10 სექტემბერი 2024, 10:53 / სანდო წყარო

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია

კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, - ვკითხულობთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია.

„რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებას აცნობა, რომ ეგრეთ წოდებული „ქოლცენტრების“ საქმის მორიგი ეპიზოდის გამოძიება დასრულდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ასევე დადასტურდა დაკავებული კრიმინალების პირდაპირი კავშირი რადიკალური ოპოზიციის მთავარ დამფინანსებელთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან. მოგვიანებით, მედიამ გაავრცელა მამტკიცებელი დოკუმენტები, რომლის თანახმად ევროპელი პენსიონერებისათვის მოპარული თანხები სწორედ დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა.

რადიკალური ოპოზიციის მოლარე კეზერაშვილი რომ საუკუნის აფერასთან პირდაპირ კავშირში იყო, ეს ბრიტანულ ავტორიტეტულ მედიაკორპორაცია BBC-ისგან შეიტყო მთელმა მსოფლიომ, მაგრამ აშკარა მტკიცებულებებმა დღის სინათლე პირველად იხილა. „მისტერ ოფშორი“, როგორც მას ბრიტანელმა ჟურნალისტებმა უწოდეს, რამდენიმე წლის განმავლობაში ძარცვავდა ევროპელ პენსიონერებს.

კეზერაშვილი რომ კრიმინალია, ქართულ საზოგადოებას ამის დასადასტურებლად არც რომელიმე უცხოური გამოცემის სტატია და არც ახალი გამოძიების მასალები სჭირდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის რეჟიმის და ახლა უკვე კოლექტიური ნაც-მოძრაობის მთავარი მოლარე ხელისუფლებაში უქონელი მოვიდა, რამდენიმე წელიწადში კი მის ანგარიშზე, როგორც მინიმუმ მილიარდიანი ქონება აღმოჩნდა.

სწორედ კეზერაშვილია იმ ერთეულ ადამიანებს შორის, რომლებიც 2008 წლის ომით სარგებელი მიიღო და მოკლე დროში კოლოსალურად გამდიდრდა. მისი ხელით იძარცვებოდა საქართველოს ბიუჯეტი და კეზერაშვილის „შავ სალაროში“ გროვდებოდა ბიზნესმენებისა და მცირე მეწარმეებისთვის წართმეული თითოეული თეთრი, რასაც თავის მხრივ სააკაშვილის კრიმინალური ბანდა უწევდა ორგანიზებას. ამ შემთხვევაში საინტერესო და ყურადსაღები სულ სხვა გარემოებაა − როგორც ცნობილია, კრიმინალი კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. გადაადგილებასთან ერთად პერიოდულად ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალები მისი საიდუმლო შეხვედრების თაობაზე. ერთ-ერთი ბოლო აუდიენცია მან ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსან კურტ ვოლკერთან გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეხვედრა ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში შედგა.

ძველ დანაშაულებსა და ქართული სამართალდამცავი უწყებებიდან ინტერპოლისათვის გაგზავნილ წერილებს რომ თავი დავანებოთ, მთავარი ევროპული სამართალდამცავი კოალიციის, „ევროპოლის“ მიერ ჩატარებული გამოძიებაც კი, საკმარისი უნდა იყოს მის დასაპატიმრებლად, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, კეზერაშვილს არათუ რაიმე შეზღუდვა არ აქვს გადაადგილებაზე, მას ფრანგულმა სასამართლომ ერთგვარი ინდულგენციაც კი მიანიჭა, როდესაც მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი განიხილებოდა.

კეზერაშვილის პარალელურად, ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება კიდევ ერთი ქართველი კრიმინალი − ზურაბ ადეიშვილი. არათუ გადაადგილდება, უკრაინის ხელისუფლებამ მას უმაღლესი თანამდებობაც კი მისცა და ისიც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტებით დადის და საკუთარ „გამოცდილებას“ უზიარებს ევროპელ კოლეგებს. მაშინ, როცა კეზერაშვილის მსგავსად ადეიშვილს არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს დადასტურებული, და სამართლის უზენაესობის პირობებში ის აუცილებლად ქართულ ციხეში უნდა იხდიდეს სასჯელს. სხვათა შორის, როდესაც სისხლიანი რეჟიმის ორ მთავარ ბანდიტზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაური − მიხეილ სააკაშვილი. მისი ბანდის წევრების მსგავსად, ისიც სრულიად თავისუფლად დადიოდა ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყნიდან მეორეში, სანამ პატრონებმა საქართველოში არაჟნის კონტეინერით ფარულად შემოპარვა და რევოლუციური გეგმების განხორციელება არ დაავალეს. რომ არა ქართული სპეცსამსახურების უმაღლესი კვალიფიკაცია, პროცესების გართულების რისკი ნამდვილად არსებობდა.

ეს ფაქტები უტყუარად ადასტურებს ერთ რამეს - დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია.

კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია.

ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია სწორედ აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება და ამით არის განპირობებული ის უსამართლო დამოკიდებულება, რასაც საქართველოს მიმართ აქვს ადგილი. ამიტომ ხდება ისეთი აბსურდული რეზოლუციების მიღება, სადაც კეზერაშვილი უდანაშაულო მედიამფლობელია, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს...

ეს არის ბოლომდე დეგრადირებული ევრობიუროკრატიის სახე, რომელიც ეგრეთ წოდებული Deep state-ისგან მართული ამერიკული სპეცსამსახურებისგან მიღებული დირექტივის განხორციელებისთვის მზად არის ფეხქვეშ გათელოს ოდესღაც ევროპასთან ასოცირებული ფასეულობები - იქნება ეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თუ სხვა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ყველა სიახლე

14 ოქტომბერი 2024, 08:25

საზოგადოება

მწერალთა სახლში წიგნის „პოლიტიკური ფილოსოფია“ ქართული თარგმანი წარადგინეს

მწერალთა სახლში როჯერ სკრუტონის წიგნის - „პოლიტიკური ფილოსოფია“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის თარგმნა კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ხელშეწყობით განხორციელდა.

14 ოქტომბერი 2024, 08:17

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გლდანის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

ამჯერად მოსახლეობას ლადო ბოჟაძე, კონსტანტინე ზარნაძე და ბესიკ კალაძე გაესაუბრნენ. კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს როგორც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ასევე გლდანულას მოსახლეობის მოთხოვნები და საჭიროებები.

14 ოქტომბერი 2024, 08:12

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა საგურამოში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდა ტრადიციული პრესკონფერენცია. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა უპასუხა.

14 ოქტომბერი 2024, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში☂️

თბილისში წვიმიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

თეა წულუკიანი

14 ოქტომბერი 2024, 01:40

არჩევნები 2024

თეა წულუკიანი: 27 ოქტომბრიდან მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება

27 ოქტომბრინდა მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხარო, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება

თეა წულუკიანი

14 ოქტომბერი 2024, 01:35

კულტურა

თეა წულუკიანი „ევროპალიაზე“: ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან, მათ თქვეს, რომ „ბასიანი“ და სხვა ანსამბლები იმიტომ არ არიან წარმოდგენილი, რომ „ჩვენ არ გვინდა ევროპაში სცენაზე ჩოხიანი ქართველი კაცი“, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტურად სკანდალური

ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან და მითხრეს, დამიდეს წინ ფურცელი, სადაც ეწერა, რისგან უნდა შედგებოდეს ეს ფესტივალი და ამიხსნეს, რა არის საქართველო და ქართული კულტურა, - ამგვარად გაიხსენა კულტურისა და პოსრტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“ პროექტ „ევოპალიასთან“ დაკავშირებული სირთულეები.

თეა წულუკიანი

14 ოქტომბერი 2024, 01:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ახალი დანიშნული გახლდით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, „მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ“

ახალი დანიშნული გახლდით მინისტრის თანამდებობაზე, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ არ იყო ის გაუგონარი დარტყმები დაწყებული, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. ამ დროს მე დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ეს არ იყოს საფრანგეთის ელჩი, მან მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა ჩემთან ჰქონდა პრობლემა, - განაცხადა კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“.

ავთანდილ არაბული

14 ოქტომბერი 2024, 00:50

კულტურა

ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: სიმპტომატურია, რომ ათასწლეულის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს. ისეთი ზე აღტაცება განვიცადე, თითქოს, რაღაცას განიშნებს უფალი

ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნების ფაქტს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში გამოეხმაურა.

კონსტანტინე გამსახურდია

14 ოქტომბერი 2024, 00:23

კულტურა

კონსტანტინე გამსახურდია იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: ქართული ენა, ანუ ქართული ეთნოკულტურული ერთობა გადარჩება მეორედ მოსვლამდე - მას აღადგენს მეორედ მოსული უფალი თავისი სიტყვით

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ იოანე ზოსიმეს მოღვაწეობის შესახებ, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში ქართველი ერის დანიშნულების შესახებ ისაუბრა.

14 ოქტომბერი 2024, 00:13

საზოგადოება

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

ზაზა აბაშიძე

13 ოქტომბერი 2024, 23:45

კულტურა

ზაზა აბაშიძე: ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე

ექსპედიცია და იქიდან ჩამოტანილი მასალა, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე, - განაცხადა „ტელეკომპანია“ იმედის მიერ მომზადებულ ფილმში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ.

მაია დათუნაშვილი

13 ოქტომბერი 2024, 22:49

არჩევნები 2024

მაია დათუნაშვილი წეროვანში გამართული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან: დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში

დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, - განაცხადა წეროვანში გამართული, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილმა.

გიორგი აბაშიშვილი

13 ოქტომბერი 2024, 22:49

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

13 ოქტომბერი 2024, 22:36

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, წყნეთში, კერძოდ, მაია წყნეთელის II ჩიხში, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ასევე, დელეგატმა შეხვედრა გამართა ჭავჭავაძის N40-ში და შერვაშიძის ქუჩაზე.

გურამ მაკალათია

13 ოქტომბერი 2024, 22:35

არჩევნები 2024

გურამ მაკალათია: არჩევნები უკვე ახლოვდება და გვინდა, რომ ხალხს მაქსიმალურად მოვუწოდოთ, მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ჩვენს ევროპულ მომავალს

მუსიკოსები აგრძელებენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას. დღეს გამართული კონცერტის მონაწილე, „გუფი ლენდის“ სოლისტმა გურამ მაკალათია ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

13 ოქტომბერი 2024, 22:32

არჩევნები 2024

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, დეკანაშვილების თემის მოსახლეობას შეხვდა.

დავით კაჭარავა

13 ოქტომბერი 2024, 22:29

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილი 265ა-ში, ადგილობრივ მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად შეხვდა.

თემურ ხონელია

13 ოქტომბერი 2024, 22:27

რეგიონი

თემურ ხონელია: კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით

კომპანია მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა თემურ ხონელიამ.

13 ოქტომბერი 2024, 22:26

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, სოფელ დაგვასა და ქალაქ ქობულეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

13 ოქტომბერი 2024, 22:21

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ადიგენის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის სოფლების: არალისა და უდეს მოსახლეობას შეხვდა.