09 სექტემბერი 2024, 09:56 / სანდო წყარო

„ხალხის ძალა“: თუ აქამდე გარე აქტორები თავს იკავებდნენ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ღია თავდასხმისგან, ამჯერად ეს წითელი ხაზიც გადაკვეთილია

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონი მეორე მოსმენით მიიღო, ძალიან ბევრ აქამდე დაფარულ პროცესს ფარდა აეხადა. კანონი და საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გახდა. თუ აქამდე გარე აქტორები თავს იკავებდნენ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ღია თავდასხმისგან, ამჯერად ეს წითელი ხაზიც გადაკვეთილია, - აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განხცადებაში.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ „პირველი მერცხალი“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი, პიტერ სტანო აღმოჩნდა, რომელმაც ევროკავშირის სახელით დაგმო კანონის მეორე მოსმენით მიღება, მას ნაჩქარევი უწოდა და პირდაპირ თქვა, რომ საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, თუმცა განმარტება არ მოგვისმენია, რომელ უფლებებს გამოუთხარა ძირი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვამ.

„ევროკავშირის სახელით სტანომ აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი, ასევე ქართული გამჭვირვალობის კანონი საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მანიშნებელია.

ფაქტობრივად იდენტური განცხადებები გააკეთა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. შეუიარაღებელი თვალით, მარტივად გარჩევადი იყო, რომ მისი ჩამოსვლისა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების მიზანს ჩამოშლილი ოპოზიციის გამაგრება და ხელისუფლების დისკრედიტაცია წარმოადგენდა. სიტყვათა შეთანხმება „დემოკრატიული უკუსვლა“ შაჰინმა გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონების ჭრილში ახსენა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ გარემოებად დაასახელა.

კანონი გამჭვირვალობის შესახებ მძიმე თავდასხმის ობიექტი გახდა კიდევ ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანის, ჯეიმს ო'ბრაიენის მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში პირდაპირ ამბობს, რომ კანონი, რომელიც რეალურად აწესრიგებს შავი ფულის შემოდინებას NGO-ებში და რომლის მთავარი მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობაა, თურმე ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს. ო'ბრაიენმა გამჭვირვალობის კანონის გამო, 26 ოქტომბრის არჩევნები ფაქტობრივად შეუმდგარ პროცესად გამოაცხადა, როდესაც ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა: „ეს კანონი ცდილობს სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი“.

ამ დეზინფორმაციული განცხადებების პარალელურად ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტმა ახალი კვლევის ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ყველა კრიტერიუმით, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ამასთანავე ინსტიტუტი მოუწოდებს ევროკავშირს, რომ იხელმძღვანელოს შეფასების ობიექტური კრიტერიუმებით და დააჩქაროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, მათ შორის სწრაფად გაუხსნას ჩვენს ქვეყანას მოლაპარაკებები.

შორს რომ არ წავიდეთ, მხოლოდ ამ გარემოებათა ანალიზიც კი გვაჩვენებს, რეალურად რა პროცესები მიდის საქართველოსთან მიმართებით. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ევროკავშირსა და ამერიკაში უკვე აღარ მალავენ იმ რეალურ მიზეზებს, რის გამოც ჩვენი ქვეყანა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება დემოკრატიულ უკუსვლაშია დადანაშაულებული და ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია. ეს არის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, შავი ფულით მომუშავე აგენტურული NGO-ებისათვის გამჭვირვალობის მოთხოვნა, რუსეთის მიმართ სანქციების არდაწესება და უარის თქმა მეორე ფრონტის გახსნასა და საომარ მოქმედებებში ჩართვაზე.

თუ აქამდე შედარებით რთული იყო გარჩევა, თუ რატომ ცდილობდნენ ასე დაჟინებით საქართველოს დაჩაგვრას და ადგილობრივი აგენტურისა და მათი პატრონების პროპაგანდა მეტ-ნაკლებად მუშაობდა, თითქოს საქართველო არ ახორციელებს რეფორმებს და სწორედ ამიტომ ფერხდება ევროინტეგრაციის პროცესი, ნელ-ნელა ყველაფერს ნათელი ეფინება. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ რეალურად არც ევროკავშირის ბიუროკრატიას და არც მის მმართველ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას, ოფიციალურს თუ არაოფიციალურს, არ აინტერესებს არანაირი რეფორმა. სამწუხაროდ, მათთვის ასოცირების შეთანხმების სქელტანიანი დოკუმენტიც და 9 პუნქტიანი დათქმაც მაკულატურაა და მეტი არაფერი. ჩვენი ქვეყნისგან დღეს კონკრეტულ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და მეორე ფრონტს ითხოვენ. ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ განსაკუთრებით ხელს უშლით გამჭვირვალობის კანონი, რადგან საქართველოში მათთვის სასურველი, ყველა დავალების შემსრულებელი ხელისუფლების მოყვანის ერთადერთ გზად სწორედ შავი ფულით დაფინანსებული არასამთავრობოები ესახებათ.

