„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: 2008 წელს, აშშ-ის მიერ წაქეზებული საქართველოს მარიონეტული მთავრობა, სამხედრო კონფლიქტში შევიდა რუსეთის ფედერაციასთან, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია
ფოტო: „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“
2008 წელს, აშშ-ის მმართველი ძალების მიერ წაქეზებული საქართველოს მარიონეტული მთავრობა, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის და ინტერესების წინააღმდეგ, სამხედრო კონფლიქტში შევიდა რუსეთის ფედერაციასთან, რასაც შედეგად მოჰყვა უდიდესი მსხვერპლი, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ათიათასობით დევნილი და ქართული მოსახლეობისაგან ეთნიკური ნიშნით წმენდა ცხინვალსა და ცხინვალის რეგიონში, - ამის შესახებ წერილს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ავრცელებს.
საზოგადოებრივი მოძრობა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს დეტალურად მიმოიხილავს. წერილში საუბარია იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ომის დაწყებას წინ უძღოდა.
„ცალკეული ორმხრივი პროვოკაციების მიუხედავად, საერთაშორისო დონეზე ქართული მხარე დაფიქსირდა, როგორც კონფლიქტის ცხელი ფაზის ინიციატორი, რამაც საფუძვლიანად შეარყია საქართველოს როგორც მშვიდობის მოსურნე ქვეყნის იმიჯი. ომის მწვავე ფაზის დადგომამდე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არაერთხელ იქნა გაცხადებული, რომ საქართველოს მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას, მოჰყვებოდა მათი ინტერვენცია და ჩარევა კონფლიქტში. მიუხედავად კავკასიის გეოპოლიტიკური მდებარეობისა, საერთაშორისო პატრონები აშშ, ევროკავშირის და NATO-ს ოფისებიდან ცრუ დაპირებებით კვებავდნენ ნაციონალურ მოძრაობას, სრული მხარდაჭერის იმედით. ომით გამოწვეული გამანადგურებელი შედეგების ფონზე კი, ყველა მათგანმა ხელი დაიბანა და დაიწყეს პირიქით მტკიცება, თითქოს ისინი აფრთხილებდნენ სააკაშვილს მოსალოდნელ შედეგებზე. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მიერ გამოცემული წიგნი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს დაჟინებით სთხოვდა არ წამოჰგებოდა პროვოკაციას. როგორ ჰგავს მისი ომისშემდგომი პოზიცია, ინგლისის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის დღევანდელ პოზიციას, უკრაინის ომთან დაკავშირებით. სტამბულის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემსრულებელი დღეს უკვე, ომის აუცილებელ შეწყვეტაზე ლაპარაკობს დონალდ ტრამპის ოფისიდან.
მეტიც, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საგამოძიებო კომისიის (ტალიავინის კომისია) დასკვნაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვით დაიწყო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი. შემდეგ იყო, კიდევ ერთი ევროპული სტრუქტურის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრთა, დღეს უკვე სხვადასხვა პარტიებში გაფანტული პოლიტიკოსების მხარდაჭერით დამტკიცდა, რომელშიც ასევე ქართული შეიარაღებული ძალებია ომის დაწყებაში დადანაშაულებული. დღეს, იგივე პოლიტიკოსები უტიფრად დგებიან გმირულად დაღუპული ჯარისკაცების საფლავებთან, აკეთებენ უნიჭო პათეტიკურ განცხადებებს და ისტორიის გადაწერას ცდილობენ.
აქვე, აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ჩვენმა ე.წ. უცხოელმა მეგობრებმა, მათ შორის უკრაინელებმაც, 2009 წლის 9 მაისს წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმში მიიღეს მონაწილეობა, ალბათ სწორედ ასე გამოხატავდნენ სოლიდარობას საქართველოს მიმართ.
სხვა დასავლურ სტრუქტურებს, ცინიზმში არც NATO ჩამორჩა და მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ალიანსის წევრი, აგვისტოს ომზე პასუხად NATO მხოლოდ MAP-ზე უკეთესის მონიჭებით შემოიფარგლა და მას შემდეგ 16 წელია ყოველ სამიტზე ისევ იმავეს იმეორებენ.
NATO-ს სამხედრო ბლოკის შემოსვლა სამხრეთ კავკასიაში იმთავითვე უტოპიური იყო და ყალბი დაპირებები, მხოლოდ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების მიზნით გაიცემოდა.
აშშ-ის მმართველმა ძალებმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, ერთად მოატყუეს საქართველო და უკრაინა. ასევე მოგვიანებით, ერთად შეატანინეს აღნიშნულ ქვეყნებს კონსტიტუციაში ის საბედისწერო მუხლი, რომელიც მათ ხელს უშლის პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წარმართვაში და რომლითაც მიჯაჭვული ჰყავთ, იმ გაერთიანებებზე, სადაც ვერასოდეს შევლენ.
2008 წლის 5 დღიანი ომი ძალიან ბევრ დანაშაულს იტევს. რა წვლილი აქვთ გარე ძალებს ამ ყველაფერში ნაწილობრივ უკვე აღვნიშნეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს იმჟამინდელი ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც ღალატის ქრესტომათიული მაგალითებია. სამწუხაროდ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოახერხა, გასცდეს აგვისტოს ომის პოლიტიკურ შეფასებას და საფუძვლიანი გამოძიების შედეგად, დააყენოს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობა.
ნაციონალურმა მოძრაობამ პასუხი უნდა აგოს ქვეყნის დამანგრეველ ავანტიურაში ჩართვის გამო! მათ პასუხი უნდა აგონ ჩვენი ჯარისკაცების ცხედრების მიტოვებაზე, რომლებმაც მიუხედავად სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლაჩრობისა და არაკომპეტენტურობისა, გმირულად იბრძოლეს. რომ არა საქართველოს პატრიარქი და სამღვდელოება, დაღუპულთა ოჯახებს ცხედრების დატირების საშუალებაც კი არ ექნებოდათ.
სამართლებრივად უნდა შეფასდეს, საბრძოლო მოქმედებების დროს იმჟამინდელი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის უაღრესად არაკომპეტენტური და მოღალატეობრივი ქმედებები; კოდორის ხეობის უბრძოლველად ჩაბარება; ნაციონალური მოძრაობის მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერა; აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების რუსულ კომპანიებზე გასხვისება და სხვა დანაშაულები, რომლებიც ხელის გულზეა და რომელთა შედეგებსაც დღემდე იმკის ქვეყანა.
საერთო ჯამში, 2008 წლის ომი შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ერთგვარი ხარკი აშშ-ის მმართველი ძალებისთვის, რომელიც სააკაშვილმა ქართველი ხალხის სისხლით და ქართული მიწით გადაიხადა, იმისათვის რომ მის რეჟიმს „დემოკრატიის შუქურის“ წოდება შენარჩუნებოდა და ქვეყნის მართვა სასტიკი ძალადობრივი მეთოდებით გაეგრძელებინა.
ისტორიაში, დიდი სახელმწიფოების მიერ, პატარა, პროქსი სახელმწიფოებით ერთმანეთთან ანგარიშსწორების პოლიტიკა არახალია, მაგრამ დღევანდელ გლობალისტურ მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ფორმები მიიღო ამ პრაქტიკამ. დაპირისპირებულ სუპერსახელმწიფოებს ძალიან პრაგმატულად ეჩვენებათ ერთმანეთთან პრობლემის შექმნა და შემდეგ მისი მოგვარება სხვა სახელმწიფოების ინტერესების, ზოგჯერ არსებობის ხარჯზეც კი. ასე მოხდა საქართველოს შემთხვევაში, რასაც შეეწირა უამრავი ჩვენი თანამემამულე, ტერიტორიების 20% საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა და ათასობით ოჯახი საკუთარ სახლ-კარს მოწყდა და ასე ხდება უკრაინის შემთხვევაშიც, რომელიც არსებობის შეწყვეტის საფრთხის წინაშეა.
იმისათვის, რომ საქართველოში აღარ განმეორდეს მსგავსი მასშტაბის ტრაგედია, აუცილებელია მეზობლებთან კონსტრუქციული, საქართველოს ინტერესების დაცვით პრაგმატული პოლიტიკის გატარება, რომელსაც ჩვენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში ვხედავთ, და არა გლობალური ლიბერალური ცენტრის ინტერესებითა და ინსტრუქციებით ცხოვრება.
2008 წლის ომმა კარგად გვაჩვენა იმ წარმოსახვითი სამყაროს და იდეალების სიყალბე, რომელსაც დღემდე ჰყავს ჩვენთან მხარდამჭერები. ისინი დღესაც უცხო ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით ცდილობენ საქართველო ჩართონ ომში, მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება და ამისათვის ადგენენ გაურკვეველ „ტექნიკურ მთავრობებს“ და კოალიციებს.
2008 წლის ომმა ჩვენ გვასწავლა, რომ აღელვებულ ოკეანეში საჭიროა მეტი სიფრთხილე და პრაგმატიზმი ვიდრე მიტინგებზე მგზნებარე ყვირილი“,-ნათქვამია „ერთიანია ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2024, 03:00
სამართალი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
„ქრონიკის“ ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. კესარია აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში დღეს მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი მისი მეგობარმა მამაკაცია.
19 სექტემბერი 2024, 02:32
მსოფლიო
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ნატოში წევრობა დამატებით კონფლიქტებს შექმნის
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში წევრობა დამატებით კონფლიქტებს შექმნის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
19 სექტემბერი 2024, 02:17
მსოფლიო
გაეროს უშიშროების საბჭო პარასკევს შეიკრიბება ლიბანში მოწყობილობების კოორდინირებული აფეთქებების გამო
გაეროს უშიშროების საბჭო პარასკევს შეიკრიბება ლიბანში მოწყობილობების კოორდინირებული აფეთქებების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
19 სექტემბერი 2024, 01:57
მსოფლიო
„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ისრაელს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად
ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.
19 სექტემბერი 2024, 01:38
მსოფლიო
ჯონ კირბი: აშშ-ს კავშირი არ აქვს ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი მოწყობილობების კოორდინირებულ აფეთქებასთან
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს კავშირი არ აქვს ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი მოწყობილობების კოორდინირებულ აფეთქებასთან.
19 სექტემბერი 2024, 01:11
არჩევნები 2024
მომღერალი გელა დონაძე: გვინდა ევროპულ ოჯახში მოვხდეთ ღირსებით, მშვიდობით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი კულტურით, პოლიფონიით, მრავალხმიანობით, ცეკვით და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც თან სდევს ჩვენს ერს ისტორიულად
გვინდა ევროპულ ოჯახში მოვხდეთ ღირსებით, მშვიდობით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი კულტურით, პოლიფონიით, მრავალხმიანობით, ცეკვით და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც თან სდევს ჩვენს ერს ისტორიულად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მომღერალმა გელა დონაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
19 სექტემბერი 2024, 00:57
მსოფლიო
POLITICO: სურს თუ არა ამერიკას, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს? ეს ასე არ გამოიყურება
ომის დაწყებისას ჯო ბაიდენმა უკრაინას ამერიკის მხარდაჭერა აღუთქვა „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ და მოკავშირეების მობილიზება მოახდინა, რათა უკრაინისათვის მიეწოდებინათ მილიარდობით დოლარის იარაღი და ეკონომიკური დახმარება. „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ რა საბოლოო მიზნის მიღწევას ემსახურება? - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით სურს თუ არა ამერიკას, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს? ეს ასე არ გამოიყურება.
19 სექტემბერი 2024, 00:53
არჩევნები 2024
დავით ქართველიშვილი: ჩვენს არჩევნებამდე დარჩენილია 38 დღე. ლამის ყოველი დღე საჭიროებს ქვეყნის შიგნით თუ მის გარშემო მნიშვნელოვანი მოვლენების აღწერას
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი არჩევნებამდე იმ მოვლენებზე საუბრობს, რომლებმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი წერს როგორც ქვეყნის გარეთ განვითარებულ პროცესებზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ტერაქტებზე, სადაც იარაღად ელექტრონული საშუალებები იყო გამოყენებული, ასევე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.
19 სექტემბერი 2024, 00:50
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია „ნაცმოძრაობაზე“: ეს ბოროტების მანქანა ოპოზიციაში ტოქსიკურ გარემოს ქმნის და შეუძლებელია იქ ჯანსაღი ძალის ჩამოყალიბება
მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, უდიდეს შეცდომას უშვებენ. როდესაც შავზე მეუბნები, რომ თეთრია, ქართველი ამას არ მიიღებს, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ აშშ-ის სანქციებზე საუბრისას.
19 სექტემბერი 2024, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ვეფხი და მოყმის ქვეყანა ვართ და ამაზეც საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი. ამ წიგნებს ტყუილად კითხულობენ, ციტირებენ? ტყუილად ლიტონ სიტყვებად აქვთ ეს ყველაფერი დამახსოვრებული?
ვეფხი და მოყმის ქვეყანა ვართ და ამაზეც საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი. ამ წიგნებს ტყუილად კითხულობენ, ციტირებენ? ტყუილად ლიტონ სიტყვებად აქვთ ეს ყველაფერი დამახსოვრებული? - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით.
19 სექტემბერი 2024, 00:40
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: ფონდები ხომ არის შექმნილი, ამერიკელი და ევროპელი ხალხის ფულები იხარჯება ვითომ აქ გვეხმარებიან, რომ ეკონომიკურად მოვძლიერდეთ. ხომ ასე ჰქვია ამ ყველაფერს? სინამდვილეში ეს ფული იხარჯება სახელმწიფო გადატრიალებებისთვის
რაღაც ფონდები ხომ არის შექმნილი, ამერიკელი და ევროპელი ხალხის ფულები ხომ იხარჯება ვითომ აქ გვეხმარებიან, რომ ეკონომიკურად მოვძლიერდეთ. ხომ ასე ჰქვია ამ ყველაფერს. სინამდვილეში ეს ფული იხარჯება სახელმწიფო გადატრიალებებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ.
19 სექტემბერი 2024, 00:23
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარკვეული სუბიექტები ცდილობენ უბინძურესი პოლიტიკური სარგებელი ნახონ სხვისი ტრაგედიისგან
ლონდა თოლორაიამ კესარიას მკვლელობის გარდა, სხვა ანალოგიური ფაქტებიც თუ იცის, სოციალურ ქსელში გესლის ნთხევას, უმჯობესია პოლიციას მიაწოდოს ინფორმაცია, - ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებას - “ეს ადამიანები ამ ქვეყნიდან ან მიდიან და თუ რჩებიან კლავენ”.
19 სექტემბერი 2024, 00:21
არჩევნები 2024
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას არ უღიარებია არცერთი საპარლამენტო არჩევნები - ემზადებიან იმისთვის, რომ როგორმე არჩევნებს გვერდი აუარონ, 26 ოქტომბერი აქციონ სკანდალის და პანიკის დღედ და შემდეგ სიტუაცია არიონ
ოპოზიციას არ უღიარებია არცერთი საპარლამენტო არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
19 სექტემბერი 2024, 00:16
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია „ნაცმოძრაობაზე“: რატომ არ უნდა გასამართლდნენ? ადამიანებს ხვრეტდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, ქონებას ართმევდნენ. რუსეთში გვაცხოვრეს და კიდევ უარესში გვაცხოვრეს. მთელი სახელმწიფო მანქანა ემსახურებოდა დიქტატურის დამყარებას
რატომ არ უნდა გასამართლდნენ? ქვეყანაში მოკლა დემოკრატია სააკაშვილმა. რუსეთში გვაცხოვრეს, ბელორუსიაში გვაცხოვრეს და კიდევ უარესში გვაცხოვრეს. მთელი სახელმწიფო მანქანა ემსახურებოდა დიქტატურის დამყარებას საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ.
19 სექტემბერი 2024, 00:10
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე კესარიას მკვლელობაზე რადიკალების შეფასებებზე: ყველანაირ სიბინძურეს კადრულობთ და ადამიანურ უბედურებებსაც კი საკუთარი პოლიტიკური ბინძური ეგოს დასაკმაყოფილებლად იყენებთ
“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ მიხაილ როთის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, “კესარია მოკლეს-სულ რაღაც 1 დღის შემდეგ, რაც საქართველოში ანტი-ლგბტ კანონი მიიღეს”.
19 სექტემბერი 2024, 00:08
არჩევნები 2024
შალვა პაპუაშვილი: ილიას გზას არქმევენ, სინამდვილეში ეს არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელიც „ლელომ“ შეადგინა. როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ახლა უნდათ ამ საუკუნეში საქართველო მოაკვლევინონ ამ ბერბიჭაშვილის გეგმით
ილიას გზას არქმევენ, სინამდვილეში ეს არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელიც „ლელომ“ შეადგინა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
18 სექტემბერი 2024, 23:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ევროპის გზა მათ ესახებათ ომის გავლით. ეს არის პარადოქსი, რომ ევროკავშირი გააიგივეს ომის გზასთან. ჩვენ ვამბობთ, რომ მშვიდობით უნდა მივიდეთ ევროპასთან!
ევროპის გზა მათ ესახებათ ომის გავლით. ეს არის მთელი პრობლემა, რომ სინამდვილეში მათ ომით უნდათ ევროპა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
18 სექტემბერი 2024, 23:46
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მეურვეებს - ურთიერთობების გადატვირთვა რომ მოხდეს, საჭიროა გულახდილობა და კეთილსინდისიერება, მნიშვნელოვანია შეწყდეს ცრუ ბრალდებები ქართველი ხალხისა და ხელისუფლების წინააღმდეგ
სტრატეგიული პარტნიორობა ასე არ არის, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მეურვეებს. რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის სამწუხარო დამოკიდებულება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას.
18 სექტემბერი 2024, 23:45
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი უჩა ნანუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე: არც ბიანკა და არც ლიზა საქართველოში არ მოუკლავთ, ნაძირალა ნანუაშვილი კი ყველაფერს კადრულობს, რომ ტრაგედია ხელისუფლებას გადააბრალოს
“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, უჩა ნანუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმიანება და რადიკალებს ტრაგედიით მოსარგებლეებს უწოდებს.
18 სექტემბერი 2024, 23:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აშშ-ს სანქციებზე: ეს დაკავშირებულია არჩევნებთან და არის გარკვეული სურვილი, ხელი წაკრან ოპოზიციას, რადგან ხედავენ, რომ აბსოლუტურად არაფრის მაქნისი ოპოზიცია გვყავს. ასეთი სამარცხვინო ოპოზიცია საქართველოს არ ჰყოლია
თავად დრო, რომელიც იქნა შერჩეული ამ გადაწყვეტილების გასაჟღერებლად, რა თქმა უნდა აჩენს იმის აღქმას, რომ ეს დაკავშირებული არის არჩევნებთან და არის გარკვეული სურვილი ხელი წაკრან ოპოზიციას იმისთვის, რომ ხედავენ, რომ აბსოლუტურად არაფრის მაქნისი ოპოზიცია გვყავს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში, აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.