„ქართული ოცნება“: საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგვისტოს ომთან დაკავშირებით წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი
ფოტო: ქართული ოცნება
გაირკვა, რომ ტალიავინის პოზიცია წლების შემდეგაც უცვლელია და მან ჟურნალისტის ყველა მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 წლის წინ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები როგორმე გაემართლებინა, არგუმენტირებული მსჯელობით გააბათილა, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელ ჰაიდი ტალიავინისთან „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუს ეხება.
„9 აგვისტოს, „რადიო თავისუფლების“ ქართულმა ბიურომ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ვაჟა თავბერიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან, ჰაიდი ტალიავინისთან ჩაწერა.
ტალიავინის დასკვნა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია. თუმცა, ჟურნალისტის კითხვებიდან და პოზიციონირებიდან იმთავითვე ცხადი გახდა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ და კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ მედიას არა ამ დასკვნის საზოგადოებისთვის გახსენების სურვილი, არამედ სრულიად საპირისპირო მიზანი ამოძრავებდა. „რადიო თავისუფლებას“ სურდა, ჰაიდი ტალიავინისგან მიეღო ახალი, განსხვავებული პოზიცია აგვისტოს ომის შესახებ, რაც წლების წინ დაწერილ უმძიმეს დასკვნას გააფერმკრთალებდა. თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. გაირკვა, რომ ტალიავინის პოზიცია წლების შემდეგაც უცვლელია და მან ჟურნალისტის ყველა მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ 16 წლის წინ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები როგორმე გაემართლებინა, არგუმენტირებული მსჯელობით გააბათილა.
აგვისტოს ომზე დასკვნის მომზადება ტალიავინს ევროკავშირმა დაუკვეთა და შვეიცარიელი დიპლომატი ომთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს სწორედ ამ უმაღლესი მანდატით აგროვებდა. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ერთიან დასკვნას დაეთანხმნენ როგორც რუსეთი, ისე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, რითაც დასკვნაში მოცემული ფაქტების უტყუარობა ორივე მხარემ დაადასტურა.
რუსეთის მიერ დოკუმენტზე დათანხმება სრულიად გასაგებია, რადგან დასკვნაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ქართული მხარის მიერ დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე პასუხად შეფასდა. მეტიც, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთს ჰქონდა სამართლებრივი უფლება შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე. ის, რომ რუსეთს სამხედრო ინტერვენციის სამართლებრივი საფუძველი სააკაშვილის ქმედებებმა შეუქმნა, ტალიავინიმ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუშიც მკაფიოდ გაიმეორა. მეტიც, ტალიავინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოში შემოსვლის საგანგებო ლეგიტიმაცია სამშვიდობო ძალებზე თავდასხმამ მიანიჭა, რომლებიც ცხინვალის რეგიონში ქართული მხარის მიერ დადასტურებული მანდატით მოქმედებდნენ. ეს გარემოება სწორედ ტალიავინის ბოლო ინტერვიუდან გახდა აქტუალური, რადგან ამ საკითხზე აქამდე ყურადღება არცერთ შემფასებელს არ გაუმახვილებია.
რუსეთის პოზიციისგან განსხვავებით, სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებს არავითარი ახსნა არა აქვს. ტალიავინის დასკვნის თანახმად, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ 7 აგვისტოს განახორციელა მასირებული შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალზე. ამით, მან რუსეთის ფედერაციას შეუქმნა საქართველოში შემოჭრის სამართლებრივი საფუძველი, რითაც რუსეთმა ისარგებლა კიდეც და საპასუხო სამხედრო ოპერაციის წარმოება დაიწყო, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ამგვარი მტკიცებულებებისა და დასკვნების შემცველ დოკუმენტზე დათანხმება სრული სიცხადით ადასტურებს, რომ ამ ადამიანებმა ჯერ შესაბამისი მტკიცებულებების შექმნით და შემდეგ დასკვნის დადასტურებით, ჩაიდინეს უმძიმესი ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
ომის დასრულებიდან მალევე, სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე. 7-8 აგვისტოს სააკაშვილი და მისი რეჟიმის პროპაგანდისტული მედია აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას შეტევითი ოპერაციის წარმატებით მიმდინარეობის, ერთმანეთის მიყოლებით დასახლებული პუნქტების აღების შესახებ და ადასტურებდნენ რუსული მხარის ჩაურევლობას საომარ მოქმედებებში.
ცხადია, ზემოაღნიშნულ ქმედებებზე რუსეთის პასუხი სააკაშვილს კარგად უნდა ჰქონოდა გააზრებული და ამდენად, უნდა დავასკვნათ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული გეგმის ნაწილი იყო. სააკაშვილმა შეგნებულად გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ერთი წლით ადრე საქართველოდან გასული რუსული ჯარი საქართველოში შემოებრუნებინა.
კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ 2008 წლის ომის დაწყების საკითხზე საუბარი დანაშაულია და ის ტაბუდადებულ თემად უნდა დარჩეს. ამ ფონზე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება მათ ჯერ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით აღიარეს, ხოლო რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საპასუხო და სამართლებრივად დასაბუთებულ ქმედებად გამოაცხადეს.
„რადიო თავისუფლების“ ინტერვიუს ჰაიდი ტალიავინისთან ერთვის პუტინის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ მოწონებული და დამტკიცებული „ქართული ოპერაციის“ გეგმა ჯერ კიდევ 2007 წელს არსებობდა. თუმცა, ჟურნალისტის ეს მცდელობაც, სააკაშვილის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულს გამართლება მოუძებნოს, სრულიად უსუსურია. შეგახსენებთ, რომ ორივე კონფლიქტურ რეგიონში პროვოკაციების სერია სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო, რაც როგორც რუსულ, ისე ქართულ მედიაში აქტიურად შუქდებოდა. 2004-2008 წლებში, რამდენიმე ათეულ ინციდენტს, მათ შორის ინტენსიურ შეიარაღებულ დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნულის კვალდაკვალ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობების პირები, მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრები აქტიურად აკეთებდნენ მილიტარისტულ განცხადებებს, რითაც ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ და ესკალაციას ხელოვნურად აღვივებდნენ.
ცხადია, სააკაშვილის გეგმები 2004 წლიდან მარტივად იშიფრებოდა და რუსეთის ხელისუფლებას ეს
მხედველობიდან არ გაუშვია. თუმცა, ოთხწლიანი განუწყვეტელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოში შემოსვლის სამართლებრივი საფუძველი რუსეთს შექმნილი არ ჰქონდა და ისიც ომს არ იწყებდა. ამის გამო, სისრულეში ვერ მოდიოდა გეგმის მთავარი ნაწილი - „ნაცმოძრაობას” რუსული ჯარი საქართველოში ვერ შემოჰყავდა.
სააკაშვილი და მისი მფარველები ხვდებოდნენ, რომ საჭირო იყო ბევრად უფრო აგრესიული და მასშტაბური ქმედებები მიზნის მისაღწევად. ტალიავინის დასკვნის მიხედვით, ამგვარი მომენტი სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის 7 აგვისტოს შექმნა, როდესაც ცხინვალზე განხორციელებული საარტილერიო შეტევის შედეგად, რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა და რუსული ჯარი საქართველოში შემოვიდა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ამ ფაქტობრივ მოცემულობას აღიარებს თავად “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც ჯერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მოაწერა ხელი, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნას დაეთანხმა.
ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო.
გვაქვს მოცემულობა, როდესაც არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება, ანუ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ღალატის ჩადენა და ამ პოლიტიკურ ძალას კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს. მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია. დღეს, როდესაც ჰააგასა და სტრასბურგში სამართალწარმოება დასრულებულია, მინიშნებებით საუბრის დრო აღარ არის. დადგა დრო, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2024, 12:47
მსოფლიო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან დაგეგმილი კონსულტაციები გადადო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) რუსეთთან დაგეგმილი კონსულტაციები გაურკვეველი ვადით გადადო, განაცხადა სსფ-ს დირექტორმა რუსეთიდან ალექსეი მოჟინმა. „ფონდის ხელმძღვანელობამ შეატყობინა რუსულ მხარეს და დირექტორთა საბჭოს, რომ მისიის მუშაობა გაურკვეველი ვადით გადაიდება. მიზეზად კონსულტაციებისთვის მისიის ტექნიკური მოუმზადებლობა სახელდება“, - თქვა მან. 2 სექტემბერს მოჟინმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი განაახლებს ონლაინ კონსულტაციებს რუსეთთან 16 სექტემბერს, რასაც 1 ოქტომბრამდე სსფ-ის დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში მოჰყვება რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისთვის. ამას ცხრა ევროპული ქვეყნის პროტესტი მოჰყვა.
