ირაკლი ჩიხლაძე: ამდენი გამარჯვება ასე მოკლე დროში მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ვისწავლეთ შრომისა და ბრძოლის ფასი, გავაასმაგეთ ყურადღება, ქომაგებმა დავამტკიცეთ ერთგულება და სახელმწიფომ გაიაზრა თავისი პასუხისმგებლობა და როლი
ირაკლი ჩიხლაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა.
„გამარჯვებას გილოცავ საქართველო!
გამარჯვების ბიჭები დაუღალავად განაგრძობენ ჩვენს გახარებას და მსოფლიოს გაოცებას.
მართლა რამხელა მუხტი მოაქვს თითო გოლს და ეროვნული ნაკრების ტრიუმფს.
ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ვილი სანიოლს, გამარჯვების შემოქმედს, რომელმაც არა მხოლოდ ფეხბურთელებს, მთელ ქვეყანას დაუბრუნა თავდაჯერებულობა და გამარჯვების რწმენა, რომლითაც შეუძლებელი შესაძლებელი ხდება.
როცა მოედანზე ეროვნული ნაკრების მაისურებით გადიან, ჯვაროსნებისთვის არ არსებობენ ავტორიტეტები, რომელთა წინაშეც და წინააღმდეგაც ვერ იბრძოლებენ ან რამეს დათმობენ.
საქართველო - ჩეხეთის მატჩი ამ დიდებული შედეგით დასრულდა და მთელ მსოფლიოს ვუთხარით, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმატება შემთხვევითობა არ ყოფილა, ყველაზე ძლიერი გუნდებიც კი ჩვენთან შესახვედრად განსაკუთრებულად უნდა მოემზადონ.
10 სექტემბერს ბიჭები მორიგ თამაშს ალბანეთთან გამართავენ. წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და წარმატებები საქართველოს.
სპორტის ყველა სახეობაში განსაკუთრებული წარმატება გვაქვს. ამდენი გამარჯვება ასე მოკლე დროში მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ვისწავლეთ შრომისა და ბრძოლის ფასი, გავაასმაგეთ ყურადღება, ქომაგებმა დავამტკიცეთ ერთგულება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაიაზრა თავისი პასუხისმგებლობა და როლი.
სპორტის ვერცერთი სახეობა ვერ განვითარდება და ვერ იქნება წარმატებული, თუ არ ექნება შესაბამისი მხარდაჭერა და ყველა საჭირო პირობა იმისთვის, რომ სპორტსმენებმა იფიქრონ გამარჯვებაზე და არა თავის გატანაზე, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა.
დღეს, ყველაფერი სხვაგვარად არის. დღეს ამ ქვეყანაში ხანგრძლივმა მშვიდობამ მოიტანა ის, რაც ხვალინდელ დღეს კიდევ უფრო წარმატებულსა და საინტერესოს ხდის.
თუმცა, ფაქტია, ჩვენი ხანგრძლივი მშვიდობა ბევრისთვის დამანგრეველ ომზე მეტია.
ომი ვიღაცებისთვის უფრო დიდი სარგებლის მომტანია, ვიდრე მშვიდობა. მსოფლიოში მშვიდობას უფრო მეტი მტერი ჰყავს, თუ ომს მეტი მომხრე, სიმართლე გითხრათ ჩემთვის უკვე რთული შესაფასებელია. მაგრამ ადამიანების, შენი ქვეყნის მოქალაქეების ბედი რომ გლობალური ომის პარტიას და მის მიმდევრებს არ ადარდებთ, ეს იმ ომმაც გვიჩვენა, რომლის დასრულებას ოკუპანტი რუსეთი არ ჩქარობს, უკრაინა კი ისევ იარაღს ითხოვს... მშვიდობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ეს ყველამ უნდა ვუსურვოთ, ეს ყველაზე მეტად სჭირდება უკრაინელებს.
ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და ევროპულ ოჯახში მიმავალი გზიდან შიდა თუ გარე მტრებმა არ გადაგვახვევინონ.
ამის მცდელობებს ყოველდღე ვხედავთ, ევროპელი ე.წ მეგობრების სურვილებიც ანტიევროპულია, არა სამშვიდობოა, არადემოკრატიულია და ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებსაც ვნებს.
არჩევნებამდე 49 დღეა დარჩენილი. ეს 49 დღე გადაწყვეტს ყველაფერს, 26 ოქტომბერი და ქართველი ხალხის ხმა აღმართავს უსაფრთხოების დიდ კედელს მშვიდობასა და ომს შორის, დამოუკიდებელ და სხვაზე დამოკიდებულ საქართველოს შორის.
მართალია არჩევანი მრავალფეროვანი არ არის, მაგრამ მაინც საჭიროებს სერიოზულ დაფიქრებას, მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის წესით მარტივი გასაკეთებელია“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.
დეტალები ნახეთ „იმედის კვირაში“.
ყველა სიახლე
12 ოქტომბერი 2024, 09:53
პოლიტიკა
სოლომონ პავლიაშვილი: გარემოსდაცვითი სტაბილურობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) საბჭოს სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საქმიანობის და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
12 ოქტომბერი 2024, 09:46
რეგიონი
დაბა ბაკურიანში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება
ბაკურიანში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შენდება 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეებით და საინჟინრო სისტემებით. მნიშვნელოვანია, რომ ბაღის მიმდებარედ არის ახლად აშენებული პარკი, რომლითაც უკვე სარგებლობენ როგორც ადგილობრივები, ისე დაბის სტუმრები. მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე კარგად ერწყმის საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურას - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბაკურიანში მშენებარე საბავშვო ბაღის დათვალიერების შემდეგ.
12 ოქტომბერი 2024, 09:40
არჩევნები აშშ
ტრამპი ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო ვერტმფრენით გაცილებას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო მის გაცილებას სამხედრო ვერტმფრენით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ტრამპის საარჩევნო შტაბმა სახელმწიფოს ასეთი თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც მასზე 13 ივლისს და 15 სექტემბერს თავდასხმის ორი მცდელობა განხორციელდა. გასულ თვეს აშშ-ის დაზვერვამ ტრამპს განუცხადა, რომ მას საფრთხე ირანისგან ემუქრება. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს იცავს, განაცხადა, რომ „ყოფილი პრეზიდენტი დაცვის მაღალი დონით სარგებლობს“, მაგრამ ტრამპი უფრო მეტს ითხოვს.
12 ოქტომბერი 2024, 09:09
სპორტი
ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს
ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
12 ოქტომბერი 2024, 09:00
არჩევნები აშშ
ჰარისმა ტრამპის უარი დებატებზე სისუსტედ შეაფასა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის შეფასებით, მისმა კონკურენტმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სუსტი ნაბიჯი გადადგა, როცა დებატებზე უარი განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს. ჰარისი მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ დებატებზე უარის თქმა მასზე სასარგებლოდ არ აისახება და პრინციპულად მაინც არაფერს ცვლის. „ვფიქრობ, ეს არ არის კარგი ამომრჩევლებისთვის. მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სუსტი სვლაა. ის [ტრამპი] რომც არ დათანხმდეს დებატებს, ამ არჩევნების კონტრასტი უკვე ნათელია. ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მომავლის ხედვების შესახებაა. ერთია მისი ხედვა, რომელიც წარსულზეა ფოკუსირებული, ხოლო მეორე - ჩვენი - მომავალზე ორიენტირებული“, - განაცხადა ჰარისმა.
12 ოქტომბერი 2024, 08:44
მსოფლიო
მედია: გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მეტი მსხვერპლი წელს სექტემბერში იყო
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მეტი მსხვერპლი წელს სექტემბერში იყო. როგორც უკრაინული მედია წერს, გაეროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა 46% 60 წელზე მეტი ასაკის იყო, სექტემბერში 9 ბავშვი დაიღუპა, 76 ბავშვი კი დაიჭრა.
12 ოქტომბერი 2024, 08:00
საზოგადოება
საქართველოში აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
დღეს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
12 ოქტომბერი 2024, 00:47
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაში 0:1 დასრულდა
საქართველო უკრაინის თამაში 0:1 დასრულდა. თამაში დაძაბულად წარიმართა. ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინას პოზნანში შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 23:22
სპორტი
1:0 - უკრაინამ საქართველოს გოლი გაუტანა
საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
11 ოქტომბერი 2024, 22:46
სპორტი
საქართველოსა და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა დაიწყო
საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე. სათადარიგო შემადგენლობაში არიან ლორია, გუგეშაშვილი, გოგლიჩიძე, კვერკველია, ბოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, შენგელია, ნონიკაშვილი, ალთუნაშვილი, გულიაშვილი, დავითაშვილი, ზივზივაძე.
11 ოქტომბერი 2024, 22:44
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშზე: შთაბეჭდილება დამრჩა, ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს, დანარჩენ საკითხებზე იფიქრეს და ძველ „ჩვენებას" მიაწვნენ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს. არჩევნების შემდეგ კი იმას იტყვიან რა ინსტრუქციაც ექნებათ, მაგრამ სიმართლეს უკვე ვერსად გაექცევიან.
11 ოქტომბერი 2024, 22:05
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ახალი ტექნოლოგიური ჰაბის პროექტით, პოტენციალი, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდობას გააჩნია, მაქსიმალურად იქნება რეალიზებული
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სიმბოლურია, რომ პროექტის პრეზენტაცია ხდება ქუთაისში, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა. „ქუთაისში არის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ვფიქრობ, ბოლო წლებში, დამოუკიდებლობის პერიოდში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ძალიან წარმატებით ხორციელდება და აქვს მნიშვნელოვანი ამბიციური გეგმები, რომ ეს ქალაქი არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრი იყოს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას ისახავს მიზნად, სრულად თანხვედრაშია განვითარების ამ ხედვასთან,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
11 ოქტომბერი 2024, 21:45
სპორტი
უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
11 ოქტომბერი 2024, 21:29
მსოფლიო
ზელენსკი: „გამარჯვების გეგმა“ შეიცავს ნაბიჯებს, რომელიც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არაუგვიანეს 2025 წლისა დასრულდეს.
11 ოქტომბერი 2024, 20:38
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განვითარებას ყველა მიმართულებით და მეტ ინვესტიციებს
ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება რეფორმები, რომელსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ. მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს 0%-იან საგადასახადო რეჟიმს ყველა ქართული ინოვაციური სტარტაპ-კომპანიისთვის პირველი სამი წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 ოქტომბერი 2024, 20:24
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: როდესაც ბუნებით სარწმუნოებისა და წარმომავლობის მიღმა იმყოფები, როდესაც არც ერთი გაგაჩნია, არც მეორე, ან ორივესი გრცხვენია - მაშინ „ვარსქენ არშუშას ძე ფეროზიანი“ ხარ
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ეხმიანება „პოს ტვ“-ის მიერ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძისთვის დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ მალავს იგი საკუთარ წარმომავლობას.
11 ოქტომბერი 2024, 20:15
რეგიონი
ირაკლი კობახიძე: მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 ოქტომბერი 2024, 20:10
პოლიტიკა
გია აბაშიძე გიორგი გახარიას გუნდის წევრებზე: მმართველმა გუნდმა ეს პარაზიტები ეტაპობრივად მოიშორა, თუმცა მათი ადგილი დამსახურებულად აღმოჩნდა რადიკალების ფლანგზე
რით მიდის არჩევნებზე ქართული საზოგადოება ამ ოპოველით? ნაცნაძირლების ადამიანური რესურსებით, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, გიორგი გახარიას გუნდის წევრებზე - ნათია მეზვრიშვილზე, კახა ქემოკლიძესა და ზაზა თავაძეზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადეიშვილი-მერაბიშვილის კადრები იყვნენ და სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ.
11 ოქტომბერი 2024, 19:59
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: მისასალმებელია, რომ ეუთო/ოდირის მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით
მისასალმებელია, რომ მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, ბრიფინგზე.
11 ოქტომბერი 2024, 19:54
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: მადლობას ვუხდით ეუთო-ოდირის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე გაწეული საქმიანობისთვის და ვაგრძელებთ მათთან მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში მოცემული შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს
მადლობას ვუხდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება არჩევნების მშვიდად, თავისუფლად და პროფესიონალურად ჩატარების საკითხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხებოდა.