09 აგვისტო 2024, 14:36 / სანდო წყარო

შეკვეთილის დენდროპარკი: ჩასაფრებული პოლიტიკანების და მათ შირმად ქცეული ე.წ. არასამთავრობოების ყალბი საჩივრების გამო, შეფერხდა მცენარეთა გადმორგვის პროცესი - სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა

დენდროლოგიური პარკის პროექტის ინიცირების დღიდანვე „ნაცმოძრაობის“ კონტროლირებადი მედია, დამკვეთების არაჯანსაღი ინტერესების და ვნებების კვალდაკვალ, მთელი თავისი რესურსით უშედეგოდ ებრძვიან პროექტს, - ამის შესახებ ნათქვამია შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის განცხადებაში. მათივე ცნობით, ზუსტად ასე მოხდა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვისას, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობების შედეგად, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე, რის გამოც გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა.

„2020 წელს მეცენატ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობითა და დაფინანსებით დაბა შეკვეთილში გაიხსნა დენდროლოგიური პარკი. ეს უნიკალური პროექტი კარგადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის. მრავალწლიანი დაუღალავი შრომით და ურთულესი ტექნიკურ - ლოგისტიკური ამოცანების დაძლევით სამოცი ჰექტრის ფართობზე გაშენდა საქართველოში აქამდე არნახული მწვანე სივრცე, რომელიც მოიცავს ათასობით ადგილობრივ, ენდემურ და ასევე უცხოურ მცენარეს. პარკის განსაკუთრებულობა განპირობებულია იმით, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოხერხდა უნიკალური საუკუნოვანი ხეების გადმორგვა, რაც ურთულეს და ხშირად შეუძლებელ ტექნიკურ გამოწვევად მიიჩნეოდა. დენდროლოგიური პარკი წარმოადგენს ფლორისა და ფაუნის უნიკალურ და ჰარმონიულ ნაზავს. მის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის უიშვიათესი ფრინველი ბინადრობს. მათთვის აქ შექმნილია მშობლიური ჰაბიტატის იდენტური საარსებო გარემო. პირველივე დღიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი აბსოლუტურად უფასოდ მასპინძლობს ათიათასობით მოქალაქესა და ჩვენი ქვეყნის სტუმარს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის გახდა რეგიონისა და ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ღირსშესანიშნაობა. ამ ყველაფრის მიუხედავად, პროექტის ინიცირების დღიდანვე ნაციონალური მოძრაობის კონტროლირებადი მედია, დამკვეთების არაჯანსაღი ინტერესების და ვნებების კვალდაკვალ, მთელი თავისი რესურსით უშედეგოდ ებრძვიან პროექტს. ჯიუტად ცდილობენ როგორმე ჩირქი მოცხონ ამ უნიკალურ წამოწყებას, მის ავტორსა და განმახორციელებელს. ზუსტად ასე მოხდა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვისას. როგორც კი აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრეთწოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი. ნაცმოძრაობის სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია. ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდებებზე აგებული საჩივრები და რაც მთავარია, გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით), მიზნად ისახავდა ამ უნიკალური პროექტის ჩაშლას. პროცესის შესაფერხებლად უხმობდნენ ცრუ დაქირავებულ ექსპერტებს, აყალბებდნენ ფაქტებს, კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად. ამ ყველაფრის გამო პროექტის განმახორციელებლებს მოუწიათ მრავალგზის აეღოთ ერთი და იგივე დასკვნები, ფიტოსანიტარული ცნობები, სხვადასხვა უწყების ნებართვები და ა.შ.. დაუსრულებელ ბიუროკრატიულ მორევში იკარგებოდა ძვირფასი დრო. საბოლოოდ სამართალმა აფრიკაშიც გაიმარჯვა და ყველა ცრუ ბრალდება კენიის სასამართლოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უარყოფილ იქნა, მაგრამ მავანმა მაინც მოახერხა პროექტისთვის ზიანის მიყენება. დროში გაწელვის შედეგად, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე. მხოლოდ 2023 წლის 08 ნოემბერს მოხერხდა მათი ნიადაგში ჩარგვა. იქამდე კი აფრიკელ „გიგანტებს“ მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში თითქმის ორწლიანი მოცდა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სადაც მათ შესაბამისი მოვლა-პატრონობაც მოაკლდათ. სამწუხაროდ მსგავს სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია ამ უნიკალური მცენარეებისთვის და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა. არადა ბაობაბების საქართველოში ადრეც გადმორგულა. შეკვეთილსა და თბილისში დღესაც ხარობს რამდენიმე ბაობაბი, რომელთა გადმორგვა წინა პერიოდში მოხერხდა. მათი გადმოტანისას ადგილი არ ჰქონია ხელოვნურ შეფერხებებს. პროცესი ადეკვატურ ვადებში წარიმართა, და შესაბამისი პირობების შექმნით ყველა ხემ გაიხარა. ასე უნდა მომხდარიყო ამჯერადაც, მაგრამ სამწუხაროდ მავანთა წადილმა თავის მიაღწია. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს რაოდენ არაჯანსაღ და მავნებლურ ბრძოლას ეწევიან საქართველოში დაბუდებული ე.წ. „ოპოზიციური ძალები“. მათი მოქმედების სტილი და მანერა ნათლად გვახსენებს წინა ხელისუფლების ხელწერას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

09 სექტემბერი 2024, 22:59

მსოფლიო

უკრაინის საგარეო უწყება: ირანის მიერ აგრესორი სახელმწიფოსთვის ბალისტიკური იარაღის მიწოდებას დამანგრეველი და გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება ორმხრივი ურთიერთობებისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის დროებითი რწმუნებული დაიბარეს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო მიწოდების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

09 სექტემბერი 2024, 22:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია ობიექტური შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან ცალსახაა პროგრესი - საქართველო მოწინავეა ასოცირებულ პარტნიორებს შორის

მნიშვნელოვანია ობიექტური შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან ცალსახაა საქართველოს პროგრესი, ის რომ საქართველო არის მოწინავე ასოცირებულ პარტნიორებს შორის იმ საკითხებში, რაც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

09 სექტემბერი 2024, 22:39

ტექნოლოგიები

Apple-მა iPhone 16 წარადგინა

ყოველწლიურ ღონისძიებაზე კომპანია Apple-მა iPhone 16 წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

09 სექტემბერი 2024, 22:30

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს მოქალაქეებს საქმით დავანახეთ, რომ მშვიდობასა და პრინციპებს, რომელიც გვაქვს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოჰყვა

საქართველო სანქციებს რომ მიერთებოდა, დღეს ქვეყნის ეკონომიკა მინუსებში იქნებოდა და არც ერთი ინვესტიცია აქ არ განხორციელდებოდა, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

დავით კოდუა

09 სექტემბერი 2024, 22:20

არჩევნები 2024

დავით კოდუა: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ რიგში, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები და ერთად ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე შამგონაში იმყოფებოდა და ადგილობრივებს შეხვდა. მასთან ერთად შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა.

09 სექტემბერი 2024, 22:11

რეგიონი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს რუსთავსა და ხარაგაულში გაიმართა

მხარდამჭერი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.

მაკა ბოჭორიშვილი

09 სექტემბერი 2024, 21:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა

ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

ტატო ხარჩილავა

09 სექტემბერი 2024, 21:42

საზოგადოება

„ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა: სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დამწყები ნიჭიერი მომღერლები იზიარებენ იმ სცენას, რომელზეც მსოფლიო მასშტაბის ძალიან დიდი არტისტები გამოდიოდნენ

ძალიან გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ „იმედის“ ამ გრანდიოზულ მეგა პროექტს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.

ნიკა ნიკვაშვილი

09 სექტემბერი 2024, 21:22

პოლიტიკა

ნიკა ნიკვაშვილი: ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სეზონი იწყება და არაერთი ნიჭიერი ადამიანის აღმომჩენები ვიქნებით

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სეზონი იწყება და არაერთი ნიჭიერი ადამიანის აღმომჩენები ვიქნებით,- განაცხადა Cover შოუს ჟიურის წევრმა ნიკა ნიკვაშვილმა.

მანიკა ასათიანი

09 სექტემბერი 2024, 21:20

კულტურა

მანიკა ასათიანი: „ქავერ შოუს“ თითოეული მონაწილისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ ამხელა სცენაზე და აუდიტორიის წინაშე უწევთ გამოსვლა

„60 კონკურსანტი გვყავს. ყოველ ჯერზე 8 ახალი მონაწილე წარდგება მაყურებლის წინაშე. საბოლოოდ, ნახევარფინალისთვის 9 გამორჩეული მონაწილე შეირჩევა, რომელიც დაიკავებს 9 სივრცეს. ფინალში უკვე 4 ადამიანი გადავა. შემდეგ უკვე გამოვავლენთ გამარჯვებულს.

ანრი ჯოხაძე

09 სექტემბერი 2024, 21:11

კულტურა

ანრი ჯოხაძე: რაც „Cover შოუში“ ხდება, ასეთი მასშტაბის მე ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ მინახავს

რაც „Cover შოუში“ ხდება, ასეთი მასშტაბის მე ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ მინახავს ,- განაცხადა მომღერალმა და პროექტ Cover შოუს ჟიურის წევრმა ანრი ჯოხაძემ.

ქეით მიდლტონი

09 სექტემბერი 2024, 21:06

მსოფლიო

ქეით მიდლტონმა განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა

უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, განაცხადა, რომ მან ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა.

09 სექტემბერი 2024, 21:05

კულტურა

დღეს „იმედის” ეთერში 22:00 ახალი მეგა პროექტი Cover შოუ იწყება

დღეს „იმედის” ეთერში 22:00 საათზე ტელემაყურებელს დიდი სატელევიზიო პრემიერა ელის.

არჩილ თალაკვაძე

09 სექტემბერი 2024, 20:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: როგორც არასდროს, საქართველო ახლა არის ახლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამიტომ ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განმარტა, თუ რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტში ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

09 სექტემბერი 2024, 20:50

პოლიტიკა

გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესებისთვის! მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს.„ქრონიკის“ სიუჟეტი

გამჭვირვალე ფინანსები ქვეყნის ინტერესებისთვის! არასამთავრობო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს მთავრობა საგრანტო პროექტს სთავაზობს, რომელიც ბიუჯეტიდან იქნება უზრუნველყოფილი და მომავალი წლიდან ამოქმედდება.

09 სექტემბერი 2024, 20:42

მსოფლიო

პიტერ სტანო: ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2024, 20:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ. საქართველოსთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა

„არალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები.

რატი ბრეგაძე

09 სექტემბერი 2024, 20:20

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, პრემიერის ეს წამოწყება იქნება აუცილებლად წარმატებული და კიდევ უფრო მეტ დადებით მუხტს შეიტანს ქვეყნის უფრო სწრაფად განვითარების საქმეში

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.

09 სექტემბერი 2024, 20:17

მსოფლიო

ალიანსის პრესმდივანი: ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო

ალიანსის პრესმდივანმა, ფარა დახლალამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო.

აკაკი ჯინჭარაძე

09 სექტემბერი 2024, 19:47

სპორტი

პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ხვალ ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი ჯინჭარაძე დაბრუნდება

10 სექტემბერს, 05:45 საათზე, პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდება ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე, - აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.