დავით ქართველიშვილი: ერეკლე მეორე თბილისს, ხოლო მისი წინაპრები - საქართველოს უნდა დავუბრუნოთ
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
წლევანდელ მარიამობას მეტად სასიხარულო ინიციატივა გაჟღერდა სახელისუფლებო დონეზე - თბილისს უნდა ეღირსოს ერეკლე მეორის ძეგლი, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, ერეკლე მეორე თბილისს, ხოლო მისი წინაპრები - საქართველოს უნდა დავუბრუნოთ.
„ბუშის, კაჩინსკის, პოლიტკოვსკაიას ქუჩებისა თუ რეიგანის ძეგლის ხანა იმ თვალსაზრისითაც უნდა ჩაბარდეს წარსულს, რომ სააკაშვილის რეჟიმის ანასხლეტებისა თუ „ნეო-წითელი პროფესორების“ განზრახ დამახინჯებული და გაუკუღმართებული შეხედულებები ქვეყნის წარსულზე თუ მის გამოჩენილ ისტორიულ ფიგურებზე არ უნდა კარნახობდნენ საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს და განსაკუთრებით, ჩვენს ახალგაზრდობას, ვინ უნდა იყოს გენმოდიფიცირებული „ქართველების“ ბულინგის, ქილიკისა და დაცინვის მორიგი სუბიექტი. ჩვენს გამოჩენილ მეფეს, სარდალსა და პოლიტიკურ მოღვაწეს ყველაფერ იმას უწუნებენ, რაშიც მათი „ბელადი“ პირნათლად დამარცხდა რუსეთის წინაშე და ქვეყნის ოკუპაციის თანამონაწილე გახდა, ხოლო ერეკლე მეორის იმჟამინდელ გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანების სურვილი განაპირობებდა.
დღეს ეს სურვილი ჩვენს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასაც განაპირობებს და ქვეყანა ცდილობს ყოფილი რეჟიმის მიერ განზრახ დაშვებული საბედისწერო შეცდომების გამოსწორებას, ქვეყნის გამთლიანებას და სამართლიანობის აღდგენას. თუნდაც ძლიერი სტრატეგიული მოკავშირის შუამავლობით, რუსეთთან დიალოგის მოწინააღმდეგე, იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვიდან მკაფიო გზავნილებს მივიღებთ საქართველოს დეოკუპაციის პირობების თაობაზე, დღეს ერის მოღალატე უნდა იყოს. მაგრამ, აქვე აღვნიშნოთ, რომ თუ ასეთი სიგნალები არათუ არ ისმის, არამედ არც არანაირი მზადყოფნა შეინიშნება, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგებამ ყველაზე მტკივნეული თემების განხილვაზე გაიაროს - ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ცალმხრივი ილუზიების შექმნა ჩვენი მხრიდან სახიფათო პროცესია და ამას დღეს არც არავინ აპირებს.
დიპლომატიის, მოლაპარაკებების, დიალოგისა და ღია პოლიტიკური განცხადებების მიღმა, ხშირად უხილავი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მუშაობა მიმდინარეობს (როგორც ერთგვარი მოსამზადებელი პროცესი) იმ სხვადასხვა სფეროს ვიწრო სპეციალისტების მხრიდან, რომლებიც ამარაგებენ ხელისუფლებას, თუ გნებავთ − იმ კრეატიული და ინოვაციური იდეებით, რომლებმაც შეიძლება ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნას მომავალ, შესაძლოა წარმატებულ და ისტორიულ მოლაპარაკებებს. თუნდაც ერთგვარი ტესტის სახითაც - ღირს თუ არა დაწყება და მივაღწევთ თუ არა ორივე მხარისთვის მისაღებ და წარმატებულ შედეგს.
ურთიერთობების დაკონსერვებული მდგომარეობიდან აქტიურ ფაზაში გადაყვანის ერთ-ერთ ასეთ მცდელობას 2014-2015 წლებში ჰქონდა ადგილი. ამ ჩანაფიქრს ჯერ კიდევ 2002 წელს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა მხოლოდ გარკვეული ეფემერული იდეის დონეზე. შემდგომ, სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, ხარების სახელობის ეკლესიაში, საგანგებოდ ორი ლუსკუმაც აღიმართა, რათა ადრე თუ გვიან, ისტორიული და ეკლესიური თვალსაზრისით ამ სახელოვანი ჩვენი მამულიშვილების − სიძე-სიმამრის ნეშტები გადმოგვესვენებინა რუსეთიდან და მშობლიურ გარემოში მიგვეჩინა საპატიო ადგილი. საუბარია რუსეთში, ასტრახანის საკათედრო ტაძარში დასვენებული ერეკლე მეორის მამის - თეიმურაზ II-სა და მისი პაპის - ვახტანგ VI-ის ნეშტების ჩამოსვენებაზე საქართველოში.
იმ პერიოდში საუბარი მიდიოდა არა აფხაზეთისა თუ ცხინვალის, არამედ თუნდაც ჩვენი ორი მეფის ნეშტის სამშობლოში დაბრუნებაზე. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს სიმბოლური დანიშნულებაც მიენიჭებოდა (და ჩვენ ეს კარგად გვესმოდა) - რომ როგორც იქნა, „ყინული დაიძრა“ და რუსეთი უბრუნებს საქართველოს იმ ორ სიწმინდეს, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი ხელით ჩამოაბრძანებდა ამ ძვირფას სასახლეებს ლარსის გამშვები პუნქტიდან სამებამდე. და რუსეთის მხრიდან ეს იქნებოდა პირდაპირი მინიშნება - დიახ, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის.
მოკლედ, ეს საკითხი იმ წლებში რუსეთის უმაღლეს დონემდე მიიტანეს ლამის - როგორც პოლიტიკურ, ასევე სასულიერო წრეებში. დეტალებისაგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მაგრამ ამაზე მაშინ უარი გაისმა, თითქოსდა ფორმულირებით „ჯერ ამის დრო არ დადგა“. ვერ გაჭრა ვერც მოხუცებული პატრიარქის გულის მოგებაზე და მის სიხარულზე აპელირებამ. ორი ქვეყნის ურთიერთობების დალაგების ამ „ტრიგერმა“ მაშინ ვერ იმუშავა, „ტესტი“ ჩავარდა. თუმცა ვინ იცის, იქნებ დღეს, ჩვენ თვალწინ, ზუსტად „ის დრო დგება“ და ის მოვლენები ვითარდება, რომლებიც ამ ისტორიული ჩანაფიქრის ხორცშესხმას ხელს შეუწყობს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
11 ოქტომბერი 2024, 12:35
მსოფლიო
გერმანელების უმეტესობას სურს, რომ შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს
გერმანიაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 59% მხარს უჭერს იდეას, რომ კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გამოკითხვაში მონაწილეთა 26% ამ იდეას ეწინააღმდეგება, ხოლო 15% არ აქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით. შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბარი 2021 წლის ბოლოს გამართა. გერმანულმა მედიამ 1 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოლცს პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვა სურს. თუ შოლცსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება, გერმანიის კანცლერი იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტს აღადგენს.
11 ოქტომბერი 2024, 12:18
სამართალი
სააკაშვილი არ ენდობოდა გივი თარგამაძეს და შოთა ჭიჭიაშვილს მისი თვალთვალი დაავალა - პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა
პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა. საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი:
11 ოქტომბერი 2024, 12:07
მსოფლიო
სპარსეთის ყურის ქვეყნები აშშ-ს სთხოვენ ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვაზე უარი ათქმევინოს
სპარსეთის ყურის ქვეყნები თხოვნით მიმართავენ აშშ-ს ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვაზე უარი ათქმევინოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათი შეშფოთების მთავარ საგანს ის წარმოადგენს, რომ თუ ისრაელი ირანის ნავთობის ობიექტებს დაარტყამს, თეირანის საპასუხო იერიშის დროს შესაძლოა სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ნავთობის ობიექტები დაზარალდნენ. კონფლიქტში ჩარევისგან თავიდან აცილების მიზნით საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა არაბთა საამირომ და კატარმა ისრაელს ირანზე თავდასხმისთვის საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობაზე უარი განუცხადეს. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მათ ვაშინგტონს აცნობეს.
11 ოქტომბერი 2024, 11:47
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
11 ოქტომბერი 2024, 11:45
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაზისუბანში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, Vlll ლეგიონისა და ქევხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:37
არჩევნები 2024
ნაძალადევის რაიონში საარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება საარჩევნო პროგრამის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილეს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
11 ოქტომბერი 2024, 11:34
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს თელავში აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების - კონდოლის, კისისხევისა და გულგულას მოსახლეობას შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:31
ტაბლოიდი
ამერიკელმა ქალმა კაზინოში წაგების შემდეგ ნაყიდი ლატარეის ბილეთით $50 ათასი მოიგო
სააგენტო UPI-ს ცნობით, ქალმა კაზინოში მხოლოდ 20 დოლარი მიიღო და სახლში დაბრუნებისას, რკინიგზის სადგურზე ამ თანხით ლატარეის ბილეთის ყიდვა გადაწყვიტა. შედეგად მან 50 ათასი დოლარი მოიგო.
11 ოქტომბერი 2024, 11:29
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ იწრიასა და ტანძიის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:26
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ილორის N15-17 მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:23
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აგრძელებს
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:23
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ დასასვენებელ სივრცეში შეხვდა მოსახლეობას.
11 ოქტომბერი 2024, 11:21
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი იქნება სივრცე, სადაც არც ერთი რუსთაველი სპორტსმენის სახელი და წარმატება არ მიეცემა დავიწყებას
რუსთავის სპორტის სასახლეში, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმის გახსნის ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს ქალაქში სპორტის სფეროში გატარებული რეფორმისა და რუსთაველი სპორტსმენების მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:13
არჩევნები 2024
,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
11 ოქტომბერი 2024, 11:08
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას ვაკის მაჟორიტარ ნოდარ ტურძელაძესთან, ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:07
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და ოპერატიული თანამშრომლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ, ხოლო სამსახურის ავტომანქანებში ვიდეოგადაღების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელს წარმოადგენს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:02
კულტურა
BBC „სიამაყისა და ცრურწმენის“ სპინოფს გადაიღებს🎩
შოუ 10 სერიისგან შედგება, სცენარი სარა კუინტრელმა დაწერა. სიუჟეტი ჯეინ ოსტინის საკულტო რომანის ნაკლებად პოპულარული პერსონაჟის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულს ეძებს.
11 ოქტომბერი 2024, 10:59
მსოფლიო
რუსეთმა ოდესის ოლქი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა ოთხი ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს. მისი თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესის რაიონში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოყვა. მაშველებმა რამდენიმეს გადარჩენა შეძლეს.
11 ოქტომბერი 2024, 10:55
პოლიტიკა
მაია ბითაძემ მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
11 ოქტომბერი 2024, 10:51
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დასახლებისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს, ასევე, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.