„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ომის დასრულებიდან მალევე, სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები აცხადებდნენ, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე
ფოტო: არქივი
„ომის დასრულებიდან მალევე, სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე. 7-8 აგვისტოს სააკაშვილი და მისი რეჟიმის პროპაგანდისტული მედია აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას შეტევითი ოპერაციის წარმატებით მიმდინარეობის, ერთმანეთის მიყოლებით დასახლებული პუნქტების აღების შესახებ და ადასტურებდნენ რუსული მხარის ჩაურევლობას საომარ მოქმედებებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
პოლიტსაბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, 2008 წლის ომის დაწყებაზე საუბარი ტაბუდადებულ თემად დარჩეს, იმ ფონზე, როდესაც თავად აქვთ ხელი მოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ჰაიდი ტალიავინის დასკვნებზე, რითაც ისინი ომის დაწყებას თავადვე აღიარებენ.
„9 აგვისტოს, „რადიო თავისუფლების“ ქართულმა ბიურომ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ვაჟა თავბერიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან, ჰაიდი ტალიავინისთან ჩაწერა.
ტალიავინის დასკვნა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია. თუმცა, ჟურნალისტის კითხვებიდან და პოზიციონირებიდან იმთავითვე ცხადი გახდა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ და კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ მედიას არა ამ დასკვნის საზოგადოებისთვის გახსენების სურვილი, არამედ სრულიად საპირისპირო მიზანი ამოძრავებდა. „რადიო თავისუფლებას“ სურდა, ჰაიდი ტალიავინისგან მიეღო ახალი, განსხვავებული პოზიცია აგვისტოს ომის შესახებ, რაც წლების წინ დაწერილ უმძიმეს დასკვნას გააფერმკრთალებდა. თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. გაირკვა, რომ ტალიავინის პოზიცია წლების შემდეგაც უცვლელია და მან ჟურნალისტის ყველა მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ 16 წლის წინ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები როგორმე გაემართლებინა, არგუმენტირებული მსჯელობით გააბათილა.
აგვისტოს ომზე დასკვნის მომზადება ტალიავინს ევროკავშირმა დაუკვეთა და შვეიცარიელი დიპლომატი ომთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს სწორედ ამ უმაღლესი მანდატით აგროვებდა. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ერთიან დასკვნას დაეთანხმნენ როგორც რუსეთი, ისე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, რითაც დასკვნაში მოცემული ფაქტების უტყუარობა ორივე მხარემ დაადასტურა.
რუსეთის მიერ დოკუმენტზე დათანხმება სრულიად გასაგებია, რადგან დასკვნაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ქართული მხარის მიერ დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე პასუხად შეფასდა. მეტიც, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთს ჰქონდა სამართლებრივი უფლება შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე. ის, რომ რუსეთს სამხედრო ინტერვენციის სამართლებრივი საფუძველი სააკაშვილის ქმედებებმა შეუქმნა, ტალიავინიმ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუშიც მკაფიოდ გაიმეორა. მეტიც, ტალიავინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოში შემოსვლის საგანგებო ლეგიტიმაცია სამშვიდობო ძალებზე თავდასხმამ მიანიჭა, რომლებიც ცხინვალის რეგიონში ქართული მხარის მიერ დადასტურებული მანდატით მოქმედებდნენ. ეს გარემოება სწორედ ტალიავინის ბოლო ინტერვიუდან გახდა აქტუალური, რადგან ამ საკითხზე აქამდე ყურადღება არცერთ შემფასებელს არ გაუმახვილებია.
რუსეთის პოზიციისგან განსხვავებით, სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებს არავითარი ახსნა არა აქვს. ტალიავინის დასკვნის თანახმად, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ 7 აგვისტოს განახორციელა მასირებული შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალზე. ამით, მან რუსეთის ფედერაციას შეუქმნა საქართველოში შემოჭრის სამართლებრივი საფუძველი, რითაც რუსეთმა ისარგებლა კიდეც და საპასუხო სამხედრო ოპერაციის წარმოება დაიწყო, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ამგვარი მტკიცებულებებისა და დასკვნების შემცველ დოკუმენტზე დათანხმება სრული სიცხადით ადასტურებს, რომ ამ ადამიანებმა ჯერ შესაბამისი მტკიცებულებების შექმნით და შემდეგ დასკვნის დადასტურებით, ჩაიდინეს უმძიმესი ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
ომის დასრულებიდან მალევე, სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე. 7-8 აგვისტოს სააკაშვილი და მისი რეჟიმის პროპაგანდისტული მედია აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას შეტევითი ოპერაციის წარმატებით მიმდინარეობის, ერთმანეთის მიყოლებით დასახლებული პუნქტების აღების შესახებ და ადასტურებდნენ რუსული მხარის ჩაურევლობას საომარ მოქმედებებში.
ცხადია, ზემოაღნიშნულ ქმედებებზე რუსეთის პასუხი სააკაშვილს კარგად უნდა ჰქონოდა გააზრებული და ამდენად, უნდა დავასკვნათ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული გეგმის ნაწილი იყო. სააკაშვილმა შეგნებულად გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ერთი წლით ადრე საქართველოდან გასული რუსული ჯარი საქართველოში შემოებრუნებინა.
კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ 2008 წლის ომის დაწყების საკითხზე საუბარი დანაშაულია და ის ტაბუდადებულ თემად უნდა დარჩეს. ამ ფონზე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება მათ ჯერ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით აღიარეს, ხოლო რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საპასუხო და სამართლებრივად დასაბუთებულ ქმედებად გამოაცხადეს.
„რადიო თავისუფლების“ ინტერვიუს ჰაიდი ტალიავინისთან ერთვის პუტინის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ მოწონებული და დამტკიცებული „ქართული ოპერაციის“ გეგმა ჯერ კიდევ 2007 წელს არსებობდა. თუმცა, ჟურნალისტის ეს მცდელობაც, სააკაშვილის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულს გამართლება მოუძებნოს, სრულიად უსუსურია. შეგახსენებთ, რომ ორივე კონფლიქტურ რეგიონში პროვოკაციების სერია სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო, რაც როგორც რუსულ, ისე ქართულ მედიაში აქტიურად შუქდებოდა. 2004-2008 წლებში, რამდენიმე ათეულ ინციდენტს, მათ შორის ინტენსიურ შეიარაღებულ დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნულის კვალდაკვალ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობების პირები, მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრები აქტიურად აკეთებდნენ მილიტარისტულ განცხადებებს, რითაც ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ და ესკალაციას ხელოვნურად აღვივებდნენ.
ცხადია, სააკაშვილის გეგმები 2004 წლიდან მარტივად იშიფრებოდა და რუსეთის ხელისუფლებას ეს მხედველობიდან არ გაუშვია. თუმცა, ოთხწლიანი განუწყვეტელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოში შემოსვლის სამართლებრივი საფუძველი რუსეთს შექმნილი არ ჰქონდა და ისიც ომს არ იწყებდა. ამის გამო, სისრულეში ვერ მოდიოდა გეგმის მთავარი ნაწილი - „ნაცმოძრაობას” რუსული ჯარი საქართველოში ვერ შემოჰყავდა.
სააკაშვილი და მისი მფარველები ხვდებოდნენ, რომ საჭირო იყო ბევრად უფრო აგრესიული და მასშტაბური ქმედებები მიზნის მისაღწევად. ტალიავინის დასკვნის მიხედვით, ამგვარი მომენტი სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის 7 აგვისტოს შექმნა, როდესაც ცხინვალზე განხორციელებული საარტილერიო შეტევის შედეგად, რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა და რუსული ჯარი საქართველოში შემოვიდა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ამ ფაქტობრივ მოცემულობას აღიარებს თავად “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც ჯერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მოაწერა ხელი, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნას დაეთანხმა.
ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო.
გვაქვს მოცემულობა, როდესაც არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება, ანუ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ღალატის ჩადენა და ამ პოლიტიკურ ძალას კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს. მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია. დღეს, როდესაც ჰააგასა და სტრასბურგში სამართალწარმოება დასრულებულია, მინიშნებებით საუბრის დრო აღარ არის. დადგა დრო, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - წერია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა სიახლე
20 სექტემბერი 2024, 02:03
მსოფლიო
უკრაინის საგარეო უწყება ყირიმთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადებაზე: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასდროს ყოფილა და არ შეიძლება იყოს განხილვის ან კომპრომისის საგანი
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არასდროს ყოფილა და არ შეიძლება იყოს განხილვის ან კომპრომისის საგანი.
20 სექტემბერი 2024, 00:54
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჰეზბოლას“ მოუწოდა, შეწყვიტოს ტერორისტული თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჰეზბოლას“ მოუწოდა, შეწყვიტოს ტერორისტული თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ.
20 სექტემბერი 2024, 00:47
არჩევნები 2024
გიორგი გაბუნია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებებზე: ვინც ამ ღონისძიებებზე მოდის, ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყნისთვის მშვიდობა არის პრიორიტეტი
„გადიხარ, გრძნობ სითბოს, ქვეყნის სიყვარულს და იმას, რომ ყველას უნდა მშვიდობა. ვინც ამ ღონისძიებებზე მოდის, ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ მშვიდობა არის პრიორიტეტი ამ ქვეყნისთვის, ასევე ღირსება, რადგან ქართველებს ღირსების გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია და კეთილდღეობა, რადგან ყველა ადამიანს გვქონდეს მოლხენის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ტელეწამყვანმა.
20 სექტემბერი 2024, 00:40
არჩევნები 2024
დავით კოდუა დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდა: კაცთმოძულე „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მივცემთ არავის ჩაგვრის უფლებას
ზუგდიდში ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერები და პარტიის წევრები იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
20 სექტემბერი 2024, 00:39
არჩევნები 2024
ჯიმი აბესაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებებზე: ვიწყებ ხოლმე ამ სიტყვებით: მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ! აი, მანდ მოდის ყველაზე დიდი ტაში
„მე მგონი 10 ქალაქში ვიყავით, ძალიან კარგი განწყობაა. ხალხის სიმცირეს არ განვიცდით, ძალიან ბევრი ხალხია. ჩემი დაკვირვებით 26-ში არაფერი სანერვიულო არ გვაქვს, ყველაფერი მაგრად იქნება“, - განაცხადა „ღამის შოუს“ მსახიობმა ჯიმი აბესაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
20 სექტემბერი 2024, 00:30
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში აღმშენებლობა და ეკონომიკური ზრდის ტემპები ნამდვილად არნახულია. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა, რომ სხვადასხვა პროექტები წარმატებით განხორციელებულიყო
ხშირად მსმენია ფრაზა, რომ თითქოს ბათუმი აშენდა და დამშვენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, თუმცა თუ შევადარებთ 2012 წლიდან დღეს არსებულ მდგომარეობას, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადაიჭრა ყველა არსებული გამოწვევა, როგორც სოციალური, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
20 სექტემბერი 2024, 00:22
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში, ყველა დასახლებული პუნქტი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე წყალმომარაგების სისტემებით
„გაზიფიცირების პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდება და მაღალმთიან აჭარაში 10 ათასობით მოქალაქე ბუნებრივი აირით ისარგებლებს. მნიშვნელოვანია, ყველა დაგეგმილი პროექტი დათქმულ ვადაში განვახორციელოთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქმის კეთება გაგრძელდეს და ყველაფერი ეფექტურად გაკეთდეს“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
20 სექტემბერი 2024, 00:13
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ყველა მაჩვენებლით წელს იყო ისტორიულად რეკორდული ტურისტული სეზონი
ყველა მაჩვენებლით წელს იყო ისტორიულად რეკორდული ტურისტული სეზონი, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი Live“. მისი თქმით, მიუხედავად ოპონენტების მცდელობებისა ჩაეშალათ საზღვაო სეზონი, ტურისტების რაოდენობამ თავისი ნიშნულით პანდემიამდე პერიოდის მონაცემებს მიაღწია.
20 სექტემბერი 2024, 00:05
არჩევნები 2024
რატი იონათამიშვილი: გახარია ხვდება ხაზარაძეს, მელია-გვარამიას, ჯაფარიძე - თავის ფოტოგრაფებს, ამითი შემოიფარგლება მათი საარჩევნო კამპანია - მოსახლოებას ემალებიან, არავის ხვდებიან გარდა ერთმანეთისა
„მათ კარგად იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ რაიმენაირად ქვეყანაში ქაოსი უზრუნველყონ და ამიტომ ჰქონიათ რომ 27 ოქტომბერს ამას მეტად შეძლებენ. სინამდვილეში ისინი ხელმოცარულები არიან და წარმატების მიღწევის შანსიც არ გააჩნიათ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
20 სექტემბერი 2024, 00:03
არჩევნები 2024
თორნიკე რიჟვაძე: ოპოზიციის ოჯახის წევრებიც კი შერცხვენილი არიან მათი ქმედებებით და ოჯახშიც კი უჭირთ ხმების მობილიზება, ამიტომ დიდი სხვაობა იქნება ხმებს შორის და 26 ოქტომბერს გამარჯვებას ყველა ვიზეიმებთ
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება იმდენად დამაჯერებელი იქნება, იმდენად დიდი იქნება სხვაობა ჩვენს გამარჯვებს და ოპოზიციის დამარცხებას შორის, რომ მათ არ მიეცემათ საშუალება ქვეყანაში რაიმე სახით დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
19 სექტემბერი 2024, 23:58
მსოფლიო
სტოლტენბერგი: რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს უკრაინა, მით უფრო მეტია ომის დასრულების ალბათობა
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბეგმა განაცხადა, რომ რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს უკრაინა, მით უფრო მეტია ომის დასრულების ალბათობა.
19 სექტემბერი 2024, 23:56
არჩევნები 2024
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი მხარდაჭერა არის 60%-ზე მეტი. ეს არის იმის წინაპირობა, რომ გავიმარჯვოთ, გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ. გაიმარჯვებს ქართველი ხალხი ამ არჩევნებში!
არჩევანი უნდა გააკეთოს ჩვენმა მოსახლეობამ მშვიდობას და ომს შორის. უნდა გააკეთოს არჩევანი ჩვენს ეროვნულ ტრადიციულ ფასეულობებს შორის და იმ ე.წ. ფასეულობებს შორის, რომელსაც ცდილობენ, რომ თავს მოახვიონ მომავალ თაობას, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი Live“.
19 სექტემბერი 2024, 23:55
არჩევნები 2024
რატი იონათამიშვილი ზუგდიდში დაპირისპირებაზე: როგორ უნდა დაეცეს ადამიანი და პარტია, როდესაც საარჩევნო შეხვედრის დროს დევნილებთან მიხვიდე და იძალადო - ასეთი დამოკიდებულება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოების მიმართ
„ეს მოქნეული ფეხი თუ ხელი ხომ არის დევნილების მიმართ მოქნეული?! ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დევნილების მიმართ მოქნეული ხელი - ასეთი დამოკიდებულება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ დევნილებისა და საზოგადოების მიმართ. ისინი ყველას მტრებად მიიჩნევენ გარდა საკუთარი დავალების მიმცემებისა, სინამდვილეში ვისი მონებიც არიან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
19 სექტემბერი 2024, 23:42
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ინტერპრეტაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოდიშის მოხდას აპირებს რუსეთისთვის, არის სიყალბე ოპოზიციის მხრიდან, რადგან იქ საუბარი იყო მშვიდობიან მოსახლეობაზე
აქ გამოჩნდა ზუსტად რადიკალური ოპოზიციის სახე. სინამდვილეში თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა მას მიეცა ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ამ რეაქციებზე დარწმუნებულიყო რადიკალური ოპოზიციის ნამდვილი ინტერესი რაშია.ეს ადამიანები არიან მტრები ქვეყნის ერთიანობის, შერიგების, და ამით მოხდა მათი რეალური მხილება კიდევ ერთხელ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
19 სექტემბერი 2024, 23:39
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზე: სამართლიანობა მოითხოვს, რომ სამართლებრივი შეფასება მოჰყვეს იმ ძალას, რომელიც ყოველთვის საქართველოს ოპოზიციას წარმოადგენდა
სამართლიანობა მოითხოვს, რომ შესაბამისი შეფასება, მათ შორის სამართლებრივი შეფასება მოჰყვეს იმ ძალას, რომელიც ყოველთვის საქართველოს ოპოზიციას წარმოადგენდა სინამდვილეში და ვინც ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩვენს ქვეყანაში განეხორციელებინა მზაკვრული გეგმები, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“.
19 სექტემბერი 2024, 23:35
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ოკუპირებული ჰქონდათ ქვეყანა - სფერო არ დატოვეს, რასაც არ შეეხნენ, სადაც თავისი მწამებლური ბუნება არ გამოავლინეს
„სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ლიდერობით იყო, რომ ჩვენს ეს ოკუპაცია დავამარცხეთ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ოკუპაციას ბოლომდე დავამარცხებთ და სწორედ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით აფხაზ და ოს ხალხთან ერთად მოვიპოვებთ მოვიპოვებთ ევროკავშირის სტატუსს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
19 სექტემბერი 2024, 23:24
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გამარჯვება, რომელსაც მოვიპოვებთ, გარდაუვალია, ამიტომ სულ უფრო მეტად დამფრთხალნი არიან შიდა და გარე აქტორები. მათ აწყობთ აქ იყოს ქაოსი, მაშინ უფრო მარტივად შეძლებენ თავიანთი მზაკვრული გეგმების განხორციელებას
26 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ვინაიდან ამ დღეს მარტივ, მაგრამ თავისი დატვირთვით ძალიან რთულ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. ეს არის რას ვირჩევთ ჩვენ ზოგადად. ვირჩევთ ღირსებას თუ უღირსობას. ვირჩევთ დამოუკიდებლობას თუ მონობას. ვირჩევთ მშვიდობას თუ ომს. ამ არჩევანში ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა ერთმანეთის თანამოზიარე და თანამებრძოლიც არის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“.
19 სექტემბერი 2024, 23:22
არჩევნები 2024
რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია ვერასდროს იტანდა გმირებს და წარმატებულ ადამიანებს - ასე იყო მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ასე დარჩა მათი შეხედულება და ზნე ოპოზიციაში
„რაც შეეხება ოკუპანტებს და სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ჩვენ მათ საერთაშორისო სასამართლოები მოვიგეთ და ყველგან ღირსეულად დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, მათ შორის დავიცავით იმ ადამიანის ინტერესი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ესენი („ნაციონალური მოძრაობა“) საქართველოს უჩიოდნენ რუსეთის სასარგებლო სტრასბურგის სასამართლოში. ვინც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან, წერდნენ ისეთ ცრუ ანგარიშებს, რომელსაც მერე რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
19 სექტემბერი 2024, 23:14
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე: ვწუხვარ, რომ განხილვები დასრულდა, ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას - გახარიას კი შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა
ვწუხვარ, რომ ჩვენი განხილვები დასრულდა. მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
19 სექტემბერი 2024, 22:10
არჩევნები 2024
დავით კოდუა: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა
„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას - განაცხადა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ.