12 აგვისტო 2024, 14:47 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: უკრაინის ჯარებმა წაიწიეს წინ და ხმას არ იღებენ, რა ხდება? რაღაც კითხვა ხომ უნდა დაისვას. შემთხვევით, რაიმე შუაში ხომ არ არის მეორე ფრონტის თემა, რომელიც მათი შეფასებით ჩვენ მოვიგონეთ

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

უკრაინის ჯარებმა წაიწიეს წინ და ხმას არ იღებენ, რა ხდება? რაღაც კითხვა ხომ უნდა დაისვას. შემთხვევით, რაიმე შუაში ხომ არ არის მეორე ფრონტის თემა, რომელიც მათი შეფასებით ჩვენ მოვიგონეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ის, გამოეხმაურა სენატორ ჯინ შაჰინის და კონგრესმენ მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, რომელიც ოპოზიციამ გამოიყენა და რის საფუძველზეც რადიკალები საქართველო - აშშ-ს გაუარესებულ ურთიერთობებზე საუბრობენ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და მათ შორის უნდა დაისვას კითხვა, რატომ აფასებენ კონგრესმენები კრიტიკულად საქართველოში დემოკრატიის განვითარებას მაშინ, როცა ბევრად ჩამორჩენილი ქვეყნების მიმართ პოზიტიური გზავნილები აქვთ. მისივე თქმით, იგივე კითხვა შეიძლება ოპოზიციასთან მიმართებითაც დაისვას, რის მიხედვით იცვლიან პოზიციებს და რა მოტივი ამოძრავებთ მათ.

„ტრამპის მოსვლის შემთხვევაში ვარაუდია, რომ ომი უფრო მალე დასრულდება. ომის დასრულება თავის მხრივ ურთიერთობებს ძველ კალაპოტში უფრო დააბრუნებს, ვიდრე სხვა განვითარება მოვლენების. კურსკის მიმართულებით უკრაინელების წინსვლაზე რომ ოპოზიცია ხმას არ იღებს, GO GO ჟენიას რომ იძახდნენ, პრიგოჟინი, წარმოიდგინეთ ხომ როგორი პერსონა იყო, მის მოსკოვისკენ წინსვლას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ და იყო ზარ-ზეიმი. და უკრაინის ჯარების კურსკისკენ წინსვლას არ ეხმაურებიან, რაშია საქმე, კითხვა არ გიჩნდებათ? უკრაინის ჯარებმა წაიწიეს წინ და ხმას არ იღებენ, რა ხდება? რაღაც კითხვა ხომ უნდა დაისვას?! შემთხვევით, რაიმე შუაში ხომ არ არის მეორე ფრონტის თემა, რომელიც მათი შეფასებით ჩვენ მოვიგონეთ. „ქართულ ოცნებას“ მოუგონია მეორე ფრონტი. ასეთი არც მოთხოვნა გახმოვანებულა, არც მოწოდება ყოფილა არც კულისებში, არც ღიად. მოგვეჩვენა ჩვენ ყველას, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოს რომ მოუწოდებდა ომში ჩართვაზე, მოგვეჩვენა ეს. უკრაინის ელჩი რომ რამდენიმე დღეში გაიწვია ომის დაწყებიდან, მოტივი იყო სანქციების არ დაწესება და მოხალისე მებრძოლების არ გაგზავნა, ესეც მოგვეჩვენა თითქოს. და ახლა ხმას არ იღებენ კურსკის მიმართულებით უკრაინის ჯარების წინსვლაზე. აქ რაღაცაშია საქმე და თუკი რომელიმე კონგრესმენი ან სენატორი იმედგაცრუებას გამოთქვამს საქართველოს დემოკრატიული წინსვლის პარალელურად, აი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ რაშია საქმე. როცა რეგიონში, ცოტა იქით, აზიისკენ, არ ვასახელებ ქვეყანას, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ქვეყანასთან ვცდილობთ კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას [ახლა ოკუპანტზე და ა.შ. არ ვლაპარაკობ]. ყველა დანარჩენ ქვეყანასთან ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების შენარჩუნებას, მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებასაც კი ხშირ შემთხვევაში, დეოკუპაციის პირობებიდან გამომდინარე და დეოკუპაციის და არაღიარების საკითხებიდან გამომდინარე, ამას შემთხვევით არ ვამბობ და ზოგიერთ ქვეყანაზე დემოკრატიის ოაზისს რომ ლაპარაკობენ და ამ დროს საქართველოში პირიქით ხდება, ამას გააჩნია თავისი კონკრეტული მიზეზები, რის შესახებაც ქართული საზოგადოება უკვე კარგად არის საქმის კურსში. ყოველთვის, როდესაც სიმართლის საწინააღმდეგო კომენტარი კეთდება, ჩვენ ვინ აკეთებს ამას კი არ უნდა შევხედოთ, პირველ რიგში უნდა ვთქვათ სიმართლე რა არის. საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით წინ მიდის თუ უკან იხევს. თუ წინ მიდის და ვიღაც ამბობს რომ იმედგაცრუებული ვარ, ის ვიღაცა რაღაც ინტერესებით მოქმედებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

ლაშა ტალახაძე

13 სექტემბერი 2024, 21:22

არჩევნები 2024

ლაშა ტალახაძე: მე ვჭირდები მმართველ გუნდს და თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის წინ მიიწევდეს

ჩვენ, სპორტსმენებმა რაც არ უნდა კარგი ვაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ, სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.

დათუნა სირბილაძე

13 სექტემბერი 2024, 21:09

არჩევნები 2024

დათუნა სირბილაძე: ძალიან მიხარია, რომ დღეს ვანში ვართ, ვაერთიანებთ იმ ადამიანებს, ვინც გულშემატკივრობს მშვიდობას, დიდი სიყვარულითა და განწყობით სვლას ევროპისკენ

ვანში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელშიც მომღერალი დათუნა სირბილაძე მონაწილეობს.

სოფო ბედია

13 სექტემბერი 2024, 21:08

არჩევნები 2024

სოფო ბედია: ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე

მომღერალი, სოფო ბედია აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ყველამ სწორი არჩევანი უნდა დააფიქსიროს და არჩევნებზე მივიდეს. „ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა წავიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა მომღერალმა.

13 სექტემბერი 2024, 21:06

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში - მმართველი პარტიის გზავნილების გარშემო ვანსა და სენაკში ერთიანდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ! - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს ვანსა და სენაკში იმართება.

ლაშა ბექაური

13 სექტემბერი 2024, 21:03

პოლიტიკა

ლაშა ბექაური: ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი

მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი, - განაცხადა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების შემდეგ მედიასთან.

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკი

13 სექტემბერი 2024, 20:59

მსოფლიო

ზელენსკი: ჯო ბაიდენს გამარჯვების გეგმას წარვუდგენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში მის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს შეხვდება.

13 სექტემბერი 2024, 20:56

საზოგადოება

მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა

„მოსახლეობას მოვუწოდებთ, ნუ დაანაგვიანებენ მსგავს რეკრეაციულ სივრცეებს, ნუ დატოვებენ სამშენებლო ნარჩენს, ძველ ავეჯს ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში. სამწუხაროდ, ჩუღურეთის რაიონში ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია სამშენებლო ნარჩენისა და ძველი ნივთების კანონიერად განთავსება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

ნაციონალური მოძრაობა

13 სექტემბერი 2024, 20:50

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მახეში გაება - ვერ აკონკრეტებენ, რომელი ფონდი, ორგანიზაცია გაიღებს 14 მილიარდს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარტიის ვერც ერთი ლიდერი და წევრი ვერ აკონკრეტებს, რომელი ფონდი, ორგანიზაცია თუ ვინ გაიღებს სოლიდურ თანხას, რისთვის და როგორ? ნათქვამი მორიგ აბსურდულ დაპირებად და კიდევ ერთ ხანმოკლე საარჩევნო ტყუილად დარჩა.

13 სექტემბერი 2024, 20:39

სამართალი

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2023 წლის 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული უჩა ჯოხაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან“.

13 სექტემბერი 2024, 20:33

ეკონომიკა

სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ადგილას ლარნახევრად ჩაიბარებს - როგორ აფასებენ მევენახეები მთავრობის გადაწყვეტილებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყურძნის რეკორდული მოსავლის პროგნოზი და მთავრობის მორიგი შეღავათი მევენახეებისთვის - სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ადგილას ლარნახევრად ჩაიბარებს. ამას გარდა, იმ სხვაობის კომპენსაციასაც უზრუნველყოფს, რაც იმ მეწარმეებს სჭირდებათ, ვინც პროდუქცია უკვე და დაბალ ფასად ჩააბარა.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 20:29

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომის ანაზღაურება და ხელფასების ზრდა გაგრძელდება

ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

კახა კალაძე

13 სექტემბერი 2024, 20:28

სპორტი

კახა კალაძე „ლეგენდების მატზე”: ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით „ლეგენდების მატჩი“ გაიმართება. ამხანაგური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ვეტერან ფეხბურთელებთან - ლევან კობიაშვილთან, შოთა არველაძესა და ლევან მჭედლიძესთან ერთად, სოციალურ ქსელის საშუალებით, ვიდეომიმართვაში გააცნო.

დავით შერაზადიშვილი

13 სექტემბერი 2024, 20:11

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წალკის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არვალნოს, გუმბათისა და არწევანის მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი ამილახვარი

13 სექტემბერი 2024, 20:07

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა, მისი მოქალაქეების განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ამაში კი მასწავლებლების როლი განუზომლად დიდია - ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მასწავლებლის პროფესია დაფასდეს

თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა, მისი მოქალაქეების განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ამაში კი მასწავლებლების როლი განუზომლად დიდია, - განაცხადა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.

13 სექტემბერი 2024, 19:58

საზოგადოება

პარლამენტის წევრებმა ემიგრანტები დააჯილდოვეს

„ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბავშვები, მომავალი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. რომელ პოლიტიკურ პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ, ჩვენმა შვილებმა ერთ სკოლაში, ერთ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ისწავლონ, ერთად უნდა იყვნენ. იზრდება ის თაობა, რომელიც ქმნის საქართველოს მომავალს, ცხოვრობენ ისინი ამერიკაში, ევროპაში, სხვა ქვეყნებში თუ საქართველოში. ქართული გენი, ქართული ნიჭი და ინტელექტი მძლავრია. ქვეყნისთვის თავდადებული არიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს სახელი ჩვენი ქვეყნის გარეთ გააქვთ. პარლამენტისა და საზოგადოების სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

13 სექტემბერი 2024, 19:53

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა ვერასოდეს დაეთანხმება დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულად, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების პროდასავლურად შეფასებას, რადგან ამის არც ერთი დამაჯერებელი ფაქტი არ არსებობს

„ჩამოვედი აქ, თქვენთან, რიგით 57-ე უმნიშვნელოვანეს მსოფლიო ფორუმზე, რათა თქვენამდე მომეტანა ჩემი ქვეყნის ტკივილი. საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღო დამოუკიდებლობა, გამოიარა სამოქალაქო ომი და განიცადა გარე აგრესიაც, თუმცა, მე მინდა დღეს გესაუბროთ დასავლეთის დამოკიდებულებაზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი“.

13 სექტემბერი 2024, 19:35

რეგიონი

14-19 სექტემბერს დღის საათებში გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ3 მონაკვეთზე, 2024 წლის 14 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 სექტემბერი 2024, 19:33

მსოფლიო

ზელენსკი: ვხედავთ რუსულ რაკეტებში, რომლებითაც ყოველდღიურად ურტყამენ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, კომპონენტებს მთელი მსოფლიოდან - ამერიკიდან, ევროპიდან, ტაივანიდან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვის თითოეული პაკეტი მიღწევაა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 სექტემბერი 2024, 19:14

მსოფლიო

ზელენსკი: თუ მოკავშირეები ერთად მუშაობენ ახლო აღმოსავლეთის თავზე რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაზე, მაშინ რატომ არ არის ჯერ კიდევ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით?

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აღშფოთდა იმის გამო, რომ მოკავშირეები ერთობლივად ანადგურებენ რაკეტებსა და დრონებს ახლო აღმოსავლეთის ცაზე, თუმცა ჯერ კიდევ არ არის მსგავსი გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

13 სექტემბერი 2024, 19:11

რეგიონი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ პარკში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.