imedi /  12 სექტემბერი 2024, 22:05 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე გახარიას პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებზე: იმდენად დისკრედიტირებული არიან, რომ ცდილობენ, აბსურდული თეორიების შექმნას - არანაირი ინფორმაცია ბუნტთან დაკავშირებით არ მქონდა, მივლინებაში ვიმყოფებოდი

გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

გასული დღეების განმავლობაში და დღეს განსაკუთრებით, გახარიას პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა გარკვეული ბრალდებები, რომელიც, რა თქმა უნდა, დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, რითაც გამოეხმაურა ბრალდებებს იმის შესახებ, თითქოს ის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და „ციხის ბუნტის" თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, სურს საზოგადოებას განუმარტოს, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლების განცხადება, თითქოს, ის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო, სრული სიცრუეა. მისი თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელება იმ დესტრუქციული და მიზანმიმართული კამპანიის კომპონენტია, რომლითაც ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან, კომენტარი გავაკეთო ჭორიკანა პოლიტიკოსებზე, რომლებიც მოღალატე გახარიას მიეკედლნენ და ცდილობენ სრულიად აბსურდული ინფორმაციის გავრცელებას. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საზოგადოების მიმართ მაქვს უდიდესი პატივისცემა და არ მინდა რომ საზოგადოება შეცდომაში იყოს შეყვანილი, მინდა გავაკეთო საზოგადოებისთვის განცხადება იმის თაობაზე, რომ პირველ რიგში, მე არასოდეს დამიმალავს, რომ 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თუმცა, სრულიად დეზინფორმაციულია და სიმართლეს არ შეესაბამება არაერთი განცხადება, რომლებიც წლების განმავლობაში ისმის სხვადასხვა დროს, რომ თითქოს, მე ვიყავი ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. არასოდეს ზურაბ ადეიშვილის მოადგილე მე არ ვყოფილვარ და ეს მარტივი გადასამოწმებელია. აქაც ჩანს ამ ადამიანების დესტრუქციული და მიზანმიმართული კამპანიის კომპონენტი, რომელსაც ცდილობენ, რომ საზოგადოებაში მიზანმიმართულად გაავრცელონ.“ - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ციხის ბუნტზე ინფორმაციას არ ფლობდა და ამ პერიოდში მივლინებაში იმყოფებოდა, რაც მარტივად გადამოწმებადია. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი მმართველი გუნდისთვის ტალახის სროლა და პირადად მისი დისკრედიტაციის მცდელობაა. ამასთან, გივი მიქანაძემ, საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არასოდეს ვყოფილვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. როდესაც შემომთავაზეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია, მაგ დროს ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქიდან გადავედი და ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და საქმიანობა უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რესოციალიზაციას - ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება. ამიტომ, ამ ჭორიკანა პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, აუცილებლად შეიტანონ რაც მოფიქრებული აქვთ, უსაფუძვლო და სრულიად აბსურდული დოკუმენტი პროკურატურაში. თვითონვე იციან, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მათი ერთადერთი მიზანია, რომ მმართველ გუნდს როგორღაც ტალახი ესროლონ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, იმდენად დისკრედიტირებული არიან, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის, რომ ცდილობენ, რაღაც აბსურდული თეორიების შექმნას და ამით საზოგადოების მოტყუებას. მე მზად ვარ სამართალდამცავ ორგანოებთან ვითანამშრომლო, აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერი ჩემს გადაწყვეტილებაზე და ნაბიჯზე.

კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჭორიკანა პოლიტიკოსების განცხადებას არ ვეხმაურები, მე უბრალოდ პატივს ვცემ ჩვენს საზოგადოებას და არ მინდა, რომ საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია იყოს გავრცელებული. არანაირი ინფორმაცია ბუნტთან დაკავშირებით არ მქონდა, ამის შესახებ შემდგომში გამოძიებაც ჩატარდა, შესაბამისად, მასალები არსებობს და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანია ჩვენი გუნდისთვის ტალახის სროლა, პირადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა, მაგრამ, მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში თუკი საჭიროება იქნება, სამართალდამცავ ორგანოებთან შესაბამისი თანამშრომლობისთვის, გამომდინარე იქიდან რომ არსებობს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ მე ბუნტის დაწყების დღეს მივლინებაში ვიმყოფებოდი.“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ყველა სიახლე

12 ოქტომბერი 2024, 10:55

თავდაცვა

სამხედრო ჰოსპიტალმა საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა გერმანული ორგანიზაცია KTQ-ს აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, რაც იმის დასტურია, რომ სამედიცინო დაწესებულება ზრუნავს პაციენტების უსაფრთხოებასა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლაშა დარსალია

12 ოქტომბერი 2024, 10:44

პოლიტიკა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო.

ლორა თორნტონი

12 ოქტომბერი 2024, 10:19

არჩევნები 2024

ლორა თორნტონის ანგარიშის მიხედვით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია საქართველოს კონფლიქტში ჩაითრევს, რაც მძლავრი გზავნილია

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი, საქართველოში გასამართი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშში საარჩევნო გარემოს და საზოგადოების განწყობებს მიმოიხილავს.

12 ოქტომბერი 2024, 10:15

მსოფლიო

NBC News: ისრაელი ირანის სამხედრო და ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვას აპირებს

აშშ-ის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ისრაელს გადაწყვეტილი აქვს იერიში მიიტანოს ირანის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. როგორც ტელეარხი იუწყება, ჯერ არანაირი ნიშანი იმისა, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებს თავს დაესხმება, არ არის, თუმცა ოფიციალურ თელ-ავივს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. აშშ-ში არ იციან, თუ როდის შეიძლება ისრაელმა იმოქმედოს ირანის წინააღმდეგ, თუმცა ებრაელი სამხედროები მზადყოფნის რეჟიმში არიან გადასულნი და შესაბამის ბრძანებას ელოდებიან.

ლორა თორნტონი

12 ოქტომბერი 2024, 10:08

არჩევნები 2024

ლორა თორნტონის ანგარიშის თანახმად, ქართველები მართებულად არიან შეშფოთებულნი კონფლიქტით, რადგან მათ არ უნახავთ უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი, საქართველოში გასამართი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშში საარჩევნო გარემოს და საზოგადოების განწყობებს მიმოიხილავს.

12 ოქტომბერი 2024, 09:53

პოლიტიკა

სოლომონ პავლიაშვილი: გარემოსდაცვითი სტაბილურობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) საბჭოს სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საქმიანობის და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

ლორა თორნტონი

12 ოქტომბერი 2024, 09:50

პოლიტიკა

NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი ანგარიშში აღიარებს, რომ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეა

NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი ანგარიშში, რომ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეა.

12 ოქტომბერი 2024, 09:46

რეგიონი

დაბა ბაკურიანში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

ბაკურიანში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შენდება 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეებით და საინჟინრო სისტემებით. მნიშვნელოვანია, რომ ბაღის მიმდებარედ არის ახლად აშენებული პარკი, რომლითაც უკვე სარგებლობენ როგორც ადგილობრივები, ისე დაბის სტუმრები. მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე კარგად ერწყმის საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურას - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბაკურიანში მშენებარე საბავშვო ბაღის დათვალიერების შემდეგ.

დონალდ ტრამპი

12 ოქტომბერი 2024, 09:40

არჩევნები აშშ

ტრამპი ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო ვერტმფრენით გაცილებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო მის გაცილებას სამხედრო ვერტმფრენით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ტრამპის საარჩევნო შტაბმა სახელმწიფოს ასეთი თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც მასზე 13 ივლისს და 15 სექტემბერს თავდასხმის ორი მცდელობა განხორციელდა. გასულ თვეს აშშ-ის დაზვერვამ ტრამპს განუცხადა, რომ მას საფრთხე ირანისგან ემუქრება. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს იცავს, განაცხადა, რომ „ყოფილი პრეზიდენტი დაცვის მაღალი დონით სარგებლობს“, მაგრამ ტრამპი უფრო მეტს ითხოვს.

12 ოქტომბერი 2024, 09:09

სპორტი

ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს

ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კამალა ჰარისი

12 ოქტომბერი 2024, 09:00

არჩევნები აშშ

ჰარისმა ტრამპის უარი დებატებზე სისუსტედ შეაფასა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის შეფასებით, მისმა კონკურენტმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სუსტი ნაბიჯი გადადგა, როცა დებატებზე უარი განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს. ჰარისი მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ დებატებზე უარის თქმა მასზე სასარგებლოდ არ აისახება და პრინციპულად მაინც არაფერს ცვლის. „ვფიქრობ, ეს არ არის კარგი ამომრჩევლებისთვის. მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სუსტი სვლაა. ის [ტრამპი] რომც არ დათანხმდეს დებატებს, ამ არჩევნების კონტრასტი უკვე ნათელია. ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მომავლის ხედვების შესახებაა. ერთია მისი ხედვა, რომელიც წარსულზეა ფოკუსირებული, ხოლო მეორე - ჩვენი - მომავალზე ორიენტირებული“, - განაცხადა ჰარისმა.

12 ოქტომბერი 2024, 08:44

მსოფლიო

მედია: გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მეტი მსხვერპლი წელს სექტემბერში იყო

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მეტი მსხვერპლი წელს სექტემბერში იყო. როგორც უკრაინული მედია წერს, გაეროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა 46% 60 წელზე მეტი ასაკის იყო, სექტემბერში 9 ბავშვი დაიღუპა, 76 ბავშვი კი დაიჭრა.

12 ოქტომბერი 2024, 08:00

საზოგადოება

საქართველოში აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დღეს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

12 ოქტომბერი 2024, 00:47

სპორტი

საქართველო-უკრაინის თამაში 0:1 დასრულდა

საქართველო უკრაინის თამაში 0:1 დასრულდა. თამაში დაძაბულად წარიმართა. ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინას პოზნანში შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 23:22

სპორტი

1:0 - უკრაინამ საქართველოს გოლი გაუტანა

საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

11 ოქტომბერი 2024, 22:46

სპორტი

საქართველოსა და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა დაიწყო

საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე. სათადარიგო შემადგენლობაში არიან ლორია, გუგეშაშვილი, გოგლიჩიძე, კვერკველია, ბოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, შენგელია, ნონიკაშვილი, ალთუნაშვილი, გულიაშვილი, დავითაშვილი, ზივზივაძე.

ლევან ნიკოლეიშვილი

11 ოქტომბერი 2024, 22:44

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშზე: შთაბეჭდილება დამრჩა, ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს, დანარჩენ საკითხებზე იფიქრეს და ძველ „ჩვენებას" მიაწვნენ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს. არჩევნების შემდეგ კი იმას იტყვიან რა ინსტრუქციაც ექნებათ, მაგრამ სიმართლეს უკვე ვერსად გაექცევიან.

ლევან დავითაშვილი

11 ოქტომბერი 2024, 22:05

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ახალი ტექნოლოგიური ჰაბის პროექტით, პოტენციალი, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდობას გააჩნია, მაქსიმალურად იქნება რეალიზებული

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სიმბოლურია, რომ პროექტის პრეზენტაცია ხდება ქუთაისში, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა. „ქუთაისში არის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ვფიქრობ, ბოლო წლებში, დამოუკიდებლობის პერიოდში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ძალიან წარმატებით ხორციელდება და აქვს მნიშვნელოვანი ამბიციური გეგმები, რომ ეს ქალაქი არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრი იყოს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას ისახავს მიზნად, სრულად თანხვედრაშია განვითარების ამ ხედვასთან,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

11 ოქტომბერი 2024, 21:45

სპორტი

უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 ოქტომბერი 2024, 21:29

მსოფლიო

ზელენსკი: „გამარჯვების გეგმა“ შეიცავს ნაბიჯებს, რომელიც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არაუგვიანეს 2025 წლისა დასრულდეს.