ლევან ნიკოლეიშვილი: ტომით ქართველის, მაგრამ სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლის, აგენტ ეკა გიგაურის გამოსვლის ტექსტს თუ გადახედავთ, მარტივად მიხვდებით თუ როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის დასმენა საუკუნეების განმავლობაში
ლევან ნიკოლეიშვილი
ფოტო: IMEDI/კადრი
ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა გიგაურის გამოსვლას, სოციალურ ქსელში ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, სადაც გიგაური ამბობს, რომ ერთხელ უკვე ააშენეს საქართველოში დემოკრატია.
ტომით ქართველის, მაგრამ სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლის, აგენტ ეკა გიგაურის გამოსვლის ტექსტს თუ გადახედავთ, ბევრი ისეთ რამეს აღმოაჩენთ, მარტივად მიხვდებით თუ როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის დასმენა სხვადასხვა ჯურის „უფროსი ძმისა“ თუ „გულმხურვალე მეგობრების“ წინაშე საუკუნეების განმავლობაში, იმ მიზნით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ვერ შეგვენარჩუნებინა,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, არ იცის როდის იქნება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი, მაშინ როცა მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში დიდი თაღლითები, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლებიან, თუ მანამდე, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მერე, როცა უცხოელების პატარა ადგილობრივი თაღლითები საბოლოო კრახს განიცდიან.
„ამერიკის შეერთებული შტატების, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში, ტომით ქართველის, მაგრამ სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლის, აგენტ ეკა გიგაურის გამოსვლის ტექსტს თუ გადახედავთ, ბევრი ისეთ რამეს აღმოაჩენთ, მარტივად მიხვდებით თუ როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის დასმენა სხვადასხვა ჯურის „უფროსი ძმისა“ თუ „გულმხურვალე მეგობრების“ წინაშე საუკუნეების განმავლობაში, იმ მიზნით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ვერ შეგვენარჩუნებინა.
დაბეზღების სიტყვის ბოლოს ჩემი ყურადღება, აგენტ გიგაურის ამ სიტყვებმა მიიქცია: „ამერიკისა და მისი მოკავშირეების დახმარებით, ჩვენ ერთხელ უკვე ავაშენეთ მსოფლიოს ამ ნაწილში განვითარებადი დემოკრატია და მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ახლაც გავიმარჯვებთ სახელოვნად"-ო. თურმე ნუ იტყვით, ერთხელ უკვე გვქონია აშენებული დემოკრატია, საინტერესოა როდის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ვერ მოასწრებდა, ძალიან მალე მოუწყვეს გადატრიალება, შევარდნაძეზე ეჭვი მეპარება ასეთი რამე ეთქვა, დღევანდელი ხელისუფლება ხომ მიუღებელია, ე.ი. სააკაშვილის პერიოდზეა საუბარი, ცხადია, ის იყო დემოკრატიის შუქურა, ადამიანების ქართული ციხეების ამავსებელი, ოპონენტების მკვლელი, რუსეთთან „მეომარი“, ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ობიექტების გამჩუქებელი, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის საფარ ქვეშ, ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად არალეგალურად შემოპარული! ამ პერიოდს, მისტირის და შენატრის გიგაური და ეთანხმება სენატორი, უფრო მეტიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას თაღლითებს ეძახის და მოშორებით ემუქრება. არ ვიცი როდის იქნება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი, როცა მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში დიდი თაღლითები, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლებიან, თუ მანამდე, ჩვენი საპარლამენტო არჩევნების მერე, უცხოელების პატარა ადგილობრივი თაღლითები საბოლოო კრახს როცა განიცდიან,“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
ყველა სიახლე
07 ოქტომბერი 2024, 18:24
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ამერიკის საელჩო თუ თავად არ არის დაინტერესებული არეულობით და თავადვე არ არის ორგანიზატორი იმის, რასაც აქ მყოფ თავისივე მოქალაქეებს უანონსებს, მაშინ სხვა ნიშანი არეულობის უბრალოდ არ არსებობს
საქართველოში დღეს აბსოლუტური სიმშვიდეა. ამერიკის საელჩო თუ თავად არ არის დაინტერესებული არეულობით და თავადვე არ არის ორგანიზატორი იმის, რასაც აქ მყოფ თავისივე მოქალაქეებს უანონსებს, მაშინ სხვა ნიშანი არეულობის არ არსებობს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
07 ოქტომბერი 2024, 18:22
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა ახლა ის თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში
მოქალაქეებმა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა ახლა ზურაბიშვილი თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.
07 ოქტომბერი 2024, 18:20
მსოფლიო
ერდოღანი: ისრაელი ღაზაში განხორციელებული გენოციდისთვის საფასურს გადაიხდის
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში განხორციელებული გენოციდისთვის საფასურს გადაიხდის.
07 ოქტომბერი 2024, 18:19
არჩევნები 2024
გიორგი კახიანი: დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ, ის ურთიერთობები რაც გვქონდა სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, ძალიან მალე აღდგება და გავაგრძელებთ გზას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით
ჩვენ იმდენი რამ გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, იმდენი რამ ვნახეთ, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური ცნობიერების ხარისხი ძალიან მაღალია და შესაბამისად, თუ ადრე შეიძლებოდა რაღაც დეზინფორმაციას მეტ-ნაკლებად აჰყოლოდა საზოგადოება, დღეს ძალიან კარგი ანალიზის გაკეთება შეგვიძლია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
07 ოქტომბერი 2024, 18:16
რეგიონი
ოზურგეთის მერიის, მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ოზურგეთის მერიის, მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
07 ოქტომბერი 2024, 18:16
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ იმ გაერთიანებაში, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ჩამოყალიბდა, შეუძლიათ რაიმე საერთო გადაწყვეტილებებზე შეჯერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იდეურად ეს არის პოლიტიკური გუნდი
არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ იმ გაერთიანებაში, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ჩამოყალიბდა, შეუძლიათ რაიმე საერთო გადაწყვეტილებებზე შეჯერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იდეურად ეს არის პოლიტიკური გუნდი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
07 ოქტომბერი 2024, 18:12
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ლანჩხუთის სოფლებში აგრძელებს
„ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, სუფსასა და ახალსოფელში მოსახლეობას შეხვდნენ.
07 ოქტომბერი 2024, 18:11
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ე.წ. ქარტიით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა ერთი მხრივ ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არის სრულიად უსუსური, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს
ე.წ. ქარტიით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა ერთი მხრივ ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არის სრულიად უსუსური ოპოზიცია, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს , - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პრემიერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე.
07 ოქტომბერი 2024, 18:05
მსოფლიო
სლოვაკეთის პრემიერი უკრაინელ კოლეგას: ღიად ვამბობ, რომ ცივი დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ კვლავ დააფიქსირა ნეგატიური დამოკიდებულება უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ, თუმცა პირობა დადო, რომ არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
07 ოქტომბერი 2024, 18:05
ეკონომიკა
Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე: საქართველოს შეუძლია იყოს ძალიან დიდი ტურისტული დანიშნულების ადგილი მომავალში
მსოფლიო ტურიზმის დღის თბილისში ჩატარებას Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე მუჰამედ ალი ჯანა საქართველოსთვის წარმატებულ ღონისძიებად აფასებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
07 ოქტომბერი 2024, 18:02
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ჰერჩინსკიმ თითქოს, უარყო „ფორმულას“ მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, ხელისუფლების მიმართ იმდენი მუქარა დაურთო, რომ ყველასათვის გასაგები გახადა მისი და ოპოზიციური მედიის ერთობლივი მიზნის მისაღწევად დაგეგმილი მოქმედება
ტელეკომპანია „ფორმულამ“ ევროკავშირის ელჩმა ჰერჩინსკიმ სიტყვები გაავრცელა: „ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება“. როგორც ჩანს, „ფორმულამ“ ცოტა იჩქარა, და ამ სიჩქარით გასცა ის სავარაუდო მზაკვრობა, რომელსაც ზურგს უკან ჩვენი ქვეყნის მტრები გეგმავენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
07 ოქტომბერი 2024, 17:57
პოლიტიკა
გიორგი კახიანი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე: ამას პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც ექნება სრული გამართლება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკასთან“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მოქალაქეებმა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს დაუჭირეს მხარი იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა მათ მიიღეს საპირისპირო შედეგი, რადგან ზურაბიშვილი თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში.
07 ოქტომბერი 2024, 17:55
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ოპოზიციის სრული გაკოტრების ფონზე საარჩევნო კამპანიას საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოები ახორციელებენ და ამას არც მალავენ
ბატონმა ჰერჩინსკიმ თუ დღეში ერთხელ გააკეთა მსგავსი განცხადება, არჩევნებამდე კიდევ 18 განცხადების მოლოდინში ვართ. უშუალოდ, არჩევნების დღეს კი, იმედია, თავს შეიკავებს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა „ფორმულასა“ და NEWS.ON.GE-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 17:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას გუნდის წევრზე: ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის გახარიას გუნდის მთავარი სახე, რომელიც ამავე დროს გვემუქრება ადეიშვილის მეთოდებით - ყველას დაჭერით და დაპატიმრებით
როდესაც ვსაუბრობთ, რომ გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია ვხედავთ, როგორც ფორმალურად, როდესაც მათ აქვთ კოალიციები შექმნილი ადგილობრივ თვითმმართველობაში და ძალიან არ უნდათ ხოლმე საჯაროდ ამისი დადასტურება, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, კოალიციები აქვთ შექმნილი და მეორე - მათი გუნდიც ასეთი შემადგენლობითაა შექმნილი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, სადაც მას კითხეს, თუ რატომ აკეთებს გახარია არჩევანს ძველ სახეებზე.
07 ოქტომბერი 2024, 17:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: დაადასტურა, სამწუხაროდ, რომ ისინი არიან ოპოზიციაში უკვე ქართულ ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან. ეს ჩარევა კი არ არის, არამედ, არის პირდაპირი წარმართვა წინასაარჩევნო კამპანიის
ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან უნდათ არა პარტნიორული დამოკიდებულება, არამედ, უნდათ პირდაპირი ვასალური დამოკიდებულება, - განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 17:22
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებელია, საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ ინფორმაცია უარყოს
აუცილებელია საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ ინფორმაცია უარყოს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
07 ოქტომბერი 2024, 17:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ შტაინმაიერი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას - ვერ მივიღე ჯერჯერობით ამ მხრივ განმარტება რამდენად შეესაბამება სიმართლეს
ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის და ყველა, ვინც ამ პროცესში რაღაცნაირად არის ჩართული, იქნებიან ეს პარტიები თუ იქნებიან ეს უცხოელი აქტორები, რა თქმა უნდა, ამ მხრივ მონაწილეობენ კონსტიტუციის გვერდის ავლის პროცესის დაძვრაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ტექნიკურ მთავრობასთან“ დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 17:16
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: ე.წ. პრეზიდენტი გახდა მადამ მავნებელი. არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ ამოწურა პრეზიდენტად ყოფნის ვადა, სტატუსით უნდა წავიდეს, რომ გადააყენა საქართველოს მოსახლეობამ
სტატუსით უნდა წავიდეს, რომ გადააყენა საქართველოს მოსახლეობამ, საქართველოს მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 17:13
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: თუ მსგავსი განცხადება მართლაც გაკეთდა, ეს არა მხოლოდ ჩარევაა საარჩევნო კამპანიაში, არამედ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და არამეგობრული
ან „ფორმულა“ ცრუობს, რაც არ გაგვიკვირდება, ან თუ მართლა გაკეთდა ასეთი განცხადება მიუხედავად იმისა, რომ წაშლილია ფორმულას გვერდიდან, ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ევროკავშირის ელჩს,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
07 ოქტომბერი 2024, 17:10
პოლიტიკა
გურამ მაჭარშვილი: ჩვენ გვინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევიდეს, როგორც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის ყველაზე ხშირი დამრღვევი
ჩვენ გვინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევიდეს, როგორც მსოფლიო მასშტაბით საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის ხშირი დამრღვევი, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საკითხზე საუბრისას.