09 სექტემბერი 2024, 16:47 / სანდო წყარო

მიხეილ ყაველაშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ოპოზიცია ვერ ბედავს ვერაფრის თქმას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით - ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების, არჩევნები ახლოვდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი, პარტიის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიანება.

ჟურნალისტებთან საუბარში დეპუტატმა განმარტა, რომ კანონი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით ახალგაზრდებისა და ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა შეთანხმებულია ამ კანონის მიღების საჭიროებასთან დაკავშირებით, თუმცა ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან.

დეპუტატმა გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. მისი თქმით, გარე ძალების მიერ დაორგანიზებული კამპანია, რომელშიც არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიციაც მონაწილეობდა, უშედეგო იყო, რადგან ვერც ერთი სამართლებრივი ფაქტი ვერ წარმოადგინეს თუ რას ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა.
ყაველაშვილი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებისთვის წამოწყებულ კამპანიასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ ხელისუფლების პრინციპულმა პოზიციამ დაანახა ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში არ აწამებენ და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა ხელისუფლების სწორ ნაბიჯებსაც და აღნიშნა, რომ გარე ძალების გეგმების განხორციელების შემთხვევაში ქვეყანაში მეორე ფრონტი იქნებოდა და დამანგრეველი პროცესები დაიწყებოდა.

დეპუტატი ოპოზიციასაც მიმართავს და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს, თუმცა თავადვე განმარტავს, რომ ახლა ოპოზიცია საკუთარ აზრს ვერ დააფიქსირებს, რადგან არჩევნები ახლოვდება. ეს კანონი კი თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


„დღეს გამოქვეყნდა „ხალხის ძალის“ წერილი და მინდა საზოგადოებას კვლავ მოვუწოდო სიფხიზლისკენ. მნიშვნელოვანი პასაჟებია მოცემული, მაგალითად ევროკავშირის პრეს-სპიკერ პიტერ სტანოს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს ო ბრაიანის და კონგრესმენ ჯინ შაჰინის განცხადებები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე მიუთითებენ. სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, გაიშიფრა ყველაფერი - ადამიანები საუბრობენ კანონზე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო და სწორედ ადამიანის უფლებების, ჩვენი მოზარდების დაცვისკენ არის მიმართული. ამ კანონს პირდაპირ ეწინააღმდეგება პიტერ სტანო. მან აღნიშნა, რომ თუ ამ კანონს მივიღებთ, ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა შეთანხმებული ვართ ამ კანონთან დაკავშირებით.

ასევე, მაგალითად ავიღოთ გამჭვირვალობის კანონი. ორი წელია ვხედავთ, რომ გარე ძალების მიერ დაორგანიზებული აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობს ამ კანონთან დაკავშირებით, სადაც ასევე ჩართულია არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია. მათ ვერც ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეს, თუ რას ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონი. პარადოქსი რა არის იცით? საერთაშორისო გამჭვირვალობა გამჭვირვალობის შესახებ კანონს რომ ეწინააღმდეგება. ეს, ალბათ, დარჩება ისტორიას, რომ არანაირი ფაქტობრივი სამართლებრივი შენიშვნა არ არსებობს ამ კანონთან მიმართებაში.

დღეს ვნახეთ პრემიერის განცხადება, დაახლოებით 450 არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა და არავის არ ეზღუდება საქმიანობა, უბრალოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, გარედან დაფინანსებული ეს ორგანიზაციები, რა მიზნით ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას.

საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა და უსწრებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს სხვადასხვა პარამეტრებით, მაგალითად: ეკონომიკური ზრდა, ადამიანის უფლებები, კორუფციასთან ბრძოლა - ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ ამ მიმართულებით. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა კვლევითმა ინსტიტუტმა, ობიექტური დასკვნა გამოაქვეყნა და მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლებს - ამ ქვეყანას, რომელიც ლიდერი არის კანდიდატებს შორის, რატომ კრავთ ხელს, რატომ არ არის დაწყებული მოლაპარაკება საქართველოსთან, რომელიც უსწრებს უკრაინასაც, მოლდოვასაც და სხვა ქვეყნებსაცო და მოყვანილი აქვთ ფაქტები, შეფასებები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. მე შემიძლია ეს სია გავაგრძელო, გავიხსენო ის რეზოლუციები, რომლებიც ევროპარლამენტმა მიიღო 557 პარლამენტარის მეშვეობით, რომლებიც ამბობდნენ, რომ თითქოს, ჩვენ ვაწამებდით მიხეილ სააკაშვილს, ვკლავდით ციხეში და გვთხოვდნენ მის გათავისუფლებას. გახსოვთ, როგორი აღვირახსნილი კამპანია იყო, უნდა დაგვერღვია კანონი, შევწინააღმდეგებოდით საქართველოს კანონმდებლობის ყველანაირ სამართლებრივ აქტს და ასეთი მოთხოვნების გამო, უნდა გაგვეთავისუფლებინა ის. ჩვენმა პრინციპულმა პოზიციებმა დაანახა ყველას, რომ სააკაშვილი არა თუ არ კვდება, არამედ ძალიან კარგადაც გამოიყურება და ნახეთ, როგორი მებრძოლი გახდა არჩევნების წინ ეს ადამიანი. სულ მიკვირს ხოლმე, რატომ არ ჩნდება კითხვები იმ აქტორების, იმ ელჩების შესახებ, რომლებიც ამ კამპანიაში პირდაპირ ჩართულები იყვნენ და ასეთ აღვირახსნილ კამპანიას აწარმოებდნენ საქართველოს წინააღმდეგ.

აღსანიშნავია სანქციებთან მიერთების, მოხალისეების უკრაინაში გაგზავნის თემა, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, ხომ იქნებოდა აქ მეორე ფრონტი გახსნილი და რა დამანგრეველი პროცესები ელოდა საქართველოს, ეს გეგმები რომ განხორციელებულიყო. ყველა ეს ფაქტი ხომ ხელისგულზე დევს?!

ჩვენ, ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, დავიწყეთ ამ საკითხებზე საუბარი. გახსოვთ როგორი შემოტევა იყო ჩვენზე, როცა გავბედეთ და აშშ-ს ელჩს მივმართეთ დაესაბუთებინა მისი გამონათქვამები ომთან დაკავშირებით, პირდაპირ მაგალითები მივუთითეთ, როგორ ითხოვდნენ მათგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები სანქციებთან შეერთებას და მოხალისეების გაგზავნას. რატომ არ ეწინააღმდეგებოდა ამერიკის საელჩო და აშშ-ს მთავრობა, როდესაც ეს ადამიანები პირდაპირ მოითხოვდნენ მეორე ფრონტს და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას. ამ ორმაგ სტანდარტზე იყო საუბარი და ხომ გახსოვთ, როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა ჩვენზე.

დღეს, საზოგადოება ინფორმირებულია და ამიტომ ასეთი უდიერი დამოკიდებულება. ჩვენ სამართლიანი პარტნიორები გვჭირდება, ამიტომაც იღებენ კრიტიკას, მთავარი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი.

ის საკითხები, რაზეც ახლა ვისაუბრე და რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს წერილში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ უნდა ვიყოთ პრინციპულები.

ეს ყველაფერი 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხება. ამიტომ იყო ჯეიმს ო ბრაიანის წერილიც. ის უკვე წინასწარ საუბრობს, თითქოს არჩევნები გაყალბდება და არ ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად - ეს პირდაპირი ზეწოლაა ხელისუფლებაზე და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა.სწორედ ამას ემსახურება უცხოელების გამონათქვამები და ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების ზეწოლა საქართველოზე გაიზრდება. ჩვენ ეს კარგად ვიცით და წინასწარ ვსაუბრობდით ამ თემაზე, რათა ინფორმირებული იყოს საზოგადოება.

ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან მიმართებაში მე მგონი არ არსებობს არანაირი შენიშვნები, ვერც კი გაბედა რადიკალურმა ოპოზიციამ რაიმეს თქმა. გაიხსენეთ როგორი ქილიკი იყო და როგორი იგნორირება ხდებოდა ამ კანონის. გვერდს უვლიდნენ - ვის აინტერესებს ეს კანონი, ეს პრობლემა არ არსებობსო და მეორე მოსმენით მიღების შემდეგ დავინახეთ პიტერ სტანოს კრიტიკული წერილი. სად არის ოპოზიცია? ლგბტ პროპაგანდასთან მიმართებაში ეთანხმება პიტერ სტანოს - ეს კანონი მიუღებელია? სად არიან, რატომ ვერ ბედავენ ვერაფრის თქმას? იმიტომ, რომ ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების, არჩევნებია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თითოეული მოქალაქისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

07 ოქტომბერი 2024, 19:03

პოლიტიკა

კახა კალაძე: პირველ რიგში, უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, რა სურს ქართველ ხალხს, მშვიდობა, განვითარება, წინსვლა, ევროკავშირი გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას და ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განწყობებზე

ევროკავშირის ელჩის განწყობებზე და რა არ მოსწონს და რა მოსწონს მაგაზე, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი მაგრამ, ქართველმა ხალხმა და საქართველოს ინტერესებმა მაგით არ უნდა იაროს, რა მოეწონება ევროკავშირის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩს, წარმოუდგენელია ხომ?, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ევროკავშირის ელჩის მიერ მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერების უარყოფითად შეფასებას.

მარიამ ლაშხი

07 ოქტომბერი 2024, 18:57

პოლიტიკა

მარიამ ლაშხმა კვლევის „STEM-ის შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში“ ანგარიშის პირველადი პრეზენტაცია გამართა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო წევრმა, მარიამ ლაშხმა, აიტი ასოციაციის (ICTA Association) ღონისძიების ფარგლებში, გამართა კვლევის „STEM-ის შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში“ ანგარიშის პირველადი პრეზენტაცია.

ჯო ბაიდენი

07 ოქტომბერი 2024, 18:52

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: 7 ოქტომბერი ასევე შევა ისტორიაში, როგორც ბნელი დღე პალესტინელი ხალხისთვის იმ კონფლიქტის გამო, რომელიც „ჰამასმა“ გააჩაღა ამ დღეს

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება გაავრცელა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით.

გიორგი კალანდარიშვილი

07 ოქტომბერი 2024, 18:45

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ამომრჩეველთა ერთიან სიაში წარმოუდგენელია ამომრჩევლის დუბლირება როგორც ერთი საარჩევნო უბნის, ასევე სხვადასხვა საარჩევნო უბნების შემთხვევაში

პირის დუბლირება არის წარმოუდგენელი იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაციის დისტრიბუცია ვერიფიკაციის აპარატებში ხორციელდება მისი უნიკალური პერსონალური ნომრით, რაც ბუნებრივია, ერთი აქვს ადამიანს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

07 ოქტომბერი 2024, 18:30

საზოგადოება

ჯაბა სამუშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც თსუ-ში „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე“ ისწავლიან.

გიორგი კალანდარიშვილი

07 ოქტომბერი 2024, 18:29

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების პერიოდში ინსტიტუციის ყველა მოქმედებაში იყოს მაქსიმალურად მაღალი გამჭვირვალობა და საჯაროობა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების პერიოდში ინსტიტუციის ყველა მოქმედებაში იყოს მაქსიმალურად მაღალი გამჭვირვალობა და საჯაროობა შემოტანილი, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

აიმან საფადი

07 ოქტომბერი 2024, 18:29

მსოფლიო

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელის ომი „ჰეზბოლასთან“ რეგიონს უფსკრულისკენ უბიძგებს

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ განაცხადა, რომ ისრაელის ომი „ჰეზბოლასთან“ რეგიონს უფსკრულისკენ უბიძგებს.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 18:27

არჩევნები 2024

გიორგი კახიანი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: ესეც საფრთხილოა იმ თვალსაზრისით, რომ ამით კიდევ ერთი პრეცედენტი არ შექმნან, რომლითაც არჩევნების წინ მოხდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეში ჩარევა

„წინასაარჩევნოდ ვხედავთ ქვეყნის გარედან ისეთი განცხადებების გააქტიურებას, რომლის მიზანიცაა, რომ რაღაცნაირად მოაძლიერონ ოპოზიციური ძალები და პოლიტიკური დღის წესრიგი შეუქმნან. ასევე ცდილობენ ასეთი განცხადებებით გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნებაზე. ეს არის ძალიან უხეში დარღვევა არა მარტო ჩვენი კანონმდებლობის. ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ადგენს, რომ არ შეიძლება არჩევნებში ჩარევა ხდებოდეს ქვეყნის გარედან. ამას რომელი ქვეყანა დაუშვებს?! როდესაც საუბარი დაიწყეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეკრებაზე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე, ვიცით, რომ დებატებია დაგეგმილი. ესეც ძალიან სენსიტიური თემაა. თუ რაიმეს მიიღებენ, დასკვნას, თუ რეზოლუციას, ესეც საფრთხილოა იმ თვალსაზრისით, რომ ამით კიდევ ერთი პრეცედენტი არ შექმნან, რომლითაც არჩევნების წინ მოხდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეში ჩარევა. რა ეწერება აქტში, გაურკვეველია, თუმცა წინაპირობა არც თუ ისე დამაიმედებელია. მე პირადად იმის დიდ ალბათობას ვხედავ, ესეც იქნება მორიგი რგოლი იმ ჯაჭვში, რასაც ჰქვია - იქნებ რამენაირად ეს უსუსური ოპოზიცია გამოაცოცხლონ. რა განცხადებებიც კეთდება ბოლო დროს საქართველოსთან მიმართებაში, როგორ შეიძლება პოლიტიკურად ნეიტრალურ განცხადებებად აღიქვა?! კეთილი ინებონ და არჩევნებამდე თავი შეიკავონ“, - აღნიშნა კახიანმა.

დავით ქართველიშვილი

07 ოქტომბერი 2024, 18:24

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ამერიკის საელჩო თუ თავად არ არის დაინტერესებული არეულობით და თავადვე არ არის ორგანიზატორი იმის, რასაც აქ მყოფ თავისივე მოქალაქეებს უანონსებს, მაშინ სხვა ნიშანი არეულობის უბრალოდ არ არსებობს

საქართველოში დღეს აბსოლუტური სიმშვიდეა. ამერიკის საელჩო თუ თავად არ არის დაინტერესებული არეულობით და თავადვე არ არის ორგანიზატორი იმის, რასაც აქ მყოფ თავისივე მოქალაქეებს უანონსებს, მაშინ სხვა ნიშანი არეულობის არ არსებობს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 18:22

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა ახლა ის თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში

მოქალაქეებმა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა ახლა ზურაბიშვილი თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

07 ოქტომბერი 2024, 18:20

მსოფლიო

ერდოღანი: ისრაელი ღაზაში განხორციელებული გენოციდისთვის საფასურს გადაიხდის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში განხორციელებული გენოციდისთვის საფასურს გადაიხდის.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 18:19

არჩევნები 2024

გიორგი კახიანი: დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ, ის ურთიერთობები, რაც გვქონდა სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, ძალიან მალე აღდგება და გავაგრძელებთ გზას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით

ჩვენ იმდენი რამ გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, იმდენი რამ ვნახეთ, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური ცნობიერების ხარისხი ძალიან მაღალია და შესაბამისად, თუ ადრე შეიძლებოდა რაღაც დეზინფორმაციას მეტ-ნაკლებად აჰყოლოდა საზოგადოება, დღეს ძალიან კარგი ანალიზის გაკეთება შეგვიძლია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 18:16

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ იმ გაერთიანებაში, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ჩამოყალიბდა, შეუძლიათ რაიმე საერთო გადაწყვეტილებებზე შეჯერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იდეურად ეს არის პოლიტიკური გუნდი

არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ იმ გაერთიანებაში, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ჩამოყალიბდა, შეუძლიათ რაიმე საერთო გადაწყვეტილებებზე შეჯერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იდეურად ეს არის პოლიტიკური გუნდი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

07 ოქტომბერი 2024, 18:16

რეგიონი

ოზურგეთის მერიის, მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოზურგეთის მერიის, მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

07 ოქტომბერი 2024, 18:12

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ლანჩხუთის სოფლებში აგრძელებს

„ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, სუფსასა და ახალსოფელში მოსახლეობას შეხვდნენ.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 18:11

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ე.წ. ქარტიით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა ერთი მხრივ ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არის სრულიად უსუსური, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს

ე.წ. ქარტიით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა ერთი მხრივ ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არის სრულიად უსუსური ოპოზიცია, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს , - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პრემიერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე.

რობერტ ფიცო დენის შმიგალი

07 ოქტომბერი 2024, 18:05

მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერი უკრაინელ კოლეგას: ღიად ვამბობ, რომ ცივი დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ კვლავ დააფიქსირა ნეგატიური დამოკიდებულება უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ, თუმცა პირობა დადო, რომ არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მუჰამედ ალი ჯანა

07 ოქტომბერი 2024, 18:05

ეკონომიკა

Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე: საქართველოს შეუძლია იყოს ძალიან დიდი ტურისტული დანიშნულების ადგილი მომავალში

მსოფლიო ტურიზმის დღის თბილისში ჩატარებას Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე მუჰამედ ალი ჯანა საქართველოსთვის წარმატებულ ღონისძიებად აფასებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნანა კაკაბაძე

07 ოქტომბერი 2024, 18:02

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ჰერჩინსკიმ თითქოს, უარყო „ფორმულას“ მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, ხელისუფლების მიმართ იმდენი მუქარა დაურთო, რომ ყველასათვის გასაგები გახადა მისი და ოპოზიციური მედიის ერთობლივი მიზნის მისაღწევად დაგეგმილი მოქმედება

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ევროკავშირის ელჩმა ჰერჩინსკიმ სიტყვები გაავრცელა: „ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება“. როგორც ჩანს, „ფორმულამ“ ცოტა იჩქარა, და ამ სიჩქარით გასცა ის სავარაუდო მზაკვრობა, რომელსაც ზურგს უკან ჩვენი ქვეყნის მტრები გეგმავენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 17:57

პოლიტიკა

გიორგი კახიანი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე: ამას პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც ექნება სრული გამართლება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკასთან“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მოქალაქეებმა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს დაუჭირეს მხარი იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა მათ მიიღეს საპირისპირო შედეგი, რადგან ზურაბიშვილი თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში.