15 აგვისტო 2024, 18:43 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე: „ჩემი შენ გითხარიო“, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც ამ დასკვნასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

თქვენ იცით, რომ ქოლ- ცენტრების საქმე გაიხსნა სწორედ ქართული მხარის თანამონაწილეობით, ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც ჩატარადა გერმანელ კოლეგებთან ერთად. ასევე თქვენ იცით, რომ ჟურნალისტური გამოძიება იყო BBC–ის მიერ წარმართული ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან შემაშფოთებელი მდგომარეობაა. არის ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც მთავარი ეჭვმიტანილია ამ საქმეში. ის ცხოვრობს ევროკავშირის წევრ ერთ ქვეყანაში და ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ეს არის ის სურათი, რომელთან დაკავშირებითაც რა თქმა უნდა საჭიროა კიდევ უფრო მეტი სიცხადე, თუმცა ეს არის რეალური მოცემულობა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ჰელსინკის კომისიის ე.წ. დასკვნას, უბრალოდ არ ვიცი ამას რა დავარქვა „ჩემი შენ გითხარიო“, ეს არის ერთადერთი შეფასება რაც ჰელსინკის კომისიის ამ დასკვნასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. არ შეიძლება მხარს უჭერდე კეზერაშვილის მიერ პენსიონერების ძარცვას და თან იგივეს აბრალებდე სხვა სუბიექტს, რომელსაც ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

არის საკმაოდ რთული დანაშაული და არის მთელი ქსელი შექმნილი სხვადასხვა ქვეყანაში, მარტო საქართველო არ იყო გეოგრაფიულად ის სივრცე, სადაც ასეთი ქოლ–ცენტრები იხსნებოდა. დღემდე მოქმედებს არაერთ ქვეყანაში ასეთი ქოლ–ცენტრები, რთულია გამოსაძიებლად ეს დანაშაული, თუმცა ამის მიუხედავად, პროკურატურამ გერმანელ კოლეგებთან ერთად მოახერხა დანაშაულის გახსნა და ეს დანაშაული როგორც მოგეხსენებათ აღიკვეთა.

რაც შეეხება შემდგომ ინტერესს, თუ იქნება ასეთი ინტერესი, რა თქმა უნდა ყველა სახელმწიფო უწყება არის მზად ითანამშრომლოს უცხოელ კოლეგებთან. პროკურატურა ისედაც აქტიურად თანამშრომლობს მათთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა სამსახური იქნება მზად იმისთვის, რომ ინტერესის შემთხევაში მაქსიმალური ინფორმაცია გააზიაროს და მაქსიმალურად იყოს თანამშრომლობის რეჟიმში.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის რა შუაშია ამ თემასთან? ან რა კავშირია ბიძინა ივანიშვილსა და ქოლ–ცენტრებს შორის? გამოძიებაზე თუ არის საუბარი, ქართული მხრიდან არიან საგამოძიებო უწყებები და უცხოური მხრიდანაც იქნებიან საგამოძიებო უწყებები, მათ შორის უნდა შედგეს თანამშრომლობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

ლაშა ტალახაძე

13 სექტემბერი 2024, 21:22

არჩევნები 2024

ლაშა ტალახაძე: მე ვჭირდები მმართველ გუნდს და თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის წინ მიიწევდეს

ჩვენ, სპორტსმენებმა რაც არ უნდა კარგი ვაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ, სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე

13 სექტემბერი 2024, 21:17

არჩევნები 2024

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე: ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა

ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა, - განაცხადა ვანში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილე მომღერალმა, აჩიკო ნიჟარაძემ.

დათუნა სირბილაძე

13 სექტემბერი 2024, 21:09

არჩევნები 2024

დათუნა სირბილაძე: ძალიან მიხარია, რომ დღეს ვანში ვართ, ვაერთიანებთ იმ ადამიანებს, ვინც გულშემატკივრობს მშვიდობას, დიდი სიყვარულითა და განწყობით სვლას ევროპისკენ

ვანში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელშიც მომღერალი დათუნა სირბილაძე მონაწილეობს.

სოფო ბედია

13 სექტემბერი 2024, 21:08

არჩევნები 2024

სოფო ბედია: ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე

მომღერალი, სოფო ბედია აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ყველამ სწორი არჩევანი უნდა დააფიქსიროს და არჩევნებზე მივიდეს. „ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა წავიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა მომღერალმა.

13 სექტემბერი 2024, 21:06

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში - მმართველი პარტიის გზავნილების გარშემო ვანსა და სენაკში ერთიანდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ! - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს ვანსა და სენაკში იმართება.

ლაშა ბექაური

13 სექტემბერი 2024, 21:03

პოლიტიკა

ლაშა ბექაური: ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი

მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი, - განაცხადა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების შემდეგ მედიასთან.

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკი

13 სექტემბერი 2024, 20:59

მსოფლიო

ზელენსკი: ჯო ბაიდენს გამარჯვების გეგმას წარვუდგენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში მის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს შეხვდება.

13 სექტემბერი 2024, 20:56

საზოგადოება

მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა

„მოსახლეობას მოვუწოდებთ, ნუ დაანაგვიანებენ მსგავს რეკრეაციულ სივრცეებს, ნუ დატოვებენ სამშენებლო ნარჩენს, ძველ ავეჯს ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში. სამწუხაროდ, ჩუღურეთის რაიონში ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია სამშენებლო ნარჩენისა და ძველი ნივთების კანონიერად განთავსება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

ნაციონალური მოძრაობა

13 სექტემბერი 2024, 20:50

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მახეში გაება - ვერ აკონკრეტებენ, რომელი ფონდი, ორგანიზაცია გაიღებს 14 მილიარდს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარტიის ვერც ერთი ლიდერი და წევრი ვერ აკონკრეტებს, რომელი ფონდი, ორგანიზაცია თუ ვინ გაიღებს სოლიდურ თანხას, რისთვის და როგორ? ნათქვამი მორიგ აბსურდულ დაპირებად და კიდევ ერთ ხანმოკლე საარჩევნო ტყუილად დარჩა.

13 სექტემბერი 2024, 20:39

სამართალი

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2023 წლის 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული უჩა ჯოხაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან“.

13 სექტემბერი 2024, 20:33

ეკონომიკა

სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ადგილას ლარნახევრად ჩაიბარებს - როგორ აფასებენ მევენახეები მთავრობის გადაწყვეტილებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყურძნის რეკორდული მოსავლის პროგნოზი და მთავრობის მორიგი შეღავათი მევენახეებისთვის - სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ადგილას ლარნახევრად ჩაიბარებს. ამას გარდა, იმ სხვაობის კომპენსაციასაც უზრუნველყოფს, რაც იმ მეწარმეებს სჭირდებათ, ვინც პროდუქცია უკვე და დაბალ ფასად ჩააბარა.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 20:29

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომის ანაზღაურება და ხელფასების ზრდა გაგრძელდება

ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

კახა კალაძე

13 სექტემბერი 2024, 20:28

სპორტი

კახა კალაძე „ლეგენდების მატზე”: ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით „ლეგენდების მატჩი“ გაიმართება. ამხანაგური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ვეტერან ფეხბურთელებთან - ლევან კობიაშვილთან, შოთა არველაძესა და ლევან მჭედლიძესთან ერთად, სოციალურ ქსელის საშუალებით, ვიდეომიმართვაში გააცნო.

დავით შერაზადიშვილი

13 სექტემბერი 2024, 20:11

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წალკის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არვალნოს, გუმბათისა და არწევანის მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი ამილახვარი

13 სექტემბერი 2024, 20:07

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა, მისი მოქალაქეების განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ამაში კი მასწავლებლების როლი განუზომლად დიდია - ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მასწავლებლის პროფესია დაფასდეს

თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა, მისი მოქალაქეების განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ამაში კი მასწავლებლების როლი განუზომლად დიდია, - განაცხადა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.

13 სექტემბერი 2024, 19:58

საზოგადოება

პარლამენტის წევრებმა ემიგრანტები დააჯილდოვეს

„ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბავშვები, მომავალი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. რომელ პოლიტიკურ პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ, ჩვენმა შვილებმა ერთ სკოლაში, ერთ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ისწავლონ, ერთად უნდა იყვნენ. იზრდება ის თაობა, რომელიც ქმნის საქართველოს მომავალს, ცხოვრობენ ისინი ამერიკაში, ევროპაში, სხვა ქვეყნებში თუ საქართველოში. ქართული გენი, ქართული ნიჭი და ინტელექტი მძლავრია. ქვეყნისთვის თავდადებული არიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს სახელი ჩვენი ქვეყნის გარეთ გააქვთ. პარლამენტისა და საზოგადოების სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

13 სექტემბერი 2024, 19:53

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა ვერასოდეს დაეთანხმება დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულად, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების პროდასავლურად შეფასებას, რადგან ამის არც ერთი დამაჯერებელი ფაქტი არ არსებობს

„ჩამოვედი აქ, თქვენთან, რიგით 57-ე უმნიშვნელოვანეს მსოფლიო ფორუმზე, რათა თქვენამდე მომეტანა ჩემი ქვეყნის ტკივილი. საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღო დამოუკიდებლობა, გამოიარა სამოქალაქო ომი და განიცადა გარე აგრესიაც, თუმცა, მე მინდა დღეს გესაუბროთ დასავლეთის დამოკიდებულებაზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი“.

13 სექტემბერი 2024, 19:35

რეგიონი

14-19 სექტემბერს დღის საათებში გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ3 მონაკვეთზე, 2024 წლის 14 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 სექტემბერი 2024, 19:33

მსოფლიო

ზელენსკი: ვხედავთ რუსულ რაკეტებში, რომლებითაც ყოველდღიურად ურტყამენ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, კომპონენტებს მთელი მსოფლიოდან - ამერიკიდან, ევროპიდან, ტაივანიდან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვის თითოეული პაკეტი მიღწევაა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 სექტემბერი 2024, 19:14

მსოფლიო

ზელენსკი: თუ მოკავშირეები ერთად მუშაობენ ახლო აღმოსავლეთის თავზე რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაზე, მაშინ რატომ არ არის ჯერ კიდევ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით?

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აღშფოთდა იმის გამო, რომ მოკავშირეები ერთობლივად ანადგურებენ რაკეტებსა და დრონებს ახლო აღმოსავლეთის ცაზე, თუმცა ჯერ კიდევ არ არის მსგავსი გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.