შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ტიმოთი ბლაუველთისგან მოველი, არის ბოდიში დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ - კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დავით მათიკაშვილზე თავდასხმის ფაქტს, რომელიც „ამერიკული საბჭოს", ხელმძღვანელმა ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი.
,,გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში. ორმაგად მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ „ამერიკული საბჭო", რომელსაც ტიმოთი ბლაუველთი ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს. კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი. ერთადერთი რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ ადამიანისგან მოველი, არის ბოდიში პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ,” - წერს შალვა პაპუაშვილი.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 25 აგვისტოს ოჯახთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა, როდესაც მიუნხენის აეროპორტში თავს დაესხა მისთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც თავი რიგით მოქალაქედ გაასაღა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ „რიგითი აღშფოთებული“ მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო შველიძე იყო. დეპუტატის თქმით, რადიკალი მოქალაქე მისი და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა, ამას კი ტელეფონით, შველიძის მეუღლე იღებდა. დავით მათიკაშვილის თქმით, რადიკალიზმი ღუპავს ადამიანს, ამის პირდაპირი დასტურია უმძიმესი ტრაგედია, რომელიც წყალტუბოში მოხდა.
ყველა სიახლე
07 ოქტომბერი 2024, 18:05
მსოფლიო
სლოვაკეთის პრემიერი უკრაინელ კოლეგას: ღიად ვამბობ, რომ ცივი დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ კვლავ დააფიქსირა ნეგატიური დამოკიდებულება უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ, თუმცა პირობა დადო, რომ არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
07 ოქტომბერი 2024, 18:05
ეკონომიკა
Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე: საქართველოს შეუძლია იყოს ძალიან დიდი ტურისტული დანიშნულების ადგილი მომავალში
მსოფლიო ტურიზმის დღის თბილისში ჩატარებას Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე მუჰამედ ალი ჯანა საქართველოსთვის წარმატებულ ღონისძიებად აფასებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
07 ოქტომბერი 2024, 18:02
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ჰერჩინსკიმ თითქოს, უარყო „ფორმულას“ მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმდენი დატუქსვა და მუქარა დაურთო, რომ ყველასათვის გასაგები გახადა მისი და ოპოზიციური მედიის ერთობლივი მიზნის მისაღწევად დაგეგმილი შეთანხმებული მოქმედება
ტელეკომპანია „ფორმულამ“ ევროკავშირის ელჩმა ჰერჩინსკიმ სიტყვები გაავრცელა: „ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება“. როგორც ჩანს, „ფორმულამ“ ცოტა იჩქარა, და ამ სიჩქარით გასცა ის სავარაუდო მზაკვრობა, რომელსაც ზურგს უკან ჩვენი ქვეყნის მტრები გეგმავენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
07 ოქტომბერი 2024, 17:57
პოლიტიკა
გიორგი კახიანი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე: ამას პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც ექნება სრული გამართლება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკასთან“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მოქალაქეებმა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს დაუჭირეს მხარი იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა მათ მიიღეს საპირისპირო შედეგი, რადგან ზურაბიშვილი თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში.
07 ოქტომბერი 2024, 17:55
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ოპოზიციის სრული გაკოტრების ფონზე საარჩევნო კამპანიას საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოები ახორციელებენ და ამას არც მალავენ
ბატონმა ჰერჩინსკიმ თუ დღეში ერთხელ გააკეთა მსგავსი განცხადება, არჩევნებამდე კიდევ 18 განცხადების მოლოდინში ვართ. უშუალოდ, არჩევნების დღეს კი, იმედია, თავს შეიკავებს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა „ფორმულასა“ და NEWS.ON.GE-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 17:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას გუნდის წევრზე: ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის გახარიას გუნდის მთავარი სახე, რომელიც ამავე დროს გვემუქრება ადეიშვილის მეთოდებით - ყველას დაჭერით და დაპატიმრებით
როდესაც ვსაუბრობთ, რომ გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია ვხედავთ, როგორც ფორმალურად, როდესაც მათ აქვთ კოალიციები შექმნილი ადგილობრივ თვითმმართველობაში და ძალიან არ უნდათ ხოლმე საჯაროდ ამისი დადასტურება, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, კოალიციები აქვთ შექმნილი და მეორე - მათი გუნდიც ასეთი შემადგენლობითაა შექმნილი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, სადაც მას კითხეს, თუ რატომ აკეთებს გახარია არჩევანს ძველ სახეებზე.
07 ოქტომბერი 2024, 17:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: დაადასტურა, სამწუხაროდ, რომ ისინი არიან ოპოზიციაში უკვე ქართულ ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან. ეს ჩარევა კი არ არის, არამედ, არის პირდაპირი წარმართვა წინასაარჩევნო კამპანიის
ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან უნდათ არა პარტნიორული დამოკიდებულება, არამედ, უნდათ პირდაპირი ვასალური დამოკიდებულება, - განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 17:22
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებელია, საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ ინფორმაცია უარყოს
აუცილებელია საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ ინფორმაცია უარყოს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
07 ოქტომბერი 2024, 17:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ შტაინმაიერი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას - ვერ მივიღე ჯერჯერობით ამ მხრივ განმარტება რამდენად შეესაბამება სიმართლეს
ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის და ყველა, ვინც ამ პროცესში რაღაცნაირად არის ჩართული, იქნებიან ეს პარტიები თუ იქნებიან ეს უცხოელი აქტორები, რა თქმა უნდა, ამ მხრივ მონაწილეობენ კონსტიტუციის გვერდის ავლის პროცესის დაძვრაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ტექნიკურ მთავრობასთან“ დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 17:16
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: ე.წ. პრეზიდენტი გახდა მადამ მავნებელი. არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ ამოწურა პრეზიდენტად ყოფნის ვადა, სტატუსით უნდა წავიდეს, რომ გადააყენა საქართველოს მოსახლეობამ
სტატუსით უნდა წავიდეს, რომ გადააყენა საქართველოს მოსახლეობამ, საქართველოს მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 17:13
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: თუ მსგავსი განცხადება მართლაც გაკეთდა, ეს არა მხოლოდ ჩარევაა საარჩევნო კამპანიაში, არამედ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და არამეგობრული
ან „ფორმულა“ ცრუობს, რაც არ გაგვიკვირდება, ან თუ მართლა გაკეთდა ასეთი განცხადება მიუხედავად იმისა, რომ წაშლილია ფორმულას გვერდიდან, ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ევროკავშირის ელჩს,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
07 ოქტომბერი 2024, 17:10
პოლიტიკა
გურამ მაჭარშვილი: ჩვენ გვინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევიდეს, როგორც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის ყველაზე ხშირი დამრღვევი
ჩვენ გვინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევიდეს, როგორც მსოფლიო მასშტაბით საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის ხშირი დამრღვევი, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საკითხზე საუბრისას.
07 ოქტომბერი 2024, 16:56
არჩევნები 2024
ლევან ნიკოლეიშვილი: რაც უფრო ახალ დეზინფორმაციას იგონებენ ცესკოს შესახებ, მით უფრო მეტ ფაქტებს დებს საარჩევნო ინსტიტუტი მათ გასაქარწყლებლად
„ცესკოს სრული გამჭვირვალეობა, ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი და მავნებლების მიერ მისი დისკრედიტაციის მცდელობა, ახალ ფაზაში შევიდა“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
07 ოქტომბერი 2024, 16:51
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე ნინო ჟიჟილაშვილზე: ნეობოლშევიკური მეთოდებით ცდილობს, ავაზაკთა შორის უავაზაკესი დამსპონსორებლის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაცვას და მისი სამარცხვინო იდეების უნივერსიტეტის კედლებში გატარებას
პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, კავკასიის უნივერსიტეტში მყოფ ევროკავშირის ელჩთან „პოსტვ“-ის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს, ხოლო ნინო ჟიჟილაშვილი „იმედს“ შემდეგი სიტყვებით დაემუქრა - „მალე თქვენც დაიბლოკებით“.
07 ოქტომბერი 2024, 16:42
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი გამოუცხადა მოსახლეობის უმრავლესობამ და ის აღარ მოიაზრება მათთვის ქვეყნის პრეზიდენტად. ახლა რჩება სამართლებრივი ნაწილი, რასაც ახალი მოწვევის პარლამენტი სისრულეში მოიყვანს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ქმედება ნაკარნახევია და გამომდინარეობს სახელმწიფოს სამართლებრივი პატივისცემიდან, რადგან არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დარჩეს.
07 ოქტომბერი 2024, 16:17
არჩევნები 2024
ვასილ ჩიგოგიძე: 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის! - „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო შეხვედრა ლანჩხუთელ ახალგაზრდებთან გამართა
შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე, დელეგატმა განიხილა განათლებისა და სპორტის მიმართულებით პროგრამები და პროექტები, რომლებსაც ხელისუფლება ახალგაზრდების მხარდასაჭერად ახორციელებს.
07 ოქტომბერი 2024, 16:05
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს თიანეთში აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქვემო ნაქალაქარის, მაგრანეთის, არტანასა და ლიშოს მოსახლეობას შეხვდა.
07 ოქტომბერი 2024, 15:58
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, მთაწმინდაზე, ნიკოლაძის ქუჩის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
07 ოქტომბერი 2024, 15:54
არჩევნები 2024
„ქართული ოცნებიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქედაში, მამუკა თურმანიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქედის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლების: ბალაძეების, გორგიულის, ჯანისის, ჯალაბაშვილების და ხარაულის მოსახლეობას შეხვდა.
07 ოქტომბერი 2024, 15:53
არჩევნები 2024
,,ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
შეხვედრაზე ზუკა რურუა გაეცნო უბნის მოსახლეობას, მან აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა. მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების“ ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს.