ირაკლი კობახიძე: ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს
ირაკლი კობახიძე
ფოტო: ქართული ოცნება
ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას არ ქონია ომი
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დასდევს გარე განცხადებებს, ჩვენ არ დავსდევთ არც ერთ განცხადებას, არც ამერიკულს, არც რუსულს, ჩვენ დავსდევთ იმას, თუ რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. მინდა, შეგახსენოთ შედეგები რა არის - შედეგი არის ის, რომ ჩვენ 12 წლისა და მათ შორის ბოლო 4 წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყნისთვის უწყვეტი მშვიდობა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას არ ქონია ომი. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური შედეგები. ამ 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, მაგალითად მოლდოვას ამ წლების განმავლობაში გავასწარით დაახლოებით 9 მილიარდ დოლარით, ანუ საქართველოსა და მოლდოვას შორის სხვაობა გაზიარდა 9 მილიარდი დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსა და მოლდოვას ბიუჯეტს შორის სხვაობა გაზიარდა 2 მილიარდ დოლარზე მეტით, მხოლოდ ამ რამდენიმე 3-4 წლის განმავლობაში - ეს არის ეკონომიკური მხარე. ეკონომიკა ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც თანდათანობით უმჯობესდება, ეს მოაქვს ღირსეულ პოლიტიკას, ღირსეული პოლიტიკის შედეგია მშვიდობის შენარჩუნება და უწყვეტ მშვიდობას მოაქვს ეკონომიკური წინსვლა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები და თქვენ დასდევთ ხან რუსულ, ხან ამერიკულ, ხან ევროპულ განცხადებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 2012 წლამდე, როცა ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
„მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა მაშინ სიღარიბის ზღვარს მიღმა და მაშინ ცაში აყავდათ მათ შორის ამერიკელებს და ევროპელებს „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი. ჩვენ არ დავსდევთ ასეთ განცხადებებს, ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყნის, ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს, ეს განცხადება ხან იქნება სამართლიანი, ხან უსამართლო, ეს არ არის საინტერესო, საინტერესოა, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
04 ოქტომბერი 2024, 09:36
მსოფლიო
რუსული მედიის ინფორმაციას, რომ უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა სცადა, კიევი კატეგორიულად უარყოფს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი ტიხის თქმით, საოკუპაციო ძალებისგან განსხვავებით, უკრაინული ძალები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს იცავენ და სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას თავს არ ესხმიან.
04 ოქტომბერი 2024, 09:22
მსოფლიო
ევროკომისია უნგრეთს სუვერენიტეტის შესახებ კანონის გამო უჩივის
ევროპულმა კომისამ უნგრეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა სუვერენიტეტის შესახებ მიღებული კანონის გამო. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. უნგრეთმა კანონი ნაციონალური სუვერენიტეტის შესახებ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. მისი ინიციატორი მმართველი პარტია „ფიდესი“ იყო. კანონის თანახმად, უნგრეთში სუვერენიტეტის დაცვის ოფისი შეიქმნება. სუვერენიტეტის დაცვის ოფისის მთავარი ამოცანა კონკრეტული საქმიანობის შესწავლა იქნება, რომელიც სხვა სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის ინტერებში ხორციელდება და უნგრეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.
04 ოქტომბერი 2024, 09:21
არჩევნები 2024
ირაკლი ხელაძე: ყოველდღიურად ვგრძნობთ მხარდაჭერას ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისგან
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს აგრძელებს. დელეგატი გურამიშვილის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან მმართველი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.
04 ოქტომბერი 2024, 09:16
არჩევნები 2024
ნუცა ბუზალაძე: ველოდებით 26 ოქტომბერს, მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“
მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელიც თბილისში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნას დაესწრო.
04 ოქტომბერი 2024, 09:05
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს მეცხრე ისრაელელი ჯარისკაცია, რომელიც სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ არის დაღუპული.
04 ოქტომბერი 2024, 09:01
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერი პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დღეს პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს. ინფორმაცია ალი ხამენეის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ლოცვის დასრულების შემდეგ ალი ხამენეი იქადაგებს. აღსანიშნავია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ლოცვას ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ და დაჯგუფება „ჰამასის“ გასული წლის ოქტომბერში ისრაელში შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე აღავლენს. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ მისი ქადაგების შემდეგ ისრაელთან დაკავშირებით ირანის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი. ალი ხამენეი, რომელიც ირანში უმაღლეს ხელისუფალს წარმოადგენს, ლოცვას იმამ ხომეინის გრანდ მოსალას მეჩეთში, თეირანში აღავლენს.
04 ოქტომბერი 2024, 08:48
არჩევნები 2024
რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება
რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებიან.
04 ოქტომბერი 2024, 08:37
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: ჩვენ არ ვიცით საქართველოს პრეზიდენტის სხვა შეხვედრების დეტალების შესახებ, მაგრამ მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა
ზურაბიშვილის ვიზიტი და მის მიერ გამართული საარჩევნო აგიტაცია გერმანიაში, სადაც 2017 წლიდან უცხოელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წარმოება ეკრძალებათ - გერმანიის ელჩი „ქრონიკასთან“ კანონდარღვევის რეაგირებაზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, სხვა შეხვედრების დეტალები მისთვის უცნობია.
04 ოქტომბერი 2024, 08:28
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: პრეზიდენტმა ვერ გაბედა, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის ვეტო დაედო, რადგან საზოგადოებისგან ამას ძალიან უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობა და ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა, პრეზიდენტმა საზოგადოების შიშით კანონპროექტისთვის ვეტოს დადება ვერ გაბედა, თუმცა, ვერც ხელის მოწერა შეძლო.
04 ოქტომბერი 2024, 08:20
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე: მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა მავნე ზეგავლენისგან
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, ეს კანონი უპრეცედენტო მნიშვნელობისაა, რადგან ახალგაზრდებს ამორალური ზეგავლენისგან დაიცავს.
04 ოქტომბერი 2024, 08:13
პოლიტიკა
ლევან მჭავარიანი: დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ლგბტ პროპაგანდაა, ეს კანონი მომავალ თაობას ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან დაიცავს
ლგბტ კანონი ჩვენ მომავალ თაობას დაიცავს ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა
04 ოქტომბერი 2024, 08:06
არჩევნები 2024
მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება
მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება. დღეს ხელოვანებს ახმეტა და ყვარელი უმასპინძლებს. მმართველი პარტიის პოლიტიკას საგარეჯოშიც იზიარებენ.
04 ოქტომბერი 2024, 03:09
მსოფლიო
მედია: ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა
„ჰეზბოლას“ ლიკვიდირებული ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა.
04 ოქტომბერი 2024, 02:51
მსოფლიო
პენტაგონში განმარტეს, რატომ არ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში ხდება
პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა კომენტარი გააკეთა უკრაინისა და ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში მოკავშირეთა მონაწილეობის საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2024, 01:01
მსოფლიო
ლიბანის ეკონომიკის მინისტრი: ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს
ლიბანის ეკონომიკის მინისტრმა, ამინ სალამმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს.
04 ოქტომბერი 2024, 00:45
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2024, 00:31
პოლიტიკა
მაია ნიკოლეიშვილი: ადამიანი, რომელიც დაჩაგრულია, ციხეშია, თავისუფლება შეზღუდულია, იქ სიბრალული და თანაგრძნობა გიჩნდება, მაგრამ საწყალი, ლიდერი და წინამძღოლი ვერასოდეს ვერ გახდება
მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ჯანმრთელობის კუთხით. მომაკვდავი კაცი, რომლის ნეკნიც თვალწინ მიდგას, ასე მალე გამოჯანმრთელდა, - განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
04 ოქტომბერი 2024, 00:22
პოლიტიკა
ზუკა რურუა: რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი მიზანი - ხელისუფლებაში მოვიდეს და შემდეგ გარედან მართულები იყვნენ
„დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ცუდ ძალებთან, რომლებსაც უნდათ პროვოკაციის მოწყობა. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც არაფერი ადარდებს. მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ იყვნენ გარედან მართულები. ჩვენი ხელისუფლება არის ეროვნული, სუვერენული, ქვეყანა კი დამოუკიდებელი“, - აღნიშნა ზუკა რურუამ.
04 ოქტომბერი 2024, 00:13
არჩევნები 2024
მაია ნიკოლეიშვილი: ყველამ იცის, რომ არჩევნები როგორღაც ჩატარდება და არჩევნების მეორე დღეს აუცილებლად იქნება არეულობა. ეს თითქოს ნორმაა ისევე, როგორც ავღანეთში ბავშვი ფეხს აიდგამს თუ არა, იარაღი უჭირავს ხელში
„მაინც ვერ ვიტყოდი ასე, რომ სიმშვიდეა ქარიშხლის წინ. სიმშვიდეს ვერ ვგრძნობ, იცით რატომ? ყველამ იცის, რომ არჩევნები როგორღაც ჩატარდება და არჩევნების მეორე დღეს აუცილებლად იქნება არეულობა. ამას ყველა შეჩვეულია და თითქოს ნორმაა ისევე, როგორც ავღანეთში ბავშვი ფეხს აიდგამს თუ არა, იარაღი უჭირავს ხელში. ჩვენც დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ. არაადეკვატური სიმშვიდე მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკოსებშია“, - აღნიშნა ექსპერტმა.
04 ოქტომბერი 2024, 00:05
არჩევნები 2024
ზუკა რურუა: ლევან კობიაშვილი რომ არ ყოფილიყო პარლამენტში და პრობლემები, რაც ფეხბურთში იყო იქამდე არ მიეტანა, ხომ არ გვექნებოდა ეს წარმატება, რაც დღეს გვაქვს - 150 კაცში ყველა იურისტი ვერ იქნება
150 კაცში ყველა იურისტი ვერ იქნება და ყველა იურიდიულ საკითხებზე ვერ იმუშავებს, - ასე უპასუხა შეკითხვას, რატომ არის საჭირო სპორტსმენი იყოს პოლიტიკაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატმა ზუკა რურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.