალისწინებით, ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ არჩევნების დამკვირვებლების უმრავლესობა იყოს არა "კუბილიუს-პავილიონისების ჯიშის საერთაშორისო ნაცები”, არამედ, ობიექტური და მიუკერძოებელი ადამიანები.


„ჩვენ და არჩევნები

არჩევნებამდე დაახლოებით 80 დღე რჩება და მიუხედავად აგვისტოს თვის ტრადიციული საყოველთაო არდადეგებისა, ყველას ყურადღება არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისა და ობიექტების აქტივობების, სტრატეგიისა და ტაქტიკისკენ არის მიმართული. ამ კუთხით საინტერესოა, რას ვხედავთ ოპოზიციურ თუ სახელისუფლებო ფლანგზე, ენჯეო სექტორში, როგორ მუშაობს მედია, როგორ ემზადებიან ცენტრალური, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიები, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ მეგობარი და არამეგობარი სახელმწიფოები.

ოპოზიციურ ფლანგზე საარჩევნო მარათონს ბოკერია-ჩერგოლეიშვილის გუნდი ჩამოსცილდა, ხოლო მათი პარტიის ნარჩენებს ალბათ რომელიღაც ოპოზიციური გაერთიანება შეიფარებს იმ შემთხვევაში, თუ 2 გამსვლელი ადგილი (ბობოხიძე-წერეთლისთვის) გამოინახა (თუ უწყალობეს).

ცოტა კომიკურად გამოიყურება, მაგრამ ძველი (ვაშაძე-ცისკარიშვილ-ბოკუჩავა) და ახალი (გვარამია-მელია-ზურაბ გირჩი-ლიაკა) ნაცები ერთმანეთს მიშისტური ხმებისთვის შეებრძოლებიან. სამაგიეროდ არანაცური და არაქოცური ხმებისთვის იბრძოლებენ ხაზარაძისა და გახარიას პარტიები. მართალია, უმრავლესობის აღქმაში ესენიც ნაცების ანასხლეტებს წარმოადგენენ, მაგრამ საკუთარი შუაშისტური იმიჯის გასამყარებლად ისინი ყოფილ ნაც-ქოცებს უთმობენ ადგილებს, თუმცა, მომავალი გვიჩვენებს, რამდენად სარგებლიანი იქნება ისეთი დაზიანებული რეპუტაციის პოლიტიკოსების საკუთარ სახეებად ქცევა, როგორებიც სამადაშვილები, ელისაშვილები, დოლიძეები, კორძაიები და სხვები არიან. იქით ტრადიციულად ვინმეზე აკიდებას რესპუბლიკელები ეცდებიან და ასევე ტრადიციულად ნათელაშვილი მაღალი კვარცხლბეკიდან ყველას დაამუნათებს და იტყვის, რომ მიღებული 20%-ის ნაცვლად მხოლოდ 2% დაუწერეს. ამ ფონზე ჯერ კიდევ თავის ადგილს ეძებს ეკა ბესელია, რომელმაც, როგორც ჩანს, მადამ სალომეს ფრთებქვეშ მონახა ადგილი და ალბათ სწორედ ოპოზიციის ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე პრეზიდენტის კვოტით აღმოჩნდება რომელიმე საარჩევნო სიაში, თან ხალხს დაამუნათებს, რა დროს ძველი წყენებია, ქვეყნის გადარჩენის საქმეს ვჭირდებიო.

ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ როგორც კვლევები აჩვენებს, ისინი საერთო ჯამშიც კი ვერანაირი გადაჯგუფებით ვერ აგროვებენ ქართულ ოცნებაზე მეტ ხმებს.

მათთვის საუბედუროდ, „ოცნებას“ ხელისუფლებაში დასარჩენად, არა 50 ან 60% ესაჭიროება, არამედ, თუ გავითვალისწინებთ საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებებს, 40%-ის მიღებითაც თავისუფლად რჩება ხელისუფლებაში.

ოპოზიციის იმ ნაწილს, ვისაც თვლა არ ეშლება (მაგალითად რომან გოცირიძეს, ჩერგოლეიშვილს და სხვებს), ეს კარგად ესმით და ამიტომ ისტერიულად გაჰკივიან, 35%-ზე მეტი არ უნდა მიიღოს ოცნებამ, თორემ ოპოზიციას დედა გვეტირებაო.

ასეთ პირობებში ოპოზიცია საკუთარი პროპაგანდისტული მედიების მეშვეობით, გადასულია ტვინების გამორეცხვაზე.

ცდილობენ ამომრჩევლებს თავში ჩაუტენონ 2 მთავარი ფორმულა:

1.თუ ქოცებმა გაიმარჯვეს, ისინი რუსულ ჭაობში დააბრუნებენ ქვეყანას და უნდა დავემშვიდობოთ ევროპულ ოცნებებს, და

2.ქოცებს გამარჯვების არავითარი შანსი არა აქვთ და თუ შედეგებმა მათი გამარჯვება აჩვენა, ე. ი. არჩევნები გაყალბდა და ყველა უნდა მოვემზადოთ ასეთი შედეგების არ მიღებისთვის, მასობრივი დაუმორჩილებლობისთვის, რევოლუციისთვის, ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისათვის ანუ სახელმწიფო გადატრიალებისთვის.

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ამ გეგმის რეალიზებისთვის მათ უცხოეთში სერიოზული ძალები უჭერენ მხარს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, დასავლეთში პრაქტიკულად არ არსებობს სახელმწიფო ან ასე თუ ისე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებისთვისაც მისაღებია ოცნების ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის გატარება. ამიტომ არჩევნების იდეალურად ჩატარების შემთხვევაშიც კი ისინი ყველანაირად შეუწყობენ ხელს, რომ არ მოხდეს ოცნების გამარჯვების ლეგიტიმურად ცნობა, რომ დამკვირვებლებმა დააფიქსირონ „სერიოზული დარღვევები“, რომლებმაც არჩევნების შედეგებზე „სერიოზული გავლენა“ იქონიეს, რაც ნიშანი იქნება რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაიწყონ აქტიური რევოლუციური მოქმედებები.

ამ გეგმას დიდი გაშიფვრა არც სჭირდება, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ ვივამედის ლუქს-პალატიდან ბელადმა განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებენ არავითარ სხვა შედეგს, გარდა ოცნების დამარცხებისა და ამისათვის თავის მრევლს არჩევნების შემდგომი მრავალთვიანი ბრძოლის მომზადებისკენ მოუწოდა.

ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ არჩევნების დამკვირვებლების უმრავლესობა იყოს არა კუბილიუს-პავილიონისების ჯიშის საერთაშორისო ნაცები, არამედ პატიოსანი და ობიექტური ადამიანები. ჩვენ არ ვიცით, ამ მიმართულებით მუშაობს თუ არა ხელისუფლება, მაგრამ თუ ამას ყურადღებას არ აქცევენ და არხეინად არიან, ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა მათი მხრიდან.

მგონი, არ არიან ისეთი გულუბრყვილოები, ის დაიჯერონ, რომ სუფთად ჩაატარებენ არჩევნებს და მიკერძოებულ დამკვირვებლებს ამის აღიარების გარდა სხვა გზა არ დარჩებათ.

ნაცების გამპრავებელი ჟიგიმანტასები თვალსაც არ დაახამხამებენ, ისე ურცხვად იტყვიან თეთრზე შავს და პირიქით“, - წერს ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

10 სექტემბერი 2024, 20:28

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.

10 სექტემბერი 2024, 20:28

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია

ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.

ბიძინა ივანიშვილი

10 სექტემბერი 2024, 20:28

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.

10 სექტემბერი 2024, 20:22

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი ლაშა ტალახაძე იქნება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი ძალოსანი ლაშა ტალახაძე იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2024, 20:20

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების“ გუნდი გაიწმინდა, ხალხის მხარდაჭერით 2021 წლის არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და საქართველოს დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან

საბედნიეროდ, საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების“ გუნდი გაიწმინდა, ქართველი ხალხის მხარდაჭერით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამით საქართველოს არეულობა და დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

10 სექტემბერი 2024, 20:02

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს. LIVE

ამ წუთებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს.

10 სექტემბერი 2024, 19:59

მსოფლიო

ბაიდენი სტარმერთან უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმებისთვის ნებართვის მიცემის საკითხს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმებისთვის ნებართვის მიცემის საკითხს განიხილავს.

10 სექტემბერი 2024, 19:32

მსოფლიო

საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთში ექსპორტს ევროპის უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხე უწოდეს

საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთში ექსპორტს ევროპის უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხე უწოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დენის შმიგალი

10 სექტემბერი 2024, 18:56

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად უნდა 2025 წლის ბოლოსთვის

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად უნდა 2025 წლის ბოლოსთვის.

ალექსანდრე მესხი

10 სექტემბერი 2024, 18:45

საზოგადოება

ალექსანდრე მესხი მათემატიკის XIV კონფერენციაზე: წელს გვყავდა რეკორდულად ბევრი მომხსენებელი და მონაწილე მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. ისინი არიან თავიანთი დარგის გამორჩეული სპეციალისტები

წელს გვქონდა მე-14 საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა, ის მიეძღვნა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის დაარსებიდან 100 წლისთავს. ეს უკვე მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი ტრადიციები გააჩნია ქართულ მათემატიკურ სკოლას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ მეცნიერმა, მათემატიკოსმა ალექსანდრე მესხმა.

ალექსანდრე მესხი

10 სექტემბერი 2024, 18:38

საზოგადოება

ალექსანდრე მესხი: საქართველოში მათემატიკის სპეციალური სკოლები გვაქვს, ბევრი მათი მოსწავლე სწორედ ქუთაისის უნივერსიტეტს ირჩევს. რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან

„როგორც წესი, კომპიუტერულ მეცნიერებაში დაინტერესება მეტია. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მოთხოვნა მათზე მეტია. სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეუძლიათ მაღალანაზღაურებად კომპანიებს მიმართონ და გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. რაც შეეხება მათემატიკას, საქართველოში ყოველთვის იყო მის მიმართ ინტერესი. ჩვენთან როგორც წესი, ყოველწლიურად 20 ადგილია გამოყოფილი. მოდიან ძალიან წარმატებული ახალგაზრდები. მოგეხსენებათ, საქართველოში მათემატიკის სპეციალური სკოლები გვაქვს, ბევრი მათი მოსწავლე სწორედ ქუთაისის უნივერსიტეტს ირჩევს. რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან“ , - აღნიშნა პროფესორმა.

კამალა ჰარისი დონალდ ტრამპი

10 სექტემბერი 2024, 18:36

არჩევნები აშშ

CNN: დებატების წინ საპრეზიდენტო რბოლაში აშკარა ლიდერი არ არის

ტელეკომპანია CNN-ის გამოკითხვის თანახმად, „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის რეიტინგი საშუალოდ 49%-ს შეადგენს, ხოლო „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 48% უჭერს მხარს.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2024, 18:27

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მინიმუმ სამართლებრივი დარღვევაა, როდესაც შენი ოპონენტის ბანერს ხევ და დაკავებული ხარ ვანდალიზმით

მინიმუმ სამართლებრივი დარღვევაა, როდესაც მიდიხარ და სხვის ბანერებს, შენი ოპონენტის, მოწინააღმდეგე ძალის ბანერს ხევ და ხარ დაკავებული ვანდალიზმით,- განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2024, 18:23

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არ რეგისტრირდებიან რეალურად გამჭვირვალობის პრობლემა აქვთ, რაც შეეხება დესტრუქციული ოპოზიციის დამოკიდებულებას, თავისსავე მესიჯებში არიან აჭრილი

რაც შეეხება ინიციატივას, რომელიც ბატონმა პრემიერმა დააინიციირა, არის სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას. მისი თქმით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია ვინც პირნათლად ემსახურება ქართველ ხალხს, ისარგებლებს საგრანტო პროგრამებით.

10 სექტემბერი 2024, 18:22

საზოგადოება

ალექსანდრე მესხი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ ევროპული დონის განათლება მიიღონ

სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ ევროპული დონის განათლება მიიღონ, ერთად იცხოვრონ, ისწავლონ და ამ მხრივ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში გამორჩეულია, - განაცხადა მეცნიერმა, მათემატიკოსმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე მესხმა „დღის ქრონიკასთან“.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2024, 18:09

არჩევნები 2024

ირაკლი კირცხალია: თითოეული ახალი წევრი, რომელიც ჩვენს გუნდს შემოუერთდება, დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რასაც სამშობლოს სიყვარული და სამშობლოზე ზრუნვა ჰქვია

თითოეული ახალი წევრი, რომელიც ჩვენს გუნდს შემოუერთდება დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რასაც სამშობლოს სიყვარული და სამშობლოზე ზრუნვა ჰქვია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2024, 18:03

არჩევნები 2024

ირაკლი კირცხალია: საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან ის ღირსეული სახეები და ღირსეული ქართველები, რომლებიც რეალურად ზრუნავენ ჩვენს ქვეყანაზე

„ზოგადად, მთელი საპარლამენტო სია, რომელიც თვის ბოლოს გამოქვეყნდება, დაკომპლექტებული იქნება იმ ღირსეული ადამიანებით, რომლებიც დღევანდელ დღემდე მოვედით და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ახალი წევრი, რომელიც ჩვენს გუნდს შემოუერთდება დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რასაც სამშობლოს სიყვარული და ქვეყანაზე ზრუნვა ჰქვია“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ედიშერ გვენეტაძე

10 სექტემბერი 2024, 18:00

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ერთ დროს ქრისტიანობის ღირებულებების მქონე ევროპაში მექრთამე-ლობისტების და დავით კეზერაშვილის ნაირების დროა, სამართლიანობის მარყუჟი ვიწროვდება, უეჭველად მოჰყვებიან ე.წ. ოპოზიციური, მეხუთე კოლონის წარმომადგენლები

კეზერაშვილი, რომ დამნაშავე, პროფესიონალი თაღლითი და აფერისტია დადგენილია სასამართლოს მიერ. უფრო მეტიც, ეს ყველამ იცის ევროპაში დაწყებული პენსიონერებიდან დამთავრებული კუბილიუს-კრამონ-ფოტიგებამდე დამთავრებული! მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ ყოფილ ერთ დროს ქრისტიანობის ღირებულებების მქონე ევროპაში ახლა მექრთამე-ლობისტების და კეზერაშვილის ნაირების დროა, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ.

ენტონი ბლინკენი

10 სექტემბერი 2024, 17:53

მსოფლიო

აშშ-მა დაადასტურა ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდების ფაქტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე მიიღო ირანის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტების პარტია. „რუსეთმა ამ ბალისტიკური რაკეტების პარტია უკვე მიიღო, და, როგორც ჩანს, რამდენიმე კვირაში მათ უკრაინაში უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს“, - თქვა ბლინკენმა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ასეთი ცნობები მას დაზვერვამ მიაწოდა. ამერიკელებმა უკვე გაუზიარეს ინფორმაცია პარტნიორებს. ბლინკენი ფიქრობს, რომ რუსეთსა და ირანს შორის მზარდი თანამშრომლობა ევროპის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. როგორც ბლინკენმა თქვა, ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო აშშ ავიაკომპანია Iran Air-ს სანქციებს დაუწესებს. მისი თქმით, სხვა ქვეყნებიც ირანისთვის სანქციების შემოღებისთვის ემზადებიან. ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა 6 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2024, 17:38

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როდესაც ჯერ შენს ქვეყანაში ჯარის ნაძარცვი ფულით და შემდეგ ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდები, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე“ მაქვს საუბარი, და პოლიტიკაში „მოძრაობ“, შორს ვერ წახვალ ნამდვილად

„პირდაპირი განცხადებები აქვს კეზერაშვილს, რომ აქ [საქართველოში] პარტიებს აფინანსებს, შემდეგ მოვისმინეთ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ნაწილისგან, რომ იცავდნენ კეზერაშვილს. რა თქმა უნდა დაიცავენ კეზერაშვილს და მის თანხებსაც, რადგან ამ თანხით სულდგმულობენ. როდესაც ჯერ შენს ქვეყანაში ჯარის ნაძარცვი ფულით და შემდეგ ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდები, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე“ მაქვს საუბარი, და პოლიტიკაში „მოძრაობ“, შორს ვერ წახვალ ნამდვილად“, - აღნიშნა კირცხალიამ.