ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ იმსჯელა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ იმსჯელა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელია არსებობდეს სამართლებრივი რეგულაციები, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზით დნმ-ის მონაცემთა ბაზის ფორმირებისთვის საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნება.
„კანონპროექტის მიღების შედეგად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეინახება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილები“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
კანონპროექტით განისაზღვრება დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლები და პირობები. კერძოდ, გენეტიკური პროფილის შენახვით დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა.
კანონპროექტით განისაზღვრება, ასევე, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირები, კერძოდ, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის მისივე თანხმობით დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, შესაძლებელი იქნება გენეტიკური პროფილის როგორც სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა, ასევე სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების მიერ დამუშავებული გენეტიკური პროფილის გამოთხოვა და საქართველოს დნმ-ის მონაცემთა ბაზაში მათი ასახვა.
კანონპროექტი, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე
04 ოქტომბერი 2024, 10:31
რეგიონი
სოფელ ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და კახა კაკაბაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2024, 10:26
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: სახელმწიფოებრივი სახე და ღირსება დაკარგული, პოლიტიკურად დეგრადირებული, აშშ-ს მომქმედი ადმინისტრაცია, აწარმოებს აღვირახსნილ კამპანიას საქართველოში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობის მიზნით!
კინორეჟისორი გოა ხაინდრავა სოციალურ ქსელში საქართველოში ხელისუფლების დამხობის მიზნით აშშ-ის ადმინისტრაციის კამპანიაზე წერს.
04 ოქტომბერი 2024, 10:18
მსოფლიო
ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტს მოზარდის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს
ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი მოზარდის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას France 24 ავრცელებს. „ჩვენ შეშფოთებულებმა შევიტყვეთ სერიოზული დანაშაულის შესახებ, რომელიც დაუსჯელი დარჩა. კერძოდ, მე მხედველობაში მაქვს გოგონა, რომელიც გააუპატიურეს, როცა ის 15 თუ 16 წლის იყო“, - ციტირებს France 24 ქვეყნის იუსტიციის მინისტრს სესარ სილესს. მისი თქმით, გაუპატიურების შედეგად გოგონა დაფეხმძიმდა. შემდგომში მას ბავშვი შეეძინა, რომლის დაბადების მოწმობაში მამად 64 წლის ევო მორალესია ჩაწერილი.
04 ოქტომბერი 2024, 10:18
სპორტი
მედია: მიხაელ შუმახერი საჯაროდ ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა
2013 წლიდან შუმახერი უბედური შემთხვევის შემდეგ პუბლიკასთან არ გამოჩენილა. მრბოლელმა სერიოზული ტრავმები მიიღო, როდესაც ალპებში თხილამურებით სრიალებდა. ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.
04 ოქტომბერი 2024, 10:14
არჩევნები 2024
გურამ მაჭარაშვილი: ნაცმოძრაობის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაშიფრა ის სქემა, რისთვისაც ემზადებიან უცხოელები და აქაური ოპოზიციის წარმომადგენლები
პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის, რადიკალური ოპოზიციის და უცხოელი პარტნიორების საერთო გეგმებს ეხმიანება.
04 ოქტომბერი 2024, 09:36
მსოფლიო
რუსული მედიის ინფორმაციას, რომ უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა სცადა, კიევი კატეგორიულად უარყოფს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი ტიხის თქმით, საოკუპაციო ძალებისგან განსხვავებით, უკრაინული ძალები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს იცავენ და სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას თავს არ ესხმიან.
04 ოქტომბერი 2024, 09:22
მსოფლიო
ევროკომისია უნგრეთს სუვერენიტეტის შესახებ კანონის გამო უჩივის
ევროპულმა კომისამ უნგრეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა სუვერენიტეტის შესახებ მიღებული კანონის გამო. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. უნგრეთმა კანონი ნაციონალური სუვერენიტეტის შესახებ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. მისი ინიციატორი მმართველი პარტია „ფიდესი“ იყო. კანონის თანახმად, უნგრეთში სუვერენიტეტის დაცვის ოფისი შეიქმნება. სუვერენიტეტის დაცვის ოფისის მთავარი ამოცანა კონკრეტული საქმიანობის შესწავლა იქნება, რომელიც სხვა სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის ინტერებში ხორციელდება და უნგრეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.
04 ოქტომბერი 2024, 09:21
არჩევნები 2024
ირაკლი ხელაძე: ყოველდღიურად ვგრძნობთ მხარდაჭერას ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისგან
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს აგრძელებს. დელეგატი გურამიშვილის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან მმართველი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.
04 ოქტომბერი 2024, 09:16
არჩევნები 2024
ნუცა ბუზალაძე: ველოდებით 26 ოქტომბერს, მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“
მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელიც თბილისში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნას დაესწრო.
04 ოქტომბერი 2024, 09:05
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს მეცხრე ისრაელელი ჯარისკაცია, რომელიც სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ არის დაღუპული.
04 ოქტომბერი 2024, 09:01
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერი პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დღეს პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს. ინფორმაცია ალი ხამენეის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ლოცვის დასრულების შემდეგ ალი ხამენეი იქადაგებს. აღსანიშნავია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ლოცვას ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ და დაჯგუფება „ჰამასის“ გასული წლის ოქტომბერში ისრაელში შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე აღავლენს. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ მისი ქადაგების შემდეგ ისრაელთან დაკავშირებით ირანის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი. ალი ხამენეი, რომელიც ირანში უმაღლეს ხელისუფალს წარმოადგენს, ლოცვას იმამ ხომეინის გრანდ მოსალას მეჩეთში, თეირანში აღავლენს.
04 ოქტომბერი 2024, 08:48
არჩევნები 2024
რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება
რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებიან.
04 ოქტომბერი 2024, 08:37
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: ჩვენ არ ვიცით საქართველოს პრეზიდენტის სხვა შეხვედრების დეტალების შესახებ, მაგრამ მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა
ზურაბიშვილის ვიზიტი და მის მიერ გამართული საარჩევნო აგიტაცია გერმანიაში, სადაც 2017 წლიდან უცხოელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წარმოება ეკრძალებათ - გერმანიის ელჩი „ქრონიკასთან“ კანონდარღვევის რეაგირებაზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, სხვა შეხვედრების დეტალები მისთვის უცნობია.
04 ოქტომბერი 2024, 08:28
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: პრეზიდენტმა ვერ გაბედა, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის ვეტო დაედო, რადგან საზოგადოებისგან ამას ძალიან უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობა და ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა, პრეზიდენტმა საზოგადოების შიშით კანონპროექტისთვის ვეტოს დადება ვერ გაბედა, თუმცა, ვერც ხელის მოწერა შეძლო.
04 ოქტომბერი 2024, 08:20
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე: მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა მავნე ზეგავლენისგან
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, ეს კანონი უპრეცედენტო მნიშვნელობისაა, რადგან ახალგაზრდებს ამორალური ზეგავლენისგან დაიცავს.
04 ოქტომბერი 2024, 08:13
პოლიტიკა
ლევან მჭავარიანი: დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ლგბტ პროპაგანდაა, ეს კანონი მომავალ თაობას ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან დაიცავს
ლგბტ კანონი ჩვენ მომავალ თაობას დაიცავს ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა
04 ოქტომბერი 2024, 08:06
არჩევნები 2024
მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება
მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება. დღეს ხელოვანებს ახმეტა და ყვარელი უმასპინძლებს. მმართველი პარტიის პოლიტიკას საგარეჯოშიც იზიარებენ.
04 ოქტომბერი 2024, 03:09
მსოფლიო
მედია: ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა
„ჰეზბოლას“ ლიკვიდირებული ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა.
04 ოქტომბერი 2024, 02:51
მსოფლიო
პენტაგონში განმარტეს, რატომ არ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში ხდება
პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა კომენტარი გააკეთა უკრაინისა და ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში მოკავშირეთა მონაწილეობის საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2024, 01:01
მსოფლიო
ლიბანის ეკონომიკის მინისტრი: ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს
ლიბანის ეკონომიკის მინისტრმა, ამინ სალამმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს.