ანრი ოხანაშვილი: თუ ბატონი როთი ბოდიშის მოსახდელად ჩამოდის, ამას გაგებით მოვეკიდებით, ჯერ ეს ნაბიჯი გადადგას და მერე გადავწყვეტთ, ღირს თუ არა საერთოდ მასთან შეხვედრა
ანრი ოხანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, როთმა წინა ჩამოსვლისას უხეშად დაარღვია დიპლომატიური ეტიკეტის ნორმები.
„ბატონი როთი ჩვენს საზოგადოებას დაამახსოვრდა, როგორც ჭკუის მსწავლებელი. მან გადაწყვიტა, რომ ჭკუა ესწავლებინა, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, მან გადაწყვიტა, რომ ჭკუა უნდა ესწავლებინა ჩვენი ხალხისთვის, მთავრობისთვის. ეს არის დიპლომატიური ეტიკეტის უხეშად დარღვევა. ჩვენთვის ეს მიუღებელია. თუ ბატონი როთი ბოდიშის მოსახდელად ჩამოდის, ამას გაგებით მოვეკიდებით, თუმცა ის ვერ წაშლის იმ განცხადებებს, რაც მან აკეთა. ჯერ ეს ნაბიჯი გადადგას და მერე გადავწყვეტთ, ღირს თუ არა საერთოდ მასთან შეხვედრა - ადამიანთან, რომელიც ცდილობს, ჩვენი ქვეყნის საქმეებში უხეშად ჩაერიოს“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
მიხაელ როთი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლას გეგმავს. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ვიზიტი 16 სექტემბერს დააანონსა.
ყველა სიახლე
12 ოქტომბერი 2024, 09:40
არჩევნები აშშ
ტრამპი ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო ვერტმფრენით გაცილებას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო მის გაცილებას სამხედრო ვერტმფრენით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ტრამპის საარჩევნო შტაბმა სახელმწიფოს ასეთი თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც მასზე 13 ივლისს და 15 სექტემბერს თავდასხმის ორი მცდელობა განხორციელდა. გასულ თვეს აშშ-ის დაზვერვამ ტრამპს განუცხადა, რომ მას საფრთხე ირანისგან ემუქრება. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს იცავს, განაცხადა, რომ „ყოფილი პრეზიდენტი დაცვის მაღალი დონით სარგებლობს“, მაგრამ ტრამპი უფრო მეტს ითხოვს.
12 ოქტომბერი 2024, 09:09
სპორტი
ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს
ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
12 ოქტომბერი 2024, 09:00
არჩევნები აშშ
ჰარისმა ტრამპის უარი დებატებზე სისუსტედ შეაფასა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის შეფასებით, მისმა კონკურენტმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სუსტი ნაბიჯი გადადგა, როცა დებატებზე უარი განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს. ჰარისი მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ დებატებზე უარის თქმა მასზე სასარგებლოდ არ აისახება და პრინციპულად მაინც არაფერს ცვლის. „ვფიქრობ, ეს არ არის კარგი ამომრჩევლებისთვის. მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სუსტი სვლაა. ის [ტრამპი] რომც არ დათანხმდეს დებატებს, ამ არჩევნების კონტრასტი უკვე ნათელია. ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მომავლის ხედვების შესახებაა. ერთია მისი ხედვა, რომელიც წარსულზეა ფოკუსირებული, ხოლო მეორე - ჩვენი - მომავალზე ორიენტირებული“, - განაცხადა ჰარისმა.
12 ოქტომბერი 2024, 08:44
მსოფლიო
მედია: გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მეტი მსხვერპლი წელს სექტემბერში იყო
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მეტი მსხვერპლი წელს სექტემბერში იყო. როგორც უკრაინული მედია წერს, გაეროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა 46% 60 წელზე მეტი ასაკის იყო, სექტემბერში 9 ბავშვი დაიღუპა, 76 ბავშვი კი დაიჭრა.
12 ოქტომბერი 2024, 08:00
საზოგადოება
საქართველოში აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
დღეს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
12 ოქტომბერი 2024, 00:47
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაში 0:1 დასრულდა
საქართველო უკრაინის თამაში 0:1 დასრულდა. თამაში დაძაბულად წარიმართა. ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინას პოზნანში შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 23:22
სპორტი
1:0 - უკრაინამ საქართველოს გოლი გაუტანა
საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
11 ოქტომბერი 2024, 22:46
სპორტი
საქართველოსა და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა დაიწყო
საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე. სათადარიგო შემადგენლობაში არიან ლორია, გუგეშაშვილი, გოგლიჩიძე, კვერკველია, ბოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, შენგელია, ნონიკაშვილი, ალთუნაშვილი, გულიაშვილი, დავითაშვილი, ზივზივაძე.
11 ოქტომბერი 2024, 22:44
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშზე: შთაბეჭდილება დამრჩა, ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს, დანარჩენ საკითხებზე იფიქრეს და ძველ „ჩვენებას" მიაწვნენ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს. არჩევნების შემდეგ კი იმას იტყვიან რა ინსტრუქციაც ექნებათ, მაგრამ სიმართლეს უკვე ვერსად გაექცევიან.
11 ოქტომბერი 2024, 22:05
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ახალი ტექნოლოგიური ჰაბის პროექტით, პოტენციალი, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდობას გააჩნია, მაქსიმალურად იქნება რეალიზებული
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სიმბოლურია, რომ პროექტის პრეზენტაცია ხდება ქუთაისში, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა. „ქუთაისში არის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ვფიქრობ, ბოლო წლებში, დამოუკიდებლობის პერიოდში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ძალიან წარმატებით ხორციელდება და აქვს მნიშვნელოვანი ამბიციური გეგმები, რომ ეს ქალაქი არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრი იყოს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას ისახავს მიზნად, სრულად თანხვედრაშია განვითარების ამ ხედვასთან,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
11 ოქტომბერი 2024, 21:45
სპორტი
უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
11 ოქტომბერი 2024, 21:29
მსოფლიო
ზელენსკი: „გამარჯვების გეგმა“ შეიცავს ნაბიჯებს, რომელიც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არაუგვიანეს 2025 წლისა დასრულდეს.
11 ოქტომბერი 2024, 20:38
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განვითარებას ყველა მიმართულებით და მეტ ინვესტიციებს
ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება რეფორმები, რომელსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ. მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს 0%-იან საგადასახადო რეჟიმს ყველა ქართული ინოვაციური სტარტაპ-კომპანიისთვის პირველი სამი წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 ოქტომბერი 2024, 20:24
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: როდესაც ბუნებით სარწმუნოებისა და წარმომავლობის მიღმა იმყოფები, როდესაც არც ერთი გაგაჩნია, არც მეორე, ან ორივესი გრცხვენია - მაშინ „ვარსქენ არშუშას ძე ფეროზიანი“ ხარ
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ეხმიანება „პოს ტვ“-ის მიერ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძისთვის დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ მალავს იგი საკუთარ წარმომავლობას.
11 ოქტომბერი 2024, 20:15
რეგიონი
ირაკლი კობახიძე: მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 ოქტომბერი 2024, 20:10
პოლიტიკა
გია აბაშიძე გიორგი გახარიას გუნდის წევრებზე: მმართველმა გუნდმა ეს პარაზიტები ეტაპობრივად მოიშორა, თუმცა მათი ადგილი დამსახურებულად აღმოჩნდა რადიკალების ფლანგზე
რით მიდის არჩევნებზე ქართული საზოგადოება ამ ოპოველით? ნაცნაძირლების ადამიანური რესურსებით, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, გიორგი გახარიას გუნდის წევრებზე - ნათია მეზვრიშვილზე, კახა ქემოკლიძესა და ზაზა თავაძეზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადეიშვილი-მერაბიშვილის კადრები იყვნენ და სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ.
11 ოქტომბერი 2024, 19:59
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: მისასალმებელია, რომ ეუთო/ოდირის მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით
მისასალმებელია, რომ მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, ბრიფინგზე.
11 ოქტომბერი 2024, 19:54
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: მადლობას ვუხდით ეუთო-ოდირის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე გაწეული საქმიანობისთვის და ვაგრძელებთ მათთან მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში მოცემული შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს
მადლობას ვუხდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება არჩევნების მშვიდად, თავისუფლად და პროფესიონალურად ჩატარების საკითხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხებოდა.
11 ოქტომბერი 2024, 19:42
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე: ოპოზიციის პარტიული არხები ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს - იმედია, შემდეგ ანგარიშში ეს სათანადოდ იქნება შეფასებული
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ანგარიშის მიხედვით, მედია გარემო მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებულია.
11 ოქტომბერი 2024, 19:41
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე: ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია
ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების და სხვა სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.