07 აგვისტო 2024, 20:50 / სანდო წყარო

გია აბაშიძე: სააკაშვილის რეჟიმის ჩინოსნები, რომლებიც ფსევდო-პარტიებშიც არიან გადანაწილებულნი, ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, რაც მიუძღვით საქართველოს წინაშე. „ქართული ოცნების" მორიგი გამარჯვების შემდეგ, ყველაფერს გაეცემა პასუხი

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი ჩინოსნები, რომლებიც ფსევდო-პარტიებშიც არიან გადანაწილებულნი, ვერ გაექცევიან იმ უმძიმეს პასუხისმგებლობას, რაც მათ მიუძღვით საქართველოს წინაშე. ვერც „გლობალური ომის პარტიის" „ზურგის ქარი" უშველით. არჩევნებში "ქართული ოცნების" მორიგი ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, ყველას და ყველაფერს გაეცემა პასუხი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებას, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე, სადაც ნათქვამია, რომ ისინი იქნებიან მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება.

აბაშიძის თქმით, გაუგონარი საგარეო ზეწოლით ხდება ნაცკრიმინალების მფარველობა, თუმცა, ახლა, როცა საქართველო სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზეა და ამ პროცესში მას ხელს უშლიან საგარეო აქტორებიც, ვერაფერი დააბრკოლებს, რომ ნაცავაზაკებმა პასუხი აგონ ერის წინაშე.

„სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი ჩინოსნები, რომლებიც ფსევდო-პარტიებშიც არიან გადანაწილებულნი, ვერ გაექცევიან იმ უმძიმეს პასუხისმგებლობას, რაც მათ მიუძღვით საქართველოს წინაშე. ვერც „გლობალური ომის პარტიის" „ზურგის ქარი" უშველით. არჩევნებში „ქართული ოცნების" მორიგი ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, ყველას და ყველაფერს გაეცემა პასუხი.

რატომ ასე გვიან? პასუხი არაერთხელ გაეცა - გაუგონარი საგარეო ზეწოლით ხდება ნაცკრიმინალების მფარველობა. თუმცა, ახლა, როცა საქართველო სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზეა და ამ პროცესში მას ხელს უშლიან საგარეო აქტორებიც, ვერაფერი დააბრკოლებს, რომ ნაცავაზაკებმა პასუხი აგონ ერის წინაშე!

ამიტომაცაა რადიკალებსა და მათ უცხოელ სპონსორებში კბილთა ღრჭენა, ამიტომაცაა ღიად და თავხედურად რევანშისტების დაფინანსება და ცრუ პროპაგანდის არნახული ნიაღვარი ხალხის რჩეული ხელისუფლების მისამართით. მაგრამ სამართლიანობის ურემი გზიდან არ გადაუხვევს“, - წერს აბაშიძე.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

10 სექტემბერი 2024, 11:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები რომ ჰყავთ, ამაში ერთხელაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კამალა ჰარისის წარმომადგენლები ამომრჩეველს დონალდ ტრამპის ჯანსაღი იდეებით აშინებენ, რაც აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უსვამს ხაზს.

ზურაბ ქადაგიძე

10 სექტემბერი 2024, 11:40

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელზე: არც საკუთარი წონა იცის და არც საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს - ტაივანური გრანტის მოლოდინში წარმოუდგენლად მაღალ მატერიებს ეჭიდება

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ივანიშვილი ისტერიკაშია, რადგან თავს მომწყვდეულად გრძნობს“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

10 სექტემბერი 2024, 11:32

მსოფლიო

WSJ: სამშვიდობო მოლაპარაკებები სულ უფრო მეტ უკრაინელს სურს, თუმცა სამხედროები წინააღმდეგი არიან

ამერიკული გაზეთის The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა უკრაინაში აჩვენებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრეთა რიცხვი შარშანდელი წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ მატულობს, თუმცა უკრაინელების უმეტესობა ჯერ კიდევ საუბრობს იმაზე, რომ ომის გაგრძელება და რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სურს. ქვეყნის მოსახლეობის ერთადერთი ჯგუფი, რომელიც რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევაზე უარს აცხადებს, სამხედროებია. „ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ვეტერანებისა და მოქმედი სამხედროების მხოლოდ 18% თვლის, რომ უკრაინა მოლაპარაკებების გზით ომის დასრულებაზე უნდა ფიქრობდეს, რაც გამოკითხვაში მონაწილე ყველა დემოგრაფიულ ჯგუფს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ვეტერანებისა და ჯარისკაცების 15% განაცხადა, რომ შეიარაღებულ პროტესტს შეუერთდებოდა, თუ კიევი ისეთ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან“, - წერს გამოცემა.

ალექსანდრე იაშვილი

10 სექტემბერი 2024, 11:31

სპორტი

ალექსანდრე იაშვილი: ტყუილად არ ამბობენ, რომ გულშემატკივარი მეთორმეტე მოთამაშეა. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის არის უდიდესი ძალა

„ევროპის ჩემპიონატზე უდიდესი ძალა იყო ჩვენი გულშემატკივარი და ფეხბურთში ტყუილად არ ამბობენ, რომ გულშემატკივარი მეთორმეტე მოთამაშეა. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის არის უდიდესი ძალა და ფეხბურთელებს უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა იაშვილმა.

10 სექტემბერი 2024, 11:31

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას და მმართველი საბჭოს შეხვედრას მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძესთან ერთად, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

10 სექტემბერი 2024, 11:31

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

10 სექტემბერი 2024, 11:25

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან

კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2024, 11:25

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას და დარწმუნებული ვარ, ამ ამბიციურ მიზანს წარმატებით მივაღწევთ

საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

10 სექტემბერი 2024, 11:20

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „ევროპოლის“ მიერ ჩატარებული გამოძიებაც კი საკმარისი უნდა იყოს დავით კეზერაშვილის დასაპატიმრებლად, მაშინ როცა ის თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებას აცნობა, რომ ეგრეთ წოდებული „ქოლცენტრების“ საქმის მორიგი ეპიზოდის გამოძიება დასრულდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ასევე დადასტურდა დაკავებული კრიმინალების პირდაპირი კავშირი რადიკალური ოპოზიციის მთავარ დამფინანსებელთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან. მოგვიანებით, მედიამ გაავრცელა მამტკიცებელი დოკუმენტები, რომლის თანახმად ევროპელი პენსიონერებისათვის მოპარული თანხები სწორედ დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“.

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2024, 11:18

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც ქსელში დამატებით 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება

2013 წლის რეგიონების გაზიფიცირების პროგრამის შედეგად, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში დამატებით 377 ათასზე მეტი აბონენტი ჩაერთო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ამით ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

10 სექტემბერი 2024, 11:14

რეგიონი

კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველის 2024-ის ფარგლებში, 10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 22,6 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

10 სექტემბერი 2024, 11:10

მსოფლიო

გერმანიამ სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში სახმელეთო საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლი დააწესა

„სანამ არ შეიქმნება თავშესაფრის მინიჭების ახალი, საერთო ევროპული სისტემა და არ მიიღება დამატებითი ზომები ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის გაძლიერებისთვის, ვალდებულები ვართ გავაძლიეროთ კონტროლი ჩვენს ეროვნულ საზღვრებზე“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.

10 სექტემბერი 2024, 10:59

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის თითოეულ დასაქმებულს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და 21 მომსახურეს წარმატებული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადასცა.

10 სექტემბერი 2024, 10:53

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია

კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, - ვკითხულობთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10 სექტემბერი 2024, 10:53

პოლიტიკა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს

დღეს, 20:00 საათზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს.

თეა წულუკიანი

10 სექტემბერი 2024, 10:50

კულტურა

მუზეუმელთა ალიანსის ყოველწლიური ყრილობა შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა და წარმატებით ჩატარდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმელთა ალიანსმა მესამე ყრილობაზე, რომელიც შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა, ტრადიციულად საუკეთესო მუზეუმელები დააჯილდოვა.

ვილი სანიოლი

10 სექტემბერი 2024, 10:12

სპორტი

ვილი სანიოლი: ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან

„ალბანეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, რომელიც ძალიან რთული იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვთხოვ, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ. გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს. შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულდეს, თუმცა მთავარია ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ“, - განაცხადა სანიოლმა.

ლუკა ლოჩაშვილი

10 სექტემბერი 2024, 10:11

სპორტი

ლუკა ლოჩოშვილი: ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია - მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს

„ჩეხეთთან თამაშს დადებითად შევაფასებდი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში შევხვდით ერთა ლიგას. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და დადებითი შედეგით დავასრულებთ ამ შეკრებას", - აღნიშნა ფეხბურთელმა.

საბა გოგლიჩიძე

10 სექტემბერი 2024, 10:09

სპორტი

საბა გოგლიჩიძე: ალბანეთი რთული მეტოქეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ვემზადებით და ვეცდებით, რომ ჩვენი თამაშით მივაღწიოთ წარმატებას

ალბანეთი რთული მეტოქეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ვემზადებით და ვეცდებით, რომ ჩვენი თამაშით მივაღწიოთ წარმატებას,- განაცხადა ეროვნული ნაკრების წევრმა საბა გოგლიჩიძემ.

10 სექტემბერი 2024, 10:08

საზოგადოება

ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან პოპულარული გამოცემის Deccan Herald-ის და ავიაკომპანია Indigo-ს საბორტო ჟურნალის Hello3E-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს.