გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისიის კომენტარზე: ასეთი ტიპის განცხადებები, როგორც თავად ოპოზიციაში ამბობენ, მათთვის არის სამაშველო რგოლი, რომ როგორმე ბოლომდე არ ჩაიხრჩონ იმ პოლიტიკურ ჭაობში, რომელშიც იმყოფებიან
გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ბრალდებები მმართველი გუნდის წინააღმდეგ, თითქოს ქოლ-ცენტრებთან მათ აქვთ კავშირი, აბსურდულია, ვინაიდან ყველამ დაინახა, რომ შავ ფულთან კავშირი საქართველოში სწორედ რომ უცხოელ დონორებსა და მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებს აქვთ.
მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის კომენტარები მხოლოდ ოპოზიციას აძლევს ხელს, რათა ისინი ბოლომდე არ ჩაიხრჩონ ჭაობში, რომელშიც იმყოფებიან.
„ჰელსინკის კომისიის ეს დასკვნა და განცხადება ჰგავს გამოთქმას „ჩემი შენ გითხარიო - გული მოგიკალიო“. ყველამ დაინახა საჯაროდ, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, შავი ფული ტრიალებს, რომელიც სწორედ უცხოელი დონორებიდან მოემართება. ეს თავად უცხოელებმაც დაადასტურეს და აღიარეს, რომ აფინანსებენ პოლიტიკურ ძალებს. ვნახეთ ბოლო დღეებში, რომ სწორედ ამ შავ ფულს ხარჯავენ წინასაარჩევნოდ ყველგან, სადაც დადიან NGO-ს წარმომადგენლები და სხვები.
ასეთი ტიპის განცხადებები, როგორც თავად ოპოზიციაში ამბობენ, მათთვის არის სამაშველო რგოლი, რათა ბოლომდე არ ჩაიხრჩონ იმ პოლიტიკურ ჭაობში, რომელშიც იმყოფებიან და ცდილობენ, როგორმე ზედაპირზე იტივტივონ," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია ქოლ-ცენტრებსა და ქართული ოცნების კამპანიის დაფინანსებაზე.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2024, 12:31
თავდაცვა
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან.
10 სექტემბერი 2024, 12:17
საზოგადოება
ამაღლების ქუჩაზე სახლს კაპიტალური გამაგრება ჩაუტარდა
მთაწმინდაზე, ამაღლების ქ. N1-ში, საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა.
10 სექტემბერი 2024, 12:06
მსოფლიო
ნიდერლანდებმა უკრაინას საკუთარი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება ნიდერლანდური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მისატანად გამოიყენოს. ინფორმაციას DW ავრცელებს. „უკრაინას შეუძლია თავდაცვისთვის გამოიყენოს ჩვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. კიევს აქვს უფლება თავდაცვაზე“, - ციტირებს DW ბრეკელმანსს. მან აგრეთვე დასძინა, რომ უკრაინას აქვს უფლება რუსულ სამხედრო ობიექტებს დამიზნებით ესროლოს. „იგივე ეხება მტრის რაკეტებსაც. რუსეთის ტერიტორიაზე მათი განადგურებაც შეიძლება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
10 სექტემბერი 2024, 11:42
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები რომ ჰყავთ, ამაში ერთხელაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კამალა ჰარისის წარმომადგენლები ამომრჩეველს დონალდ ტრამპის ჯანსაღი იდეებით აშინებენ, რაც აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უსვამს ხაზს.
10 სექტემბერი 2024, 11:40
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელზე: არც საკუთარი წონა იცის და არც საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს - ტაივანური გრანტის მოლოდინში წარმოუდგენლად მაღალ მატერიებს ეჭიდება
„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ივანიშვილი ისტერიკაშია, რადგან თავს მომწყვდეულად გრძნობს“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
10 სექტემბერი 2024, 11:32
მსოფლიო
WSJ: სამშვიდობო მოლაპარაკებები სულ უფრო მეტ უკრაინელს სურს, თუმცა სამხედროები წინააღმდეგი არიან
ამერიკული გაზეთის The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა უკრაინაში აჩვენებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრეთა რიცხვი შარშანდელი წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ მატულობს, თუმცა უკრაინელების უმეტესობა ჯერ კიდევ საუბრობს იმაზე, რომ ომის გაგრძელება და რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სურს. ქვეყნის მოსახლეობის ერთადერთი ჯგუფი, რომელიც რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევაზე უარს აცხადებს, სამხედროებია. „ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ვეტერანებისა და მოქმედი სამხედროების მხოლოდ 18% თვლის, რომ უკრაინა მოლაპარაკებების გზით ომის დასრულებაზე უნდა ფიქრობდეს, რაც გამოკითხვაში მონაწილე ყველა დემოგრაფიულ ჯგუფს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ვეტერანებისა და ჯარისკაცების 15% განაცხადა, რომ შეიარაღებულ პროტესტს შეუერთდებოდა, თუ კიევი ისეთ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან“, - წერს გამოცემა.
10 სექტემბერი 2024, 11:31
სპორტი
ალექსანდრე იაშვილი: ტყუილად არ ამბობენ, რომ გულშემატკივარი მეთორმეტე მოთამაშეა. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის არის უდიდესი ძალა
„ევროპის ჩემპიონატზე უდიდესი ძალა იყო ჩვენი გულშემატკივარი და ფეხბურთში ტყუილად არ ამბობენ, რომ გულშემატკივარი მეთორმეტე მოთამაშეა. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის არის უდიდესი ძალა და ფეხბურთელებს უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა იაშვილმა.
10 სექტემბერი 2024, 11:31
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას და მმართველი საბჭოს შეხვედრას მასპინძლობს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძესთან ერთად, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
10 სექტემბერი 2024, 11:31
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
10 სექტემბერი 2024, 11:25
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან
კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.
10 სექტემბერი 2024, 11:25
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას და დარწმუნებული ვარ, ამ ამბიციურ მიზანს წარმატებით მივაღწევთ
საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
10 სექტემბერი 2024, 11:20
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „ევროპოლის“ მიერ ჩატარებული გამოძიებაც კი საკმარისი უნდა იყოს დავით კეზერაშვილის დასაპატიმრებლად, მაშინ როცა ის თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებას აცნობა, რომ ეგრეთ წოდებული „ქოლცენტრების“ საქმის მორიგი ეპიზოდის გამოძიება დასრულდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ასევე დადასტურდა დაკავებული კრიმინალების პირდაპირი კავშირი რადიკალური ოპოზიციის მთავარ დამფინანსებელთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან. მოგვიანებით, მედიამ გაავრცელა მამტკიცებელი დოკუმენტები, რომლის თანახმად ევროპელი პენსიონერებისათვის მოპარული თანხები სწორედ დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“.
10 სექტემბერი 2024, 11:18
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: 2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც ქსელში დამატებით 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება
2013 წლის რეგიონების გაზიფიცირების პროგრამის შედეგად, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში დამატებით 377 ათასზე მეტი აბონენტი ჩაერთო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ამით ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
10 სექტემბერი 2024, 11:14
რეგიონი
კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველის 2024-ის ფარგლებში, 10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 22,6 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
10 სექტემბერი 2024, 11:10
მსოფლიო
გერმანიამ სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში სახმელეთო საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლი დააწესა
„სანამ არ შეიქმნება თავშესაფრის მინიჭების ახალი, საერთო ევროპული სისტემა და არ მიიღება დამატებითი ზომები ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის გაძლიერებისთვის, ვალდებულები ვართ გავაძლიეროთ კონტროლი ჩვენს ეროვნულ საზღვრებზე“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.
10 სექტემბერი 2024, 10:59
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის თითოეულ დასაქმებულს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და 21 მომსახურეს წარმატებული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადასცა.
10 სექტემბერი 2024, 10:53
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია
კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, - ვკითხულობთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
10 სექტემბერი 2024, 10:53
პოლიტიკა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს
დღეს, 20:00 საათზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს.
10 სექტემბერი 2024, 10:50
კულტურა
მუზეუმელთა ალიანსის ყოველწლიური ყრილობა შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა და წარმატებით ჩატარდა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმელთა ალიანსმა მესამე ყრილობაზე, რომელიც შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა, ტრადიციულად საუკეთესო მუზეუმელები დააჯილდოვა.
10 სექტემბერი 2024, 10:12
სპორტი
ვილი სანიოლი: ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან
„ალბანეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, რომელიც ძალიან რთული იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვთხოვ, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ. გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს. შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულდეს, თუმცა მთავარია ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ“, - განაცხადა სანიოლმა.