10 სექტემბერი 2024, 11:42 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები რომ ჰყავთ, ამაში ერთხელაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კამალა ჰარისის წარმომადგენლები ამომრჩეველს დონალდ ტრამპის ჯანსაღი იდეებით აშინებენ, რაც აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უსვამს ხაზს.

ამავდროულად, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები ჰყავთ.

„ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები რომ ჰყავთ, ამაში ერთხელაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ. 11 სექტემბრის დებატების წინ კანდიდატად დასახელებიდან „თაფლობის თვის“ დასრულებისთანავე კამალა ჰარისის რეიტინგები კიდევ უფრო გაუფასურდა. ამიტომ, მას „ტრანკვილიზატორის“ მოშველიება დასჭირდა: დებატების წინ იელის უნივერსიტეტის მიგრაციის, რასობრივი და ეთნიკური კუთვნილების კათედრის დოცენტმა დანიელ მარტინეს ჰო სანგმა „გენიალური“ ნაშრომი გამოაცხო - „აი, რა გველის დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების პირველივე დღეს“.

ამ დოცენტმა ამომრჩევლის მაქსიმალური დაშინება სცადა: პირველი, რასაც „გააკეთებს“ ტრამპი - ჩაანაცვლებს საჯარო სექტორში დასაქმებულ ყველა ლიბერალს მემარჯვენე კონსერვატორებით; შემდეგ, მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას განახორციელებს, განსაკუთრებით იმ შტატებიდან, სადაც დემოკრატებს უჭერენ მხარს; აუცილებლად „მოახდენს“ პორნოგრაფიისა და აბორტების კრიმინალიზაციას; შეჩერდება ფედერალური საზოგადოებრივი მაუწყებლობების დაფინანსება; მწვანე შუქი აენთება პოლიტიკურ ოპონენტებთან შურისძიების პროცესებს; სამოქალაქო ცხოვრების მართვის ცენტრში დააყენებენ ქრისტიანულ ნაციონალიზმს…

ამ ნაშრომს ფინალური აკორდიღა აკლდა: „და სავალდებულო გახდება დედას „დედა“, ხოლო მამას „მამა“ უწოდო“, რასაც უკვე დებატებამდე ქვეყანაში მასობრივი სუიციდი მოჰყვებოდა...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

05 ოქტომბერი 2024, 22:50

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი მესაჭე აღმოჩნდა

ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ჩვენს მაგალითს იყენებს და ჩვენს კვალდაკვალ უპირისპირდება იმ გლობალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ პატარა ქვეყნების მსხვერპლშეწირვის ფასად შემდგომ მსოფლიოში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება გლობალური წესრიგი, თვითონ იყვნენ დომინანტები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საკითხს შეეხო.

05 ოქტომბერი 2024, 21:14

საზოგადოება

ზურაბ ყიფშიძეს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

05 ოქტომბერი 2024, 21:00

სპორტი

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა - „სენტ ეტიენმა“ ზურიკოს გოლებით „ოსერი“დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ოსერი“ საკუთარ სტადიონზე მიიღო და ქართველის შესანიშნავი თამაშით მეტოქე 3:1 დაამარცხა.

05 ოქტომბერი 2024, 20:34

საზოგადოება

ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა

ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. დაჯილდოვების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

05 ოქტომბერი 2024, 20:28

საზოგადოება

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

05 ოქტომბერი 2024, 20:26

საზოგადოება

კახა კალაძე: მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში

მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალზე.

კახა კალაძე

05 ოქტომბერი 2024, 20:18

საზოგადოება

კახა კალაძე: კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს

„სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. და როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ- ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად“.

05 ოქტომბერი 2024, 20:04

საზოგადოება

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებიან დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.

05 ოქტომბერი 2024, 19:40

საზოგადოება

დავით ფაცაცია: ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად უნდა შევქმნათ ერთიანი, ძლიერი საქართველო, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი გმირები

ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალი „ხიდი“ გაიმართა. ხუთდღიანი პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა 15-მა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 ოქტომბერი 2024, 19:18

არჩევნები 2024

ლევან ნიკოლეიშვილი: ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება

ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ვართ სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება, - ასე უპასუხა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა კითხვას, თუ როგორ უნდა დაიცვას საკუთარი არჩევანი ამომრჩეველმა და დაანონსებული არეულობის მცდელობის ფონზე, პრევენციის რა საშუალებები არსებობს ამ მხრივ.

ნინუცა ბუცხრიკიძე

05 ოქტომბერი 2024, 19:09

საზოგადოება

ნინუცა ბუცხრიკიძე: გარდა იმისა, რომ მრავალფეროვანი, სხვადასხვა ტიპის აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, წლევანდელი „თბილისობა“ გამორჩეულია თავისი მასშტაბიდან გამომდინარე

„წლევანდელ გასტროზონებს დაემატა ისეთი სივრცეები როგორიც არის „ისპანახობა“, „ყველიერი“. კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის შეიქმნა ორბელიანის ნუგბარის ანალოგი, რომელიც ასე ძალიან უყვარდათ ჩვენს წინაპრებს და წარმოდგენილია ორბელიანის მოედანზე“, - აღნიშნა ნინუცა ბუცხრიკიძემ.

ლაშა ქარდავა

05 ოქტომბერი 2024, 18:54

საზოგადოება

ლაშა ქარდავა დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ნიკა გილაური

05 ოქტომბერი 2024, 18:53

არჩევნები 2024

დავით ჩიხელიძე: გილაური სისხლიანი რეჟიმის მთავრობის მეთაური იყო და განწირულია ყოველგვარი საცირკო წარმოდგენა, რომლის მიზანი ამ კაცის გარეცხვა და აპარტიულ ადამიანად წარმოჩინებაა

ჯერ ვითომ ნიკა გილაურმა რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ჰყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას, რასაც ყველა დაეთანხმება და ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს ხალხი დაიჯერებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კალანდარიშვილი

05 ოქტომბერი 2024, 18:35

არჩევნები 2024

გიორგი კალანდარიშვილი: სპეკულაციის საგნად იქცა საკითხი, თითქოს ცესკო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი, არ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას

ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული სპეკულაციის საგნად იქცა საკითხი იმის თაობაზე, რომ თითქოს ცესკო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი, არ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მაშინ, როდესაც ჩვენ, ზედმიწევნით ვიცავდით კანონმდებლობას, ვიცავთ კიდეც და გავაგრძელებთ მის დაცვას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 ოქტომბერი 2024, 18:20

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი:ამ ადამიანების გარკვეულ დაჯგუფებას - ვგულისხმობ უცხოელებს, ნამდვილად არ სურთ, რომ აქ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ქართველმა ხალხმა გამოხატოს ნება

„სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ხელისუფლება შეცვლილიყო და ყოფილიყო ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათთვის მონა-მორჩილი იქნებოდა. მათ ეს ხელისუფლება ბევრი მიზეზიდან გამომდინარე არ მოსწონთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოს ომში ჩართვა ვერ მოხერხდა და მეორე ის, რომ ჩვენ ავირჩიეთ ოჯახური ღირებულებების დაცვა, ლგბტ პროპაგანდისგან დაცვა და ა.შ. მათთვის ეს გახდა ერთგვარი სერიოზული მიზეზი, რომ ეს ხელისუფლება არ მოსწონთ“.

არჩილ გორდულაძე

05 ოქტომბერი 2024, 18:17

არჩევნები 2024

არჩილ გორდულაძე: „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და ეს მხარდაჭერა რომ მზარდია, სწორედ ამას გადაჰყავს ჭკუიდან პოლიტიკური პარტიები

„ყველანაირი ღვარძლისა და სიძულვილის ენაა ის, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“ და მასში შემავალი პარტიები) წარმომადგენლებისგან ვრცელდება. მაგრამ, ამ ყველაფერს წერტილი დაესმება 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ერთად იზეიმებს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

05 ოქტომბერი 2024, 18:06

არჩევნები 2024

არჩილ გორდულაძე აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე: ეს სხვა არაფერია, თუ არა წინასწარ ცოდნა, რომ არეულობების მცდელობები იქნება და ამ არეულობებისგან პრევენციას ახდენენ თავიანთი მოქალაქეების. სხვა უბრალოდ, ლოგიკა არ არსებობს

საოცარია და ძალიან გასაკვირია, როდესაც საფუძველი არაფერი არსებობს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავის მოქალაქეებს ასეთ გზავნილს უგზავნის, რომ თავი აარიდონ 26 ოქტომბერს და შემდგომ დღეებში მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მოსალოდნელია დემონსტრაციები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

05 ოქტომბერი 2024, 18:03

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილი არა ქართველი ხალხის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი გახდა - ადამიანი, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი, დღეში რამდენჯერმე არღვევს კონსტიტუციას

„ადამიანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი, დღეში რამდენჯერმე არღვევს კონსტიტუციას. რაც შეეხება მას, როგორც პრემიერობის კანდიდატს, ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ პრემიერობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს პოლიტიკურ პარტიას. რომ დავუშვათ 1%-იანი შანსი, რომ ოპოზიციამ მოახერხა წარმატების მიღწევა, რომელმა პარტიამ უნდა დაასახელოს ის?!“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

05 ოქტომბერი 2024, 18:02

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის კიდევ უფრო მეტად განვითარება არის ჩვენი მთავარი მიზანი და ამ მიმართულებით ჩვენს გუნდს ახალი სტრატეგია და გეგმები აქვს

რუსთავის მერიამ, საქართველოში პირველად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების“ ფორუმი გამართა. ფორუმში რუსთავის ბინათმესაკუთრეთა 778-მა ამხანაგობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

არჩილ გორდულაძე

05 ოქტომბერი 2024, 18:00

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროკავშირის წარმომადგენლობის, აშშ-ის ელჩისა და საელჩოს განცხადებები მცდელობაა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კლასტერში გაერთიანებულ პარტიებსაც ჰქონდეთ სიცოცხლისუნარიანობის მცირე შანსი და მათაც გადალახონ ბარიერი

გულდასაწყვეტი ის არის, რომ ქარდებისა და Facebook-პოსტებში ინფორმაცია, 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება და სამწუხაროდ, არის მცდელობა, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობა“ მიუახლოვდეს საარჩევნო ბარიერს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.