03 სექტემბერი 2024, 17:36 / სანდო წყარო

ირაკლი კირცხალია „ახალი-გირჩი-დროას“ წევრების მიერ საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონიის ჩაშლის მცდელობაზე: სადაც შეუძლიათ, რომ დებოში მოაწყონ, არეულობა, დესტრუქცია შემოიტანონ, ამაზე არიან წასულები და ეს არის მათი დღის წესრიგი

ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

კოალიცია „ახალი-გირჩი-დროას“ წევრების მიერ საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონიის ჩაშლის მცდელობის ფაქტს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა.

მისი თქმით, სადაც შეუძლიათ, რომ სადმე დებოში მოაწყონ, სადმე არეულობა შემოიტანონ, სადმე დესტრუქცია შემოიტანონ, ამაზე არიან წასულები და ეს არის მათი დღის წესრიგი.

„ამ დღის წესრიგს ისინი ვერ სცდებოდნენ ვერასდროს და მით უმეტეს, დღესაც ვერ სცდებიან. პასუხი არის ამაზე მარტივი. ის ქმედებები, როგორც იქცევიან და რასაც აკეთებენ, არა მხოლოდ ამ ფაქტიდან გამომდინარე, ზოგადად, მეტყველებს მათზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კირცხალიამ.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2024, 02:31

მსოფლიო

უკრაინის საგარეო უწყება: ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებულ პირს არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის სამთავრობო უწყებებთან

დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებულ პირს არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის სამთავრობო უწყებებთან, - განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აბას არაღჩი

18 სექტემბერი 2024, 02:09

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრად დაგმო ბეირუთში მომხდარი პეიჯერების კოორდინირებული აფეთქება და მას ტერორისტული თავდასხმა უწოდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ლიბანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში მკაცრად დაგმო ბეირუთში მომხდარი პეიჯერების კოორდინირებული აფეთქება და მას „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.

18 სექტემბერი 2024, 01:31

მსოფლიო

Bloomberg: უკრაინის ზოგიერთმა მოკავშირემ უკვე დაიწყო მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი

უკრაინის ზოგიერთი მოკავშირე განხილვას იწყებს, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ბრძოლა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, რაც იწვევს შიშს დასავლეთის ზოგიერთ სხვა დედაქალაქში, რომ ამ ძალისხმევამ შეიძლება აიძულოს კიევი ნაადრევად წავიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

17 სექტემბერი 2024, 23:50

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N10-16 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N10-16 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა. პარტიის ცნობით, დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მეთიუ მილერი

17 სექტემბერი 2024, 23:38

პოლიტიკა

მეთიუ მილერი სანქციების შესახებ პრემიერის განცხადებაზე: აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ

აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მონისტრის განცხადებას, რომ „სანქციების შესახებ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.

17 სექტემბერი 2024, 23:35

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია: ელჩთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი დარწმუნებულია, სახდეპის გადაწყვეტილება უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად

აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი დარწმუნებულია, სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 სექტემბერი 2024, 23:30

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია: დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლოა, საქართველოს პოზიციის გადახედვა განაპირობოს

რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს, - ინფორმაციას აშშ-ის ელჩთან რობინ დანიგანთან შეხვედრაზე განხილულ თემაზე მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

17 სექტემბერი 2024, 23:29

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია: რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია

რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 სექტემბერი 2024, 23:23

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია: რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

17 სექტემბერი 2024, 22:58

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო

დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო, - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შერაზ გასრი

17 სექტემბერი 2024, 22:46

პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საქართველოს ანტი-ლგბტ კანონი კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ.

ნანა კაკაბაძე

17 სექტემბერი 2024, 22:34

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მიუმხრობელი დასავლეთი, ჩვენს შესახებ ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, ან ინფორმირებულია მიზანმიმართული სიცრუით

დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მიუმხრობელი დასავლეთი, ჩვენს შესახებ ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, ან ინფორმირებულია მიზანმიმართული სიცრუით, - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.

17 სექტემბერი 2024, 22:29

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო უწყება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს საკანონმდებლო პაკეტი აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს LGBTQI ადამიანების დისკრიმინაციას, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ზურაბ ქადაგიძე

17 სექტემბერი 2024, 21:47

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს!

„საქართველო ამერიკის უკანა ეზო არ არის, რომ თქვენი ნაბახუსევის მიხედვით, ნაგავი ყაროთ. ნება იბოძეთ და დაოკდით, თუ არა და მეორე ყვითელი ბარათი არ აგცდებათ!“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პოზიციას, რომელიც მან დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

17 სექტემბერი 2024, 21:28

კულტურა

„აბესალომ და ეთერი“ იტალიურად. ქართული საოპერო მუსიკის კიდევ ერთი ტრიუმფი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„აბესალომ და ეთერი“ იტალიურად - ქართული საოპერო მუსიკის კიდევ ერთი ტრიუმფი და უწყვეტი აპლოდისმენტი.

17 სექტემბერი 2024, 21:18

კულტურა

ეროვნულ არქივში თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 ქვეყნის მიერ შერჩეული პროგრამების წლევანდელი თემა „კინო – ისტორიის მემატიანეა“. ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარუდგენენ აშშ-ის, ჩეხეთის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, პოლონეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პერუს, მოლდოვას კინოსაარქივო ორგანიზაციები.

17 სექტემბერი 2024, 21:04

არჩევნები 2024

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - საჩხერესა და ლანჩხუთში „ქართულო ოცნების“ გზავნილების გარშემო გაერთიანდნენ.

17 სექტემბერი 2024, 20:55

სპორტი

კახა კალაძე: ლეგენდების მატჩს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. მიხარია, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მივიღებ და ასევე, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ბაიერნთან“, „მადრიდის რეალთან“, ლივერპულთან“, რომ სამომავლოდ ამხანაგური თამაშები ჩავატაროთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა „მილანთან“ მატჩის წინ, პირველი ვარჯიში ჩაატარეს.

17 სექტემბერი 2024, 20:48

პოლიტიკა

სანქციები არგუმენტების გარეშე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი.

სანქციები არგუმენტების გარეშე - მთავრობის მეთაურმა შეერთებული შტატების მიერ საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქის, მათ შორის პოლიციელების სანქცირების შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უკვე დააანონსა.

გიორგი გახარია

17 სექტემბერი 2024, 20:47

პოლიტიკა

გიორგი გახარია ხაზარაძესთან შეხვედრის დეტალებზე: ხაზარაძემ ითხოვა რაღაცა დრო, როგორც ჩანს მას პოზიციები აქვს შესათანხმებელი

ხაზარაძემ ითხოვა რაღაცა დრო, როგორც ჩანს მას პოზიციები აქვს შესათანხმებელი, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის რის გამოც ეს გადაიდო, - განაცხადა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძესთან მისი მკაფიო პოზიცია დააფიქსირა.