18 სექტემბერი 2024, 12:37
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ბრძანება აქვთ პატრონებიდან, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონს მხარი არ დაუჭირონ, ამიტომაც ვერ მობრძანდნენ სხდომაზე, თავიანთ ამომრჩეველსაც კი ვერ გასცემდნენ პასუხს, ამ კანონს მხარს რომ არ უჭერდნენ
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი, "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიცია პარლამენტის სხდომაზე იმიტომ არ მივიდა, რომ მათ გარე ძალისგან პირდაპირი მითითება აქვთ, მხარი არ დაუჭირონ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონს.
18 სექტემბერი 2024, 12:34
მსოფლიო
სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს
სომეხმა სამართალდამცველებმა სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მომზადების საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს, ხოლო ოთხზე ძებნა გამოცხადდა. ინფორმაციას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ადამიანთა ჯგუფმა რუსეთის ქალაქ როსტოვში სამთვიანი მომზადება გაიარა, რა დროსაც მათ მძიმე შეიარაღებასთან მოპყრობა ისწავლეს. შემდეგ ისინი სომხეთში დაბრუნდნენ და სხვა ადამიანების გადაბირებით დაკავდნენ. ისინი ძირითადად მოქმედი სამხედროების გადაბირებით იყვნენ დაკავებულები. დაჯგუფების წევრები როგორც სომხეთის მოქალაქეები, აგრეთვე მთიანი ყარაბაღის ყოფილი მცხოვრებლები იყვნენ.
18 სექტემბერი 2024, 12:21
რეგიონი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ახალი სასწავლო წლიდან ბაღის აღსაზრდელები საერთაშორისო სტანდარტის ბაღებით ისარგებლებენ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, წინწყაროსა და ფარცხისში, ახალი სასწავლო წლიდან, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ბაღებით შეძლებენ სარგებლობას.
18 სექტემბერი 2024, 12:18
მსოფლიო
სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ სამუშაო ვიზიტით ირანში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. თეირანში შოიგუმ შეხვედრა გამართა მის ირანელ კოლეგასთან, ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს მდივანთან ალი აქბარ აჰმადიანთან. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება აზერბაიჯანში მიმავალ სატრანსპორტო მარშრუტებსა და კორიდორებზე გამახვილდა. შოიგუმ აგრეთვე შეხვედრა გამართა ირანის პრეზიდენტთან მასუდ პეზეშკიანტან. როგორც შეხვედრის დროს ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, თეირანისა და მოსკოვის ურთიერთობები უწყვეტად განვითარდება.
18 სექტემბერი 2024, 12:16
ტაბლოიდი
ვისკის საერთაშორისო კონკურსზე მსოფლიოს საუკეთესოდ ბურბონი აირჩიეს🥃
Forbes-ის ინფორმაციით, Peerless-ი 1889 წელს დაარსებული ოჯახური საწარმოა, რომელიც პრემიუმ-კლასის სასმელს აწარმოებს. მფლობელები მთელს პროცესს აკონტროლებენ - ხორბლის მოყვანიდან ბურბონის ბოთლებში ჩასხმამდე. სასმელს ამერიკული მუხის კასრებში ინახავენ.
18 სექტემბერი 2024, 12:14
პოლიტიკა
მაჭარაშვილი: კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის შეიძლება ადამიანებიც დახოცო, სამუდამო პატიმრობაში გაუშვა და საქართველოს პარლამენტს ცეცხლი რომ წაუკიდო, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადო, ამის დაცვისთვის პოლიციელი უნდა დაასანქცირო
შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს თურმე შეიძლება ადამიანებიც დახოცო, მუდმივ პატიმრობაში გაუშვა და საქართველოს პარლამენტი შეჭრისგან რომ დაიცვას პოლიციელმა, ის უნდა დაასანქცირო, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
18 სექტემბერი 2024, 12:12
მსოფლიო
ჯეფრი საქსი: ვიქტორია ნულანდი Deep State-ის ერთგვარი სახეა
"ვფიქრობ, აშკარაა, რომ არსებობს ერთი Deep State პარტია - ჩეინის, ჰარისის, ბაიდენის და ვიქტორია ნულანდის, რომელიც ახლა კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩემი კოლეგაა, განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა ჯეფრი საქსმა. როგორც მან აღნიშნა, ვიქტორია ნულანდი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, Deep State-ის ერთგვარი სახეა. პროფესორის განმარტებით, ნულანდი როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი პრეზიდენტების ადმინისტრაციაში იყო, რაც სავსებით ლოგიკურია. „ნულანდი ამ ყველაფრის ერთგვარი სახეა, ვინაიდან, ის ყველა ადმინისტრაციაში იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ის იყო კლინტონის ადმინისტრაციაში, სადაც ანადგურებდა ჩვენს პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით 1990-იან წლებში. ის იყო უმცროსი ბუშის ადმინისტრაციაში, ჩეინისთან ერთად, სადაც ანგრევდა ჩვენს პოლიტიკას ნატოს გაფართოების კუთხით. შემდეგ იყო ობამას ადმინისტრაციაში, თავდაპირველად ჰილარის სპიკერად, შემდეგ კი ორკესტრირებდა 2014 წლის თებერვლის გადატრიალებას უკრაინაში, რაც არ იყო კარგი სვლა, დაიწყო ომი. ბაიდენის ადმინისტრაციაში კი ნულანდი იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე. ის იყო ჩეინის და ბაიდენს მრჩეველი, სავსებით ლოგიკურია. ასე რომ, ეს არის ის რეალობა, რომელთანაც საქმე გვაქვს - ეს არის ორივე პარტიის კოლოსალური არეულობა და კითხვა მდგომარეობს შემდეგში: ვიპოვით სხვა პარტიას?“ - განაცხადა საქსმა.
18 სექტემბერი 2024, 12:05
ტექნოლოგიები
Instagram-ი მოზარდებისთვის შეზღუდვებს და მშობლების კონტროლის ფუნქციის დამატებას აანონსებს
როგორც Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ გადაცემა Good Morning America-ს პირდაპირ ეთერში განმარტა, ასეთ ანგარიშებზე გარკვეული შეზღუდვები იქნება დაწესებული. მაგალითად, ისინი შეტყობინებებს მიიღებენ მხოლოდ იმ მომხმარებლებისგან, რომელთა გამომწერებიც არიან ან რომლებთანაც მანამდე ჰქონდათ ინტერაქცია. ასევე, მოზარდების მონიშვნას მხოლოდ მათი გამომწერები შეძლებენ, საღამოს 10 საათიდან დილის 7-მდე მოზარდების ანგარიშები „ძილის რეჟიმში“ გადავლენ - ისინი არ მიიღებენ ნოტიფიკაციებს. სოცქსელში გატარებული ყოველი საათის შემდეგ კი მოზარდები მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დროა Instagram-ი დახურონ.
18 სექტემბერი 2024, 12:02
საზოგადოება
კახა კალაძე: ჩემი თხოვნაა, არ გააჩეროთ ავტომანქანები ე.წ. ზებრა გადასასვლელებზე, ტროტუარებზე, ავტობუსების გაჩერებებზე, შშმ პირების სადგომებზე
„მინდა, ყველას შევახსენო, რომ გაჩერების ტერიტორიაზე კერძო ავტომობილის გაჩერება აკრძალულია. აკრძალვა, გარდა უსაფრთხოების ელემენტარული საჭიროებისა, გამომდინარეობს ჩვენი ზემოხსენებული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზნიდან - მგზავრების გადაადგილება გახდეს შეუფერხებელი და კომფორტული. ამრიგად, ყველას მინდა ვთხოვო, რომ ავტობუსის გაჩერებებზე ნუ გააჩერებთ კერძო ავტომობილებს“.
18 სექტემბერი 2024, 11:59
საზოგადოება
თბილისი 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მასპინძლობს
დედაქალაქი 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მასპინძლობს, რომელსაც უკვე მეოთხედ შეუერთდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
18 სექტემბერი 2024, 11:57
საზოგადოება
რეინჯერებისთვის, მეტყევეებისთვის და ინსპექტორებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მრავალმხრივი საფრთხეების რისკის მართვაზე ტრენინგები ჩატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, რეინჯერების, მეტყევეების და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მრავალმხრივი საფრთხეების რისკის მართვისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ ტრენინგები ჩატარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
18 სექტემბერი 2024, 11:55
პოლიტიკა
ბორელი მოუწოდებს საქართველოს გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
18 სექტემბერი 2024, 11:54
საზოგადოება
„საქპატენტის“ შუამდგომლობით, თსუ-ს ორი კურსდამთავრებული ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში გაივლის სტაჟირებას
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ შუამდგომლობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 კურსდამთავრებული სტაჟირებას ალიკანტეში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO) გაივლის. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.
18 სექტემბერი 2024, 11:41
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ არა მხოლოდ გამჭვირვალობა იყო მათთვის პრობლემა იმიტომ, რომ საქართველოში მათ უნდათ ის ხელისუფლება, რომელიც, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდას გააღვივებს ბავშვებში
ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ არა მხოლოდ გამჭვირვალობა იყო მათთვის პრობლემა იმიტომ, რომ საქართველოში მათ უნდათ ის ხელისუფლება, რომელიც, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდას გააღვივებს ბავშვებში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და საელჩოების ნაწილის პოზიციის შეფასებისას.
18 სექტემბერი 2024, 11:36
საზოგადოება
„უნიკალური ქართული გემო“ შემოდგომას თბილისში შეეგება
„აგრობარზრის“ უნიკალური ქართული გემოს მეშვეობით, ჩვენ 70 მწარმოებელს მივეცით ბაზარზე წვდომის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ღონისძიების წარმატება მასში მონაწილეთა მიერ მიღწეული შედეგებით აისახება. მათ გაყიდვები მინიმუმ 15 პროცენტით გაზარდეს, ხოლო კოლექტიური შემოსავალი - 35 პროცენტით. ტრენინგებისა და კომერციული პლატფორმად ჩამოყალიბებული აგრობაზრით, ვაგრძელებთ იმის დემონსტრირებას, რომ მაღალი ხარისხისა და კვებითი ღირებულების, უნიკალური და უვნებელი პროდუქტი ნამდვილად მოთხოვნადია საქართველოს ბაზარზე“, - ამბობს გუიდო აგოსტინუჩი, FAO-ს პროგრამის მენეჯერი.
18 სექტემბერი 2024, 11:35
საზოგადოება
პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან ამოქმედდა
„პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 60-მდე სპეციალობაში, მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
18 სექტემბერი 2024, 11:34
მსოფლიო
ამაზონის აუზში ზედიზედ მეორე წელია რეკორდული გვალვა ფიქსირდება
„კრიტიკული წელი გვაქვს. კლიმატის ცვლილება უკვე აღარ არის საკითხი, რომელზეც მომავალში - 10 ან 20 წლის შემდეგ უნდა ვიფიქროთ. ის აქ არის და გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე გვეგონა“, - განაცხადა Greenpeace-ის წარმომადგენელმა რომულო ბატიშტამ.
18 სექტემბერი 2024, 11:30
არჩევნები 2024
სოზარ სუბარი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე: ცალ-ცალკე არ აქვთ 5%-ის გადალახვის შანსი. შესაბამისად, მათი გაერთიანება მათივე უცხოელმა პატრონებმა ჩათვალეს აუცილებლად, რომ რაღაცნაირად გადაალახვინონ ბარიერი
„სამთვე-ნახევრის წინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო გარკვეული მოძრაობა და ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების შეკრება მის ირგვლივ, „ხალხის ძალამ“ ვთქვით, რომ ეს კეთდებოდა ერთადერთი მიზნით - შეექმნა საფუძველი იმ სამომავლო გაერთიანებისთვის, რომელიც გულისხმობდა „ლელოს“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას. ცალ-ცალკე, არც „ლელოს“ და არც გახარიას, არ აქვს 5%-ის გადალახვის შანსი. შესაბამისად, მათი გაერთიანება მათივე უცხოელმა პატრონებმა ჩათვალეს აუცილებლად, რომ რაღაცნაირად გადაალახვინონ ბარიერი,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.
18 სექტემბერი 2024, 11:29
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ჩვენ გვაქვს ასეთი მოლოდინი, რომ როდესაც დასრულდება უკრაინაში კონფლიქტი, შემდეგ თვისობრივად გადაიხედება ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან
„როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენთ ხოლმე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ეს აღქმულია როგორც მცდელობა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დახმარების, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ასეთი მოლოდინი, რომ როდესაც დასრულდება უკრაინაში კონფლიქტი, შემდეგ თვისობრივად გადაიხედება ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან. მას შემდეგ, რაც კონფლიქტები აღარ იქნება ჩვენი ქვეყნის გარშემო და არავითარი საფრთხე აღარ შეექმნება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, შესაძლებელი იქნება, რომ სხვა დინამიკაში ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს“, - აღნიშნა გორდულაძემ.