პიტერ სტანოს განცხადებამ მკაფიოდ გამოკვეთა, რომ აგენტურით დაკომპლექტებული და გარედან მართული ევრობიუროკრატიისთვის ჩვენი ქვეყნის „დაფასება“ ამ დამღუპველ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, ისევე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესების ობიექტური ანალიზით იქნებოდა მიღებული, ცხადია უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე სწორედ საქართველოსთან უნდა გახსნილიყო მოლაპარაკებები. საქართველო ამ ორ ქვეყანას უსწრებს უკლებლივ ყველა კრიტერიუმით. უფრო მეტიც, დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხების, მათ შორის მედიის, ადამიანის უფლებების დაცვის და კორუფციისგან თავისუფლების ინდექსებით საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებზე ბევრად წინაა და ეს კვლევები „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის“ მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით ქვეყნდება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ დღეს საქართველოსგან არც ევროკავშირი და არც ამერიკის შეერთებული შტატები არანაირი რეფორმებს არ ელოდება. მათი მოთხოვნების მარტივი ანალიზიდანაც ჩანს, რომ

დღეს საქართველოს ევროინტეგრაცია ქვეყნის დანგრევაზე გადის. საქართველოშიც და ევროპის ქვეყნებშიც, თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანები ნათლად ხედავენ, რომ დღეს ევროპა ღრმა კრიზისშია და აგენტოკრატიის
მმართველობის მძიმე შედეგებს იმკის. ევროპულმა ბიუროკრატიამ, რომელიც სრულად კონტროლდება და კოორდინირდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეგრეთწოდებული „დიფ სთეითისგან“, სრულად დაუკარგა ფასი ევროკავშირს - გაერთიანებას, რომელიც ოდესღაც სწორედ იმიტომ იყო სასურველი და მისაბაძი, რომ ქრისტიანულ ღირებულებებსა და ჯანსაღ ფასეულობებზე იყო დაფუძნებული. საბედნიეროდ, ევროგაერთიანების ქვეყნებში, ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნების შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ღრმა კრიზისს ევროპელებიც აცნობიერებენ და ევროპული ბიუროკრატიის აგენტოკრატიისგან გათავისუფლება დაუსახავთ მიზნად.

ჩვენი მხრივ, ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპა მალე გათავისუფლდეს მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან.

თუმცა იქამდე, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს. გლობალური ომის პარტია, რომელიც საბედნიეროდ, ქართული მოსახლეობისთვის უკვე კარგად გაშიფრული და ნაცნობი მეტაფორაა და ქართველმა ხალხმა ამ მეტაფორაში კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები და გაერთიანებები ამოიცნო, ყველაფრის ფასად ეცდება, საქართველოს ხელისუფლებაში მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანოს.

თუ გლობალურმა ომის პარტიამ ამ მიზანს მიაღწია, ჩვენ ქვეყანაში ბომბების წვიმა და ქვეყნის უკრაინიზაცია მეორე დღესვე დაიწყება, ხოლო თუკი ქართველი ხალხის გონიერება გაიმარჯვებს, ჩვენს ქვეყანასაც გავიყვანთ სამშვიდობოს და ევროპელ ხალხსაც ვაჩვენებთ იმის მაგალითს, თუ როგორ არ უნდა დაუთმო შენი ქვეყანა აგენტურას, რაც უნდა დიდი და მძიმე იყოს ზეწოლა“, - აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

ყველა სიახლე

ალი ხამენეი

04 ოქტომბერი 2024, 09:01

მსოფლიო

ირანის უზენაესი ლიდერი პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დღეს პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს. ინფორმაცია ალი ხამენეის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ლოცვის დასრულების შემდეგ ალი ხამენეი იქადაგებს. აღსანიშნავია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ლოცვას ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ და დაჯგუფება „ჰამასის“ გასული წლის ოქტომბერში ისრაელში შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე აღავლენს. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ მისი ქადაგების შემდეგ ისრაელთან დაკავშირებით ირანის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი. ალი ხამენეი, რომელიც ირანში უმაღლეს ხელისუფალს წარმოადგენს, ლოცვას იმამ ხომეინის გრანდ მოსალას მეჩეთში, თეირანში აღავლენს.

04 ოქტომბერი 2024, 08:48

არჩევნები 2024

რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება

რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებიან.

პეტერ ფიშერი

04 ოქტომბერი 2024, 08:37

პოლიტიკა

პეტერ ფიშერი: ჩვენ არ ვიცით საქართველოს პრეზიდენტის სხვა შეხვედრების დეტალების შესახებ, მაგრამ მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა

ზურაბიშვილის ვიზიტი და მის მიერ გამართული საარჩევნო აგიტაცია გერმანიაში, სადაც 2017 წლიდან უცხოელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წარმოება ეკრძალებათ - გერმანიის ელჩი „ქრონიკასთან“ კანონდარღვევის რეაგირებაზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, სხვა შეხვედრების დეტალები მისთვის უცნობია.

გიორგი კახიანი

04 ოქტომბერი 2024, 08:28

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: პრეზიდენტმა ვერ გაბედა, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის ვეტო დაედო, რადგან საზოგადოებისგან ამას ძალიან უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობა და ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა, პრეზიდენტმა საზოგადოების შიშით კანონპროექტისთვის ვეტოს დადება ვერ გაბედა, თუმცა, ვერც ხელის მოწერა შეძლო.

ალუდა ღუდუშაური

04 ოქტომბერი 2024, 08:20

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე: მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა მავნე ზეგავლენისგან

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, ეს კანონი უპრეცედენტო მნიშვნელობისაა, რადგან ახალგაზრდებს ამორალური ზეგავლენისგან დაიცავს.

ლევან მაჭავარიანი

04 ოქტომბერი 2024, 08:13

პოლიტიკა

ლევან მჭავარიანი: დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ლგბტ პროპაგანდაა, ეს კანონი მომავალ თაობას ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან დაიცავს

ლგბტ კანონი ჩვენ მომავალ თაობას დაიცავს ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა

04 ოქტომბერი 2024, 08:06

არჩევნები 2024

მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება

მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება. დღეს ხელოვანებს ახმეტა და ყვარელი უმასპინძლებს. მმართველი პარტიის პოლიტიკას საგარეჯოშიც იზიარებენ.

ჰაშემ საფი ად-დინი

04 ოქტომბერი 2024, 03:09

მსოფლიო

მედია: ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა

„ჰეზბოლას“ ლიკვიდირებული ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა.

04 ოქტომბერი 2024, 02:51

მსოფლიო

პენტაგონში განმარტეს, რატომ არ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში ხდება

პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა კომენტარი გააკეთა უკრაინისა და ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში მოკავშირეთა მონაწილეობის საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ამინ სალამი

04 ოქტომბერი 2024, 01:01

მსოფლიო

ლიბანის ეკონომიკის მინისტრი: ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს

ლიბანის ეკონომიკის მინისტრმა, ამინ სალამმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ოქტომბერი 2024, 00:45

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მაია ნიკოლეიშვილი

04 ოქტომბერი 2024, 00:31

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: ადამიანი, რომელიც დაჩაგრულია, ციხეშია, თავისუფლება შეზღუდულია, იქ სიბრალული და თანაგრძნობა გიჩნდება, მაგრამ საწყალი, ლიდერი და წინამძღოლი ვერასოდეს ვერ გახდება

მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ჯანმრთელობის კუთხით. მომაკვდავი კაცი, რომლის ნეკნიც თვალწინ მიდგას, ასე მალე გამოჯანმრთელდა, - განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ზუკა რურუა

04 ოქტომბერი 2024, 00:22

პოლიტიკა

ზუკა რურუა: რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი მიზანი - ხელისუფლებაში მოვიდეს და შემდეგ გარედან მართულები იყვნენ

„დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ცუდ ძალებთან, რომლებსაც უნდათ პროვოკაციის მოწყობა. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც არაფერი ადარდებს. მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ იყვნენ გარედან მართულები. ჩვენი ხელისუფლება არის ეროვნული, სუვერენული, ქვეყანა კი დამოუკიდებელი“, - აღნიშნა ზუკა რურუამ.

მაია ნიკოლეიშვილი

04 ოქტომბერი 2024, 00:13

არჩევნები 2024

მაია ნიკოლეიშვილი: ყველამ იცის, რომ არჩევნები როგორღაც ჩატარდება და არჩევნების მეორე დღეს აუცილებლად იქნება არეულობა. ეს თითქოს ნორმაა ისევე, როგორც ავღანეთში ბავშვი ფეხს აიდგამს თუ არა, იარაღი უჭირავს ხელში

„მაინც ვერ ვიტყოდი ასე, რომ სიმშვიდეა ქარიშხლის წინ. სიმშვიდეს ვერ ვგრძნობ, იცით რატომ? ყველამ იცის, რომ არჩევნები როგორღაც ჩატარდება და არჩევნების მეორე დღეს აუცილებლად იქნება არეულობა. ამას ყველა შეჩვეულია და თითქოს ნორმაა ისევე, როგორც ავღანეთში ბავშვი ფეხს აიდგამს თუ არა, იარაღი უჭირავს ხელში. ჩვენც დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ. არაადეკვატური სიმშვიდე მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკოსებშია“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ზუკა რურუა

04 ოქტომბერი 2024, 00:05

არჩევნები 2024

ზუკა რურუა: ლევან კობიაშვილი რომ არ ყოფილიყო პარლამენტში და პრობლემები, რაც ფეხბურთში იყო იქამდე არ მიეტანა, ხომ არ გვექნებოდა ეს წარმატება, რაც დღეს გვაქვს - 150 კაცში ყველა იურისტი ვერ იქნება

150 კაცში ყველა იურისტი ვერ იქნება და ყველა იურიდიულ საკითხებზე ვერ იმუშავებს, - ასე უპასუხა შეკითხვას, რატომ არის საჭირო სპორტსმენი იყოს პოლიტიკაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატმა ზუკა რურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ზუკა რურუა

04 ოქტომბერი 2024, 00:00

პოლიტიკა

ზუკა რურუა: პარლამენტში ყოფნის დროს, ჩემი მიზანი იქნება რომ ვიზრუნო ბაღის და სკოლის ასაკის ახალგაზრდებმა შეიძინონ ის სპორტული უნარები, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ

ახალგაზრდების მეტი ჩართულობა სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია - განაცხადა „ქართული ოცნების“ დელეგატმა ზუკა რურუამ გადაცემაში "იმედი LIVE".

03 ოქტომბერი 2024, 23:55

პოლიტიკა

ესპანური ანალიტიკური ცენტრი COORDENADAS: „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პროცესის სტაბილურობისადმი და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას

საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა გადამწყვეტი ფაქტორია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, - ნათქვამია ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის სტატიაში.

ზუკა რურუა

03 ოქტომბერი 2024, 23:53

არჩევნები 2024

ზუკა რურუა: მიხარია, რომ დელეგატად დამასახელეს, რადგან ვდგავარ იმ გუნდის გვერდით, რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მადლიერებას ვგრძნობ მოსახლეობისგან

„ვაკის რაიონში დავიბადე და გავიზარდე და ჩემს რაიონში ვგრძნობ დიდ მხარდაჭერას. მხარდაჭერა გამოიხატება როგორც შეხვედრებზე, ასევე პირად საუბრებში. ვსაუბრობთ ბევრ პრობლემაზეც, რაც დღეს არის ქვეყანაში. ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რის წინაშეც დგას ქვეყანა და ბევრ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემაზეც. ასევე ვსაუბრობთ იმ ბევრ საქმეზე, რაც ვაკის რაიონში გაკეთდა. მიხარია, რომ დელეგატად დამასახელეს, რადგან ვდგავარ იმ გუნდის გვერდით, რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მადლიერებას ვგრძნობ მოსახლეობისგან. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ , - აღნიშნა ზუკა რურუამ.

გურამ მაჭარაშვილი

03 ოქტომბერი 2024, 23:50

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: რაც უფრო რეალური იქნება ქვეყნის გაერთიანება, მით უფრო გაღიზიანდება ოპოზიცია

რაც უფრო რეალური იქნება ქვეყნის გაერთიანება, აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრების პერსპექტივა უფრო რეალური გახდება, მით უფრო გაღიზიანდება ოპოზიცია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

გურამ მაჭარაშვილი

03 ოქტომბერი 2024, 23:37

არჩევნები 2024

გურამ მაჭარაშვილი: შოლცის პარტიამ წააგო, მაკრონის პარტიამაც წააგო, მმართველი ხელისუფლების პარტიებმა წააგეს ევროპაში. ევროპელი საზოგადოება არ არის მომხრე ოჯახური სიწმინდეების საწინააღმდეგო კანონების

სასიხარულოა, რომ მათ [საქართველოს მოქალაქეებს] ესმით, რომ ევროპული ღირებულება არ არის ომი, არამედ - მშვიდობაა. ევროპული ღირებულება არ არის ლგბტ პროპაგანდა და არის ოჯახური სიწმინდე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.