კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გერგეტის სამების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა
ფოტო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „ჯავა კონსტრაქშენთან“, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, შემსრულებელი კომპანიის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დარღვევების გამო. ამასთანავე, სააგენტომ შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პრესსამსახური ავრცელებს.
სააგენტოს მხრიდან განხორციელებული არაერთი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მნიშვნელოვანი დარღვევით მიმდინარეობდა, რის გამოც სააგენტომ შემსრულებელი არაერთხელ გააფრთხილა წერილობით და სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად წარმართვისკენ მოუწოდა. ასევე, სააგენტომ გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო, მიმდინარე წლის 8 ივლისს, შპს „ჯავა კონსტრაქშენს“ პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრა.
აღნიშნულის მიუხედავად, პროექტით განსაზღვრული ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო - ტაძარზე სახურავის მოწყობა, რომელიც შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით 2024 წლის 25 აპრილს უნდა დაწყებულიყო, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე (2024 წლის 2 აგვისტო) არ დაწყებულა და არ მომხდარა სახურავის მოწყობის სამუშაოთა წარმართვისათვის საჭირო მასალების ადგილზე მობილიზება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა შპს „ჯავა კონსტრაქშენთან“ 2024 წლის 27 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება და შემსრულებელ კომპანიას 73 680 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „ჯავა კონსტრაქშენს“, შორის 614 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2024 წლის 27 თებერვალს გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ განმეორებითი ტენდერი გერგეტის სამების რეაბილიტაციისთვის უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ინფორმაციისთვის: ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - გერგეტის სამების -
რეაბილიტაციისთვის შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ითვალისწინებს: მთავარ ტაძარზე არსებული სპილენძის საფრის შეცვლას, ნაშვერებისა და საცრემლეების მოწყობას; სამრეკლოს გუმბათზე არსებული ლორფინის ძველი სახურავის რეაბილიტაციასა და მასზე ახალი სპილენძის სახურავის მოწყობას; ლორფინებს შორის არსებული ნაკერების ამოსუფთავება-ამოგოზვას; სამრეკლოს მეორე სართულის გარე ჰორიზონტალურ პერიმეტრზე სპილენძის გადახურვის მოწყობას; ექსტერიერში და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაციას, საპირე ქვებს შორის არსებული ნაკერების ამოგოზვასა და ინტერიერში კამარების რესტავრირებას; ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მეორე სართულზე, არსებული სამალავის ჩამოშლილი კამარების ნანგრევებისგან გაწმენდას და ახალი გადახურვის მოწყობას; ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ფასადის არსებული ცოკოლის ლილვის თავზე დაძრული ქვების კონსერვაციას; ეკლესიის ცოკოლის მთელ პერიმეტრზე ლილვის და ქვებს შორის ნაკერების დამუშავებასა და ამოგოზვას; მეხამრიდის მოწყობას; ეზოში, ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექების გადაყვანის მოწესრიგების მიზნით, ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის მთელ სიგრძეზე არსებული გასასვლელისა და ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით არსებული ფიქალი ქვების მოხსნასა და პროექტის მიხედვით დადგენილი ნიშნულების პარამეტრების დაცვას.
გერგეტის სამება ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარი და, ამავე დროს, ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში. ის არის ხევის მთავარი სალოცავი. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო (XIV ს.) და საბჭეო (XV ს.).
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2024, 03:14
არჩევნები აშშ
ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
17 სექტემბერი 2024, 03:00
მსოფლიო
სტოლტენბერგი: კვლავ მჯერა, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში
კვლავ მჯერა, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
17 სექტემბერი 2024, 01:55
მსოფლიო
ტრამპი: მემარცხენე კომუნისტური რიტორიკის გამო, ამერიკაში ტყვიები დაფრინავს და ვითარება მხოლოდ გაუარესდება
მემარცხენე კომუნისტური რიტორიკის გამო, ამერიკაში ტყვიები დაფრინავს და ვითარება მხოლოდ გაუარესდება, - განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა.
17 სექტემბერი 2024, 00:28
საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგა-შოუ „COVER შოუს“ პირველი სეზონის მეორე ტური გაიმართა
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგა-შოუ „COVER შოუს“ პირველი სეზონის მეორე ტური გაიმართა.
16 სექტემბერი 2024, 23:51
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას მოკავშირეებს ომში გამარჯვების გეგმას გააცნობს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას მოკავშირეებს ომში გამარჯვების გეგმას გააცნობს.
16 სექტემბერი 2024, 23:48
სამართალი
ავტობანის გორის მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე - გორის მონაკვეთთან ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „იმედინიუსს“ განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი.
16 სექტემბერი 2024, 23:01
არჩევნები აშშ
აშშ-ის გენერალური პროკურორი ტრამპზე თავდასხმის სავარაუდო მცდელობაზე: დაუღალავად ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ამ გამოძიებაში
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ რესურსს დონალდ ტრამპის მკვლელობის სავარაუდო მცდელობის გამოძიებისთვის.
16 სექტემბერი 2024, 22:50
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „ლელოს“ და გახარიას პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე: როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს თვალთხარიას და მოღალატეს რომ ეძახდით და გაგაერთიანონ - გულწრფელად მეცოდებიან
როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს თვალთხარიას და მოღალატეს რომ ეძახდით და გაგაერთიანონ - გულწრფელად მეცოდებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიას მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიწვევას გამოეხმაურა.
