ნანა კაკაბაძე ჯინ შაჰინის და მაიკ ტერნერის ვიზიტზე: ამერიკელი სტუმრების მიზანი იყო, დაეფიქსირებინათ პოზიცია, რომ ანტისახელმწიფოებრივად მოქმედ ოპოზიციურ ძალებს აშშ-ს მთავრობა ყველა საშუალებით დაეხმარება ხელისუფლებაში მოსასვლელად
ნანა კაკაბაძე
ფოტო: facebook
ეს ვიზიტი იყო არადიპლომატიური სიხისტისა და უტიფრობის კლასიკური მაგალითი, როდესაც ამერიკელი სტუმრები რუსი ნამესტნიკების მსგავსად, არათუ სტუმრებად არ გრძნობდნენ თავს, არამედ „უკაზანიებს“ იძლეოდნენ და იმდენად გათავხედდნენ, ქართველი ხალხის სახელითაც კი ლაპარაკობდნენ, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში `ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ნანა კაკაბაძე ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის და კონგრესმენ მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტს.
მისი თქმით, ამერიკელი სტუმრების მიზანი იყო, დაეფიქსირებინათ საქართველოსთვის ამერიკის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედ ოპოზიციურ ძალებს აშშ-ს მთავრობა ყველა საშუალებით დაეხმარება ხელისუფლებაში მოსასვლელად.
„რევიზორები ჩამობრძანდნენ ამერიკიდან
ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის და კონგრესმენ მაიკ ტერნერის 2-დღიანი ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში ჩამოეტანათ აშშ-ს სახელმწიფოს გზავნილები.
მათ მიერ გაჟღერებულმა შეფასებებმა დაგვანახეს შემდეგი:
1. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა ამერიკისთვის მიუღებელია, რის გამოც მათი მიზანია ამ ხელისუფლების შეცვლა 26 ოქტომბრის არჩევნებზე.
2. ამ არჩევნებს აშშ და მთელი მსოფლიო გამადიდებელი ლუპით დააკვირდებიან და თუ სამართლიანად და ობიექტურად არ ჩატარდა, მის შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ.
3. ისინი ყველანაირად უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ მხარს ქართველი ხალხის „პროდასავლურ განწყობებს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.
4. ეს მხარდაჭერა არის ორპარტიული, ანუ ვისაც იმედი აქვს, რომ აშშ-ს არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ახალი ადმინისტრაცია საქართველოს არსებულ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, ძალიან ცდება. ამის დასტური იყო ის, რომ ეს ორი ამერიკელი სტუმარი სხვადასხვა პარტიას წარმოადგენდა, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ერთიანი პოზიცია ჰქონდათ.
5. მიუხედავად იმისა, რომ მათ მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, მან შეხვედრაზე უარი განაცხადა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებმა კი თურმე შეხვედრაზე ვერ გამოამჟღავნეს, რომ მათ ამერიკის მიმართ პოლიტიკის უკეთესობისკენ შეცვლა უნდათ, რის გამოც რევიზორების გული ვერ მოიგეს.
ერთი სიტყვით, ამერიკელი სტუმრების მიზანი იყო, დაეფიქსირებინათ საქართველოსთვის ამერიკის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედ ოპოზიციურ ძალებს აშშ-ს მთავრობა ყველა საშუალებით დაეხმარება ხელისუფლებაში მოსასვლელად. „დანარჩენი კი თქვენ უნდა გააკეთოთო“ - ასე დამოძღვრეს "უფროსმა ძმებმა" ერთად და ცალ-ცალკე მათსავე მორჩილებაში მყოფი ოპოზიციური გუნდი (პრეზიდენტი, პარტიები და მათი დაფინანსებული ენჯეოები).
ეს ვიზიტი იყო არადიპლომატიური სიხისტისა და უტიფრობის კლასიკური მაგალითი, როდესაც ამერიკელი სტუმრები რუსი ნამესტნიკების მსგავსად, არათუ სტუმრებად არ გრძნობდნენ თავს, არამედ „უკაზანიებს“ იძლეოდნენ და იმდენად გათავხედდნენ, ქართველი ხალხის სახელითაც კი ლაპარაკობდნენ. მათ ყოველგვარი რევერანსების გარეშე აღნიშნეს, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, რის გამოც ეს ქართველმა ამომრჩევლებმა არჩევნებში უნდა დააფიქსირონო, ხოლო თუ არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვება დაფიქსირდაო, ე. ი. არჩევნები გაყალბდაო, თქვენ შიგნიდან მიაწექით, ჩვენ გარედან დაგიჭერთ მხარსო და ერთად შევცვალოთ ჩვენთვის მიუღებელი ეს ხელისუფლებაო- დაამუნათეს ოპოზიცია.
მოკლედ, თითქმის 20 წლის წინ ამერიკელების მიერ „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული სისხლიანი რეჟიმი, მათთვის ისევ „შუქურად“ რჩება და პირდაპირ გვეუბნებიან, მასობრივი რეპრესიები, ბიზნესის რეკეტი, ციხეში გაუპატიურებები, არჩევნების გაყალბებები და ათასი სხვა უბედურებები უნდა მოგწონდეთ და ისევ ამის ავტორები უნდა დააბრუნოთ ხელისუფლებაშიო. რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობას ნატო და ევროკავშირი გინდათ, ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ეს არის დასავლური ღირებულებებიო. ეტყობა, ისეთ ჩამორჩენილებადაც გვთვლიან ქართველებს, რომ ჰგონიათ, ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ თავისუფლებას და მონობას, ღირსებას და უღირსობას, პარტნიორობას და ქვეშევრდომობას, დემოკრატიას და დემოკრატიის სახელით შეფუთულ დიქტატს. ამომრჩევლებს გვეუბნებიან, თქვენ კი აირჩიეთ ეს ხელისუფლება თავის დროზე, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ისინი აღარ გამოხატავენ თქვენს ინტერესებს, თქვენც ანალოგიურის ფიქრი მოგეთხოვებათ და აქედან გამომდინარე, არჩევნებში ხელისუფლება უნდა შეცვალოთო. როდესაც არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებაზე საუბრობენ ჩვენი ამერიკელი ნამესტნიკები, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ თვითონ და მათი მსგავსნი, არიან დაინტერესებული და მიკერძოებული მხარეები, ამიტომ ობიექტურ შემფასებლებად ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგებიან და ასეთ დასკვნებს ჩალის ფასი ექნება ქართველი ხალხისთვის.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ მათთან შეხვედრაზე უარის თქმას, ისე გაიკვირვეს და შეურაცხყოფად მიიღეს, რომ თითქოს ლამის ყოველდღე არ ემუქრებოდნენ მას სანქციებითა თუ სხვადასხვა შეზღუდვებით. თურმე ამის შემდეგაც კი ბიძინა მათ ხელგაშლილად და პატივისცემით უნდა შეხვედროდა. მათი ასეთი ამპარტავნული დამოკიდებულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ როგორ აღიქვამენ ისინი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხის მიერ საკადრისი პასუხი გაეცემათ ბატონყმური დამოკიდებულების მსურველებს!“, - წერს კაკაბაძე.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2024, 03:14
არჩევნები აშშ
ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
17 სექტემბერი 2024, 03:00
მსოფლიო
სტოლტენბერგი: კვლავ მჯერა, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში
კვლავ მჯერა, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
17 სექტემბერი 2024, 01:55
მსოფლიო
ტრამპი: მემარცხენე კომუნისტური რიტორიკის გამო, ამერიკაში ტყვიები დაფრინავს და ვითარება მხოლოდ გაუარესდება
მემარცხენე კომუნისტური რიტორიკის გამო, ამერიკაში ტყვიები დაფრინავს და ვითარება მხოლოდ გაუარესდება, - განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა.
17 სექტემბერი 2024, 00:28
საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგა-შოუ „COVER შოუს“ პირველი სეზონის მეორე ტური გაიმართა
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგა-შოუ „COVER შოუს“ პირველი სეზონის მეორე ტური გაიმართა.
16 სექტემბერი 2024, 23:51
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას მოკავშირეებს ომში გამარჯვების გეგმას გააცნობს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას მოკავშირეებს ომში გამარჯვების გეგმას გააცნობს.
16 სექტემბერი 2024, 23:48
სამართალი
ავტობანის გორის მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე - გორის მონაკვეთთან ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „იმედინიუსს“ განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი.
16 სექტემბერი 2024, 23:01
არჩევნები აშშ
აშშ-ის გენერალური პროკურორი ტრამპზე თავდასხმის სავარაუდო მცდელობაზე: დაუღალავად ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ამ გამოძიებაში
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ რესურსს დონალდ ტრამპის მკვლელობის სავარაუდო მცდელობის გამოძიებისთვის.
16 სექტემბერი 2024, 22:50
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „ლელოს“ და გახარიას პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე: როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს თვალთხარიას და მოღალატეს რომ ეძახდით და გაგაერთიანონ - გულწრფელად მეცოდებიან
როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს თვალთხარიას და მოღალატეს რომ ეძახდით და გაგაერთიანონ - გულწრფელად მეცოდებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიას მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიწვევას გამოეხმაურა.
16 სექტემბერი 2024, 22:46
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი
დიახ, დამნაშავეა მკვლელი და მწამებელი და ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი, მაგალითად. ეს უნდა შეიგნონ ბოლოს და ბოლოს, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
16 სექტემბერი 2024, 22:42
არჩევნები 2024
აჩიკო ნიჟარაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: აუცილებლად ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროპაში
ძალია მნიშვნელოვანი არჩევნებია. აუცილებლად ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროპაში,- განაცხადა მომღერალმა აჩიკო ნიჟარაძემ საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
16 სექტემბერი 2024, 22:41
არჩევნები 2024
ნინო მშვიდობაძე: საქართველო არის ოაზისივით მსოფლიოში იმიტომ, რომ გვაქვს მშვიდობა და უნდა შევინარჩუნოთ ის
„ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი რაიმე სჭირდება დღეს მსოფლიოს, ეს არის მშვიდობა. ხშირად ვიცი ხოლმე თქმა, რომ საქართველო არის ოაზისივით მსოფლიოში იმიტომ, რომ გვაქვს მშვიდობა და უნდა შევინარჩუნოთ ის“, - აღნიშნა მან.
16 სექტემბერი 2024, 22:36
პოლიტიკა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხაზინიდან მორიგი ტრანში, 26 ათასი ფუნტის ოდენობით ჩაერიცხა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხაზინიდან მორიგი ტრანში 29 აგვისტოს, 26 ათასი ფუნტის ოდენობით ჩაერიცხა.
16 სექტემბერი 2024, 22:30
არჩევნები 2024
მირზა გელოვანი: ჩემი გზავნილი როგორც ყოველთვის იქნება ღმერთთან ყოფნა. სიმშვიდით, კეთილდღეობით, სიკეთით, ერთად ყოფნის სიყვარულით განვითარებისკენ სიარული
მოვამზადე ახალი ნაწარმოები, რომელიც ამ სიყვარულს, გაერთიანებას და ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ეძღვნება,- განაცხადა მირზა გელოვანმა. „ჩემი გზავნილი როგორც ყოველთვის იქნება ღმერთთან ყოფნა. სიმშვიდე,კეთილდღეობით, სიკეთით, ერთად ყოფნის სიყვარულით განვითარებისკენ სიარული. მოვამზადე ახალი ნაწარმოები, რომელიც ამ სიყვარულს, გაერთიანებას და ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ეძღვნება“,- განაცხადა გელოვანმა.
16 სექტემბერი 2024, 22:26
არჩევნები 2024
დათუნა სირბილაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: ყველას გვინდა მშვიდობა. ღირსებით, ჩვენი ოჯახებით შევიდეთ ევროპაში!
უნდა გვახსოვდეს სუყველას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი მოდის 26 რიცხვი. ყველა უნდა მივიდეთ, რადგან ყველას გვინდა მშვიდობა. ღირსებით, ჩვენი ოჯახებით შევიდეთ ევროპაში, - ასეთია მომღერალ დათუნა სირბილაძის გზავნილი საჩხერიდან, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს.
16 სექტემბერი 2024, 22:24
პოლიტიკა
ელენე ფოჩხუა: წინ ევროპისკენ, ჩვენი ღირსებით. ღირსება არ უნდა დავკარგოთ ქართველებმა
წინ ევროპისკენ, ჩვენი ღირსებით. ჩვენი ღირსება არ უნდა დავკარგოთ ქართველებმა,- განაცხადა მომღერალმა ელენე ფოჩხუამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
16 სექტემბერი 2024, 22:20
არჩევნები 2024
ხვიჩა მაღლაკელიძე: უპირველეს ყოვლისა ევროპისკენ ღირსებით, კეთილდღეობით, მშვიდობით
უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ევროპის წინაშე წარდგე ისეთი როგორიც ხარ რეალურად,- განაცხადა მუსიკოსმა ხვიჩა მაღლაკელიძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
16 სექტემბერი 2024, 22:20
არჩევნები 2024
ანუკა ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: ქვეყანას ვუსურვეთ მშვიდობა. წინ ევროპისკენ!
ქვეყანას ვუსურვეთ მშვიდობა. წინ ევროპისკენ! ბევრი ბედნიერი დღე და ბევრი ბედნიერი სახეები ჩვენს თანამემამულეებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, - განაცხადა მომღერალმა ანუკა ცქიტიშვილმა, რომელიც საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილოებს.
16 სექტემბერი 2024, 22:13
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ქართველ ხალხს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია - ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი
„საქართველოს პრეზიდენტს არაფერი ესაქმება პოლიტიკურ პროცესებში, მით უფრო ოპოზიციურ პარტიულ პროცესებში და მით უფრო საკუთარ ადმინისტრაციაში, როცა იწვევს ორ პოლიტიკურ პარტიას ოპოზიციიდან,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
16 სექტემბერი 2024, 22:10
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ დელეგატი ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ხვდება
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამჯერად, შეხვედრები გაიმართა ჩარგლის, ჟინვალის, ჭოპორტისა და ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან.
16 სექტემბერი 2024, 22:06
არჩევნები 2024
გელა დონაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: აქ ყოფნა არის სწორედ ის მესიჯი, რომ ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს სახელმწიფოს
აქ ყოფნა არის სწორედ ის მესიჯი, რომ ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენი აქ დგომა ნიშნავს, ჩვენი ერის გვერდში დგომას, - განაცხადა მომღერალმა გელა დონაძემ, რომელიც საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილეობს.