imedi /  13 სექტემბერი 2024, 19:53 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა ვერასოდეს დაეთანხმება დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულად, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების პროდასავლურად შეფასებას, რადგან ამის არც ერთი დამაჯერებელი ფაქტი არ არსებობს

2003-2012 წლებში ქართველმა ხალხმა თავის მხრებზე გადაიტანა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის მმართველობის მთელი სიმძიმე და საკუთარი შეფასება მისცა ამ ანტიდემოკრატიულ, ფაშისტურ-ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედ პარტიას, როდესაც 2012 წელს ჯერ ხელისუფლებიდან ჩამოაშორა ეს ძალა, ხოლო შემდეგ, 12 წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა ადგილობრივ, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მუდმივად სასტიკად ამარცხებდა ამ პარტიას, - განაცხადა ჟენევაში, ადამიანის უფლებათა 57-ე მსოფლიო ფორუმზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ.

მისი თქმით, ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა ვერასოდეს დაეთანხმება დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულად, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების პროდასავლურად შეფასებას, რადგან ამის არც ერთი დამაჯერებელი ფაქტი არ არსებობს

„მე ვარ ნანა კაკაბაძე საქართველოდან, წარმოვადგენ ა/ო ყოფილი პოლიტ პატიმრები- ადამიანის უფლებებისათვის. ჩემი ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საბჭოთა ეპოქის დისიდენტები, რომლებმაც 70-80 წლებში გამოიარეს საბჭოთა ციხეები და ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც გააგრძელეს ფაქტიურად იგივე საქმიანობა (უფლებების დაცვა), რომელსაც დისიდენტობის დროს ეწეოდა.

ჩამოვედი აქ თქვენთან რიგით 57-ე უმნიშვნელოვანეს მსოფლიო ფორუმზე, რათა თქვენამდე მომეტანა ჩემი ქვეყნის ტკივილი. საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღო დამოუკიდებლობა, გამოიარა სამოქალაქო ომი და განიცადა გარე აგრესიაც, თუმცა, მე მინდა დღეს გესაუბროთ დასავლეთის დამოკიდებულებაზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი.

2003-2012 წლებში ქართველმა ხალხმა თავის მხრებზე გადაიტანა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის მმართველობის მთელი სიმძიმე და საკუთარი შეფასება მისცა ამ ანტიდემოკრატიულ, ფაშისტურ-ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედ პარტიას, როდესაც 2012 წელს ჯერ ხელისუფლებიდან ჩამოაშორა ეს ძალა, ხოლო შემდეგ, 12 წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა ადგილობრივ, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მუდმივად სასტიკად ამარცხებდა ამ პარტიას.

დასავლეთმა, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დროს ყოველთვის იყო არათავისუფალი მსოფლიოს 1/6-ის იმედი და მისი სუვერენიტეტის დაცვის გარანტი, დღეს ფაქტიურად გახდა ამ სუვერენიტეტის შემლახველი. ვგულისხმობ ევროპარლამენტიდან და სხვა ევროპული სტრუქტურებიდან თუ კონკრეტული პოლიტიკოსებიდან მომავალი არაადეკვატურ რეზოლუციებს თუ განცხადებებს, ასევე მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არასამართლიანად და უხეშად ჩარევის ნათელ მაგალითებს. ისინი ქართველ ხალხს უმტკიცებენ, რომ მათ მიერ მრავალჯერ უარყოფილი ანტიდემოკრატიული ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ არის პროდასავლური, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება - პრორუსული. სინამდვილეში ქართველი ხალხის უმრავლესობამ თავის მხრებზე გადაიტანა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის მმართველობის მთელი სიმძიმე 2003-2012 წლებში და საკუთარი შეფასება აქვს ამ ანტიდემოკრატიული, ფაშისტურ-ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედი პარტიის მიმართ. თუ რას მოიცავდა აღნიშნულ წლებში სააკაშვილის და მისი პარტიის მმართველობა, ამას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს მიერ აქ ჩამოტანილ და გავრცელებულ მათი მმართველობის მოკლე განხილვაში.

ამიტომ, ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა ვერასოდეს დაეთანხმება დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულად, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების პროდასავლურად შეფასებას, რადგან ამის არც ერთი დამაჯერებელი ფაქტი არ არსებობს. მით უმეტეს, როდესაც ამას ემატება ჩვენი დასავლელი „კეთილისმსურველების“ მუდმივი კარნახი და მოთხოვნა იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ, რა არის ჩვენთვის კარგი და რა ცუდი, რა კანონი უნდა მივიღოთ, ანტიდისკრიმინაციული, ლგბტ უფლებების დამცავი თუ ანტიეკლესიური და ა.შ. და ეს მაშინ, როცა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების დღიდან ჩვენ დავიწყეთ და შევცვალეთ ის კანონები, რომელიც არ მოდიოდა შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ჩვენ მივიღეთ ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია, რომელშიც ერთი თავი დათმობილი აქვს ადამიანის უფლებებს. საქართველოსთან მიმართებით ამ პოლიტიკოსების საჯარო პოზიციებისა და გამონათქვამების შედეგია, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც ყველა გამოკითხვებით მოსახლეობის 80-85% პროევროპულად იყო განწყობილი, ბოლო წლებში დიდი სიფრთხილით ეკიდებიან დასავლეთიდან მომავალ ყველა მოთხოვნას თუ რეკომენდაციას.

ისინი ფიქრობენ, თუ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ მმართველობის 9-წლიან ანტიდემოკრატიულ რეჟიმს ჩვენი დასავლელი კოლეგები დასავლური დემოკრატიის სტანდარტების დაცვად მიიჩნევენ, მაშინ ისინი თავს იკავებენ ასეთ დასავლეთში ინტეგრაციისგან. სააკაშვილის დასავლელ ლობისტებს არ აინტერესებთ რომ დღევანდელი საქართველო „ფრიდომ ჰაუსის“ ინდექსით მიჩნეულია სრულიად თავისუფალ ქვეყნად, არც ის, რომ არათუ ჩვენს სამეზობლოს, არამედ თითქმის ნახევარ ევროპას უსწრებს კორუფციის ინდექსით ჩვენი ქვეყანა, ასევე ის, რომ დღევანდელი შეფასებებით საქართველო ევროპის ბევრ და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაზე წინ არის ბიზნესის კეთების თავისუფლების, ეკონომიკური ზრდის და ტრანსფარენტულობის ინდექსებით, არც ის, რომ ყველა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველო ხმას აძლევს უკრაინის სასარგებლო გადაწყვეტილებებს, იღებს და პატრონობას უწევს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს, რომ სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ მიაღწია ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ხელმოწერას, ასევე ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ბოლოს, სწორედ მან მიიღო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. და ეს ხდება სწორედ ევროპული კრიტერიუმებით და არა ვინმეს საშეღავათო შეფასებებით. ამ ყველაფრის მიუხედავად დღეს ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს მიმართ ადგილი აქვს სრულიად არაობიექტურ, მიკერძოებულ და უსამართლო დამოკიდებულებას, რასაც მწვავედ განიცდის ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი. საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გახშირების მიზეზად დასავლეთში ბევრი იმას თვლის, რომ თითქოს ჩვენთან გაძლიერდა რუსული პროპაგანდა, რასაც ეძახიან რუსული ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილს. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ საქართველოში რუსეთს თავისი ინტერესები გააჩნია და რასაკვირველია, ამ ინტერესების რეალიზაციისთვის თავისი მცდელობებიც ექნება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილის მხრიდან დასავლეთის მიმართ ფრთხილი პოზიციების გაჩენა არა იმდენად რუსული პროპაგანდის, არამედ საქართველოს მიმართ სწორედ დასავლეთის გარკვეული წრეებიდან მომავალი გზავნილებისა და მოთხოვნების შედეგია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საქართველოში დღეს არ ფუნქციონირებენ რუსული მედია-საშუალებები, ყველა სახელისუფლებო თუ ოპოზიციური მედია-საშუალება ერთხმად აცხადებს, რომ ქვეყნის მიზანი ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული ღირებულებების განმტკიცებაა, მაგრამ ჩვენი საზოგადოება, რომელსაც გავლილი აქვს კრემლის დიქტატის ტრადიცია, სწორედ დასავლეთიდან მომავალ გზავნილებს და მოთხოვნებს ადარებს ამ დიქტატს, როდესაც ისმენს, რომ თუ ქვეყანა ამა თუ იმ კანონს არ მიიღებს, ან თუ ამა თუ იმ კრიმინალს არ გაათავისუფლებს, ან თუ ეკლესიის გავლენას არ შეამცირებს, ან თუ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას დემოკრატიულად არ მიიჩნევს, მაშინ ის ვერ ეღირსება ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას.

ასეთი განცხადებები კი ისეთი ინტენსივობით და ქვეყნის მიმართ ზოგჯერ ისეთი უხეში და შეურაცხმყოფელი ფორმებით კეთდება, რომ ჩნდება ეჭვი, სპეციალურად ხომ არ სჭირდებათ ეს დასავლეთში ვიღაცებს, რომ ჩვენს ქვეყანაში გააძლიერონ პრორუსული და ანტიდასავლური განწყობები. იმედია, ჩვენი დასავლელი კოლეგები გაიაზრებენ და გაიზიარებენ, რომ მსგავსი ქმედებები სწორედ რუსული პროპაგანდისთვის ქმნიან ნოყიერ ნიადაგს და საქართველოს მიმართ მომავალში მაინც ექნებათ არა ორმაგ სტანდარტებზე, არამედ თანასწორუფლიანობაზე დამყარებული ობიექტური დამოკიდებულება“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ყველა სიახლე

ევო მორალესი

04 ოქტომბერი 2024, 10:18

მსოფლიო

ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტს მოზარდის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი მოზარდის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას France 24 ავრცელებს. „ჩვენ შეშფოთებულებმა შევიტყვეთ სერიოზული დანაშაულის შესახებ, რომელიც დაუსჯელი დარჩა. კერძოდ, მე მხედველობაში მაქვს გოგონა, რომელიც გააუპატიურეს, როცა ის 15 თუ 16 წლის იყო“, - ციტირებს France 24 ქვეყნის იუსტიციის მინისტრს სესარ სილესს. მისი თქმით, გაუპატიურების შედეგად გოგონა დაფეხმძიმდა. შემდგომში მას ბავშვი შეეძინა, რომლის დაბადების მოწმობაში მამად 64 წლის ევო მორალესია ჩაწერილი.

მიხაელ შუმახერი

04 ოქტომბერი 2024, 10:18

სპორტი

მედია: მიხაელ შუმახერი საჯაროდ ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა

2013 წლიდან შუმახერი უბედური შემთხვევის შემდეგ პუბლიკასთან არ გამოჩენილა. მრბოლელმა სერიოზული ტრავმები მიიღო, როდესაც ალპებში თხილამურებით სრიალებდა. ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.

გურამ მაჭარაშვილი

04 ოქტომბერი 2024, 10:14

არჩევნები 2024

გურამ მაჭარაშვილი: ნაცმოძრაობის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაშიფრა ის სქემა, რისთვისაც ემზადებიან უცხოელები და აქაური ოპოზიციის წარმომადგენლები

პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის, რადიკალური ოპოზიციის და უცხოელი პარტნიორების საერთო გეგმებს ეხმიანება.

04 ოქტომბერი 2024, 09:36

მსოფლიო

რუსული მედიის ინფორმაციას, რომ უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა სცადა, კიევი კატეგორიულად უარყოფს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი ტიხის თქმით, საოკუპაციო ძალებისგან განსხვავებით, უკრაინული ძალები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს იცავენ და სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას თავს არ ესხმიან.

ვიქტორ ორბანი

04 ოქტომბერი 2024, 09:22

მსოფლიო

ევროკომისია უნგრეთს სუვერენიტეტის შესახებ კანონის გამო უჩივის

ევროპულმა კომისამ უნგრეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა სუვერენიტეტის შესახებ მიღებული კანონის გამო. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. უნგრეთმა კანონი ნაციონალური სუვერენიტეტის შესახებ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. მისი ინიციატორი მმართველი პარტია „ფიდესი“ იყო. კანონის თანახმად, უნგრეთში სუვერენიტეტის დაცვის ოფისი შეიქმნება. სუვერენიტეტის დაცვის ოფისის მთავარი ამოცანა კონკრეტული საქმიანობის შესწავლა იქნება, რომელიც სხვა სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის ინტერებში ხორციელდება და უნგრეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.

04 ოქტომბერი 2024, 09:21

არჩევნები 2024

ირაკლი ხელაძე: ყოველდღიურად ვგრძნობთ მხარდაჭერას ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისგან

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს აგრძელებს. დელეგატი გურამიშვილის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან მმართველი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.

ნუცა ბუზალაძე

04 ოქტომბერი 2024, 09:16

არჩევნები 2024

ნუცა ბუზალაძე: ველოდებით 26 ოქტომბერს, მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“

მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელიც თბილისში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნას დაესწრო.

04 ოქტომბერი 2024, 09:05

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს მეცხრე ისრაელელი ჯარისკაცია, რომელიც სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ არის დაღუპული.

ალი ხამენეი

04 ოქტომბერი 2024, 09:01

მსოფლიო

ირანის უზენაესი ლიდერი პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დღეს პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს. ინფორმაცია ალი ხამენეის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ლოცვის დასრულების შემდეგ ალი ხამენეი იქადაგებს. აღსანიშნავია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ლოცვას ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ და დაჯგუფება „ჰამასის“ გასული წლის ოქტომბერში ისრაელში შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე აღავლენს. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ მისი ქადაგების შემდეგ ისრაელთან დაკავშირებით ირანის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი. ალი ხამენეი, რომელიც ირანში უმაღლეს ხელისუფალს წარმოადგენს, ლოცვას იმამ ხომეინის გრანდ მოსალას მეჩეთში, თეირანში აღავლენს.

04 ოქტომბერი 2024, 08:48

არჩევნები 2024

რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება

რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებიან.

პეტერ ფიშერი

04 ოქტომბერი 2024, 08:37

პოლიტიკა

პეტერ ფიშერი: ჩვენ არ ვიცით საქართველოს პრეზიდენტის სხვა შეხვედრების დეტალების შესახებ, მაგრამ მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა

ზურაბიშვილის ვიზიტი და მის მიერ გამართული საარჩევნო აგიტაცია გერმანიაში, სადაც 2017 წლიდან უცხოელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წარმოება ეკრძალებათ - გერმანიის ელჩი „ქრონიკასთან“ კანონდარღვევის რეაგირებაზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, სხვა შეხვედრების დეტალები მისთვის უცნობია.

გიორგი კახიანი

04 ოქტომბერი 2024, 08:28

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: პრეზიდენტმა ვერ გაბედა, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის ვეტო დაედო, რადგან საზოგადოებისგან ამას ძალიან უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობა და ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა, პრეზიდენტმა საზოგადოების შიშით კანონპროექტისთვის ვეტოს დადება ვერ გაბედა, თუმცა, ვერც ხელის მოწერა შეძლო.

ალუდა ღუდუშაური

04 ოქტომბერი 2024, 08:20

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე: მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა მავნე ზეგავლენისგან

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, ეს კანონი უპრეცედენტო მნიშვნელობისაა, რადგან ახალგაზრდებს ამორალური ზეგავლენისგან დაიცავს.

ლევან მაჭავარიანი

04 ოქტომბერი 2024, 08:13

პოლიტიკა

ლევან მჭავარიანი: დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ლგბტ პროპაგანდაა, ეს კანონი მომავალ თაობას ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან დაიცავს

ლგბტ კანონი ჩვენ მომავალ თაობას დაიცავს ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა

04 ოქტომბერი 2024, 08:06

არჩევნები 2024

მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება

მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება. დღეს ხელოვანებს ახმეტა და ყვარელი უმასპინძლებს. მმართველი პარტიის პოლიტიკას საგარეჯოშიც იზიარებენ.

ჰაშემ საფი ად-დინი

04 ოქტომბერი 2024, 03:09

მსოფლიო

მედია: ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა

„ჰეზბოლას“ ლიკვიდირებული ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა.

04 ოქტომბერი 2024, 02:51

მსოფლიო

პენტაგონში განმარტეს, რატომ არ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში ხდება

პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა კომენტარი გააკეთა უკრაინისა და ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში მოკავშირეთა მონაწილეობის საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ამინ სალამი

04 ოქტომბერი 2024, 01:01

მსოფლიო

ლიბანის ეკონომიკის მინისტრი: ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს

ლიბანის ეკონომიკის მინისტრმა, ამინ სალამმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ოქტომბერი 2024, 00:45

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მაია ნიკოლეიშვილი

04 ოქტომბერი 2024, 00:31

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: ადამიანი, რომელიც დაჩაგრულია, ციხეშია, თავისუფლება შეზღუდულია, იქ სიბრალული და თანაგრძნობა გიჩნდება, მაგრამ საწყალი, ლიდერი და წინამძღოლი ვერასოდეს ვერ გახდება

მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ჯანმრთელობის კუთხით. მომაკვდავი კაცი, რომლის ნეკნიც თვალწინ მიდგას, ასე მალე გამოჯანმრთელდა, - განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.