ნანა კაკაბაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, ასეთი ბრალდებები მხოლოდ ბინძური ცილისწამების და პროვოკაციის კვალიფიკაციას იმსახურებს და კაპიკია მათი ფასი
ნანა კაკაბაძე
ფოტო: facebook
მოკლედ, ვისაც ნორმალურად მიაჩნია კონკრეტული პირის, ჯგუფის თუ სახელმწიფოს მიმართ ასეთი უპატივცემულო, აგდებული დამოკიდებულება ნორმად, ის სიხარულით შეხვდება, აიტაცებს და პოლიტიკურად გამოიყენებს „ქართული ოცნების“ მიმართ სრულიად უარგუმენტო და უსაფუძვლო მორიგ ბრალდებას, ხოლო თავისი თავის და საკუთარი ქვეყნის პატივისმცემელ ყველა ღირსეულ მოქალაქეს, როგორც მინიმუმ, ბრალმდებლის მხრიდან ბრალდების დამადასტურებელი არგუმენტების და მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნილება აუცილებლად გაუჩნდება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ნანა კაკაბაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება" ეყრდნობა შავ ფულს თაღლითური ქოლცენტრებიდან.
კაკაბაძის თქმით, ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, ზემოთ ხსენებული ბრალდება მხოლოდ ბინძური ცილისწამების და პროვოკაციის კვალიფიკაციას იმსახურებს.
„„მგლისა და კრავის“ ამბავი გრძელდება
ერთ-ერთ წერილში მივუთითებდით, რომ ამერიკისა და ევროკავშირის პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან ჰგავს აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი, ივანე კრილოვის იგავის შინაარსს. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ბოლო ხანებში და აი, დღეს კიდევ ერთი მორიგი შარის მოდების მომსწრე გახდა ქართული საზოგადოება.
გუშინ ამერიკის ჰელსინკის კომისიამ უაპელაციოდ გამოაცხადა, რომ თურმე „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.
ამ უარგუმენტო და უსაფუძვლო განცხადების მიზანი ძალიან მარტივად იშიფრება:
ჯერ ერთი, არჩევნების წინ მორიგი ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ეფექტურად უნდა გამოიყენოს ქართულმა ოპოზიციამ, და
მეორეც, უნდა მოხდეს ამ თემაზე BBC-ის მიერ გადაღებული ფილმით გაშავებული დავით კეზერაშვილის გათეთრება.
ცივილიზებულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებულია, რომ როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებენ კონკრეტულ პირს, ჯგუფს თუ სახელმწიფოს, ბრალმდებელმა უნდა მიუთითოს კონკრეტულ მტკიცებულებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ბრალდება ემსგავსება ბოლშევიკების მიერ „ხალხის მტრების“ და ფაშისტების მიერ „ერის მოღალატეების“ იარლიყების მიკერების ისტორიას.
როდესაც ბრალმდებლები თავსაც კი არ იწუხებენ იმით, რომ რაიმე მტკიცებულება წარმოადგინონ თავიანთი ბრალდების დასამტკიცებლად, სწორედ მაშინ გვახსენდება „მგელი და კრავის“ იგავი, როდესაც კრავზე ამაყად და ამპარტავნულად ზემოდან მომზირალ მგელს სულ არ აინტერესებს, რომ კრავის შესაჭმელად გაცხადებული მისი არგუმენტები სრულიად უსაფუძვლო და სულელურია, მთავარია, მას კრავის შეჭმის სურვილი აქვს და ეს სურვილი სავსებით საკმარისია განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.
ჩვენი ამერიკელი და ევროპელი „დაუძინებელი მეგობრებიც“ თავიანთ უსაფუძვლო ბრალდებებში ზუსტად ასე, ამპარტავნულად და შეურაცხმყოფლად არც კი კადრულობენ არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე საუბარს, რითაც დიდკაცურად გვეუბნებიან, ჩვენი ყველა ბრალდება კი არ უნდა შეაფასოთ, არამედ უკრიტიკოდ უნდა მიიღოთ და არც კი მოითხოვოთ რაიმე არგუმენტები და მტკიცებულებები, რადგან ამას ჩვენ (ყველაფერჩიკები) ყველაფრის „მცოდნე“ და ყველაფერში „მართალი“ ხალხი ვამბობთო. აი, ასეთი უსამართლო, უარგუმენტოდ ცილისმწამებელი ხალხი აცხადებს დემოკრატიის და უფლებების დაცვის მამობაზე პრეტენზიას.
ასე იყო მაშინაც, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე ქართველი მოსამართლე დაასანქცირა კორუფციის ბრალდებით. როცა საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცებულებები მოითხოვა, საოცარი პასუხი მიიღო:
მთავარია, რომ ჩვენ გვჯერა მათი კორუმპირებულობის და თუ თქვენ არ გჯერათ, თვითონ გამოიძიეთო.
აი ასეთია დღეს მათი სამართალიც და მათი თვალით დანახული დემოკრატიაც.
ასე იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციებზე საუბრისასაც, როდესაც გვეუბნებოდნენ „ოლიგარქია“ და უნდა დავასანქციროთო. ასევე იყო სხვა ქართველი პოლიტიკოსების მიმართაც, როცა განგვიცხადეს, ჩვენთვის მიუღებელი „რუსული კანონის“ მიღებაში მონაწილეობის გამო ვასანქცირებთ, არ გვინდა და არ გეუბნებით რა არის ამ კანონში რუსული და ანტიდემოკრატიულიო (არგუმენტები არა, მაგრამ ფიქრობენ რომ ძალა აქვთ).
მოკლედ, ვისაც ნორმალურად მიაჩნია კონკრეტული პირის, ჯგუფის თუ სახელმწიფოს მიმართ ასეთი უპატივცემულო, აგდებული დამოკიდებულება ნორმად, ის სიხარულით შეხვდება, აიტაცებს და პოლიტიკურად გამოიყენებს „ქართული ოცნების“ მიმართ სრულიად უარგუმენტო და უსაფუძვლო მორიგ ბრალდებას, ხოლო თავისი თავის და საკუთარი ქვეყნის პატივისმცემელ ყველა ღირსეულ მოქალაქეს, როგორც მინიმუმ, ბრალმდებლის მხრიდან ბრალდების დამადასტურებელი არგუმენტების და მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნილება აუცილებლად გაუჩნდება.
ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, ასეთი ბრალდებები მხოლოდ ბინძური ცილისწამების და პროვოკაციის კვალიფიკაციას იმსახურებს და კაპიკია მათი ფასი ისევე, როგორ ამ უარგუმენტო ბრალდებების გამჟღერებელთა ფასი..“, - წერს კაკაბაძე Facebook-ზე.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2024, 22:11
რეგიონი
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს რუსთავსა და ხარაგაულში გაიმართა
მხარდამჭერი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
09 სექტემბერი 2024, 21:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა
ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
09 სექტემბერი 2024, 21:42
საზოგადოება
„ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა: სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დამწყები ნიჭიერი მომღერლები იზიარებენ იმ სცენას, რომელზეც მსოფლიო მასშტაბის ძალიან დიდი არტისტები გამოდიოდნენ
ძალიან გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ „იმედის“ ამ გრანდიოზულ მეგა პროექტს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.
09 სექტემბერი 2024, 21:20
კულტურა
მანიკა ასათიანი: „ქავერ შოუს“ თითოეული მონაწილისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ ამხელა სცენაზე და აუდიტორიის წინაშე უწევთ გამოსვლა
„60 კონკურსანტი გვყავს. ყოველ ჯერზე 8 ახალი მონაწილე წარდგება მაყურებლის წინაშე. საბოლოოდ, ნახევარფინალისთვის 9 გამორჩეული მონაწილე შეირჩევა, რომელიც დაიკავებს 9 სივრცეს. ფინალში უკვე 4 ადამიანი გადავა. შემდეგ უკვე გამოვავლენთ გამარჯვებულს.
09 სექტემბერი 2024, 21:06
მსოფლიო
ქეით მიდლტონმა განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა
უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, განაცხადა, რომ მან ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა.
09 სექტემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: როგორც არასდროს, საქართველო ახლა არის ახლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამიტომ ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განმარტა, თუ რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტში ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
09 სექტემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესებისთვის! მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს.„ქრონიკის“ სიუჟეტი
გამჭვირვალე ფინანსები ქვეყნის ინტერესებისთვის! არასამთავრობო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს მთავრობა საგრანტო პროექტს სთავაზობს, რომელიც ბიუჯეტიდან იქნება უზრუნველყოფილი და მომავალი წლიდან ამოქმედდება.
09 სექტემბერი 2024, 20:42
მსოფლიო
პიტერ სტანო: ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2024, 20:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ. საქართველოსთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა
„არალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები.
09 სექტემბერი 2024, 20:20
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, პრემიერის ეს წამოწყება იქნება აუცილებლად წარმატებული და კიდევ უფრო მეტ დადებით მუხტს შეიტანს ქვეყნის უფრო სწრაფად განვითარების საქმეში
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.
09 სექტემბერი 2024, 20:17
მსოფლიო
ალიანსის პრესმდივანი: ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო
ალიანსის პრესმდივანმა, ფარა დახლალამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო.
09 სექტემბერი 2024, 19:47
სპორტი
პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ხვალ ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი ჯინჭარაძე დაბრუნდება
10 სექტემბერს, 05:45 საათზე, პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდება ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე, - აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
09 სექტემბერი 2024, 19:33
საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
09 სექტემბერი 2024, 19:25
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, რადგან ერთხელ უკვე გადახედა პოზიტივის მიმართულებით
საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, რადგან ერთხელ უკვე გადახედა პოზიტივის მიმართულებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.
09 სექტემბერი 2024, 19:22
მსოფლიო
La Repubblica: ოლაფ შოლცი სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ნაწილების მოსკოვისთვის გადაცემის შესაძლებლობას მოიცავს
გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით გეგმა აქვს - მას სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც „მშვიდობის კანცლერი“, - წერს იტალიური გაზეთი La Repubblica.
09 სექტემბერი 2024, 19:11
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: მთავარი ფაქტორი, რითაც ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებას, ეს არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაბილურობა, გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა
თუ ავიღებთ ბოლო 10 წელს ან მეტს, წლევნდელ მეორე კვარტალში მიღებული უცხოური ინვესტიციების რაოდენობას, ყველზე მაღალი მაჩვენებელი ახლა ფიქსირდება, საუკეთესოა ამ თვალსაზრისით,- განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას “ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
09 სექტემბერი 2024, 18:53
არჩევნები 2024
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 წევრი აირჩიეს, 193 ვაკანტურ ადგილზე კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდა
„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.
09 სექტემბერი 2024, 18:49
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირი სლოვაკეთისთვის დაფინანსების დაბლოკვას განიხილავს
ევროკომისია მუშაობს წინადადებაზე, დასაჯოს სლოვაკეთი დემოკრატიული ნორმების შელახვისთვის, რამაც ბრატისლავასთვის თანხების გამოყოფის შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
09 სექტემბერი 2024, 18:43
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე სადამკვირვებლო მისიაზე „ჩემი ხმა“: ადამიანებს არც ობიექტურობა გააჩნიათ, არც პროფესიონალიზმი - გვიჩნდება ეჭვი, რომ ერთიანდებიან, რათა ნიადაგი შეამზადონ 27 ოქტომბრის შემდეგ მოსალოდნელ მოვლენებზე
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ორი რამაა აუცილებელი: ერთი, ეს არის, იყვნენ ობიექტურები და მეორე - იყვნენ პროფესიონალები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.
09 სექტემბერი 2024, 18:30
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: „ქართული ოცნება“, როგორც აქამდე, ასევე 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგაც განაგრძობს მყარი ნაბიჯებით მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას. ვიქნებით ჩვენ მთავარი გარანტი ამ ყველაფერში
წარმოდგენებში, ილუზიებში ცხოვრობენ ეს ადამიანები, თავიანთი განცხადებები ამ ყველაფერზე კარგად მეტყველებს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის ინიციატივის საპასუხოდ, რომ პარტიებმა არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირებაში „ქართულ ოცნებასთან“ არ ითანამშრომლონ.