საზოგადოება „ქართული“ კონგრესმენებსა და სენატორებს: ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა მაგალითია მსოფლიოს ხალხებისთვის და არ გვგონია, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისადმი უსამართლო მოპყრობამ რამე შესძინოს ამერიკას, ვნებით კი ავნებს
ფოტო: საზოგადოება „ქართული“
საზოგადოება „ქართული“ აშშ-ს კონგრესმენებსა და სენატორებს ვრცელი წერილით მიმართავს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში, საუბარია აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე.
საზოგადოება „ქართულის“ წერილს უცვლელად გთავაზობთ.
„ქართველ საზოგადოებასაც მოუსმინეთ!
საზოგადოება „ქართულის“ მიმართვა აშშ-ს კონგრესმენებსა და სენატორებს
გასულ თვეს აშშ-ის კონგრესმა საქართველოს „მეგობარი აქტი“განიხილა, ხოლო გასულ კვირას სენატმა საქართველოს საკითხზე იმსჯელა. ამ მოსმენების პათოსმა ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია და არაერთი მწვავე კითხვა დაბადა, რაც გვინდა თქვენამდე მოვიტანოთ დღეს, რუსეთ - საქართველოს ბოლო ომის მე - 16 წლის თავზე.
ამერიკა ზესახელმწიფოა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მსოფლიო ისტორიის მიმდინარეობას და რომლის ძლევამოსილების წყარო მხოლოდ სამხედრო, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ძლიერება, ან თავისუფლება და დემოკრატია როდია. ის, რამაც იგი დიადი და პირველი გახადა თანასწორთა შორის, არის „ამერიკული ოცნება“. ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი უილიამ სეფირი აღნიშნავდა, რომ „თუ ამერიკული სისტემა არის ამერიკული პოლიტიკის საყრდენი, ამერიკული ოცნება მისი სულია“.
ჩვენთვის, რუსეთის იმპერიის ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ხალხებისთვის, ამერიკა იყო თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის სიმბოლო. საბჭოთა კავშირის დაშლამ და დამოუკიდებლობის პირველმა წლებმა დაგვიდასტურა, რომ არც შევმცდარვართ. თქვენმა თანადგომამ ბევრი განსაცდელი გადაგვატანინა, აშშ დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას საერთაშორისო არენაზე, რისთვისაც მადლიერები ვართ.
მაგრამ, „ ყველაფერი წარმავალია“ როგორც სოლომონ მეფის ბეჭედზე ამოტვიფრული სიბრძნე გვასწავლის. ჩვენს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს ბზარი გაუჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რაც დასანანია. ჩვენ არ წარმოვადგენთ ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, არც რომელიმე პარტიას და არც უცხოეთიდან დაფინანსებულ ე.წ. სამოქალაქო სექტორს. თქვენ მხოლოდ ამ უკანასკნელთ უსმენთ, რის გამოც თქვენი წარმოდგენები საქართველოზე შორსაა რეალობისგან. გვინდა, ეს ხარვეზი შევავსოთ და გთხოვოთ, ჩვენც მოგვისმინოთ, როგორც ქართველი საზოგადოების მიუკერძოებელ ნაწილს: ხელოვანებს, მეცნიერებისა და კულტურის მუშაკებს, პროფესორებს, აკადემიკოსებს, მწერლებს, ინჟინრებს, ექიმებს, სპორტსმენებს, მასწავლებლებს, ახალგაზრდებს, ყველა იმათ, ვინც დღეს ვიცავთ წინა თაობების მიერ შექმნილ ჰუმანისტურ ქართულ იდენტობას და ვცდილობთ, პოლიფონიური და ტოლერანტული ქართული მსოფლმხედველობა ახალ დროში მომავალ თაობებს გადავცეთ.
ამიტომაც, თავს უფლებას ვაძლევთ ქართველი საზოგადოების გულისტკივილი გულწრფელად გაგიზიაროთ. დავიწყებთ იმ ყბადაღებული „გამჭვირვალობის კანონით“. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რატომაა უფრო მკაცრი ამერიკული, კანადური ან ფრანგული (სხვა ქვეყნების რეგულაციებზე რომ არაფერი ვთქვათ) ანალოგიური კანონი - სიკეთე და ქართული-დემოკრატიული უკუსვლა? კანონი, რომელიც ერთადერთს - წელიწადში ერთხელ ანგარიშის დეკლარირებას ითხოვს იმ ორგანიზაციებისგან, რომელთაც უცხო ქვეყნები, მათ შორის,თქვენც აფინანსებთ. თუკი ამ კანონში დასახვეწია რაიმე (ვთქვათ, ტერმინოლოგიური) ასპექტი, მაშინ, რატომ არ მიმდინარეობს თანამშრომლობა ჩვენს ხელისუფლებასთან დახვეწის პროცესისათვის და რატომ ისჯება ქართველი ხალხი და მისი უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება გამჭვირვალობის სრულიად დემოკრატიული კანონისათვის?
თუ არ გინდათ გასაჯაროება იმის, ვინ რისთვის ფინანსდება თქვენსავე სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაში, ეს თავისთავად სერიოზული პრობლემაა და ამგვარი ორმაგი სტანდარტები ქართველ საზოგადოებაში დიდ უნდობლობას აჩენს. მეგობრები ასე არ იქცევიან ნამდვილად. ჩვენს ეჭვებს აღრმავებს ისიც, რომ ამგვარად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ბარიკადებზე დგანან და ახორციელებენ იმ საქმიანობას, რომელიც მათ თქვენივე კანონმდებლობითა და რეგულაციებით აქვთ აკრძალული.
გამჭვირვალობის შესახებ მართლაც უწყინარი კანონი ვერანაირად ვერ გახდებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მკვეთრი დაპირისპირების მიზეზი. კანონი აქ არაფერ შუაშია და იგი მხოლოდ საბაბია ამ შემთხვევაში, მიზეზები კი ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების აცდენაში უნდა ვეძებოთ. პირდაპირ და ღიად ვიტყვით - ჩვენი აზრით, მთელი პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობამ არ დაიწყო ომი რუსეთთან და ამით გეგმები აურია თქვენი ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის ესკალაციითაა დაინტერესებული. ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ ომში საქართველოს ჩართვა სასურველ კორექტივებს შეიტანს მიმდინარე საომარი მოქმედებების არასასურველ სცენარში. სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს ბოლო თვეებში განხორციელებულ წარმოუდგენელი მასშტაბის, სიხშირისა და ინტენსივობის უსამართლო თავდასხმებს ქართული სახელმწიფოსადმი, არც გამომწვევ, გარე-ჩარევებს ქვეყნის შიდა საქმეებში და არც ღია მხარდაჭერას თქვენს მიერ წახალისებული ოპოზიციისადმი, რომლებიც მზად არიან მეორე ფრონტის გასახსნელად. ასე მხოლოდ ჩვენ არ ვფიქრობთ, იგივე არაერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა აღნიშნა.
დარწმუნებულები ვართ, ბევრმა თქვენგანმა ზუსტად არც კი იცის, სადაა საქართველო და ზოგიერთს იგი ალბათ რუსეთისა და უკრაინის ტოლ ქვეყნად მიაჩნია. არადა, საქართველო სამხრეთ კავკასიის ერთი პატარა და უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სადაც დღეს 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთთან რამდენიმე ომი გადავიტანეთ, რის შედეგადაც, დავკარგეთ ტერიტორიების 22% და დევნილად იქცა ჩვენი მოსახლეობის 15%. უფრო მეტიც, რუსეთის არმია დღეს ქვეყნის დედაქალაქიდან 30 კმ დგას და ნებისმიერი ჩვენი ცდა, დავუპირისპირდეთ საოკუპაციო ძალებს, დასრულდება ჩვენი სახელმწიფოს უსწრაფესი განადგურებით.
ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ გარემოებას, რომ სამხრეთ კავკასია , სადაც ქართველები ოდითგან ვცხოვრობთ, ისტორიულად იყო და დღესაც არის რეგიონული დიდი სახელმწიფოების: თურქეთის, რუსეთის და ირანის ინტერესების არეალი. მით უფრო დღეს, რეგიონში არსებული ფეთქებადსაშიში ვითარების გამო.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიცავს ნატოს ქოლგა, არც არავინაა დამხმარე ჩვენი თავის გარდა და ნუ გიკვირთ, რომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილებამ გამორჩეული სიფრთხილე გვასწავლა და არ გვინდა დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე შესაწირი პაიკი აღმოვჩნდეთ.
ბუნებრივია, თქვენ არ ხართ ვალდებულები, შორეული საქართველოს პრობლემებში ერკვეოდეთ, მაგრამ, დარწმუნებულები ვართ, თქვენმა შესაბამისმა ინსტიტუტებმა და ექსპერტებმა კარგად იციან ჩვენს მიერ აღწერილი რეალობა. მაშინ რა გამოდის? - ყველამ იცის, რომ ომი რუსეთთან საქართველოს სახელმწიფოს განადგურებით დასრულდება და მაინც გვიბიძგებენ აქეთკენ? არ გვინდა ვიფიქროთ, რომ გარკვეულმა ძალებმა მიზნად დაისახეს საქართველოს გაწირვის ხარჯზე პატარა შვება მისცენ უკრაინის არმიას, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
ჩვენ ასევე გვაშფოთებს საქართველოს ხელისუფლებების გარედან შეცვლისა და ქვეყნის საელჩოებიდან მართვის აშკარა და ღია მცდელოებები დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. რუსული ოკუპაციური მმართველობა 30 წელია მოვიშორეთ. ჩვენ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თავისუფლება და თანასწორობაზე, მეგობრობაზე დამყარებული საერთაშორისო პარტნიორობა გვინდა. მთავრობებს ხალხი ირჩევს და ცვლის და არა საელჩოები, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, თუ გვინდა მეგობრობა. კიდევ ერთი, თუ სტარტეგიული მოკავშირეები ვართ, რატომ არ არის ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები და რატომ არ დებენ ამერიკული კომპანიები ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში? ამ საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა ხომ არ იქნებოდა ნამდვილი „მეგობარი აქტი“ და არა სანქციები და საგანმანათლებლო, სამედიცინო და თავდაცვის პროგრამების შეჩერება ქართველი ხალხისთვის?!
კარგი იქნება, თუკი ამერიკის ელჩი და საელჩო საქართველოში, ითანამშრომლებს ჩვენთანაც - საზოგადოებისა და კულტურის იმ წარმომადგენლებთან, რომლებსაც, შესაძლოა, ელჩისა და თქვენი ამჟამინდელი ქართული პოლიტიკისაგან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ, ზუსტად ვიცით, ერთი მხრივ - რა სურს ეროვნული კულტურისა და სულიერების შენარჩუნებისათვის თავდადებული ქართველი ერის უმრავლესობას და, მეორე მხრივ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს დიალოგსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ მეგობრობას დიდ ამერიკულ სახელმწიფოსთან. მეგობრობა მხოლოდ სასურველი ფრაზების მოსმენა არაა. მეგობრობა დიალოგი და ურთიერთმსახურებაა, პარტნიორობაა, რომელიც სიკეთისა და ჰარმონიის, ალტრუიზმის პრინციპებზე დგას. მეგობრობას არ გააჩნია ალტერნატივა და ეს ჩვენმა დიდმა კლასიკოსმა, შოთა რუსთაველმა გვასწავლა და აქცია ქართული სულის კოდად.
ლეგენდის თანახმად, სოლომონ მეფის ბეჭედზე მეორე წარწერაც ყოფილა: „ესეც წარმავალია“. იმედია, რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდება, მიმდინარე ვიწრო პოლიტიკური ინტერესები კი ისტორიას ჩაბარდება და, ამის კვალობაზე, ჩვენი ურთიერთობებიც სასიკეთოდ შეიცვლება. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა მაგალითია მსოფლიოს ხალხებისთვის და არ გვგონია, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისადმი უსამართლო მოპყრობამ რამე შესძინოს ამერიკას, ვნებით კი ავნებს, რადგანაც ამერიკული ძლევამოსილება სწორედ რომ თანასწორობასა და „ამერიკულ ოცნებაზე“ დგას და მისი სულის მოკვლით გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებთ მის ძლიერებას“,-ნათქვამია წერილში.
ყველა სიახლე
21 სექტემბერი 2024, 02:44
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ეჭვქვეშ არ აყენებს ყირიმის უკრაინულ კუთვნილებას
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ეჭვქვეშ არ აყენებს ყირიმის უკრაინულ კუთვნილებას.
21 სექტემბერი 2024, 02:25
მსოფლიო
CNN: აშშ მომავალ კვირას უკრაინისათვის შეიარაღების მნიშვნელოვანი პაკეტის გამოყოფას გამოაცხადებს, თუმცა მიწოდება, სავარაუდოდ, გადაიდება მარაგების დეფიციტის გამო
აშშ მომავალ კვირას უკრაინისათვის შეიარაღების მნიშვნელოვანი პაკეტის გამოყოფას გამოაცხადებს, თუმცა მიწოდება, სავარაუდოდ, გადაიდება მარაგების დეფიციტის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 სექტემბერი 2024, 02:02
მსოფლიო
The Times: უკრაინამ უახლოეს კვირებში რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენების ნებართვა ფარულად შეიძლება მიიღოს
უკრაინამ უახლოეს კვირებში რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენების ნებართვა ფარულად შეიძლება მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
21 სექტემბერი 2024, 00:14
მსოფლიო
გაერო აცხადებს, რომ ძალიან შეშფოთებულია სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო
გაერო აცხადებს, რომ ძალიან შეშფოთებულია სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო.
20 სექტემბერი 2024, 23:15
საზოგადოება
მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„ევროპული მობილობის კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 21 და 22 სექტემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, კანკავას ქუჩასა და მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე - პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 სექტემბერი 2024, 22:53
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა სტანდარტს ცინიკური ფორმით არღვევენ. სამართლიანობის გრძნობით დამუხტული ჩვენი ერი ვერასოდეს მიიღებს ფარისევლობას მეგობრობად
საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა ამ სტანდარტს უხეში და ცინიკური ფორმით არღვევენ. სამართლიანობის გრძნობით დამუხტული ჩვენი ერი ვერასოდეს მიიღებს ფარისევლობას მეგობრობად, მტრობას - პარტნიორობად და ღალატს ერთგულებად. იმედი გვაქვს, ამის ნათელი დასტური იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებით დამდგარი შედეგი, - წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
20 სექტემბერი 2024, 22:51
პოლიტიკა
მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში: აშშ-ისა და ევროკავშირის სააგენტოებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობის შეუსრულებლობაში
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა „საქართველოს მეგობრების“ მისიის საფუძველზე, რომელიც თბილისში 2-8 სექტემბერს ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტი ავრცელებს.
20 სექტემბერი 2024, 22:33
კულტურა
თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი „პირველი მერცხლით“ დაიხურა
„ფესტივალს სტუმრობდნენ: მალტის ეროვნული არქივის ხელმძღვანელი ჩარლზ ფარუჯა, ჩეხეთის ეროვნული არქივის დირექტორი მიხალ ბრეგანტი, პორტუგალიის კინოთეკის წარმომადგენელი რუი მაჩადო, აშშ-ის ეროვნული არქივის წარმომადგენელი ჰეიდი ჰოლმსტრომი, ბულგარეთის ეროვნული კინოარქივის წარმომადგენელი გალია ჟეკოვა და მოლდოვის ეროვნული საარქივო სააგენტოს წარმომადგენელი აურელია ფელია“.
20 სექტემბერი 2024, 22:22
პოლიტიკა
მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული ენჯეოების მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა „საქართველოს მეგობრების“ მისიის საფუძველზე, რომელიც თბილისში 2-8 სექტემბერს ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტი ავრცელებს.
20 სექტემბერი 2024, 21:53
სამართალი
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
20 სექტემბერი 2024, 21:26
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინის გამარჯვების გეგმა პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის წარუდგენს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, დამოკიდებულია სწრაფ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უნდა მიიღონ პარტნიორებმა.
20 სექტემბერი 2024, 21:15
სპორტი
კახა კალაძე იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფეხბურთელებს თბილისის აეროპორტში დახვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა. „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ თბილისში ხვალ დაგეგმილ ლეგენდების მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ამ მატჩზე დასწრება ძალიან საინტერესო და ემოციური იქნება.
20 სექტემბერი 2024, 21:07
არჩევნები 2024
მაია ჯაბუა: ევროკავშირში შესვლა უმნიშვნელოვანესია - რა თქმა უნდა, ღირსებით, ქვეყნის ერთგულებითა და სიყვარულით
მარტვილში გამართულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მომღერალი მაია ჯაბუა მონაწილეობდა.
20 სექტემბერი 2024, 21:06
მსოფლიო
„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც ემუქრება ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას
ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც ემუქრება ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას.
20 სექტემბერი 2024, 21:04
არჩევნები 2024
აჩიკო ნიჟარაძე: ვირჩევ ძალას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესზე წინ საქართველოს ინტერესს აყენებს
ვირჩევ ძალას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესზე წინ აყენებს საქართველოს ინტერესს, - აცხადებს „ქრონიკასთან“ მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე. „ხმას ვაძლევ ძალას, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს“, - აცხადებს მომღერალი.
20 სექტემბერი 2024, 20:52
არჩევნები 2024
პანჩო: მინდა, ევროპისკენ გზა მშვიდობიანად და ღირსებით გავიაროთ
მომღერალი, პანჩო „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ მისი სურვილია ევროპისკენ გასავლელი და საქართველომ მშვიდობიანად და ღირსებით გაიაროს. „საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ გზა, რომელიც გასავლელია ევროპისკენ, ჩვენთვის უფრო რთულია.მინდა რომ ეს გზა მშვიდობიანად და ღირსებით გავიაროთ“, - აცხადებს მომღერალი.
20 სექტემბერი 2024, 20:40
არჩევნები 2024
გუფი: მშვიდობა თუ არ არის, აზრი ეკარგება ყველაფერს
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. დღეს მუსიკოსებს მარტვილსა და სამტრედიაში უმასპინძლეს.
20 სექტემბერი 2024, 20:38
არჩევნები 2024
მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით ევროპისკენ - „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები სამტრედიასა და მარტვილში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით- ევროპისკენ! „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები სამტრედიასა და მარტვილში.
20 სექტემბერი 2024, 20:36
არჩევნები 2024
ევროკავშირი აპირებს იმ ორგანიზაციების შეფასებით იხელმძღვანელოს, რომლებიც საარჩევნო პროცესს მხოლოდ ერთ ჭრილში განიხილავენ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ისფედში იმყოფებოდა. „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების წინასწარი დათვლის შედეგების გაყალბებაშია მხილებული.
20 სექტემბერი 2024, 20:19
პოლიტიკა
ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, შერიგება და ურთიერთშენდობა - ბიძინა ივანიშვილის გზავნილი და რადიკალების თვითლუსტრაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ცდილობს შერიგებისა და ურთიერთპატივისცემის იდეა სათავისოდ დაამახინჯოს. ქვეყნის საწინააღმდეგო არაერთ მოქმედებაში მხილებული პარტია მმართველ გუნდს გამოგონილი მიზეზებით ადანაშაულებს.