12 სექტემბერი 2024, 10:34 / სანდო წყარო

საზოგადოება „ქართული“: პრემიერის ამ გადაწყვეტილებაში უფრო მეტს ვხედავთ, ვიდრე საგრანტო პროგრამაა. ჩვენთვის იგი სახელმწიფოებრივი სიმწიფის ნიშანია და იმის დასტური, რომ დასრულდა მიამიტი და გულუბრყვილო პოლიტიკური აღქმების დრო

პრემიერის ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ უფრო მეტს ვხედავთ, ვიდრე საგრანტო პროგრამაა. ჩვენთვის იგი სახელმწიფოებრივი სიმწიფის ნიშანია და იმის დასტური, რომ ქართულ პოლიტიკაში დასრულდა მიამიტი და გულუბრყვილო პოლიტიკური აღქმების დრო, - წერია საზოგადოება „ქართულის“ წერილში, რომლითაც ის პრემიერის ინიციატივას ეხმაურება.

როგორც საზოგადოება „ქართული“ აღნიშნავს, პრემიერის ინიციატივა არა მხოლოდ მისასალმებელია, არამედ - დროული.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების თაობაზე, ჩვენთვის ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპზე მიუთითებს.

დრო, როდესაც ეს სფერო გარე ძალების მიერ იყო მონოპოლიზებული, წარსულს ბარდება და მთავრობა თვითონ იწყებს ერის ინტელექტუალური ნაწილის სახელმწიფო მართვაში ჩართულობისა და ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხების მოგვარებაში მათი მონაწილეობისთვის ხელშეწყობას. ამ თვალსაზრისით, პრემიერის ინიციატივა არა მხოლოდ მისასალმებელია, არამედ - დროული.

პრემიერის განცხადებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი საგრანტო პროგრამა სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სამთავრობო გრანტებს ის ორგანიზაციებიც მიიღებენ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ. ასეთი კი, მიუხედავად გარედან და შიგნიდან მასშტაბური ზეწოლისა, არასამთავრობოების მნიშვნელოვანი ნაწილი- 450-ზე მეტი აღმოჩნდა.

არასამთავრობო სექტორი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებაზე კონტროლის ეფექტური და აუცილებელი დემოკრატიული პლატფორმაა დასავლეთში. სამწუხაროდ, საქართველოში იგი იმთავითვე გარედან მართულ ჩაკეტილ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა მკაცრი იერარქიითა და უცხოელ დონორებზე დამოკიდებულებით. ღრმა ფინანსური კრიზისისა და სუსტი სახელმწიფოებრიობის პირობებში, ეს ბუნებრივი იყო, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების ერთადერთ ფინანსურ წყაროებად უცხოური ფონდები მოგვევლინენ. მათ, პირველ ეტაპზე, პოზიტიური როლი შეასრულეს საბჭოთა საზოგადოების ევროპულად ტრანსფორმირებაში, მაგრამ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. უფრო მნიშვნელოვანი ამ ორგანიზაციების მისია და მათი საქმიანობის შინაარსი იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე დონორების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.

არავისთვისაა დასამალი, რომ უცხოური ფონდები, რომლებიც საქართველოს არასამთავრობოების დონორები არიან, ძირითადად უცხოური ქვეყნების ბიუჯეტებიდან ფინანსდებიან და კონტროლდებიან იმ მმართველი ძალებისა და ხელისუფლებებისგან, რომელთაც კავკასიასა და საქართველოში კონკრეტული პოლიტიკური და იდეოლოგიური ინტერესები ჰქონდათ და აქვთ. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები ბუნებრივად იქცნენ უცხოური ქვეყნის ხელისუფლებების პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური ინტერესების გატარების იარაღად და მსოფლიოს ნეო ლიბერალური ძალების ნების აღმსრულებლებად.

ამ თვალსაზრისით, ყველაფერს თუ თავის სახელს დავარქმევთ, ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები რეალურად არიან უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში.

აღნიშნულზე საოცარი ლუსტრაცია გააკეთა ამ დღეებში ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, რომელმაც პრემიერის ინიციატივის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქართული მთავრობის მიერ გაცემული გრანტით არასამთავრობო ორგანიზაცია დაკარგავს დამოუკიდებლობას და გახდება სამთავრობო. ამ ლოგიკით, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხო ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, არის თუ არა იმ ქვეყნის სამთავრობო ორგანიზაცია, რომლისგანაც ფინანსდება?! ერთი სიტყვით, კომენტარი ზედმეტია.

ხაზგასასმელია ერთი ნიუანსიც, ფაქტია, რომ არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბება საქართველოში რეალურად წინა ხელისუფლების კონტროლითა და ხელშეწყობით წარიმართა. უფრო მეტიც, გარედან კარნახით, იდეოლოგიურ ბრძოლაში მათ ქართული საზოგადოების საპირწონედ, არასამთავრობოებს დაარქვეს „სამოქალაქო საზოგადოება“ და შერაცხეს ისინი ყველაზე პროგრესულ ნაწილად, რომელზეც მოსახლეობის დანარჩენ მასას სწორება უნდა გაეკეთებინა.

ეს პროცესი მიმდინარეობდა ტრადიციულ ქართულ საზოგადოებაზე ორკესტრირებული იდეოლოგიური იერიშის ფონზე. ნეო ლიბერალურ პროკრუსტეს სარეცელზე ყველაფერი ქართული და ტრადიციული გოიმობად, სირცხვილად, ჩამორჩენილობად და ლამის მტრულად გამოცხადდა, არენიდან გააქრეს ავტორიტეტები, მოსახლეობა დაყვეს ასაკობრივ კატეგორიებად და ქართული საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილს „ჩარეცხილები“ უწოდეს.

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგაც გაგრძელდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მონოპოლია არასამთავრობოებზე, რადგან სწორედ მათი გუნდი უწევდა კოორდინაციას უცხოური გრანტების გადანაწილებას. მეტიც, მათ დააფუძნეს „ენჯეოები“ და შემდეგ დაიწყეს მათი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება.

ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ეს „სამოქალაქო საზოგადოება“ აქტიურად აღმოჩნდა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში როგორც მხარე და არა როგორც შუამავალი ან დამოუკიდებელი ძალა. მაგალითისთვის, მხოლოდ 2022 წლიდან დღემდე არასამთავრობოები უშუალოდ აწარმოებდნენ და ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკურ აქციებს რათა გახსნილიყო მეორე ფრონტი, 2022 წელს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა შეეცვალათ ნინო ლომჯარიას-ეკა გიგაურის ტექნიკური მთავრობით; 2023 წელს მარტში და 2024 წლის აპრილ-მაისში აქციებით ჩაეგდოთ „გამჭვირვალობის კანონი“. დღეს უკვე 26 ოქტომბრისთვის მიდის ანალოგიური სამზადისი.
ეროვნული ერთიანობისთვის არანაკლებ დამაზიანებელი არის არასამთავრობოების ნაწილის ნეო ლიბერალური მიზნები და ბრძოლა ქართული იდენტობის განმსაზღვრელ ინსტიტუტებთან, ღირებულებებთან და ფასეულობებთან, მათ ნაცვლად საზოგადოებისთვის სიძულვილის, დაშინების და ფსიქოლოგიური ტერორის ატმოსფეროსა და გენდერული იდეოლოგიის თავსმოხვევის ცდები.

არადა, დონორი ორგანიზაციები კანონით მკაცრად კრძალავენ პოლიტიკურ პროცესებში მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების მონაწილეობას, თუმცა, აღმოჩნდა, მხოლოდ- ქაღალდზე, რადგან ამ წლებში ვიხილეთ დონორო ორგანიზაციებისა და მათი ხელისუფლებების უხეში ჩარევები ქვეყნის შიდა საქმეებში და არაერთი არამეგობრული ნაბიჯი, რაც სამწუხაროა. არასამთავრობოების პოლიტიკაში მონაწილეობას კრძალავს „პოლიტიკური პარტიების“ შესახებ ქართული კანონიც.

პრემიერის ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ უფრო მეტს ვხედავთ, ვიდრე საგრანტო პროგრამაა. ჩვენთვის იგი სახელმწიფოებრივი სიმწიფის ნიშანია და იმის დასტური, რომ ქართულ პოლიტიკაში დასრულდა მიამიტი და გულუბრყვილო პოლიტიკური აღქმების დრო, როცა ყველა უცხოელის საქმიანობაში მხოლოდ ჰუმანისტურ ზრახვებს ვხედავდით. ეს არც საწყენია და არც გასაბრაზები, ყველა ქვეყანას, მოკავშირე იქნება იგი, მეზობელი თუ გაერთიანება, თავისი ინტერესები აქვს. მთავარია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა დაიწყო რეალური პოლიტიკის კეთება და უპირველესად, ქვეყნის ინტერესების წინ დაყენება.

ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძის ინიციატივა აჩენს შანსს, რომ საქართველოში რეალურად ჩამოყალიბდეს ძლიერი ქართული არასამთავრობო სექტორი, რომელიც იმუშავებს არა სხვისი ქვეყნების ინტერესებზე და ხელისუფლების რყევაზე, არამედ ჯანდაცვაზე, განათლებაზე, კულტურაზე, დემოგრაფიაზე, ენერგეტიკაზე, საქართველოსთვის რეალურად მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლასა და მოგვარებაზე, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებასა და კონტროლზე.

რა თქმა უნდა, ისმის კითხვა - იქნება თუ არა დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო სექტორი მთავრობისგან და როგორ დავიცვათ თავი ვიწროპარტიული ინტერესებისგან?

ჩვენი აზრით, გამოსავალი არის - გრანტების გაცემის ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს იმ ინსტიტუტებისა და საზოგადოების წარმომადგნელებით, რომელთა საქმიანობა და ბიოგრაფია საზოგადოების ნდობით სარგებლობს. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ეს პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და გასაგები უნდა გახდეს. და რაც მთავარია, საზოგადოება თავად დიდი დოზით უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. მხოლოდ ასე იქცევა ეს ინიციატივა მყარ სახელმწიფო პროგრამად, რომელიც მომავალში ქვეყანას ბევრ სიკეთეს მიუტანს“, - წერია საზოგადოება „ქართულის“ წერილში.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

07 ოქტომბერი 2024, 18:24

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ამერიკის საელჩო თუ თავად არ არის დაინტერესებული არეულობით და თავადვე არ არის ორგანიზატორი იმის, რასაც აქ მყოფ თავისივე მოქალაქეებს უანონსებს, მაშინ სხვა ნიშანი არეულობის უბრალოდ არ არსებობს

საქართველოში დღეს აბსოლუტური სიმშვიდეა. ამერიკის საელჩო თუ თავად არ არის დაინტერესებული არეულობით და თავადვე არ არის ორგანიზატორი იმის, რასაც აქ მყოფ თავისივე მოქალაქეებს უანონსებს, მაშინ სხვა ნიშანი არეულობის არ არსებობს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 18:22

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა ახლა ის თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში

მოქალაქეებმა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა ახლა ზურაბიშვილი თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

07 ოქტომბერი 2024, 18:20

მსოფლიო

ერდოღანი: ისრაელი ღაზაში განხორციელებული გენოციდისთვის საფასურს გადაიხდის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში განხორციელებული გენოციდისთვის საფასურს გადაიხდის.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 18:19

არჩევნები 2024

გიორგი კახიანი: დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ, ის ურთიერთობები რაც გვქონდა სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, ძალიან მალე აღდგება და გავაგრძელებთ გზას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით

ჩვენ იმდენი რამ გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, იმდენი რამ ვნახეთ, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური ცნობიერების ხარისხი ძალიან მაღალია და შესაბამისად, თუ ადრე შეიძლებოდა რაღაც დეზინფორმაციას მეტ-ნაკლებად აჰყოლოდა საზოგადოება, დღეს ძალიან კარგი ანალიზის გაკეთება შეგვიძლია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

07 ოქტომბერი 2024, 18:16

რეგიონი

ოზურგეთის მერიის, მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოზურგეთის მერიის, მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 18:16

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ იმ გაერთიანებაში, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ჩამოყალიბდა, შეუძლიათ რაიმე საერთო გადაწყვეტილებებზე შეჯერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იდეურად ეს არის პოლიტიკური გუნდი

არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ იმ გაერთიანებაში, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ჩამოყალიბდა, შეუძლიათ რაიმე საერთო გადაწყვეტილებებზე შეჯერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იდეურად ეს არის პოლიტიკური გუნდი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

07 ოქტომბერი 2024, 18:12

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ლანჩხუთის სოფლებში აგრძელებს

„ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, სუფსასა და ახალსოფელში მოსახლეობას შეხვდნენ.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 18:11

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ე.წ. ქარტიით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა ერთი მხრივ ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არის სრულიად უსუსური, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს

ე.წ. ქარტიით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა ერთი მხრივ ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არის სრულიად უსუსური ოპოზიცია, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს , - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პრემიერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე.

რობერტ ფიცო დენის შმიგალი

07 ოქტომბერი 2024, 18:05

მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერი უკრაინელ კოლეგას: ღიად ვამბობ, რომ ცივი დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ კვლავ დააფიქსირა ნეგატიური დამოკიდებულება უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ, თუმცა პირობა დადო, რომ არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მუჰამედ ალი ჯანა

07 ოქტომბერი 2024, 18:05

ეკონომიკა

Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე: საქართველოს შეუძლია იყოს ძალიან დიდი ტურისტული დანიშნულების ადგილი მომავალში

მსოფლიო ტურიზმის დღის თბილისში ჩატარებას Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე მუჰამედ ალი ჯანა საქართველოსთვის წარმატებულ ღონისძიებად აფასებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნანა კაკაბაძე

07 ოქტომბერი 2024, 18:02

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ჰერჩინსკიმ თითქოს, უარყო „ფორმულას“ მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, ხელისუფლების მიმართ იმდენი მუქარა დაურთო, რომ ყველასათვის გასაგები გახადა მისი და ოპოზიციური მედიის ერთობლივი მიზნის მისაღწევად დაგეგმილი მოქმედება

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ევროკავშირის ელჩმა ჰერჩინსკიმ სიტყვები გაავრცელა: „ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება“. როგორც ჩანს, „ფორმულამ“ ცოტა იჩქარა, და ამ სიჩქარით გასცა ის სავარაუდო მზაკვრობა, რომელსაც ზურგს უკან ჩვენი ქვეყნის მტრები გეგმავენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კახიანი

07 ოქტომბერი 2024, 17:57

პოლიტიკა

გიორგი კახიანი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე: ამას პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც ექნება სრული გამართლება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკასთან“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მოქალაქეებმა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს დაუჭირეს მხარი იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა მათ მიიღეს საპირისპირო შედეგი, რადგან ზურაბიშვილი თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში.

დავით ქართველიშვილი

07 ოქტომბერი 2024, 17:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ოპოზიციის სრული გაკოტრების ფონზე საარჩევნო კამპანიას საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოები ახორციელებენ და ამას არც მალავენ

ბატონმა ჰერჩინსკიმ თუ დღეში ერთხელ გააკეთა მსგავსი განცხადება, არჩევნებამდე კიდევ 18 განცხადების მოლოდინში ვართ. უშუალოდ, არჩევნების დღეს კი, იმედია, თავს შეიკავებს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა „ფორმულასა“ და NEWS.ON.GE-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

07 ოქტომბერი 2024, 17:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას გუნდის წევრზე: ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის გახარიას გუნდის მთავარი სახე, რომელიც ამავე დროს გვემუქრება ადეიშვილის მეთოდებით - ყველას დაჭერით და დაპატიმრებით

როდესაც ვსაუბრობთ, რომ გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია ვხედავთ, როგორც ფორმალურად, როდესაც მათ აქვთ კოალიციები შექმნილი ადგილობრივ თვითმმართველობაში და ძალიან არ უნდათ ხოლმე საჯაროდ ამისი დადასტურება, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, კოალიციები აქვთ შექმნილი და მეორე - მათი გუნდიც ასეთი შემადგენლობითაა შექმნილი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, სადაც მას კითხეს, თუ რატომ აკეთებს გახარია არჩევანს ძველ სახეებზე.

გურამ მაჭარაშვილი

07 ოქტომბერი 2024, 17:22

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: დაადასტურა, სამწუხაროდ, რომ ისინი არიან ოპოზიციაში უკვე ქართულ ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან. ეს ჩარევა კი არ არის, არამედ, არის პირდაპირი წარმართვა წინასაარჩევნო კამპანიის

ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან უნდათ არა პარტნიორული დამოკიდებულება, არამედ, უნდათ პირდაპირი ვასალური დამოკიდებულება, - განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით.

მიხეილ ყაველაშვილი

07 ოქტომბერი 2024, 17:22

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებელია, საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ ინფორმაცია უარყოს

აუცილებელია საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ ინფორმაცია უარყოს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

07 ოქტომბერი 2024, 17:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ შტაინმაიერი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას - ვერ მივიღე ჯერჯერობით ამ მხრივ განმარტება რამდენად შეესაბამება სიმართლეს

ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის და ყველა, ვინც ამ პროცესში რაღაცნაირად არის ჩართული, იქნებიან ეს პარტიები თუ იქნებიან ეს უცხოელი აქტორები, რა თქმა უნდა, ამ მხრივ მონაწილეობენ კონსტიტუციის გვერდის ავლის პროცესის დაძვრაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ტექნიკურ მთავრობასთან“ დაკავშირებით.

ირაკლი ზარქუა

07 ოქტომბერი 2024, 17:16

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ე.წ. პრეზიდენტი გახდა მადამ მავნებელი. არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ ამოწურა პრეზიდენტად ყოფნის ვადა, სტატუსით უნდა წავიდეს, რომ გადააყენა საქართველოს მოსახლეობამ

სტატუსით უნდა წავიდეს, რომ გადააყენა საქართველოს მოსახლეობამ, საქართველოს მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

რატი იონათამიშვილი

07 ოქტომბერი 2024, 17:13

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: თუ მსგავსი განცხადება მართლაც გაკეთდა, ეს არა მხოლოდ ჩარევაა საარჩევნო კამპანიაში, არამედ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და არამეგობრული

ან „ფორმულა“ ცრუობს, რაც არ გაგვიკვირდება, ან თუ მართლა გაკეთდა ასეთი განცხადება მიუხედავად იმისა, რომ წაშლილია ფორმულას გვერდიდან, ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ევროკავშირის ელჩს,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

07 ოქტომბერი 2024, 17:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარშვილი: ჩვენ გვინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევიდეს, როგორც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის ყველაზე ხშირი დამრღვევი

ჩვენ გვინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევიდეს, როგორც მსოფლიო მასშტაბით საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის ხშირი დამრღვევი, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საკითხზე საუბრისას.