08 აგვისტო 2024, 10:06 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: ზურაბიშვილი გაშიფრული უცხო ქვეყნის აგენტია, რომელიც საქართველოს გასანადგურებლად იმეტებს, იმ ადამიანს, ვინც საპრეზიდენტო სავარძელში დადო, უსამართლოდ უგინებენ, თავად მას კი ქვეყნის წინააღმდეგ ამუშავებენ

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

სააკაშვილის მიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ სააკაშვილს ხომ აქებდა და ადიდებდა, მაგრამ თან „დიდი დიპლომატის“, ლავროვის უნარების მაქებარ-მადიდებელიც იყო, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში პრეზიდენტთან დაკავშირებით.

„მადამ მიუნჰაუზენი. პოლიტიკაზე ამბობენ, ბინძური საქმეა და ამიტომ რადგან პოლიტიკოსები ამ სიბინძურეში ტრიალებენ, ისინიც ყველაფრის მკადრებლები არიანო, მაგრამ მთლად ასეც არ არის საქმე. როგორც ექიმი, მსახიობი, ხელოსანი, სპორტსმენი თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი შეიძლება იყოს წესიერიც და ნაძირალაც, ასე არიან პოლიტიკოსებიც. თუმცა, ამ პროფესიაშიც არიან განსაკუთრებულად „დამსახურებული“ ნაძირალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მთავარია როდესაც რა გჭირდება, ის ილაპარაკო, თუნდაც შავზე თეთრი და თეთრზე შავი ამტკიცო, რადგან მათი გაგებით მიზანი ამართლებს საშუალებას და ყველა სხვა ლამაზი ლოზუნგი თუ პრინციპი სწორედ შენს მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

ამ მხრივ გამორჩეული "პოლიტიკოსია" მადამ პრეზიდენტად წოდებული ჩვენი ფრანცუჟენკა სალომე. მან იმდენჯერ შეიცვალა ქამელეონივით ფერი და პოზიცია, რომ სათვალავი აგვერია. საქართველოში საფრანგეთის ელჩად მოვლენილს თავიდან დიდი იმედებით შეხვდა ჩვენი საზოგადოება. სააკაშვილის მიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ სააკაშვილს ხომ აქებდა და ადიდებდა, მაგრამ თან „დიდი დიპლომატის“, ლავროვის უნარების მაქებარ-მადიდებელიც იყო.

მალევე გამოჩნდა, რომ ქართული საზოგადოების წარმოდგენით ფრანგულ ელიტარულ არისტოკრატიას ზიარებული ეს ვითომ ბანოვანი ქალბატონი მხოლოდ პირადი ამბიციებით შეპყრობილი, გოიმური მისწრაფებებით გამორჩეული სოფლის ორღობის დედაკაცი აღმოჩნდა, რომელმაც მთელი სამინისტრო პროფესიონალი კადრებისგან დაცალა და თავისი კეკელკა დაქალებით გაავსო. აღარაფერს ვამბობ აშკარა არაპროფესიონალურ გამოსვლებსა თუ ნაბიჯებზე, თუმცა, მალევე მიითვისა სხვების დამსახურება და გვიმტკიცებდა, რუსის ჯარი მე გავიყვანო საქართველოდანო.

როდესაც ხელისუფლებიდან გამოაბუნძულეს, ოპოზიციის ლიდერობის პრეტენზია გაუჩნდა, თუმცა, იქაც მალე დაინახა ხალხმა უდიდესი განსხვავება და შეუსაბამობა მის ამბიციებსა და შესაძლებლობებს შორის და მალე ოპოზიციურ ფლანგზე ჩრდილში გადანაცვლებულმა საერთოდ პოლიტიკისგან გარიდება არჩია.

ახალ ხელისუფლებასთან ყველა მხრიდან მიკედლების სალომესეული გზა და მეთოდები წარმატებული აღმოჩნდა, იფიცებოდა, მე არ ვიქნები მარგველაშვილისნაირი უმადური პრეზიდენტი, თან ქალი ვარ, თან ემიგრანტი, თან ანტიმიშისტი, თქვენი ერთგულიო და ოცნების გულუბრყვილო ლიდერების გულიც მალე მოინადირა. თავიდან ვერაფერს შეატყობდით და თითო-ოროლა სულელური განცხადებაც მისი ქართული ენის ცუდად ცოდნას მიაწერდა ხალხი. ისე, ვიღაცეებს ეჭვი მაშინვე გაუჩნდათ, როდესაც პრეზიდენტად არჩევა ისე შეიფერა, თითქოს მართლა ეგ აერჩიოს ხალხს და მეორე ტურში მისი სურათები არ ჩამოეხსნათ ბანერებიდან, ხოლო იმათ მიმართ, ვისი სურათებითაც ჩანაცვლდა მისი ფიზიონომია, ერთი სამადლობელო სიტყვაც არ დასცდენია.

მერე თანდათან დაიწყო სრულიად გაუმართლებელი შეწყალებები. გიორგი ოთხმეზურის შვილის თუ პოლიციელის მკვლელების, ნარკო ბარიგის შეწყალებას მოაყოლა პოლიტიკურ პატიმრებად მონათლული სისხლის სამართლის დამნაშავეების შეწყალებების მთელი სერია, რაზეც უტიფრად იმართლებდა თავს, მე არ მინდა, მაგრამ მაძალებენ გარედან, რადგან ეს სჭირდება დეესკალაციასო. იმაზე კი არაფერს ამბობდა, რომ ამ შეწყალებებით მილიონზე მეტ ამომრჩეველთან შევიდა კონფრონტაციაში და როცა მათმა წარმომადგენლებმა მიაკითხეს სასახლესთან და ჰკითხეს, ამას რატომ შვრებიო, ბოდიშის ნაცვლად, უპასუხა, აქ რას მომივარდითო.

მოკლედ, მადამ სალომე უსამშობლობის ტიპური ნიმუში გამოდგა და ღამურასავით ცხოვრობს. გამოდის, რომ ევროპაში ემიგრანტების შთამომავალი ისტორიულ სამშობლოში რეზიდენტად ჩამოვიდა. და ასრულებს დასავლეთის იმ ფრთის დაკვეთებს, რომლებიც ნაცებს ლობირებენ. ანუ აქაც გადაგდებული ჰყავს ამომრჩეველი. მუშაობს მეორე ფრონტის გახსნის წახალისებაზე, ხოლო თბილისში მიმდინარე დესტრუქციული მიტინგების დროს, აშშ-დან მიესალმა პარლამენტის დამარბევლებს და იმ მატყუარებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თითქოს რუსული კანონი შემოჰქონდა ხელისუფლებას. მერე ცესკოს თავმჯდომარის არჩევანზეც ზუსტად იმავეს იმეორებდა, ლობირებდა ისეთი კანონის მიღებას, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მუშაობს. ანუ ნებისმიერ სისულელესა და ალოგიკურობას უჭერდა და უჭერს მხარს და ახმოვანებს, რომელიც არსებული ხელისუფლების შერყევასა და ჩამოშლას გამოიწვევს.
რუსთში პრიგოჟინის ერთდღიანი გამონათება იყო და „ამხელა“ პოლიტიკური გამოცდილების ქალმა ისიც ვერ გათვალა, რომ პაუზა აეღო, არ აცუნდრუკებულიყო და დესტრუქციული გამონათქვამებით საფრთხე არ შეექმნა ქვეყნისათვის (რაც თითქმის ყველა სხვა ქვეყნის ხელისუფლებმა გააკეთეს).
როცა სჭირდება ლავროვს ეტრფის, როცა სჭირდება - კუბილიუსებს და ფონ კრამონებს. ქართველი ხალხისთვის კი გაშიფრული უცხო ქვეყნის აგენტია, რომელიც საქართველოს გასაქრობად,

გასანადგურებლად იმეტებს და მშვიდად უყურებს, როცა მისი ბოსები ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფენ. იმ ადამიანს, ვინც წუმპიდან ამოღებული საპრეზიდენტო სავარძელში დადო, უსამართლოდ უგინებენ, თვითონ მას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამუშავებენ.

2014 წელს მის ნათქვამ ციტატას ომის დამწყებად ქართული ჯარის გამოყვანაზე დღეს ყველა იმეორებს და აქ აღარ მოვიტანთ, დღეს მისი მხრიდან შეცვლილი რიტორიკაც და 2008 წლის 8 აგვისტოს ნაცვლად ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს დასახელება ისედაც მრავლისმეტყველია.

სავარძლის მოსაპოვებლად, როცა ნაცების რეჟიმის გინება სჭირდებოდა, აგინებდა და როცა ახლა სავარძლის შენარჩუნებას დასავლური მაფიისგან ელის, მათი უსამართლო მითითებებით რეჟიმის შემოქმედ კრიმინალებს შეწყალებით ათავისუფლებს ქვეყნის ასაოხრებლად. დიახ, ასაოხრებლად, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ ეს მეხუთე კოლონა მის პატრონებს ქვეყნის ომში ჩასართავად და ხელისუფლების ჩამოსაშლელად სჭირდებათ და არა დემოკრატიული გზით არჩევნებში გასამარჯვებლად.

გუშინ დიდის ამბით მოიწვია პრეს-კონფერენცია, ზემოდან გადახედა იქ მისულებს და დაიწყო: "ბიძინა ივანიშვილს დებატებში ვიწვევო", "საინტერესო დებატები გელითო"... "თქვენმა ოცნებამო" - ნიშნი მოუგო ერთ-ერთ ჟურნალისტს, თითქოს ოცნებას სალომე კი არა, ის ჟურნალისტი დაესვას იქ, საიდანაც ასე ყელყელაობს. მგონი, საკუთარი თავი დააჯერა, რომ ვიღაცებზე მაღლა დგას, „ვინც ქარტიის პირობებს არ შეასრულებს, ჩემთან ექნებათ საქმეო“... „მთავრობას უჩემოდ ვერავინ დააკომპლექტებსო“... და ვითომ ვერ ხედავს, რომ თვითონ ოპოზიციური პარტიებიც ძლივს იკავებენ სიცილს, როდესაც ინდაურივით გაფხორილ სალომეს უყურებენ. კვარცხლბეკზე შემხტარს ჰგონია, რომ მართლა ვიღაცაზე მაღლა დგას, ის კი არ იცის, რომ მაიმუნი რაც უფრო მაღლა აცოცდება, მით უფრო უკეთ აჩენს საკუთარ უკანალს.
და ბოლოს, ქალი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით აპოლიტიკური უნდა იყოს, ამბობს: რომ არც მოგწონდეთ არც ერთი ოპოზიციური პარტია, იცოდეთ, რომ ერთი წლით არიან და მაინც მიეცით ხმაო.
"აპოლიტიკურმა" პრეზიდენტმა კონსტიტუციის დარღვევით მოუწოდა ხალხს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ.

მადამ პრეზიდენტს ავიწყდება, რომ მთავარი ყოველთვის მაინც ხალხია, ხალხი რომელიც ხედავს და ადეკვატურად აფასებს ამ ყველაფერს!“ - წერს კაკაბაძე.

ყველა სიახლე

10 სექტემბერი 2024, 21:34

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.

10 სექტემბერი 2024, 21:32

არჩევნები 2024

გვარამია-მელიას გუნდის წევრები „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატებს ხევენ და ამას ემოციებით ხსნიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საარჩევნო დარღვევას ხელს არ უშლის ამავე პარტიის წევრი და იურისტი მაია კოპალეიშვილიც. დუმს არასამთავრობო ორგანიზაციათა თითქმის სრული უმრავლესობა.

10 სექტემბერი 2024, 21:22

სპორტი

ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველმა სუმოისტებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს და 6 მედალი მოიპოვეს. ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქროსა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მიიღეს.

დონალდ ტუსკი

10 სექტემბერი 2024, 21:10

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება, დაიწყოს კონტროლი ყველა სახმელეთო საზღვარზე, მიუღებელია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება, დაიწყოს კონტროლი ყველა სახმელეთო საზღვარზე, მიუღებელია და ნიშნავს შენგენის ზონის დე ფაქტო შეჩერებას.

მამუკა მდინარაძე

10 სექტემბერი 2024, 21:07

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: აშშ-ში უფრო მკაცრი კანონმდებლობაა და თქვენ იტყუებით, როდესაც გამჭვირვალობის კანონს ყოველ ჯერზე რუსულს ეძახით

უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი - ეს თქვენი სპეკულაციაა, რადგან ის [შოთა ბერეკაშვილი] ენჯეოს წარმომადგენელი არ არის, ის არის ბიზნესმენი და მშენებელი, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას - როგორ მოხდა, რომ უცხოურო ძალების ინტერესების გამტარი [შოთა ბერეკაშვილი] თქვენ სიაშია?

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2024, 20:58

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს

რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას.

მამუკა მდინარაძე

10 სექტემბერი 2024, 20:54

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად წარდგენაზე: ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი

„2012 წლის მერე ასეთი პრეცედენტი ჩვენს გუნდში არ ყოფილა. ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე - ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი. ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან. თქვენ [ოპოზიციური არხის ჟურნალისტს მიმართავს] და „ნაცმოძრაობა“, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურად აგენტურას წარმოადგენენ და აგენტურ სუბიექტებს, არ არიან რეალურად ჩვენი ოპონენტები. პირიქით, ჩვენ ვუწევთ ძალიან დიდ ძალებს ოპონირებას. ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტიის ოპოზიციაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

10 სექტემბერი 2024, 20:53

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე (CFSP/CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში გამართულ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში.

მამუკა მდინარაძე

10 სექტემბერი 2024, 20:47

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე: ის ადამიანები არიან ჩვენს სიაში, ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევიან, მათ შორის არიან ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი

ჩვენ სიის დაკომპლექტებას გარკვეული კრიტერიუმებით გავაგრძელებთ. გვაქვს ამბიცია, რომ 100-ზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით პარლამენტში, იქიდან გამომდინარე რომ დღევანდელი საზოგადოების მხარდაჭერა და განწყობა მმართველი პარტიისადმი ასეთია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

10 სექტემბერი 2024, 20:46

საზოგადოება

პარლამენტში წარმატებული დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ დიასპორულ ორგანიზაციებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ქვეყნის განვითარებაში დიასპორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული დიასპორა არის მეორე საქართველო და წარმატებული დიასპორელები საზღვარგარეთ ქართული იდეის განმახორციელებელი სასახელო ადამიანები არიან.

ბიძინა ივანიშვილი

10 სექტემბერი 2024, 20:28

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.

10 სექტემბერი 2024, 20:28

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია

ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.

10 სექტემბერი 2024, 20:28

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.

10 სექტემბერი 2024, 20:22

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი ლაშა ტალახაძე იქნება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი ძალოსანი ლაშა ტალახაძე იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2024, 20:20

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების“ გუნდი გაიწმინდა, ხალხის მხარდაჭერით 2021 წლის არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და საქართველოს დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან

საბედნიეროდ, საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების“ გუნდი გაიწმინდა, ქართველი ხალხის მხარდაჭერით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამით საქართველოს არეულობა და დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2024, 20:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე: ქართულ პოლიტიკაში მისი შემოსვლა რომ არა, დღეს საქართველოში კვლავაც გაბატონებული იქნებოდა ავტორიტარიზმი, აგენტურის რეპრესიული, სრულიად ანტიევროპული მმართველობა

დღეს რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, პირველ რიგში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის წარდგენისას.

10 სექტემბერი 2024, 20:02

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს. LIVE

ამ წუთებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს.

10 სექტემბერი 2024, 19:59

მსოფლიო

ბაიდენი სტარმერთან უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმებისთვის ნებართვის მიცემის საკითხს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმებისთვის ნებართვის მიცემის საკითხს განიხილავს.

10 სექტემბერი 2024, 19:32

მსოფლიო

საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთში ექსპორტს ევროპის უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხე უწოდეს

საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთში ექსპორტს ევროპის უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხე უწოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დენის შმიგალი

10 სექტემბერი 2024, 18:56

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად უნდა 2025 წლის ბოლოსთვის

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად უნდა 2025 წლის ბოლოსთვის.