16 სექტემბერი 2024, 22:46
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი
დიახ, დამნაშავეა მკვლელი და მწამებელი და ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი, მაგალითად. ეს უნდა შეიგნონ ბოლოს და ბოლოს, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
16 სექტემბერი 2024, 22:42
არჩევნები 2024
აჩიკო ნიჟარაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: აუცილებლად ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროპაში
ძალია მნიშვნელოვანი არჩევნებია. აუცილებლად ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროპაში,- განაცხადა მომღერალმა აჩიკო ნიჟარაძემ საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
16 სექტემბერი 2024, 22:41
არჩევნები 2024
ნინო მშვიდობაძე: საქართველო არის ოაზისივით მსოფლიოში იმიტომ, რომ გვაქვს მშვიდობა და უნდა შევინარჩუნოთ ის
„ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი რაიმე სჭირდება დღეს მსოფლიოს, ეს არის მშვიდობა. ხშირად ვიცი ხოლმე თქმა, რომ საქართველო არის ოაზისივით მსოფლიოში იმიტომ, რომ გვაქვს მშვიდობა და უნდა შევინარჩუნოთ ის“, - აღნიშნა მან.
16 სექტემბერი 2024, 22:36
პოლიტიკა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხაზინიდან მორიგი ტრანში, 26 ათასი ფუნტის ოდენობით ჩაერიცხა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხაზინიდან მორიგი ტრანში 29 აგვისტოს, 26 ათასი ფუნტის ოდენობით ჩაერიცხა.
16 სექტემბერი 2024, 22:30
არჩევნები 2024
მირზა გელოვანი: ჩემი გზავნილი როგორც ყოველთვის იქნება ღმერთთან ყოფნა. სიმშვიდით, კეთილდღეობით, სიკეთით, ერთად ყოფნის სიყვარულით განვითარებისკენ სიარული
მოვამზადე ახალი ნაწარმოები, რომელიც ამ სიყვარულს, გაერთიანებას და ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ეძღვნება,- განაცხადა მირზა გელოვანმა. „ჩემი გზავნილი როგორც ყოველთვის იქნება ღმერთთან ყოფნა. სიმშვიდე,კეთილდღეობით, სიკეთით, ერთად ყოფნის სიყვარულით განვითარებისკენ სიარული. მოვამზადე ახალი ნაწარმოები, რომელიც ამ სიყვარულს, გაერთიანებას და ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ეძღვნება“,- განაცხადა გელოვანმა.
16 სექტემბერი 2024, 22:26
არჩევნები 2024
დათუნა სირბილაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: ყველას გვინდა მშვიდობა. ღირსებით, ჩვენი ოჯახებით შევიდეთ ევროპაში!
უნდა გვახსოვდეს სუყველას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი მოდის 26 რიცხვი. ყველა უნდა მივიდეთ, რადგან ყველას გვინდა მშვიდობა. ღირსებით, ჩვენი ოჯახებით შევიდეთ ევროპაში, - ასეთია მომღერალ დათუნა სირბილაძის გზავნილი საჩხერიდან, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს.
16 სექტემბერი 2024, 22:24
პოლიტიკა
ელენე ფოჩხუა: წინ ევროპისკენ, ჩვენი ღირსებით. ღირსება არ უნდა დავკარგოთ ქართველებმა
წინ ევროპისკენ, ჩვენი ღირსებით. ჩვენი ღირსება არ უნდა დავკარგოთ ქართველებმა,- განაცხადა მომღერალმა ელენე ფოჩხუამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
16 სექტემბერი 2024, 22:20
არჩევნები 2024
ხვიჩა მაღლაკელიძე: უპირველეს ყოვლისა ევროპისკენ ღირსებით, კეთილდღეობით, მშვიდობით
უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ევროპის წინაშე წარდგე ისეთი როგორიც ხარ რეალურად,- განაცხადა მუსიკოსმა ხვიჩა მაღლაკელიძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
16 სექტემბერი 2024, 22:20
არჩევნები 2024
ანუკა ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: ქვეყანას ვუსურვეთ მშვიდობა. წინ ევროპისკენ!
ქვეყანას ვუსურვეთ მშვიდობა. წინ ევროპისკენ! ბევრი ბედნიერი დღე და ბევრი ბედნიერი სახეები ჩვენს თანამემამულეებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, - განაცხადა მომღერალმა ანუკა ცქიტიშვილმა, რომელიც საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილოებს.
16 სექტემბერი 2024, 22:13
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ქართველ ხალხს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია - ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი
„საქართველოს პრეზიდენტს არაფერი ესაქმება პოლიტიკურ პროცესებში, მით უფრო ოპოზიციურ პარტიულ პროცესებში და მით უფრო საკუთარ ადმინისტრაციაში, როცა იწვევს ორ პოლიტიკურ პარტიას ოპოზიციიდან,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
16 სექტემბერი 2024, 22:10
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ დელეგატი ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ხვდება
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამჯერად, შეხვედრები გაიმართა ჩარგლის, ჟინვალის, ჭოპორტისა და ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან.
16 სექტემბერი 2024, 22:06
არჩევნები 2024
გელა დონაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: აქ ყოფნა არის სწორედ ის მესიჯი, რომ ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს სახელმწიფოს
აქ ყოფნა არის სწორედ ის მესიჯი, რომ ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენი აქ დგომა ნიშნავს, ჩვენი ერის გვერდში დგომას, - განაცხადა მომღერალმა გელა დონაძემ, რომელიც საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილეობს.