დავით ჩიხელიძე: ტალიავინის დასკვნა საფუძვლად უნდა დაედოს „ნაციონალური მოძრაობის", როგორც რეჟიმის გასამართლებას
დავით ჩიხელიძე
ფოტო: ვიდეოკადრი
რატომ არის ტალიავინის კომისიის დასკვნა დღემდე აქტუალური და რატომ არ უნდათ „ნაციონალურ მოძრაობას" დასკვნის შესახებ ფართო საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს? სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძე ვრცლად მიმოიხილავს „ტალიავინის დასკვნის" შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების შეცვლილ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და ასევე, იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იხსენებს.
ექსპერტი სვამს კითხვას, რომელი სახელმწიფოს ინტერესებს ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა", ვინაიდან, ფაქტია, რომ ისინი საქართველოს ინტერესებს არ ატარებდნენ.
„მგრძნობიარე და სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილ საკითხს მინდა შევეხო, ყველას გვახსოვს აგვისტოს შემდეგ ევროკავშირის ეგიდით შექმნილი „საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია“, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. მისიამ ანგარიში 2009 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. „ტალიავინის კომისიის დასკვნა“ რომელსაც ხელი ქართულმა დელეგაციამ მოაწერა მათ შორის სერგი კაპანაძემ, გიორგი კანდელაკმა და ა.შ. რატომ არის ტალიავინის კომისიის დასკვნა დღემდე აქტუალური და რატომ არ უნდათ „ნაციონალურ მოძრაობას" დასკვნის შესახებ ფართო საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს? სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, დასკვნის დეტალებში შესვლამდე ერთ ამბავს გეტყვით, რომელიც ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. 2009 წელს წარმოდგენილი დასკვნა, რომელიც საკმაოდ სქელტანიანია (1100 გვერდი) მხოლოდ ინგლისურ და ფრანგულ ენებზე იყო ხელმისაწვდომი, ქართულმა მხარემ პირველი განცხადება ტალიავინის დასკვნის ქართულად თარგმნის შესახებ მხოლოდ 2013 წელს გააკეთა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ალოგიკური შეფასებები მოჰყვა, რაც ცხადყოფს, დასკვნა მათთვის იმდენად მძიმე იყო, რომ სრული ტექსტის ქართულად თარგმნა მათთვის ხელისშემშლელი იქნებოდა, ამას მოწმობს ნაციონალური მოძრაობის წევრების და მათთან დაახლოებული ადამიანების განცხადებები. ეკა ტყეშელაშვილი: ახალი ხელისუფლების მიერ ტალიავინის კომისიის დასკვნის თარგმნა რევანშისტული პოლიტიკის ნაწილია. რა შუაშია რევანშისტული პოლიტიკა, აგვისტოს ომი ჩვენი უახლოესი წარსულია, რომლის გაყალბების უფლება არ გვაქვს, დამნაშავემ ციხე უნდა მიიღოს, გმირებმა კი დიდება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ უღალატა სახელმწიფოს და ვის ინტერესებს შეეწირა საქართველოს იურისდიქციაში არსებული მიწები. ტალიავინის დასკვნაში მთავარი რაც წერია და რის გამოც ნაციონალურმა მოძრაობამ ბოდიში უნდა მოიხადოს არის შემდეგი: საქართველომ დაიწყო ომი, როცა ის თავს დაესხა ცხინვალს და ქალაქს ძლიერი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა გვიან ღამე 2008 წლის 7-8 აგვისტოს. „არავითარი მასობრივი რუსული სამხედრო შემოჭრა არ მიმდინარეობდა, რომლის შესაჩერებლად თითქოსდა საჭირო იყო ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვა." იმასთან დაკავშირებით, გამართლებული იყო, თუ არა საქართველოს მიერ ძალის გამოყენება, მათ შორის ცხინვალის დაბომბვა, საერთაშორისო სამართლის კუთხით, დასკვნაში წერია: ”არ იყო”. დასკვნაში ასევე წერია, ცხინვალის დაბომბვა გრადის ტიპის საარტილერიო სისტემის გამოყენებით 7-8 აგვისტოს ღამეს ”საჭირო და პროპორციულ” ქმედებად ვერ ჩაითვლება. ეს არის ტალიავინის დასკვნიდან ამონარიდები, რომელსაც ქართული დელეგაცია დაეთანხმა, სწორედ ეს აჩენს კითხვის ნიშნებს, ვისი და რომელი სახელმწიფოს ინტერესების გატარებას ახორციელებდა "ნაციონალური მოძრაობა"? ფაქტია ისინი საქართველოს ინტერესებს არ ატარებდნენ, რადგან დასკვნა, სწორედ საქართველოს წინააღმდეგ შედგენილი დოკუმენტია. ტალიავინის დასკვნა იმდენად მისაღები აღმოჩნდა რუსეთისთვის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო განაცხადა: აგვისტოს ომზე ტალიავინის დასკვნის მიხედვით უნდა ისაუბრონ ასევე ტალიავინის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით რუსეთი ამბობს რომ : ”რუსეთის მხარემ გამოიყენა ძალა საქართველოს ტერიტორიაზე იმ პოზიციების ჩასახშობად, რომლებიც გამოიყენებოდა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისთვის”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნებისმიერი მოაზროვნე გამოიტანს 30 სექტემბერს გამოქვეყნებული მოხსენებიდან საკვანძო დასკვნას იმაზე, რომ აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ (ნაციონალურმა მოძრაობამ) წამოიწყო." ტალიავინის დასკვნამდე საქართველოს თუ დასავლური პრესის სრული მხარდაჭერა ჰქონდა, დასკვნის შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა „უოლ სტრით ჯორნალი“- „საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან“ როიტერი- „საქართველო მთავარი წაგებული მხარეა ევროკავშირის ომის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ“ როიტერი- ანგარიში თბილისს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ვიდრე მოსკოვს. შეუძლებელია არ დაეთანხმო როიტერის პუბლიკაციას, ტალიავინის დასკვნამ საქართველოს რუსეთზე დიდი ზიანი მოუტანა, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე სადაც საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად შემცირდა, შიდა ასპარეზზე კი ნაციონალურმა მოძრაობამ როგორც სჩვევიათ მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნის პირობებში, ჩვენთვის წამგებიანი დასკვნა გვაზეიმა, როგორც წაგებული ომი და მაპზე უკეთესი.... შოკისმომგვრელია 2011 წლის 23 მაისს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მიერ გავრცელებული ანგარიში საქართველოს შესახებ სათაურით: „არ შეუძლია თუ არ უნდა? არასრულყოფილი გამოძიება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზე“. მასში ნათქვამია: „უამრავი მოწმისა და სავარაუდო დანაშაულების მსხვერპლთა ინტერვიუებზე დაყრდნობით, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ასკვნის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც უნარი და არც სურვილი არ გააჩნია, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება იმ დანაშაულების დასადგენად, რომლებიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციაში შედის და რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ“. აღნიშნულ ანგარიშში ყველაზე მძიმე წასაკითხია სიტყვები, რომ საქართველოს იმდროინდელ მთავრობას შესაძლო დანაშაულის გამოძიების სურვილი არ აქვს, გესმით ეს რას ნიშნავს? არსებობს ფაქტები, მაგრამ სურვილის არ არსებობის გამო გამოძიება არ იწყება, რაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვებს, რომ ნაციონალური მოძრაობა, არა ქართული სახელმწიფოს არამედ სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციაა. კიდევ ერთი მონაკვეთი რომელსაც აბსურდამდე მივყავართ, ერთ ერთ ინტერვიუში სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ “არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა, უბრალოდ ეგ არ იყო ომის დასაწყისი”, – დაწერა კაპანაძემ. აღნიშნულს გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე: “საქართველო უარყოფს იმას, რასაც თქვენ აბრალებთ!.. “ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვა” — რუსული ნარატივი, რომელიც ვერ დაამტკიცეს!” — დაწერა მდინარაძემ. შემდეგ სერგი კაპანაძემ განმარტა, რომ საქართველომ ცხინვალში დაბომბა სამხედრო წერტილები და არა — მშვიდობიანი მოსახლეობა. ხვდებით როგორ მტრულ ძალასთან გვაქვს საქმე? ტალიავინის დასკვნა საფუძვლად უნდა დაედოს ნაციონალური მოძრაობის, როგორც რეჟიმის გასამართლებას, ეს არის დასკვნას სადაც ნათლად ჩანს ნაციონალური მოძრაობის, როგორც მოღალატე ძალის ნამდვილი სახე და ზრახვები" - წერს დავით ჩიხელიძე.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2024, 22:20
არჩევნები 2024
დავით კოდუა: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ რიგში, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები და ერთად ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე შამგონაში იმყოფებოდა და ადგილობრივებს შეხვდა. მასთან ერთად შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა.
09 სექტემბერი 2024, 22:11
რეგიონი
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს რუსთავსა და ხარაგაულში გაიმართა
მხარდამჭერი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
09 სექტემბერი 2024, 21:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა
ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
09 სექტემბერი 2024, 21:42
საზოგადოება
„ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა: სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დამწყები ნიჭიერი მომღერლები იზიარებენ იმ სცენას, რომელზეც მსოფლიო მასშტაბის ძალიან დიდი არტისტები გამოდიოდნენ
ძალიან გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ „იმედის“ ამ გრანდიოზულ მეგა პროექტს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.
09 სექტემბერი 2024, 21:20
კულტურა
მანიკა ასათიანი: „ქავერ შოუს“ თითოეული მონაწილისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ ამხელა სცენაზე და აუდიტორიის წინაშე უწევთ გამოსვლა
„60 კონკურსანტი გვყავს. ყოველ ჯერზე 8 ახალი მონაწილე წარდგება მაყურებლის წინაშე. საბოლოოდ, ნახევარფინალისთვის 9 გამორჩეული მონაწილე შეირჩევა, რომელიც დაიკავებს 9 სივრცეს. ფინალში უკვე 4 ადამიანი გადავა. შემდეგ უკვე გამოვავლენთ გამარჯვებულს.
09 სექტემბერი 2024, 21:06
მსოფლიო
ქეით მიდლტონმა განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა
უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, განაცხადა, რომ მან ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა.
09 სექტემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: როგორც არასდროს, საქართველო ახლა არის ახლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამიტომ ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განმარტა, თუ რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტში ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
09 სექტემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესებისთვის! მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს.„ქრონიკის“ სიუჟეტი
გამჭვირვალე ფინანსები ქვეყნის ინტერესებისთვის! არასამთავრობო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს მთავრობა საგრანტო პროექტს სთავაზობს, რომელიც ბიუჯეტიდან იქნება უზრუნველყოფილი და მომავალი წლიდან ამოქმედდება.
09 სექტემბერი 2024, 20:42
მსოფლიო
პიტერ სტანო: ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2024, 20:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ. საქართველოსთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა
„არალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები.
09 სექტემბერი 2024, 20:20
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, პრემიერის ეს წამოწყება იქნება აუცილებლად წარმატებული და კიდევ უფრო მეტ დადებით მუხტს შეიტანს ქვეყნის უფრო სწრაფად განვითარების საქმეში
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.
09 სექტემბერი 2024, 20:17
მსოფლიო
ალიანსის პრესმდივანი: ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო
ალიანსის პრესმდივანმა, ფარა დახლალამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო.
09 სექტემბერი 2024, 19:47
სპორტი
პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ხვალ ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი ჯინჭარაძე დაბრუნდება
10 სექტემბერს, 05:45 საათზე, პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდება ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე, - აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
09 სექტემბერი 2024, 19:33
საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
09 სექტემბერი 2024, 19:25
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, რადგან ერთხელ უკვე გადახედა პოზიტივის მიმართულებით
საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, რადგან ერთხელ უკვე გადახედა პოზიტივის მიმართულებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.
09 სექტემბერი 2024, 19:22
მსოფლიო
La Repubblica: ოლაფ შოლცი სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ნაწილების მოსკოვისთვის გადაცემის შესაძლებლობას მოიცავს
გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით გეგმა აქვს - მას სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც „მშვიდობის კანცლერი“, - წერს იტალიური გაზეთი La Repubblica.
09 სექტემბერი 2024, 19:11
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: მთავარი ფაქტორი, რითაც ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებას, ეს არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაბილურობა, გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა
თუ ავიღებთ ბოლო 10 წელს ან მეტს, წლევნდელ მეორე კვარტალში მიღებული უცხოური ინვესტიციების რაოდენობას, ყველზე მაღალი მაჩვენებელი ახლა ფიქსირდება, საუკეთესოა ამ თვალსაზრისით,- განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას “ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
09 სექტემბერი 2024, 18:53
არჩევნები 2024
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 წევრი აირჩიეს, 193 ვაკანტურ ადგილზე კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდა
„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.
09 სექტემბერი 2024, 18:49
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირი სლოვაკეთისთვის დაფინანსების დაბლოკვას განიხილავს
ევროკომისია მუშაობს წინადადებაზე, დასაჯოს სლოვაკეთი დემოკრატიული ნორმების შელახვისთვის, რამაც ბრატისლავასთვის თანხების გამოყოფის შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
09 სექტემბერი 2024, 18:43
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე სადამკვირვებლო მისიაზე „ჩემი ხმა“: ადამიანებს არც ობიექტურობა გააჩნიათ, არც პროფესიონალიზმი - გვიჩნდება ეჭვი, რომ ერთიანდებიან, რათა ნიადაგი შეამზადონ 27 ოქტომბრის შემდეგ მოსალოდნელ მოვლენებზე
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ორი რამაა აუცილებელი: ერთი, ეს არის, იყვნენ ობიექტურები და მეორე - იყვნენ პროფესიონალები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.