07 აგვისტო 2024, 13:49 / სანდო წყარო

„ქართული ოცნება“: „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი დანაშაულის დაფარვას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს, რის გამოც ბოლო წლებია ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ნაცვლად 7 აგვისტოს აცხადებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს, 7 აგვისტოს, ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ფარისევლური პიარ-კამპანია აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ომის პარტიის წევრებმა მოინახულეს გმირი ჯარისკაცების საფლავები, გამოაქვეყნეს სამძიმრის ტექსტები. ისინი ამ ყველაფერს ისე უტიფრად აკეთებენ, თითქოს, 2008 წელს დატრიალებულ ტრაგედიაში მათ არავითარი ბრალი არ მიუძღოდეთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ჩვენ დღემდე მხოლოდ მინიშნებებით ვსაუბრობდით, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საერთაშორისო სასამართლო პროცესები სტრასბურგსა და ჰააგაში, რომლებიც, ჩვენი ხელისუფლების უდიდესი ძალისხმევით, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ახლა კი, როდესაც სრულად არის გადავლილი იმის თეორიული რისკიც კი, რომ საქართველოს, ქართულ ჯარს და თუნდაც ერთ ქართველ ჯარისკაცს საერთაშორისო დონეზე რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისროს, დადგა დრო, საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე და ყველა ფაქტს სრულფასოვანი სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივ დანაშაულს უმძიმესი შედეგები მოჰყვა. 2008 წლის ომის შედეგად, დავკარგეთ ორი ისტორიული რეგიონი, დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, ხოლო 30 000 ადამიანი დევნილად იქცა. დაუშვებელია, ამ მასშტაბის დანაშაული სამართლებრივი შეფასების გარეშე და დაუსჯელი დარჩეს.

წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობა ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ასახელებდა და მათი მხრიდან პროტოკოლური ღონისძიებებიც სწორედ ამ დღეს სრულდებოდა. რამდენიმე წლის წინ კი, რადიკალურმა ოპოზიციამ გადაწყვიტა თარიღი შეეცვალა და მან ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო გამოაცხადა. ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი დანაშაულის დაფარვას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სასამართლოებში ყოველგვარი რისკი უკვე გადავლილია, ომის დაწყების თარიღის ხელოვნური ცვლილება და მსგავსი მანიპულაციები ომის პარტიის წარმომადგენლებს ვერ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ უმძიმეს კითხვებზე საჯაროდ პასუხის გაცემა თავიდან აირიდოს.

თარიღთან დაკავშირებული ვერავითარი მანიპულაცია ვერ გადაფარავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებსა და განცხადებებს, რომლებიც სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. კერძოდ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პირველი ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ 7 აგვისტოს საომარი მოქმედებების არეალში რუსული ჯარი არ იმყოფებოდა, პრეზიდენტის 402-ე დადგენილებაში ჩნდება. 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემულ დოკუმენტში წერია, რომ რუსი სამხედროები და რუსული სამხედრო ტექნიკა საქართველოში როკის გვირაბის გავლით 8 აგვისტოს შემოვიდნენ. ამ დოკუმენტს მალევე მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაზე ხელის მოწერა, რაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოღალატეობრივი ნაბიჯი იყო. რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ესკალაცია ღია და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში ქართული მხარის მიერ 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით გადაიზარდა. რეზოლუციაში აღნიშნული აქტი შეფასდა როგორც ქართული მხარის მიერ შეიარაღებული ძალების არაპროპორციული გამოყენება, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ამავე დოკუმენტში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია „კონტრშეტევად“ შეფასდა. ამრიგად, ომიდან 2 თვის შემდეგ, პირველივე ოფიციალურ საერთაშორისო დოკუმენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უმძიმესი დანაშაულის დადასტურებას მოაწერა ხელი და მან ამ ნაბიჯით ქართული ჯარი, ქართველი სამხედროები და ქვეყანა საერთაშორისო სასამართლოების წინაშე უდიდესი რისკის ქვეშ დააყენა.

საერთაშორისო დონეზე უმძიმესი დანაშაულის ჩადენისა და ომის დაწყების აღიარების შემდეგ, მაშინდელმა ხელისუფლებამ პროპაგანდისტული ფილმი მოამზადა და უმაღლესი დონის სამხედრო თანამდებობის პირის, მაშინდელი გენერალური შტაბის უფროსის, ზაზა გოგავას პირით აღიარებითი ჩვენება კიდევ ერთხელ გაიმეორა. კერძოდ, პროპაგანდისტულ ფილმში გოგავა ამბობს, რომ სამხედრო ოპერაციის პირველი ფაზა 12 საათში უნდა დასრულებულიყო, რადგან არსებობდა რისკი იმისა, რომ "პოტენციური მოწინააღმდეგე" რუსეთი შესაძლოა ამ კონფლიქტში ჩართულიყო და ცხინვალის რეგიონში ქართული ჯარი რუსეთს უკვე დაკავებულ პოზიციებზე მზადყოფნაში უნდა დახვედროდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ყველაზე დიდი და მძიმე დანაშაული სწორედ 2008 წელს ჩადენილი ავანტურაა. ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად და საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად უმნიშვნელოვანესია, ამ მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად ასე მოხდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რადგან საერთაშორისო სასამართლოებში ყველა რისკი მოხსნილია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე განვლილმა ორმა წელმა თვალნათლივ დაგვანახა, როგორი მონდომებით ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაეთრია და ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვია. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გაამყარა რწმენა, რომ ამ ადამიანებმა 2008 წელსაც გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს. ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა და ვის დავალებებს ასრულებდნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, აქ ამ საკითხზე შეგნებულად არ შევჩერდებით, რადგან ყველაფერს სწორედ საჯარო სამართლებრივი პროცესი გაარკვევს. ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაფერი არ ამსუბუქებს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და არც იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთის ფედერაციაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2024, 22:28

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენაზე. სრულად

დასასრულს, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები, ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ მშვიდობას, ირჩევს საზოგადოების მორალურ გადაგვარებას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის გამარჯვებას ნიშნავს.

10 სექტემბერი 2024, 22:15

მსოფლიო

უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი: თუ ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემა რეალურად მოხდა და მათი გამოყენება დაფიქსირდება, მაშინ უკრაინამ შესაძლოა გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ თუ ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემა რეალურად მოხდა და მათი გამოყენება დაფიქსირდება, მაშინ უკრაინამ შესაძლოა გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან.

მამუკა მდინარაძე

10 სექტემბერი 2024, 22:01

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე: ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად, რაღაც კუთხით უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი, ამიტომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი

ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად, რაღაც კუთხით უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ეს არანაკლები მნიშვნელობის არჩევნები იქნება, ამიტომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე: ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი და ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან, - განუცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მმართველი გუნდის საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებს.

ლევან მახაშვილი

10 სექტემბერი 2024, 21:58

არჩევნები 2024

ლევან მახაშვილი: მრავალი წელია, პოლიტიკაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით, მოხარული ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთავაზება მივიღე

„მრავალი წელია, პოლიტიკაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით, საჯარო სამსახურიდან, სხვადასხვა უწყებიდან, სხვადასხვა პოზიციიდან. ყოველთვის ჩართული ვიყავი პოლიტიკის მიღებაში. ასევე, აკადემიურ საქმიანობაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. მოხარული ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთავაზება მივიღე. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ჩემი თავი, ამ ეტაპზე, წარმომიდგენია, როგორც საგარეო პოლიტიკის გუნდის წევრი, ასევე - განათლების მიმართულებით. დანარჩენს მოგვიანებით გაცნობებთ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მამუკა მდინარაძე

10 სექტემბერი 2024, 21:56

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე თეა წულუკიანზე: ის უკვე საპარლამენტო ორგანოში გადმოინაცვლებს და „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც მინიმუმ, ძლიერი ოპონენტი იქნება

„ღირსებასთან ასე და ამ ხარისხით ასოცირებული ხალხი ჩვენ ბევრი არ გვყავს, აქედან გამომდინარეა ეს გადაწყვეტილებებიც, ასეთივე ღირსებით გააგრძელებენ ისინი სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებული იქნებიან ამ მიმართულებითაც, რადგან ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ამიტომ იყო, თქვენ როგორც ბრძანებთ, ფსონი, ამიტომ იყო გათვლაც, რაც გნებავთ, დავარქვათ, ღირსეულ ადამიანებზე. პირველ რიგში, თავისი სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება ხოლმე აქცენტირება“, - განაცხადა მდინარაძემ.

10 სექტემბერი 2024, 21:52

სპორტი

ალბანეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ალბანეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.

10 სექტემბერი 2024, 21:50

სპორტი

საქართველოს მოკრივე გოგონათა ნაკრები პოლონეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირიდან სამი მედლით დაბრუნდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოკრივე გოგონათა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ გლივიცეში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა. ქართველმა გოგონებმა შეჯიბრება 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

10 სექტემბერი 2024, 21:49

პოლიტიკა

რატომ ნიშნავს სახელმწიფოს დაფინანსება კონტროლსა და მოსყიდვას, უცხოური ფული კი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას? ამ ლოგიკით ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ნეგატიურად წარმოჩენას ცდილობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ ნიშნავს სახელმწიფოს დაფინანსება კონტროლსა და მოსყიდვას, უცხოური ფული კი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას? ამ ლოგიკით ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ნეგატიურად წარმოჩენას ცდილობს.

10 სექტემბერი 2024, 21:34

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.

10 სექტემბერი 2024, 21:32

არჩევნები 2024

გვარამია-მელიას გუნდის წევრები „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატებს ხევენ და ამას ემოციებით ხსნიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საარჩევნო დარღვევას ხელს არ უშლის ამავე პარტიის წევრი და იურისტი მაია კოპალეიშვილიც. დუმს არასამთავრობო ორგანიზაციათა თითქმის სრული უმრავლესობა.

10 სექტემბერი 2024, 21:22

სპორტი

ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველმა სუმოისტებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს და 6 მედალი მოიპოვეს. ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქროსა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მიიღეს.

დონალდ ტუსკი

10 სექტემბერი 2024, 21:10

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება, დაიწყოს კონტროლი ყველა სახმელეთო საზღვარზე, მიუღებელია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება, დაიწყოს კონტროლი ყველა სახმელეთო საზღვარზე, მიუღებელია და ნიშნავს შენგენის ზონის დე ფაქტო შეჩერებას.

მამუკა მდინარაძე

10 სექტემბერი 2024, 21:07

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: აშშ-ში უფრო მკაცრი კანონმდებლობაა და თქვენ იტყუებით, როდესაც გამჭვირვალობის კანონს ყოველ ჯერზე რუსულს ეძახით

უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი - ეს თქვენი სპეკულაციაა, რადგან ის [შოთა ბერეკაშვილი] ენჯეოს წარმომადგენელი არ არის, ის არის ბიზნესმენი და მშენებელი, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას - როგორ მოხდა, რომ უცხოურო ძალების ინტერესების გამტარი [შოთა ბერეკაშვილი] თქვენ სიაშია?

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2024, 20:58

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს

რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას.

მამუკა მდინარაძე

10 სექტემბერი 2024, 20:54

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად წარდგენაზე: ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი

„2012 წლის მერე ასეთი პრეცედენტი ჩვენს გუნდში არ ყოფილა. ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე - ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი. ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან. თქვენ [ოპოზიციური არხის ჟურნალისტს მიმართავს] და „ნაცმოძრაობა“, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურად აგენტურას წარმოადგენენ და აგენტურ სუბიექტებს, არ არიან რეალურად ჩვენი ოპონენტები. პირიქით, ჩვენ ვუწევთ ძალიან დიდ ძალებს ოპონირებას. ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტიის ოპოზიციაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

10 სექტემბერი 2024, 20:53

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე (CFSP/CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში გამართულ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში.

მამუკა მდინარაძე

10 სექტემბერი 2024, 20:47

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე: ის ადამიანები არიან ჩვენს სიაში, ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევიან, მათ შორის არიან ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი

ჩვენ სიის დაკომპლექტებას გარკვეული კრიტერიუმებით გავაგრძელებთ. გვაქვს ამბიცია, რომ 100-ზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით პარლამენტში, იქიდან გამომდინარე რომ დღევანდელი საზოგადოების მხარდაჭერა და განწყობა მმართველი პარტიისადმი ასეთია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

10 სექტემბერი 2024, 20:46

საზოგადოება

პარლამენტში წარმატებული დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ დიასპორულ ორგანიზაციებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ქვეყნის განვითარებაში დიასპორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული დიასპორა არის მეორე საქართველო და წარმატებული დიასპორელები საზღვარგარეთ ქართული იდეის განმახორციელებელი სასახელო ადამიანები არიან.

10 სექტემბერი 2024, 20:28

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.

ბიძინა ივანიშვილი

10 სექტემბერი 2024, 20:28

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.