დავით ქართველიშვილი: ვისი აგენტია სააკაშვილი? მედვედევი-სარკოზის შეთანხმებიდან სააკაშვილმა იმ პუნქტის ამოღება მოითხოვა, რომელიც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მომავალი სტატუსების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლეოდა
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ექსპერტი ამბობს, რომ კითხვაზე - ვისი აგენტია სააკაშვილი, პასუხი ნიკოლა სარკოზის მემუარებშია.
„მედვედევ-სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმება“ თავდაპირველად მოიცავდა მეშვიდე პუნქტსაც. და ზუსტად ამ პუნქტის ამოღება მოსთხოვა სააკაშვილმა სარკოზის.“- ექსპერტის თქმით, მეშვიდე პუნქტი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მომავალი სტატუსების განსაზღვრას, მხოლოდ ფართო წარმომადგენლობითი, საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ითვალისწინებდა.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ სარკოზის მემუარებში სააკაშვილის გადაწყვეტილება მე-7 პუნქტთან დაკავშირებით, უარყოფითად არის შეფასებული.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დავით ქართველიშვილი 2008 წლის ევროსაბჭოს სხდომასაც იხსენებს.
როგორც ქართველიშვილი წერს, სამიტზე, რომელიც სარკოზის დევიზით - „საქართველო ევროპა არაა“ მიმდინარეობდა , საქართველო იყო წარმოდგენილი და ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, თუმცა ევროპელი პარტნიორების პოზიცია უარყოფითი იყო.
„დასავლეთმა შეთხზა ცნობილი #1633 რეზოლუცია, რომელსაც ქართულმა დელეგაციამ უპრობლემოდ მოაწერა ხელი, ომის დაწყებაში საკუთარი თავი დაადანაშაულა და ამით, ლამის საქართველოს დასანქცირებას ჩაუყარა საფუძველი“, - წერს ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციის შემდეგ დასავლეთი დაწყნარდა და მეტიც, 2009 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე, რუსებთან ერთად აღლუმშიც მიიღო მონაწილეობა.
„როდესაც არ ცხრება დისკუსიები თემაზე - ვისი "აგენტია" ბოლო-ბოლო სააკაშვილი (ხოლო მე არაერთგზის დავაფიქსირე ჩემი პირადი მოსაზრება ამის თაობაზე), მე მინდა შეგახსენოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც დამატებით არგუმენტად შეიძლება იქნას გამოყენებული, ამა თუ იმ ვერსიის სასარგებლოდ.
მე პირადად არ მახსოვს, რომ ამ გარემოებაზე გამახვილებულიყოს ან პოლიტიკოსების, ან ჟურნალისტების მხრიდან ყურადღება. არ მახსოვს ამ თემაზე სადმე დასმული შეკითხვა ან პირადად სააკაშვილის, ან მისი კლანის რომელიმე წევრის მიმართ. არა და მისი მნიშვნელობა, 1633 ევრო რეზოლუციაზე, იმ მოღალატეობრივ ხელმოწერაზე არანაკლებია, თუ არა - მეტი.
ამ გარემოებაზე ვრცლად ისაუბრა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აწ ასევე პატიმარმა - ნიკოლა სარკოზიმ თავის მემუარებში, რომლებიც ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის ძალზე საინტერესო კულუარულ დეტალებს. საქმე იმაშია, რომ "მედვედევ-სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმება" თავდაპირველად მოიცავდა მეშვიდე პუნქტსაც. და ზუსტად ამ პუნქტის ამოღება მოსთხოვა სააკაშვილმა სარკოზის.
ეს პუნქტი ითვალისწინებდა აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მომავალი სტატუსების განსაზღვრას მხოლოდ (!) ფართო წარმომადგენლობითი საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. ეს პუნქტი ფაქტობრივად იდენტური იყო ვალტერ შტაინმაიერის მიერ შემუშავებული აფხაზეთის პრობლემის მოგვარების სამ ეტაპობრივი პროექტის მესამე ეტაპისა.
მაგრამ, როგორც შტაინმაიერის გეგმის განხორციელებას არ მიეცა საშუალება - მისი პროექტის აფხაზეთში ჩატანიდან ზუსტად სამ კვირაში, ომის დაწყების გამო, ამ ჯერზეც ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, სააკაშვილის მოთხოვნით ამოღებული იქნა "სარკოზი-მედვედევის" შეთანხმებიდან.
საინტერესოდ აღწერს სარკოზი თავის მემუარებში მედვედევის რეაქციას სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებაზე: "ღამის პირველი საათისკენ (12 აგვისტოს) მე დავურეკე მედვედევს და სააკაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, ვთხოვე ამ პუნქტის ამოღება. მედვედევი კმაყოფილი ჩანდა, მათთვის ეს აშკარად აადვილებდა სიტუაციას, მით უმეტეს, რომ მათი ჯარი რჩებოდა დაკავებულ ტერიტორიაზე. საპასუხოდ, მედვედევმა გადამიხადა მადლობა ჩატარებული სამუშაოსთვის. გარდა ამისა, მე მომეჩვენა, რომ ის ისედაც საქმის კურსში იყო ყველაფრის, რაც ხდებოდა თბილისში. ქართული სისტემა კრემლის ყურებისთვის გაცილებით უფრო გამჭვირვალე იყო, ვიდრე ეს წარმოედგინათ ჩემს თბილისელ მასპინძლებს".
ნიკოლა სარკოზი თავის მემუარებში, სააკაშვილის მიერ მეშვიდე პუნქტის ამოღებას შეცდომად მიიჩნევს, ვინაიდან სწორედ ამ გარემოებამ რუსეთს, უმოკლეს პერიოდში, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" სტატუსების მიმართ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცა. ნიკოლა სარკოზის შეფასება დიპლომატიური ენიდან თარგმანში, ჩვენთვის ცალსახად ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთს - ეს იყო სააკაშვილის მორიგი და გამიზნული ანტისახელმწიფოებრივი ღალატი და უმძიმესი დანაშაული.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა მოაწერა ხელი დოკუმენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" ცნობის თაობაზე. ერთ კვირაში ბრიუსელში გაემგზავრა ქართული სამთავრობო დელეგაცია და იმ მომენტისთვის, EU-ს თავმჯდომარე ქვეყანას -საფრანგეთს სთხოვა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება. მე მოგიყვანთ ამ მოთხოვნაზე ევროკავშირის მიერ გაჟღერებულ რამდენიმე საპასუხო ციტატას:
✅ "ჩვენ არაორაზროვნად ვგმობთ რუსების არაპროპორციულ რეაქციას, მაგრამ აქ, ევროპაში, ვათვითცნობიერებთ, ჩვენს რუს მეზობლებთან დიალოგის აუცილებლობას" © ნიკოლა სარკოზი
✅ "საქართველოს ირგვლივ კონფლიქტი არ წარმოადგენს რუსეთსა და დასავლეთს შორის კუნთების სათამაშოდ საბაბს, ამიტომ მისი გადაწყვეტის გადასაღები არაა NATO-ს ხელში" © ნიკოლა სარკოზი
✅ "ეს არაა დიდი ომის გაჩაღების საბაბი, ეს არაა საბაბი ურთიერთობების გაფუჭებისა" © ნიკოლა სარკოზი
✅ "სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? ქვეყნის, რომელიც ფლობს ბირთვულ პოტენციალს, რომელმაც შეიძლება ათგზის გაანადგუროს დედამიწის მოსახლეობა, რომლის ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი 7-8%-ია, გაზისა და ნავთობის ქვეყანა, რომელიც ასე სჭირდება ევროპას?" © სილვიო ბერლუსკონი
✅ "მსგავსი სანქციები შემდგომ დაძაბულობას და არსებული ვითარების დაკონსერვებას მხოლოდ ხელს შეუწყობენ. ევროკავშირი ვალდებულია კვანძის გახსნის გასაღები მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებების გზით იპოვოს" © ტრაიან ბესესკუ, რუმინეთის პრეზიდენტი
✅ "სააკაშვილმა დაუშვა სერიოზული შეცდომა, თუმცა ეს არ ამართლებს რუსეთის ქმედებებს" © ჰანს-გერტ პოტტერინგი, ევროპარლამენტის თავმჯდომარე
✅ ევროკავშირმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება , მოუწოდა მსოფლიოს არაღიარების პოლიტიკის გატარებისკენ, მზადყოფნა გამოთქვა კრიზისის დარეგულირებაში აქტიურ მონაწილეობაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება დააანონსა
✅ საინტერესოა, რომ საქართველოს დელეგაცია ამ სამიტზე, რომელიც მიმდინარეობდა სარკოზის დევიზით: "საქართველო არაა ევროპის ნაწილი" - წარმოდგენილი იყო ლადო გურგენიძის, ეკა ტყეშელაშვილის და თემურ იაკობაშვილის სახით, მიუხედავად ევროსაბჭოს მკაცრი ვერდიქტისა, რომ "საქართველოს ოფიციალური პირები სამიტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ!".
მაქსიმუმ, რასაც შეჯერდა ქართული დელეგაცია - ლადო გურგენიძის რიგითი შეხვედრა ხავიერ სოლანასთან, თუმცა არა ევროსაბჭოს რეზიდენციაში, სადაც ქართველი პრემიერი უბრალოდ არ შეუშვეს. საინტერესო იყო პრეზიდენტ სააკაშვილის განმარტებაც, თუ რატომ არ მონაწილეობდა იგი სამიტის მუშაობაში: არა იმიტომ, რომ მოწვევა არ ჰქონდა, არამედ იმ რისკის გამო, რომ რუსეთი არ დაუშვებდა იქიდან მის საქართველოში დაბრუნებას.
2008 წელს ქართველების შემდგომი გამაღიზიანებელი წუწუნი და აკვიატებული შეწუხება რომ შეეჩერებინათ, დასავლეთმა შეთხზა ცნობილი #1633 რეზოლუცია, რომელსაც ქართულმა დელეგაციამ უპრობლემოდ მოაწერა ხელი, ომის დაწყებაში საკუთარი თავი დაადანაშაულა და ამით, ლამის საქართველოს დასანქცირებას ჩაუყარა საფუძველი. დასავლეთი დაწყნარდა და 2009 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე რუსებთან ერთად ერთობლივ სამხედრო აღლუმშიც კი მიიღო მონაწილეობა.
ამაზე და უფრო მეტზე - 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად უნდა შედგეს საპარლამენტო "ნიურნბერგის პროცესი". ამას გრძნობენ, ამის მოლოდინში არიან და ამიტომაც აჟღერებენ დაუფარავად ქვეყნის აყირავებისა და სახელმწიფო გადატრიალების საშემოდგომო გეგმებს, ჩვენს უახლოეს ისტორიაში უკვე მერამდენედ. და ასევე მერამდენედ - მოსალოდნელი განუხორციელებელი შედეგით,“- წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2024, 03:14
არჩევნები აშშ
ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
17 სექტემბერი 2024, 03:00
მსოფლიო
სტოლტენბერგი: კვლავ მჯერა, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში
კვლავ მჯერა, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
17 სექტემბერი 2024, 01:55
მსოფლიო
ტრამპი: მემარცხენე კომუნისტური რიტორიკის გამო, ამერიკაში ტყვიები დაფრინავს და ვითარება მხოლოდ გაუარესდება
მემარცხენე კომუნისტური რიტორიკის გამო, ამერიკაში ტყვიები დაფრინავს და ვითარება მხოლოდ გაუარესდება, - განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა.
17 სექტემბერი 2024, 00:28
საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგა-შოუ „COVER შოუს“ პირველი სეზონის მეორე ტური გაიმართა
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგა-შოუ „COVER შოუს“ პირველი სეზონის მეორე ტური გაიმართა.
16 სექტემბერი 2024, 23:51
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას მოკავშირეებს ომში გამარჯვების გეგმას გააცნობს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას მოკავშირეებს ომში გამარჯვების გეგმას გააცნობს.
16 სექტემბერი 2024, 23:48
სამართალი
ავტობანის გორის მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე - გორის მონაკვეთთან ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „იმედინიუსს“ განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი.
16 სექტემბერი 2024, 23:01
არჩევნები აშშ
აშშ-ის გენერალური პროკურორი ტრამპზე თავდასხმის სავარაუდო მცდელობაზე: დაუღალავად ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ამ გამოძიებაში
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ რესურსს დონალდ ტრამპის მკვლელობის სავარაუდო მცდელობის გამოძიებისთვის.
16 სექტემბერი 2024, 22:50
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „ლელოს“ და გახარიას პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე: როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს თვალთხარიას და მოღალატეს რომ ეძახდით და გაგაერთიანონ - გულწრფელად მეცოდებიან
როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს თვალთხარიას და მოღალატეს რომ ეძახდით და გაგაერთიანონ - გულწრფელად მეცოდებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიას მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიწვევას გამოეხმაურა.
16 სექტემბერი 2024, 22:46
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი
დიახ, დამნაშავეა მკვლელი და მწამებელი და ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი, მაგალითად. ეს უნდა შეიგნონ ბოლოს და ბოლოს, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
16 სექტემბერი 2024, 22:42
არჩევნები 2024
აჩიკო ნიჟარაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: აუცილებლად ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროპაში
ძალია მნიშვნელოვანი არჩევნებია. აუცილებლად ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროპაში,- განაცხადა მომღერალმა აჩიკო ნიჟარაძემ საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
16 სექტემბერი 2024, 22:41
არჩევნები 2024
ნინო მშვიდობაძე: საქართველო არის ოაზისივით მსოფლიოში იმიტომ, რომ გვაქვს მშვიდობა და უნდა შევინარჩუნოთ ის
„ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი რაიმე სჭირდება დღეს მსოფლიოს, ეს არის მშვიდობა. ხშირად ვიცი ხოლმე თქმა, რომ საქართველო არის ოაზისივით მსოფლიოში იმიტომ, რომ გვაქვს მშვიდობა და უნდა შევინარჩუნოთ ის“, - აღნიშნა მან.
16 სექტემბერი 2024, 22:36
პოლიტიკა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხაზინიდან მორიგი ტრანში, 26 ათასი ფუნტის ოდენობით ჩაერიცხა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხაზინიდან მორიგი ტრანში 29 აგვისტოს, 26 ათასი ფუნტის ოდენობით ჩაერიცხა.
16 სექტემბერი 2024, 22:30
არჩევნები 2024
მირზა გელოვანი: ჩემი გზავნილი როგორც ყოველთვის იქნება ღმერთთან ყოფნა. სიმშვიდით, კეთილდღეობით, სიკეთით, ერთად ყოფნის სიყვარულით განვითარებისკენ სიარული
მოვამზადე ახალი ნაწარმოები, რომელიც ამ სიყვარულს, გაერთიანებას და ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ეძღვნება,- განაცხადა მირზა გელოვანმა. „ჩემი გზავნილი როგორც ყოველთვის იქნება ღმერთთან ყოფნა. სიმშვიდე,კეთილდღეობით, სიკეთით, ერთად ყოფნის სიყვარულით განვითარებისკენ სიარული. მოვამზადე ახალი ნაწარმოები, რომელიც ამ სიყვარულს, გაერთიანებას და ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ეძღვნება“,- განაცხადა გელოვანმა.
16 სექტემბერი 2024, 22:26
არჩევნები 2024
დათუნა სირბილაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: ყველას გვინდა მშვიდობა. ღირსებით, ჩვენი ოჯახებით შევიდეთ ევროპაში!
უნდა გვახსოვდეს სუყველას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი მოდის 26 რიცხვი. ყველა უნდა მივიდეთ, რადგან ყველას გვინდა მშვიდობა. ღირსებით, ჩვენი ოჯახებით შევიდეთ ევროპაში, - ასეთია მომღერალ დათუნა სირბილაძის გზავნილი საჩხერიდან, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს.
16 სექტემბერი 2024, 22:24
პოლიტიკა
ელენე ფოჩხუა: წინ ევროპისკენ, ჩვენი ღირსებით. ღირსება არ უნდა დავკარგოთ ქართველებმა
წინ ევროპისკენ, ჩვენი ღირსებით. ჩვენი ღირსება არ უნდა დავკარგოთ ქართველებმა,- განაცხადა მომღერალმა ელენე ფოჩხუამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
16 სექტემბერი 2024, 22:20
არჩევნები 2024
ხვიჩა მაღლაკელიძე: უპირველეს ყოვლისა ევროპისკენ ღირსებით, კეთილდღეობით, მშვიდობით
უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ევროპის წინაშე წარდგე ისეთი როგორიც ხარ რეალურად,- განაცხადა მუსიკოსმა ხვიჩა მაღლაკელიძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
16 სექტემბერი 2024, 22:20
არჩევნები 2024
ანუკა ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: ქვეყანას ვუსურვეთ მშვიდობა. წინ ევროპისკენ!
ქვეყანას ვუსურვეთ მშვიდობა. წინ ევროპისკენ! ბევრი ბედნიერი დღე და ბევრი ბედნიერი სახეები ჩვენს თანამემამულეებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, - განაცხადა მომღერალმა ანუკა ცქიტიშვილმა, რომელიც საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილოებს.
16 სექტემბერი 2024, 22:13
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ქართველ ხალხს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია - ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი
„საქართველოს პრეზიდენტს არაფერი ესაქმება პოლიტიკურ პროცესებში, მით უფრო ოპოზიციურ პარტიულ პროცესებში და მით უფრო საკუთარ ადმინისტრაციაში, როცა იწვევს ორ პოლიტიკურ პარტიას ოპოზიციიდან,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
16 სექტემბერი 2024, 22:10
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ დელეგატი ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ხვდება
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამჯერად, შეხვედრები გაიმართა ჩარგლის, ჟინვალის, ჭოპორტისა და ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან.
16 სექტემბერი 2024, 22:06
არჩევნები 2024
გელა დონაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: აქ ყოფნა არის სწორედ ის მესიჯი, რომ ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს სახელმწიფოს
აქ ყოფნა არის სწორედ ის მესიჯი, რომ ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენი აქ დგომა ნიშნავს, ჩვენი ერის გვერდში დგომას, - განაცხადა მომღერალმა გელა დონაძემ, რომელიც საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილეობს.