„ქართული ოცნების“ პრესსამსახური OCCRP-ის სტატიაზე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ცდილობენ, რაიმე სახის მაკომპრომეტირებელი ფაქტის მოპოვებას, მაგრამ სიცრუისა და ტყუილების მეტი ვერასოდეს ვერაფერი მოიფიქრეს
ფოტო: Facebook
„ქართული ოცნების“ პრესსამსახური პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის შესახებ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ (OCCRP )-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის სახელით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“.
ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 1998 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში აღარ ყოფილა და არც რაიმე სახის ქონება შეუძენია.
„გვსურს გამოვეხმაუროთ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ ( OCCRP ) - ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის შესახებ.
პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“. კერძოდ, მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა. მსგავსი ტყუილების გავრცელება ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არათუ არ ჯდება რაიმე სახის ჟურნალისტურ სტანდარტებში, საერთოდ გაუგებარია, რა მიზანი ამოძრავებთ სტატიის ავტორებს. 1998 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არც ერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის შემდეგ არ გამგზავრებულა.
რაც შეეხება ტყუილებზე აგებული სტატიის კიდევ ერთ, მანიპულაციურ ნაწილს - არავისთვის დასამალი არ არის, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსეთში მოღვაწეობდა და აქტივების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში დააგროვა. 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ღიად მიუთითებდა, რომ მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთის დედაქალაქში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და სამ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, იმ ინფორმაციის „სკანდალად“ წარმოჩინების მცდელობა, რაც 11 წელია, ისედაც საჯაროა და ეს ყველაფერი დეკლარაციაშია ასახული, მიანიშნებს ერთადერთ რამეზე - სტატიის ავტორს აქვს დაკვეთა, რომ მოურიდებლად გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე. ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ 13-წლიანი ისტერიის გაგრძელებად, რასაც რიგი უცხოური და ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის კონტროლირებადი მედია განუწყვეტლად ცდილობს, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში მათთვის სასურველი ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ეს ადამიანები ცდილობენ, რაიმე სახის მაკომპრომეტირებელი ფაქტის მოპოვებას, მაგრამ სიცრუის და ტყუილების მეტი ვერასოდეს ვერაფერი მოიფიქრეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომელიც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ შეიძლება არსებობდეს.
ტყუილებით გაჯერებული სტატიის მომზადების პერიოდში მის ავტორს, ვინმე კელი ბლოსს ჰქონდა კომუნიკაცია მმართველი პარტიის პრეს-სამსახურთან, თუმცა მათ მიერ გადმოგზავნილ კითხვებში პირდაპირ იკვეთებოდა, რომ არანაირი აზრი მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას არ ჰქონდა და ჩვენთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ სტატია განსაზღვრული გახლდათ ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისათვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - დაშვების დონეზე, ყველაფერი სწორედ ისე რომ იყოს, როგორც სტატიაში წერია, ავტორების მიერ მოყვანილი არც ერთი ტყუილი გარემოება არავითარ კანონდარღვევას არ შეიცავს - არც ქონების შეძენა და არც მისი ფლობა. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 1998 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში აღარ ყოფილა, ასევე 1998 წლის შემდეგ არანაირი ქონება არ შეუძენია. ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ტყუილებზე აგებული სტატიის გამავრცელებელ მედიას აფინანსებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან „ღია საზოგადოების ფონდი“ (სოროსის ფონდი), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და სხვა.
მოვუწოდებთ სტატიის ავტორსა და მის დამსაქმებელ მედიას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ სიცრუეზე დაფუძნებულ პროპაგანდას, შემდეგ ჯერზე თავი შეიკავონ აშკარა ტყუილების ტირაჟირებისგან, ასევე დონორებმა გაიზიარონ პასუხისმგებლობა სიცრუის გავრცელებაზე და შემდგომში საფუძვლიანად გადახედონ მსგავსი მედიების დაფინანსების საკითხს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2024, 21:39
არჩევნები 2024
გენო პეტრიაშვილი: არ არის სასიამოვნო ნეგატიური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს, ვპატიობთ ამ ყველაფერს
„არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მაინც თანაქალაქელები ვართ, მეგობრები ვართ და ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს. უბრალოდ, არ არის სასიამოვნო ნეგატიური მესიჯები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, არ არის ლამაზი, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
13 სექტემბერი 2024, 21:27
არჩევნები 2024
მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე: ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა
ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა, - განაცხადა ვანში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილე მომღერალმა, აჩიკო ნიჟარაძემ.
13 სექტემბერი 2024, 21:22
არჩევნები 2024
ლაშა ტალახაძე: მე ვჭირდები მმართველ გუნდს და თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის წინ მიიწევდეს
ჩვენ, სპორტსმენებმა რაც არ უნდა კარგი ვაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ, სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.
13 სექტემბერი 2024, 21:09
არჩევნები 2024
დათუნა სირბილაძე: ძალიან მიხარია, რომ დღეს ვანში ვართ, ვაერთიანებთ იმ ადამიანებს, ვინც გულშემატკივრობს მშვიდობას, დიდი სიყვარულითა და განწყობით სვლას ევროპისკენ
ვანში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელშიც მომღერალი დათუნა სირბილაძე მონაწილეობს.
13 სექტემბერი 2024, 21:08
არჩევნები 2024
სოფო ბედია: ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე
მომღერალი, სოფო ბედია აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ყველამ სწორი არჩევანი უნდა დააფიქსიროს და არჩევნებზე მივიდეს. „ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა წავიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა მომღერალმა.
13 სექტემბერი 2024, 21:06
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში - მმართველი პარტიის გზავნილების გარშემო ვანსა და სენაკში ერთიანდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ! - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს ვანსა და სენაკში იმართება.
13 სექტემბერი 2024, 21:03
პოლიტიკა
ლაშა ბექაური: ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი
მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი, - განაცხადა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების შემდეგ მედიასთან.
13 სექტემბერი 2024, 20:59
მსოფლიო
ზელენსკი: ჯო ბაიდენს გამარჯვების გეგმას წარვუდგენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში მის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს შეხვდება.
13 სექტემბერი 2024, 20:56
საზოგადოება
მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა
„მოსახლეობას მოვუწოდებთ, ნუ დაანაგვიანებენ მსგავს რეკრეაციულ სივრცეებს, ნუ დატოვებენ სამშენებლო ნარჩენს, ძველ ავეჯს ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში. სამწუხაროდ, ჩუღურეთის რაიონში ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია სამშენებლო ნარჩენისა და ძველი ნივთების კანონიერად განთავსება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
13 სექტემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მახეში გაება - ვერ აკონკრეტებენ, რომელი ფონდი, ორგანიზაცია გაიღებს 14 მილიარდს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტიის ვერც ერთი ლიდერი და წევრი ვერ აკონკრეტებს, რომელი ფონდი, ორგანიზაცია თუ ვინ გაიღებს სოლიდურ თანხას, რისთვის და როგორ? ნათქვამი მორიგ აბსურდულ დაპირებად და კიდევ ერთ ხანმოკლე საარჩევნო ტყუილად დარჩა.
13 სექტემბერი 2024, 20:39
სამართალი
სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2023 წლის 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული უჩა ჯოხაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან“.
13 სექტემბერი 2024, 20:33
ეკონომიკა
სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ადგილას ლარნახევრად ჩაიბარებს - როგორ აფასებენ მევენახეები მთავრობის გადაწყვეტილებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყურძნის რეკორდული მოსავლის პროგნოზი და მთავრობის მორიგი შეღავათი მევენახეებისთვის - სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ადგილას ლარნახევრად ჩაიბარებს. ამას გარდა, იმ სხვაობის კომპენსაციასაც უზრუნველყოფს, რაც იმ მეწარმეებს სჭირდებათ, ვინც პროდუქცია უკვე და დაბალ ფასად ჩააბარა.
13 სექტემბერი 2024, 20:29
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომის ანაზღაურება და ხელფასების ზრდა გაგრძელდება
ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
13 სექტემბერი 2024, 20:28
სპორტი
კახა კალაძე „ლეგენდების მატზე”: ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა
21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით „ლეგენდების მატჩი“ გაიმართება. ამხანაგური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ვეტერან ფეხბურთელებთან - ლევან კობიაშვილთან, შოთა არველაძესა და ლევან მჭედლიძესთან ერთად, სოციალურ ქსელის საშუალებით, ვიდეომიმართვაში გააცნო.
13 სექტემბერი 2024, 20:11
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წალკის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არვალნოს, გუმბათისა და არწევანის მოსახლეობას შეხვდა.
13 სექტემბერი 2024, 20:07
საზოგადოება
გიორგი ამილახვარი: თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა, მისი მოქალაქეების განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ამაში კი მასწავლებლების როლი განუზომლად დიდია - ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მასწავლებლის პროფესია დაფასდეს
თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა, მისი მოქალაქეების განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ამაში კი მასწავლებლების როლი განუზომლად დიდია, - განაცხადა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.
13 სექტემბერი 2024, 19:58
საზოგადოება
პარლამენტის წევრებმა ემიგრანტები დააჯილდოვეს
„ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბავშვები, მომავალი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. რომელ პოლიტიკურ პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ, ჩვენმა შვილებმა ერთ სკოლაში, ერთ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ისწავლონ, ერთად უნდა იყვნენ. იზრდება ის თაობა, რომელიც ქმნის საქართველოს მომავალს, ცხოვრობენ ისინი ამერიკაში, ევროპაში, სხვა ქვეყნებში თუ საქართველოში. ქართული გენი, ქართული ნიჭი და ინტელექტი მძლავრია. ქვეყნისთვის თავდადებული არიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს სახელი ჩვენი ქვეყნის გარეთ გააქვთ. პარლამენტისა და საზოგადოების სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
13 სექტემბერი 2024, 19:53
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა ვერასოდეს დაეთანხმება დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულად, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების პროდასავლურად შეფასებას, რადგან ამის არც ერთი დამაჯერებელი ფაქტი არ არსებობს
„ჩამოვედი აქ, თქვენთან, რიგით 57-ე უმნიშვნელოვანეს მსოფლიო ფორუმზე, რათა თქვენამდე მომეტანა ჩემი ქვეყნის ტკივილი. საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღო დამოუკიდებლობა, გამოიარა სამოქალაქო ომი და განიცადა გარე აგრესიაც, თუმცა, მე მინდა დღეს გესაუბროთ დასავლეთის დამოკიდებულებაზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი“.
13 სექტემბერი 2024, 19:35
რეგიონი
14-19 სექტემბერს დღის საათებში გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ3 მონაკვეთზე, 2024 წლის 14 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“.
13 სექტემბერი 2024, 19:33
მსოფლიო
ზელენსკი: ვხედავთ რუსულ რაკეტებში, რომლებითაც ყოველდღიურად ურტყამენ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, კომპონენტებს მთელი მსოფლიოდან - ამერიკიდან, ევროპიდან, ტაივანიდან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვის თითოეული პაკეტი მიღწევაა.