16 წელი აგვისტოს ომიდან - მმართველი გუნდის წევრები ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე წუთებს იხსენებენ
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
16 წელი აგვისტოს ომიდან - მმართველი გუნდის წევრები ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე წუთებს იხსენებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნეს.
400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია.
2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფელი გაანადგურეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. ამ დრომდე, რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს და საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა.
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.
ომიდან 16 წლის შემდეგ, რუსეთი ისევ არ ასრულებს 12 აგვისტოს შეთანხმებას, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და ყოველდღიურად უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2024, 11:02
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ერაყის რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ჯამში 5 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
18 სექტემბერი 2024, 11:01
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პაციენტთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელებისა და ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობა
საქართველოში პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე აღინიშნა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, სწორი და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.
18 სექტემბერი 2024, 10:59
სამართალი
ეროვნული ბანკი: საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი
საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
18 სექტემბერი 2024, 10:46
მსოფლიო
ვროცლავში წყალდიდობისთვის ემზადებიან
Deutsche Welle წერს, რომ პროგნოზით, ძლიერი წვიმა ქალაქში 18 სექტემბრიდან დაიწყება, 20 სექტემბრიდან კი მდინარე ოდრას ადიდებაა მოსალოდნელი.
18 სექტემბერი 2024, 10:38
მსოფლიო
ჯონ მერშაიმერი: აშშ-ში გვჯერა, რომ გვაქვს უფლება და ძალა, რათა მთელი მსოფლიო გადავაკეთოთ ამერიკის ხედვის შესაბამისად
ამერიკელი პოლიტოლოგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ მერშაიმერის აზრით, აშშ-ში ადამიანებს სჯერათ, რომ აქვთ უფლება და პასუხისმგებლობა, ასევე ძალა, რათა მთელი მსოფლიო გადააკეთონ ამერიკის ხედვის შესაბამისად. „აშშ ფუნდამენტურად ლიბერალური სახელმწიფოა და ჩვენ გვჯერა, რომ გვაქვს უფლება და პასუხისმგებლობა, ასევე გვაქვს ძალა, რათა მთელი მსოფლიო გადავაკეთოთ ამერიკის ხედვის შესაბამისად. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ისტებლიშმენტს, როგორც „რესპუბლიკური“, ისე „დემოკრატიული“ პარტიიდან, სწორედ ამ მიდგომის სჯერა და შესაბამისად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დიდი ნაწილიც ამით არის მოტივირებული „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ“, - თქვა მან.
18 სექტემბერი 2024, 10:21
არჩევნები 2024
დავით კოდუა: გამარჯვება სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ამომრჩევლებმა კარგად იციან, ვინაა ქართული საქმის მკეთებელი
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ნარაზენში, აღმაშენებლისა და როგავას ქუჩებზე, მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.
18 სექტემბერი 2024, 10:20
ტაბლოიდი
როგორი იყო სუპერმთვარე და მთვარის დაბნელება. ფოტოგალერეა
ღამით პლანეტის სხვადასხვა ნაწილიდან წლის მეორე სუპერმთვარის ნახვა იყო შესაძლებელი. სუპერმთვარედ დედამიწის თანამგზავრი მაშინ ითვლება, როცა პლანეტასთან უმოკლესი დისტანციის 10%-ის ფარგლებში მდებარეობს.
18 სექტემბერი 2024, 10:14
არჩევნები 2024
ცესკო: 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი კიდევ ერთხელ ჩატარდება
„შესაბამისობის აუდიტი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველი ეტაპი - მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ანალიზს და მათი შესაბამისობის დადგენას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, მეორე ეტაპი - არჩევნებისთვის აპარატურის მომზადების პროცესზე დაკვირვებას და კონფიგურაციისთვის საჭირო ფაილების სიზუსტის დადგენას, მესამე ეტაპი კი - კენჭისყრის დღეზე დაკვირვებას“.
18 სექტემბერი 2024, 10:07
საზოგადოება
გივი მიქანაძე: განსაკუთრებული მადლობა კათოლიკოს-პატრიარქს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მოღვაწეობისთვის - მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლის ხელშეწყობითაც შესაძლებელი გახდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ ფილმის გადაღება
„გამორჩეული ქართველი ისტორიული მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღება არის საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების გამოძახილი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლებში პატრიოტული მოტივის, ეროვნული ღირებულებების, ოჯახური სიწმინდეებისა და ტრადიციების სწავლებაზე ფოკუსირებას, მომავალი თაობების სწორად, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის მიზნით“, - განაცხად გივი მიქანაძემ ფილმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
18 სექტემბერი 2024, 10:01
მსოფლიო
ჯეფრი საქსის აზრით, აშშ რუსეთთან უშუალო ომშია, რადგან თავის დროზე ნატოს შემოყვანას ცდილობდა საქართველოსა და უკრაინაში
აშშ რუსეთთან უშუალო და არა პროქსი ომშია, რადგან თავის დროზე საქართველოში, კავკასიასა და უკრაინაში ნატოს შემოყვანას ცდილობდა, განაცხადა ამერიკელმა ეკონომისტმა, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა მრჩეველმა ჯეფრი საქსმა გადაცემაში All-In Podcast. „ჩვენ ახლა უშუალო და არა პროქსი ომში ვართ რუსეთთან, რომელსაც 6 ათასი ბირთვული ქობინი აქვს. მე მსგავსი სისულელე არაფერი მინახავს. ყველაფერი ვიცი, ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან საკუთარი თვალებით მაქვს ნანახი, თუ როგორ აღმოვჩნდით ამ აურზაურში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ წინ ვიყავით, საქართველოში, კავკასიაში და უკრაინაში ნატო შემოგვყავდა“, - თქვა მან. საქსი აშშ-ჩინეთის ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუ ვაშინგტონი იგივე პოლიტიკას გააგრძელებს პეკინთან მიმართებაში, შესაძლოა ბირთვული ომი მივიღოთ.
18 სექტემბერი 2024, 09:50
კულტურა
თსუ-ში სპარსული ენისა და ლიტერატურის დღე აღინიშნა
ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში ირანის საელჩოსა და ირანის დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გაიმართა, ხაზი გაესვა ქართველი ირანისტის, მთარგმნელისა და პროფესორის დამსახურებას საქართველოში ირანული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.
18 სექტემბერი 2024, 09:39
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: აბსოლუტური უმრავლესობის კანონიერი მოთხოვნაა, რომ ლგბტ პროპაგანდისგან იყოს დაცული საზოგადოება, განსაკუთრებით მომავალი თაობა
„კანონს არქმევენ ისეთ სახელებს, რაც კანონში საერთოდ არ წერია. „მე უფრო დიდი პროპაგანდისტული შესაძლებლობები მაქვს და ამ იარლიყს მოგაწებებ“ - ამით უნდათ ფონს გასვლა. საქართველოში ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება დაცულია, მათ შორის ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის კანონიერი მოთხოვნაა, რომ ამისგან [ლგბტ პროპაგანდისგან] იყოს დაცული საზოგადოება, განსაკუთრებით მომავალი თაობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნას“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
18 სექტემბერი 2024, 09:35
მსოფლიო
ჯეფრი საქსი: კონფლიქტი უკრაინაში უნდა განიხილებოდეს არა როგორც პუტინის ინტერვენცია, არამედ როგორც აშშ-ის ძალის გავლენა ყოფილ საბჭოთა კავშირზე
ამერიკელმა ეკონომისტმა, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა მრჩეველმა ჯეფრი საქსმა განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინაში უნდა განიხილებოდეს არა როგორც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერვენცია, არამედ, როგორც აშშ-ის ძალის გავლენა ყოფილ საბჭოთა კავშირზე. „ჩვენ თუ გავაანალიზებთ უკრაინის კონფლიქტს, თუნდაც იმას, რაც ზედაპირზე დევს, ვნახავთ, რომ ეს არ არის კონფლიქტი იმის შესახებ, რომ პუტინი შეიჭრა უკრაინაში. ეს რაღაც სხვაა, როგორიცაა ამერიკის ძალის გავლენა ყოფილ საბჭოთა კავშირზე“, - თქვა საქსმა. ის აგრეთვე აშშ-ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის თემას შეეხო. საქსი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ყოველთვის აცხადებს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში რაღაცას იცავს, სინამდვილეში აღიქმება, როგორც მისი ძალის დემონსტრირება.
18 სექტემბერი 2024, 09:26
არჩევნები 2024
ლევან მაჭავარიანი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე: ადამიანს ოდნავ თუ გაქვს თავმოყვარეობა, ღირსება, პრინციპები, ასეთი ტიპის გაერთიანებები არ უნდა ხდებოდეს
„კონკრეტულად ბატონი გახარიას და ხაზარაძის შემთხვევა კიდევ აბსოლუტურად სხვა ნიშნულის შეურაცხყოფა არიას და რა თქმა უნდა, ადამიანს ოდნავ თუ გაქვს თავმოყვარეობა, ღირსება, პრინციპები, ასეთი ტიპის გაერთიანებები არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი იღებენ დავალებებს მათ გარე უფროსებისგან, შესაბამისად, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, იძულებულები არიან, ეს დავალება შეასრულონ“, - აცხადებს მაჭავარიანი.
18 სექტემბერი 2024, 09:19
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ გავერთიანდებით და გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას მშვიდობით, ურთიერთგაგებით
„კიდევ ერთხელ მოხდა მათი ლუსტრაცია, თურმე რა უნდათ რეალობაში, თურმე როგორ ფიქრობენ. ეს დარჩება მათ ბინძურ ფიქრებად. ჩვენ გავერთიანდებით და გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას მშვიდობით, ურთიერთგაგებით“, - მიიჩნევს კირცხალია.
18 სექტემბერი 2024, 09:01
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძისა და დანიგანის შეხვედრაზე: პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რასაც ქართველი ხალხი ამბობს
„ფაქტია, რომ ამერიკა და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ რაში გამოიხატება ეს სტრატეგიული პარტნიორობა? მხოლოდ იმაში, რომ მუდმივად უნდა ისმოდეს კრიტიკა, რომლის უკანაც არ დგას ხოლმე კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მოცემულობები. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი გადადის ხოლმე უკვე იმაში, რომ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ზეპირი საუბარი ან რომელიმე ქართული კანონი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან, იმის გამო რომ ვიღაცას არ აწყობს გამჭვირვალობა საქართველოსთან ურთიერთობაში, უნდა გახდეს ჩვენ შორის ურთიერთობის დაძაბვის და სანქციების შემოღების საბაბი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რასაც ქართველი ხალხი ამბობს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
18 სექტემბერი 2024, 08:50
სპორტი
კაშია და აზაროვი დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ⚽
„ჯვაროსნების“ კაპიტნის, გურამ კაშიას „სლოვანი“ შოტლანდიაში სელტიკს დაუპირისპირდება (23:00), ირაკლი აზაროვის „შახტარი“ კი „ბოლონიას“ (20:45). 37 წლის კაშიასთვის ეს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პირველი მატჩი იქნება.
18 სექტემბერი 2024, 08:36
მსოფლიო
ბორელის განცხადებით, ბეირუთში პეიჯერების აფეთქების ფონზე, ომის ლიბანამდე მისვლის რისკი არსებობს
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას ბორელი შეხვდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, რომელთან ერთადაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის განხორციელების საკითხი განიხილა.
18 სექტემბერი 2024, 08:22
მსოფლიო
შტორმი „ბორისი“, რომელმაც ცენტრალური ევროპის ქვეყნები დააზარალა, იტალიას მიუახლოვდა
სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა პოლონეთს, ჩეხეთს, რუმინეთს, ავსტრიას. დაღუპულთა რაოდენობა დღეს უკვე 21-მდე გაიზარდა. წყალდიდობის რისკის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს სლოვაკეთში, უნგრეთსა და ხორვატიაშიც.
18 სექტემბერი 2024, 08:18
პოლიტიკა
კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში კი ლიდერობს
ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო კორუფციის არარსებობით უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს 14 წევრს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: იტალიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას და უკრაინას.