დავით ქართველიშვილი: აფხაზებთან და ოსებთან ეს რთული, მაგრამ აუცილებელი დიალოგი, ორმხრივად დაშვებულ შეცდომებზე, იარების მოშუშებაზე, ურთიერთპატიებისა და ურთიერთშენდობის აუცილებლობაზე - გარდაუვალია
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
სერიოზულად არიან შეშინებული ხელისუფლების მიერ ნომერ პირველ პოსტსაარჩევნო ამოცანად დასახელებული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური პერსპექტივებით, - წერს„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის იმ რეაქციაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით პროგრესის დაანონსებას მოჰყვა.
დავით ქართველიშვილის თქმით, აფხაზებთან და ოსებთან ეს რთული, მაგრამ აუცილებელი დიალოგი ორმხრივად დაშვებულ შეცდომებზე, იარების მოშუშებაზე, ურთიერთპატიებისა და ურთიერთშენდობის აუცილებლობაზე - გარდაუვალია.
„სრულ ისტერიკაში არიან. ამას უკვე კატასტროფაც არ ჰქვია. ხელისუფლების ლიდერების თითოეულ სიტყვას დასდევენ და ყოველ ჯერზე საკუთარ დაგებულ „ხაფანგში" თვითონვე ხვდებიან. თვალსაჩინო იყო პრემიერ-მინისტრის უკანასკნელი ბრიფინგიც, სადაც ოფშორმედიის სვავები ეხვეწებოდნენ ირაკლი კობახიძეს - 2008 წელი აღარ ახსენოთო, და საერთოდ, ჩვენს შეკითხვებს 2013 წლის პერიოდიდან გაეცით პასუხებიო.
რატომ აღარ ისწავლება გალში 2014 წლიდან ქართული ენაო - ერთმა სვავმა ჰკითხა. ოღონდ, არ დამიწყოთო ახლა 2006 წლის კოდორის ხეობის პროვოკაციაზე, აგვისტოს ომზე, რუსეთისთვის გაფორმებულ ოკუპაციაზე და მოღალატეობრივ რეზოლუციაზე საუბარიო - ეგ რა შუაშიაო! რა გააკეთეთ გალის რაიონის სკოლებისთვისო! მას „ბანი" მისცა მეორე სვავმა - რატომ გრძელდება "ბორდერიზაციაო" სამაჩაბლოშიო, ხოლო რატომ გაუფართოვა სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთს ადმინისტრაციული საზღვრები, რომლის ფარგლებშიც შეიმჩნევა პერიოდულად ეს პროცესები, - ეს რა შუაშიაო - დაბნეულმა სვავმა. შუაში კი არა - თავშია.
სერიოზულად არიან შეშინებული ხელისუფლების მიერ ნომერ პირველ პოსტსაარჩევნო ამოცანად დასახელებული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური პერსპექტივებით. ფაქტობრივად, „წყალში ეყრებათ" 2004-2006-2008 წლების ძალისხმევა ოკუპაციის გაფორმებასა და ომის დაწყებაში საკუთარი ჯარის ოფიციალურად დადასტურების სახით, რასაც შემდგომში ტალიავინის კომისიის დასკვნაც დაეყრდნო.
მეორე დღეა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ტრადიციულად გაუკუღმართებული ლოგიკით გაგებული განცხადების ინტერპრეტირებას გვთავაზობენ - როგორ შეიძლება წინა წლებში დაშვებული შეცდომების აღიარება, ეს ხომ რუსეთის წინაშე "ბოდიშის მოხდის" ტოლფასი იქნებაო. საქართველოს ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევის არქიტექტორებისთვის "შეცდომების აღიარება თუ ბოდიში" უცხო ხილი რომ არის, ამ თემებთან შეხებას საერთოდ როგორ გვიბედავენ!
აფხაზებთან და ოსებთან ეს რთული, მაგრამ აუცილებელი დიალოგი - ორმხრივად დაშვებულ შეცდომებზე, იარების მოშუშებაზე, ურთიერთპატიებისა და ურთიერთშენდობის აუცილებლობაზე - გარდაუვალია. ვერც ერთ ახალ პროვოკაციას უსამშობლო ნაცების მხრიდან: სიტყვით თუ ქმედებით - მათთვის ამ უცხო და მიუღებელ ქვეყანაში ადგილი აღარ ექნება! საქართველო გამთლიანდება და ყველა ღირსეულ ადამიანს მასში მშვიდობიანი და სტაბილური ცხოვრების, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პირობები შეექმნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
11 ოქტომბერი 2024, 11:47
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
11 ოქტომბერი 2024, 11:45
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაზისუბანში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, Vlll ლეგიონისა და ქევხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:37
არჩევნები 2024
ნაძალადევის რაიონში საარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება საარჩევნო პროგრამის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილეს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
11 ოქტომბერი 2024, 11:34
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს თელავში აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების - კონდოლის, კისისხევისა და გულგულას მოსახლეობას შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:31
ტაბლოიდი
ამერიკელმა ქალმა კაზინოში წაგების შემდეგ ნაყიდი ლატარეის ბილეთით $50 ათასი მოიგო
სააგენტო UPI-ს ცნობით, ქალმა კაზინოში მხოლოდ 20 დოლარი მიიღო და სახლში დაბრუნებისას, რკინიგზის სადგურზე ამ თანხით ლატარეის ბილეთის ყიდვა გადაწყვიტა. შედეგად მან 50 ათასი დოლარი მოიგო.
11 ოქტომბერი 2024, 11:29
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ იწრიასა და ტანძიის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:26
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ილორის N15-17 მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:23
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აგრძელებს
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:23
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ დასასვენებელ სივრცეში შეხვდა მოსახლეობას.
11 ოქტომბერი 2024, 11:21
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი იქნება სივრცე, სადაც არც ერთი რუსთაველი სპორტსმენის სახელი და წარმატება არ მიეცემა დავიწყებას
რუსთავის სპორტის სასახლეში, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმის გახსნის ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს ქალაქში სპორტის სფეროში გატარებული რეფორმისა და რუსთაველი სპორტსმენების მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:13
არჩევნები 2024
,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
11 ოქტომბერი 2024, 11:08
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას ვაკის მაჟორიტარ ნოდარ ტურძელაძესთან, ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:07
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და ოპერატიული თანამშრომლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ, ხოლო სამსახურის ავტომანქანებში ვიდეოგადაღების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელს წარმოადგენს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:02
კულტურა
BBC „სიამაყისა და ცრურწმენის“ სპინოფს გადაიღებს🎩
შოუ 10 სერიისგან შედგება, სცენარი სარა კუინტრელმა დაწერა. სიუჟეტი ჯეინ ოსტინის საკულტო რომანის ნაკლებად პოპულარული პერსონაჟის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულს ეძებს.
11 ოქტომბერი 2024, 10:59
მსოფლიო
რუსეთმა ოდესის ოლქი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა ოთხი ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს. მისი თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესის რაიონში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოყვა. მაშველებმა რამდენიმეს გადარჩენა შეძლეს.
11 ოქტომბერი 2024, 10:55
პოლიტიკა
მაია ბითაძემ მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
11 ოქტომბერი 2024, 10:51
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დასახლებისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს, ასევე, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.
11 ოქტომბერი 2024, 10:41
მსოფლიო
თეთრი სახლი: ბაიდენმა და შოლცმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან, რა დროსაც მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერა განიხილეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა ამერიკა-გერმანის გეოპოლიტიკური პრიორიტეტების საკითხებში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განიხილეს, მათ შორის უკრაინის რუსეთისგან დაცვის მხარდაჭერა. რაც შეეხება აშშ-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, პრეზიდენტმა ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა უფრო მჭიდროდ განვითარდება, აღნიშნეს თეთრ სახლში.
11 ოქტომბერი 2024, 10:39
კულტურა
ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ეროვნული კინოცენტრის ახალი ოფისი გაიხსნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში ეროვნული კინოცენტრის თანამედროვე სტანდარტების სრულად განახლებული ოფისი გაიხსნა. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 10:35
პოლიტიკა
დავით კაჭარავა: ის დღის წესრიგი, რომელსაც ეყრდნობა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყნის გარედან არის მართული და ერთადერთ მიზანს, ხელისუფლების ცვლილებას ემსახურება
ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ შორის არჩევნების პროცესში, უცხოური ძალების მხრიდან ღიად ჩარევაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუ აქამდე ეს შეფარვით ხდებოდა, ახლა უცხოური ძალები ღიად და აგრესიულად ერევიან პოლიტიკურ პროცესებში.