09 სექტემბერი 2024, 17:11 / სანდო წყარო

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის შედეგების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მოისმინა.

როგორც მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, ეკონომიკური ზრდის დინამიკა წელსაც გრძელდება.

„პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 8,4% გვქონდა, მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,5% იყო და ჯამში უკვე გვაქვს 9-პროცენტიანი ეკონომიკურ ზრდა. ივლისის მონაცემებიც გამოქვეყნებულია, შესაბამისად, შვიდი თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,7%-ია, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ აუცილებლად გადავხედავთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მატების მიმართულებით და ბიუჯეტთან ერთად, დავაკორექტირებთ წლევანდელი ზრდის მონაცემებსაც და, რა თქმა უნდა, ეს იქნება ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი დაბალია როგორც მიზნობრივ ინფლაციასთან, ასევე იმ პარამეტრთან მიმართებაში, რაც 2023 წელს ბიუჯეტით იყო განსაზღვრული და რაზეც იყო ბიუჯეტი გათვლილი. შესაბამისად, საშუალო ინფლაცია - 0,9%-ია.

რაც შეეხება საგარეო სექტორს, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 319.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პირველ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, შემცირება დაფიქსირდა, თუმცა ეს გამოწვეული იყო ვალდებულებების გასტუმრებით, სამაგიეროდ, მეორე კვარტალში დაფიქსირდა ზრდა.

მისივე თქმით, წლის პირველ ნახევარში საქართველოს 3 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც გასულ წელთან შედარებით 5,6%-ით არის გაზრდილი. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 898.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2024 წლის იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებიდან მნიშვნელოვანია გადასახადების მაჩვენებელი - საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 11 539 633.6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 105.3%. მისივე თქმით, რვა თვის შესრულება უკვე იმის მაუწყებელია, რომ წლის ბოლოსთვის საგადასახადო შემოსავლებში გადაჭარბება იქნება.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გადაჭარბება არის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილშიც, ასევე კარგი დინამიკაა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც.

მან ასევე ისაუბრა სამინისტროების მიხედვით ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე და განსაკუთრებული ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის შესრულებაზე გაამახვილა.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, უწყების მიერ ათვისებული თანხა 326 მლნ 667 ათას ლარს შეადგენს, ანუ შესრულების ჯამური მაჩვენებელი 98,8%-ია.

„წარმოდგენილმა ინფორმაციამ დაადასტურა, რომ ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების მიხედვით საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, რაც იმის დასტურია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გრძელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიუჯეტის შესრულება დარგების მიხედვით ასევე საკმაოდ მაღალი პროცენტით გამოირჩევა და მთავრობა ნამდვილად იმსახურებს მადლობას“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.

კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

დღესვე, კომიტეტმა კანონპროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველა სიახლე

07 ოქტომბერი 2024, 18:30

საზოგადოება

ჯაბა სამუშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც თსუ-ში „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე“ ისწავლიან.

აიმან საფადი

07 ოქტომბერი 2024, 18:29

მსოფლიო

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელის ომი „ჰეზბოლასთან“ რეგიონს უფსკრულისკენ უბიძგებს

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ განაცხადა, რომ ისრაელის ომი „ჰეზბოლასთან“ რეგიონს უფსკრულისკენ უბიძგებს.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 18:27

არჩევნები 2024

გიორგი კახიანი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: ესეც საფრთხილოა იმ თვალსაზრისით, რომ ამით კიდევ ერთი პრეცედენტი არ შექმნან, რომლითაც არჩევნების წინ მოხდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეში ჩარევა

