09 აგვისტო 2024, 11:39 / სანდო წყარო

საზოგადოება „ქართული“: პირდაპირ და ღიად ვიტყვით - მთელი პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობამ არ დაიწყო ომი რუსეთთან და ამით გეგმები აურია ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის ესკალაციითაა დაინტერესებული

საზოგადოება „ქართული“ აშშ-ს კონგრესმენებსა და სენატორებს მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ვერანაირად ვერ გახდებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მკვეთრი დაპირისპირების მიზეზი.

მათივე თქმით, კანონი აქ არაფერ შუაშია და იგი მხოლოდ საბაბია ამ შემთხვევაში, მიზეზები კი ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების აცდენაში უნდა ვეძებოთ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველამ იცის, რომ ომი რუსეთთან საქართველოს სახელმწიფოს განადგურებით დასრულდება. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ გარკვეულმა ძალებმა მიზნად დაისახეს საქართველოს გაწირვის ხარჯზე პატარა შვება მისცენ უკრაინის არმიას, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.

„თავს უფლებას ვაძლევთ ქართველი საზოგადოების გულისტკივილი გულწრფელად გაგიზიაროთ. დავიწყებთ იმ ყბადაღებული „გამჭვირვალობის კანონით“. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რატომაა უფრო მკაცრი ამერიკული, კანადური ან ფრანგული (სხვა ქვეყნების რეგულაციებზე რომ არაფერი ვთქვათ) ანალოგიური კანონი - სიკეთე და ქართული-დემოკრატიული უკუსვლა? კანონი, რომელიც ერთადერთს - წელიწადში ერთხელ ანგარიშის დეკლარირებას ითხოვს იმ ორგანიზაციებისგან, რომელთაც უცხო ქვეყნები, მათ შორის,თქვენც აფინანსებთ. თუკი ამ კანონში დასახვეწია რაიმე (ვთქვათ, ტერმინოლოგიური) ასპექტი, მაშინ, რატომ არ მიმდინარეობს თანამშრომლობა ჩვენს ხელისუფლებასთან დახვეწის პროცესისათვის და რატომ ისჯება ქართველი ხალხი და მისი უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება გამჭვირვალობის სრულიად დემოკრატიული კანონისათვის?

თუ არ გინდათ გასაჯაროება იმის, ვინ რისთვის ფინანსდება თქვენსავე სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაში, ეს თავისთავად სერიოზული პრობლემაა და ამგვარი ორმაგი სტანდარტები ქართველ საზოგადოებაში დიდ უნდობლობას აჩენს. მეგობრები ასე არ იქცევიან ნამდვილად. ჩვენს ეჭვებს აღრმავებს ისიც, რომ ამგვარად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ბარიკადებზე დგანან და ახორციელებენ იმ საქმიანობას, რომელიც მათ თქვენივე კანონმდებლობითა და რეგულაციებით აქვთ აკრძალული.

გამჭვირვალობის შესახებ მართლაც უწყინარი კანონი ვერანაირად ვერ გახდებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მკვეთრი დაპირისპირების მიზეზი. კანონი აქ არაფერ შუაშია და იგი მხოლოდ საბაბია ამ შემთხვევაში, მიზეზები კი ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების აცდენაში უნდა ვეძებოთ. პირდაპირ და ღიად ვიტყვით - ჩვენი აზრით, მთელი პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობამ არ დაიწყო ომი რუსეთთან და ამით გეგმები აურია თქვენი ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის ესკალაციითაა დაინტერესებული. ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ ომში საქართველოს ჩართვა სასურველ კორექტივებს შეიტანს მიმდინარე საომარი მოქმედებების არასასურველ სცენარში. სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს ბოლო თვეებში განხორციელებულ წარმოუდგენელი მასშტაბის, სიხშირისა და ინტენსივობის უსამართლო თავდასხმებს ქართული სახელმწიფოსადმი, არც გამომწვევ, გარე-ჩარევებს ქვეყნის შიდა საქმეებში და არც ღია მხარდაჭერას თქვენს მიერ წახალისებული ოპოზიციისადმი, რომლებიც მზად არიან მეორე ფრონტის გასახსნელად. ასე მხოლოდ ჩვენ არ ვფიქრობთ, იგივე არაერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა აღნიშნა.

დარწმუნებულები ვართ, ბევრმა თქვენგანმა ზუსტად არც კი იცის, სადაა საქართველო და ზოგიერთს იგი ალბათ რუსეთისა და უკრაინის ტოლ ქვეყნად მიაჩნია. არადა, საქართველო სამხრეთ კავკასიის ერთი პატარა და უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სადაც დღეს 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთთან რამდენიმე ომი გადავიტანეთ, რის შედეგადაც, დავკარგეთ ტერიტორიების 22% და დევნილად იქცა ჩვენი მოსახლეობის 15%. უფრო მეტიც, რუსეთის არმია დღეს ქვეყნის დედაქალაქიდან 30 კმ დგას და ნებისმიერი ჩვენი ცდა, დავუპირისპირდეთ საოკუპაციო ძალებს, დასრულდება ჩვენი სახელმწიფოს უსწრაფესი განადგურებით.

ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ გარემოებას, რომ სამხრეთ კავკასია, სადაც ქართველები ოდითგან ვცხოვრობთ, ისტორიულად იყო და დღესაც არის რეგიონული დიდი სახელმწიფოების: თურქეთის, რუსეთის და ირანის ინტერესების არეალი. მით უფრო დღეს, რეგიონში არსებული ფეთქებადსაშიში ვითარების გამო.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიცავს ნატოს ქოლგა, არც არავინაა დამხმარე ჩვენი თავის გარდა და ნუ გიკვირთ, რომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილებამ გამორჩეული სიფრთხილე გვასწავლა და არ გვინდა დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე შესაწირი პაიკი აღმოვჩნდეთ.

ბუნებრივია, თქვენ არ ხართ ვალდებულები, შორეული საქართველოს პრობლემებში ერკვეოდეთ, მაგრამ, დარწმუნებულები ვართ, თქვენმა შესაბამისმა ინსტიტუტებმა და ექსპერტებმა კარგად იციან ჩვენს მიერ აღწერილი რეალობა. მაშინ რა გამოდის? - ყველამ იცის, რომ ომი რუსეთთან საქართველოს სახელმწიფოს განადგურებით დასრულდება და მაინც გვიბიძგებენ აქეთკენ? არ გვინდა ვიფიქროთ, რომ გარკვეულმა ძალებმა მიზნად დაისახეს საქართველოს გაწირვის ხარჯზე პატარა შვება მისცენ უკრაინის არმიას, მაგრამ ფაქტი ჯიუტია“, - წერია განცხადებაში.

ყველა სიახლე

10 სექტემბერი 2024, 22:15

მსოფლიო

უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი: თუ ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემა რეალურად მოხდა და მათი გამოყენება დაფიქსირდება, მაშინ უკრაინამ შესაძლოა გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ თუ ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემა რეალურად მოხდა და მათი გამოყენება დაფიქსირდება, მაშინ უკრაინამ შესაძლოა გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან.

მამუკა მდინარაძე

10 სექტემბერი 2024, 22:01

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე: ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად, რაღაც კუთხით უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი, ამიტომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი

ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად, რაღაც კუთხით უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ეს არანაკლები მნიშვნელობის არჩევნები იქნება, ამიტომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე: ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი და ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან, - განუცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მმართველი გუნდის საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებს.

ლევან მახაშვილი

10 სექტემბერი 2024, 21:58

არჩევნები 2024

ლევან მახაშვილი: მრავალი წელია, პოლიტიკაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით, მოხარული ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთავაზება მივიღე

„მრავალი წელია, პოლიტიკაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით, საჯარო სამსახურიდან, სხვადასხვა უწყებიდან, სხვადასხვა პოზიციიდან. ყოველთვის ჩართული ვიყავი პოლიტიკის მიღებაში. ასევე, აკადემიურ საქმიანობაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. მოხარული ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთავაზება მივიღე. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ჩემი თავი, ამ ეტაპზე, წარმომიდგენია, როგორც საგარეო პოლიტიკის გუნდის წევრი, ასევე - განათლების მიმართულებით. დანარჩენს მოგვიანებით გაცნობებთ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მამუკა მდინარაძე

10 სექტემბერი 2024, 21:56

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე თეა წულუკიანზე: ის უკვე საპარლამენტო ორგანოში გადმოინაცვლებს და „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც მინიმუმ, ძლიერი ოპონენტი იქნება

„ღირსებასთან ასე და ამ ხარისხით ასოცირებული ხალხი ჩვენ ბევრი არ გვყავს, აქედან გამომდინარეა ეს გადაწყვეტილებებიც, ასეთივე ღირსებით გააგრძელებენ ისინი სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებული იქნებიან ამ მიმართულებითაც, რადგან ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ამიტომ იყო, თქვენ როგორც ბრძანებთ, ფსონი, ამიტომ იყო გათვლაც, რაც გნებავთ, დავარქვათ, ღირსეულ ადამიანებზე. პირველ რიგში, თავისი სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება ხოლმე აქცენტირება“, - განაცხადა მდინარაძემ.

10 სექტემბერი 2024, 21:52

სპორტი

ალბანეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ალბანეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.

10 სექტემბერი 2024, 21:50

სპორტი

საქართველოს მოკრივე გოგონათა ნაკრები პოლონეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირიდან სამი მედლით დაბრუნდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოკრივე გოგონათა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ გლივიცეში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა. ქართველმა გოგონებმა შეჯიბრება 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

10 სექტემბერი 2024, 21:49

პოლიტიკა

რატომ ნიშნავს სახელმწიფოს დაფინანსება კონტროლსა და მოსყიდვას, უცხოური ფული კი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას? ამ ლოგიკით ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ნეგატიურად წარმოჩენას ცდილობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ ნიშნავს სახელმწიფოს დაფინანსება კონტროლსა და მოსყიდვას, უცხოური ფული კი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას? ამ ლოგიკით ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ნეგატიურად წარმოჩენას ცდილობს.

10 სექტემბერი 2024, 21:34

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.

10 სექტემბერი 2024, 21:32

არჩევნები 2024

გვარამია-მელიას გუნდის წევრები „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატებს ხევენ და ამას ემოციებით ხსნიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საარჩევნო დარღვევას ხელს არ უშლის ამავე პარტიის წევრი და იურისტი მაია კოპალეიშვილიც. დუმს არასამთავრობო ორგანიზაციათა თითქმის სრული უმრავლესობა.

10 სექტემბერი 2024, 21:22

სპორტი

ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველმა სუმოისტებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს და 6 მედალი მოიპოვეს. ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქროსა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მიიღეს.

დონალდ ტუსკი

10 სექტემბერი 2024, 21:10

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება, დაიწყოს კონტროლი ყველა სახმელეთო საზღვარზე, მიუღებელია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება, დაიწყოს კონტროლი ყველა სახმელეთო საზღვარზე, მიუღებელია და ნიშნავს შენგენის ზონის დე ფაქტო შეჩერებას.

მამუკა მდინარაძე

10 სექტემბერი 2024, 21:07

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: აშშ-ში უფრო მკაცრი კანონმდებლობაა და თქვენ იტყუებით, როდესაც გამჭვირვალობის კანონს ყოველ ჯერზე რუსულს ეძახით

უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი - ეს თქვენი სპეკულაციაა, რადგან ის [შოთა ბერეკაშვილი] ენჯეოს წარმომადგენელი არ არის, ის არის ბიზნესმენი და მშენებელი, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას - როგორ მოხდა, რომ უცხოურო ძალების ინტერესების გამტარი [შოთა ბერეკაშვილი] თქვენ სიაშია?

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2024, 20:58

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს

რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას.

მამუკა მდინარაძე

10 სექტემბერი 2024, 20:54

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად წარდგენაზე: ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი

„2012 წლის მერე ასეთი პრეცედენტი ჩვენს გუნდში არ ყოფილა. ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე - ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი. ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან. თქვენ [ოპოზიციური არხის ჟურნალისტს მიმართავს] და „ნაცმოძრაობა“, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურად აგენტურას წარმოადგენენ და აგენტურ სუბიექტებს, არ არიან რეალურად ჩვენი ოპონენტები. პირიქით, ჩვენ ვუწევთ ძალიან დიდ ძალებს ოპონირებას. ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტიის ოპოზიციაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

10 სექტემბერი 2024, 20:53

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე (CFSP/CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში გამართულ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში.

მამუკა მდინარაძე

10 სექტემბერი 2024, 20:47

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე: ის ადამიანები არიან ჩვენს სიაში, ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევიან, მათ შორის არიან ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი

ჩვენ სიის დაკომპლექტებას გარკვეული კრიტერიუმებით გავაგრძელებთ. გვაქვს ამბიცია, რომ 100-ზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით პარლამენტში, იქიდან გამომდინარე რომ დღევანდელი საზოგადოების მხარდაჭერა და განწყობა მმართველი პარტიისადმი ასეთია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

10 სექტემბერი 2024, 20:46

საზოგადოება

პარლამენტში წარმატებული დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ დიასპორულ ორგანიზაციებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ქვეყნის განვითარებაში დიასპორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული დიასპორა არის მეორე საქართველო და წარმატებული დიასპორელები საზღვარგარეთ ქართული იდეის განმახორციელებელი სასახელო ადამიანები არიან.

10 სექტემბერი 2024, 20:28

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.

10 სექტემბერი 2024, 20:28

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია

ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.

ბიძინა ივანიშვილი

10 სექტემბერი 2024, 20:28

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.