„წინასაარჩევნოდ ვხედავთ ქვეყნის გარედან ისეთი განცხადებების გააქტიურებას, რომლის მიზანიცაა, რომ რაღაცნაირად მოაძლიერონ ოპოზიციური ძალები და პოლიტიკური დღის წესრიგი შეუქმნან. ასევე ცდილობენ ასეთი განცხადებებით გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნებაზე. ეს არის ძალიან უხეში დარღვევა არა მარტო ჩვენი კანონმდებლობის. ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ადგენს, რომ არ შეიძლება არჩევნებში ჩარევა ხდებოდეს ქვეყნის გარედან. ამას რომელი ქვეყანა დაუშვებს?! როდესაც საუბარი დაიწყეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეკრებაზე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე, ვიცით, რომ დებატებია დაგეგმილი. ესეც ძალიან სენსიტიური თემაა. თუ რაიმეს მიიღებენ, დასკვნას, თუ რეზოლუციას, ესეც საფრთხილოა იმ თვალსაზრისით, რომ ამით კიდევ ერთი პრეცედენტი არ შექმნან, რომლითაც არჩევნების წინ მოხდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეში ჩარევა. რა ეწერება აქტში, გაურკვეველია, თუმცა წინაპირობა არც თუ ისე დამაიმედებელია. მე პირადად იმის დიდ ალბათობას ვხედავ, ესეც იქნება მორიგი რგოლი იმ ჯაჭვში, რასაც ჰქვია - იქნებ რამენაირად ეს უსუსური ოპოზიცია გამოაცოცხლონ. რა განცხადებებიც კეთდება ბოლო დროს საქართველოსთან მიმართებაში, როგორ შეიძლება პოლიტიკურად ნეიტრალურ განცხადებებად აღიქვა?! კეთილი ინებონ და არჩევნებამდე თავი შეიკავონ“, - აღნიშნა კახიანმა.

დავით ქართველიშვილი

07 ოქტომბერი 2024, 18:24

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ამერიკის საელჩო თუ თავად არ არის დაინტერესებული არეულობით და თავადვე არ არის ორგანიზატორი იმის, რასაც აქ მყოფ თავისივე მოქალაქეებს უანონსებს, მაშინ სხვა ნიშანი არეულობის უბრალოდ არ არსებობს

საქართველოში დღეს აბსოლუტური სიმშვიდეა. ამერიკის საელჩო თუ თავად არ არის დაინტერესებული არეულობით და თავადვე არ არის ორგანიზატორი იმის, რასაც აქ მყოფ თავისივე მოქალაქეებს უანონსებს, მაშინ სხვა ნიშანი არეულობის არ არსებობს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 18:22

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა ახლა ის თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში

მოქალაქეებმა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა ახლა ზურაბიშვილი თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

07 ოქტომბერი 2024, 18:20

მსოფლიო

ერდოღანი: ისრაელი ღაზაში განხორციელებული გენოციდისთვის საფასურს გადაიხდის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში განხორციელებული გენოციდისთვის საფასურს გადაიხდის.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 18:19

არჩევნები 2024

გიორგი კახიანი: დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ, ის ურთიერთობები რაც გვქონდა სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, ძალიან მალე აღდგება და გავაგრძელებთ გზას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით

ჩვენ იმდენი რამ გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, იმდენი რამ ვნახეთ, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური ცნობიერების ხარისხი ძალიან მაღალია და შესაბამისად, თუ ადრე შეიძლებოდა რაღაც დეზინფორმაციას მეტ-ნაკლებად აჰყოლოდა საზოგადოება, დღეს ძალიან კარგი ანალიზის გაკეთება შეგვიძლია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

07 ოქტომბერი 2024, 18:16

რეგიონი

ოზურგეთის მერიის, მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოზურგეთის მერიის, მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 18:16

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ იმ გაერთიანებაში, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ჩამოყალიბდა, შეუძლიათ რაიმე საერთო გადაწყვეტილებებზე შეჯერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იდეურად ეს არის პოლიტიკური გუნდი

არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ იმ გაერთიანებაში, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ჩამოყალიბდა, შეუძლიათ რაიმე საერთო გადაწყვეტილებებზე შეჯერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იდეურად ეს არის პოლიტიკური გუნდი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

07 ოქტომბერი 2024, 18:12

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ლანჩხუთის სოფლებში აგრძელებს

„ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, სუფსასა და ახალსოფელში მოსახლეობას შეხვდნენ.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 18:11

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ე.წ. ქარტიით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა ერთი მხრივ ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არის სრულიად უსუსური, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს

ე.წ. ქარტიით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა ერთი მხრივ ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არის სრულიად უსუსური ოპოზიცია, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს , - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პრემიერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე.

მუჰამედ ალი ჯანა

07 ოქტომბერი 2024, 18:05

ეკონომიკა

Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე: საქართველოს შეუძლია იყოს ძალიან დიდი ტურისტული დანიშნულების ადგილი მომავალში

მსოფლიო ტურიზმის დღის თბილისში ჩატარებას Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე მუჰამედ ალი ჯანა საქართველოსთვის წარმატებულ ღონისძიებად აფასებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

რობერტ ფიცო დენის შმიგალი

07 ოქტომბერი 2024, 18:05

მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერი უკრაინელ კოლეგას: ღიად ვამბობ, რომ ცივი დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ კვლავ დააფიქსირა ნეგატიური დამოკიდებულება უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ, თუმცა პირობა დადო, რომ არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ნანა კაკაბაძე

07 ოქტომბერი 2024, 18:02

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ჰერჩინსკიმ თითქოს, უარყო „ფორმულას“ მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, ხელისუფლების მიმართ იმდენი მუქარა დაურთო, რომ ყველასათვის გასაგები გახადა მისი და ოპოზიციური მედიის ერთობლივი მიზნის მისაღწევად დაგეგმილი მოქმედება

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ევროკავშირის ელჩმა ჰერჩინსკიმ სიტყვები გაავრცელა: „ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება“. როგორც ჩანს, „ფორმულამ“ ცოტა იჩქარა, და ამ სიჩქარით გასცა ის სავარაუდო მზაკვრობა, რომელსაც ზურგს უკან ჩვენი ქვეყნის მტრები გეგმავენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 17:57

პოლიტიკა

გიორგი კახიანი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე: ამას პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც ექნება სრული გამართლება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკასთან“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მოქალაქეებმა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს დაუჭირეს მხარი იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა მათ მიიღეს საპირისპირო შედეგი, რადგან ზურაბიშვილი თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში.

დავით ქართველიშვილი

07 ოქტომბერი 2024, 17:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ოპოზიციის სრული გაკოტრების ფონზე საარჩევნო კამპანიას საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოები ახორციელებენ და ამას არც მალავენ

ბატონმა ჰერჩინსკიმ თუ დღეში ერთხელ გააკეთა მსგავსი განცხადება, არჩევნებამდე კიდევ 18 განცხადების მოლოდინში ვართ. უშუალოდ, არჩევნების დღეს კი, იმედია, თავს შეიკავებს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა „ფორმულასა“ და NEWS.ON.GE-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

07 ოქტომბერი 2024, 17:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას გუნდის წევრზე: ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის გახარიას გუნდის მთავარი სახე, რომელიც ამავე დროს გვემუქრება ადეიშვილის მეთოდებით - ყველას დაჭერით და დაპატიმრებით

როდესაც ვსაუბრობთ, რომ გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია ვხედავთ, როგორც ფორმალურად, როდესაც მათ აქვთ კოალიციები შექმნილი ადგილობრივ თვითმმართველობაში და ძალიან არ უნდათ ხოლმე საჯაროდ ამისი დადასტურება, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, კოალიციები აქვთ შექმნილი და მეორე - მათი გუნდიც ასეთი შემადგენლობითაა შექმნილი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, სადაც მას კითხეს, თუ რატომ აკეთებს გახარია არჩევანს ძველ სახეებზე.

გურამ მაჭარაშვილი

07 ოქტომბერი 2024, 17:22

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: დაადასტურა, სამწუხაროდ, რომ ისინი არიან ოპოზიციაში უკვე ქართულ ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან. ეს ჩარევა კი არ არის, არამედ, არის პირდაპირი წარმართვა წინასაარჩევნო კამპანიის

ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან უნდათ არა პარტნიორული დამოკიდებულება, არამედ, უნდათ პირდაპირი ვასალური დამოკიდებულება, - განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით.

მიხეილ ყაველაშვილი

07 ოქტომბერი 2024, 17:22

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებელია, საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ ინფორმაცია უარყოს

აუცილებელია საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ ინფორმაცია უარყოს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

ირაკლი ზარქუა

07 ოქტომბერი 2024, 17:16

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ე.წ. პრეზიდენტი გახდა მადამ მავნებელი. არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ ამოწურა პრეზიდენტად ყოფნის ვადა, სტატუსით უნდა წავიდეს, რომ გადააყენა საქართველოს მოსახლეობამ

სტატუსით უნდა წავიდეს, რომ გადააყენა საქართველოს მოსახლეობამ, საქართველოს მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.