საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის (მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში)“ სასესხო შეთანხმება კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკა გუნცაძემ წარუდგინა.
შეთანხმება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ საქართველოსთვის 15 მლნ. ევროს ოდენობის სესხის 15 წლის ვადით გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც 10 წელი შეღავათიანია.
მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება ბათუმის ურბანული ტრანსპორტის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძოდ, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების, ველო ინფრასტრუქტურისა და ავტობუსების სპეციალური სავალი ხაზების მოწყობა.
სხდომაზე, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით - მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა) სასესხო შეთანხმება განიხილეს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ეკა გუნცაძის განმარტებით, დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოსთვის 32,4 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 29 წლის ვადით, საიდანაც 6 წელი შეღავათიანია. აღნიშნული თანხა ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალების შესწავლას და იურიდიული და ფინანსური კონსულტაციების გაწევას მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტის განხორციელების მიზნით.
„ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით, არამედ, ზოგადად უსაფრთხოების და ჩვენი ქვეყნის, როგორც ენერგეტიკული ჰაბის ჩამოყალიბების მიმართულებით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
2015 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება) N3 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილია 100 მლნ. ევროს ოდენობის სესხი, რომლითაც გათვალისწინებულია ქუთაისში წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა განმარტა, ქუთაისის წყალარინების სისტემისთვის სესხის სახით და 25 წლის ვადით ევროპის საინვესტიციო ბანკისგან აღებულია 100 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.
დოკუმენტში ცვლილება ითვალისწინებს სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის გაგრძელებას 2024 წლის 23 დეკემბრიდან 2028 წლის 30 ივნისის ჩათვლით და ხელშეკრულების ტექნიკურ აღწერაში კორექტირების შეტანას. ამასთანავე, ცვლილებების გათვალისწინებით, პროექტის განხორციელების პერიოდი იქნება 2021-2028 წლები.
„აღსანიშნავია, რომ ხდება პროექტის კომპონენტების დაზუსტება და სესხის ხელმისაწვდომობის დროის გადაწევა“, - განაცხადა მომხსენებელმა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე
10 ოქტომბერი 2024, 12:51
ეკონომიკა
Moody’s-ის მთავარი ანალიტიკოსი - სებ-ი ძალიან პროაქტიული და ჩართული რეგულატორია, რაც საბანკო სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია
ჩვენი საბაზო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა ზრდას მძლავრი ტემპით განაგრძობს, რაც ბანკების საოპერაციო გარემოს დაეხმარება, - განაცხადა საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ალექსის ფილიპიდესმა სებ-ის მიერ ორგანიზებულ იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციაზე.
10 ოქტომბერი 2024, 12:46
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის დასკვნის გადადება პირადად ჩემთვის ერთი რამის მიმანიშნებელი იყო, რომ აგენტურამ და მისმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობებზე
ევროკომისიის დასკვნის გადადება პირადად ჩემთვის ერთი რამის მიმანიშნებელი იყო, რომ აგენტურამ და მისმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობებზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მან ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ევროკომისიის დასკვნის 20 ოქტომბერს გამოქვეყნების ნაცვლად 30 ოქტომბრისთვის გადადების მიზეზის შესახებ.
10 ოქტომბერი 2024, 12:44
არჩევნები 2024
მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ახალი ბანერებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებზე: ეს ხალხი ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, ვიღაც როგორ მართავს მათ გარედან, როგორც ბოროტ კლოუნებს
ეს ხალხი ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, როგორ მართავს ვიღაც გარედან, როგორც ბოროტ კლოუნებს. ვიღაცას, საერთო ერთ ხელს, როგორ ჰყავს საბმელით მობმული, როგორც ბოროტი კლოუნები და თავის ჭკუაზე ატარებს, ეს არის იმ ბანერებზე ასახული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ახალ ბანერებთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციების შესახებ.
10 ოქტომბერი 2024, 12:20
სამართალი
ონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა იოსებ ჭელიძემ და ალექსანდრე დარახველიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა გახსნეს.
10 ოქტომბერი 2024, 12:18
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ომი თუ იქნა ვერც ევროკავშირში გავწევრიანდებით და ვერც ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ - იმიტომ ვამბობთ - მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით ევროპისკენ
ომი თუ იქნა ვერც ევროკავშირში გავწევრიანდებით და ვერც ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ - იმიტომ ვამბობთ - მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით ევროპისკენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
10 ოქტომბერი 2024, 12:18
არჩევნები 2024
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: იმდენად არიან გარე აქტორებზე დამოკიდებულები, რომ საარჩევნო კამპანია არ აქვთ, ელოდებიან გარედან რაღაცას, ან შიგნით პროვოკაციას, რომელმაც მათი აზრით თეორიულად შეიძლება სიტუაცია გარდატეხოს
ეს ხალხი ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, როგორც მართავს მათ ვიღაცა, როგორც ბოროტ კლოუნებს, ამათი ზიზღის კამპანიის შედეგად კაცი რომ მოკვდა იმერეთში, ამაზე ვინ აგებს პასუხს? და შენ ისიც არ უნდა გამოაკრა, რაც რეალობას ასახავს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს ეხებოდა.
10 ოქტომბერი 2024, 12:17
საზოგადოება
კონკურსის „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ გამარჯვებული საბა ქიტიაშვილი გახდა
კონკურსი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
10 ოქტომბერი 2024, 12:15
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენ ქართველი ხალხი შეიარაღებული გვყავს სიმართლით. არგუმენტებით ვაიარაღებთ ხალხს, რათა 0% იყოს დაშვება იმისა, რომ მწამებელი, აგენტურული რეჟიმი დაბრუნდეს ხელისუფლებაში
ჩვენ ქართველი ხალხი შეიარაღებული გვყავს სიმართლით. არგუმენტებით ვაიარაღებთ ხალხს, რათა 0% იყოს დაშვება იმისა, რომ მწამებელი, აგენტურული რეჟიმი დაბრუნდეს ხელისუფლებაში, - მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური მედიის ჟურნალისტს.
10 ოქტომბერი 2024, 12:12
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: გარე აქტორებს მოუწიათ ჩაანაცვლონ ქართული ოპოზიცია, იმიტომ რომ ოპოზიცია არ არსებობს და აგენტურა ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ აგენტურულ მოვალეობებს
„სამწუხაროდ, ელჩებსაც კი მოუწიათ მათი ჩანაცვლება, პირდაპირ პოზიციონირდებიან ევროპარლამენტის წარმომადგენლები, ელჩები საქართველოს ხელისუფლების უმრავლესობით არჩეული და მომავალშიც უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ოპოზიცია არ არსებობს და აგენტურა ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ აგენტურულ მოვალეობებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
10 ოქტომბერი 2024, 12:11
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ხაზარაძეზე და გახარიაზე: ორივე ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაცმოძრაობის“ ძველი ფლანგი. მათი მთავარი დავალება „ნაცმოძრაობის“ „გაპრავება“ იქნება
საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ, კარგად გაიხსენონ და გააანალიზონ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები. სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორი მათგანი, უდიდესი ალბათობით, ბარიერს ვერ გადალახავს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, გადაჭარბების გარეშე, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
10 ოქტომბერი 2024, 12:09
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე: შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისტემას, რომელიც ქვეყნის სახე უნდა იყოს, გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა.
10 ოქტომბერი 2024, 12:05
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე: მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან
მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. დავალებებს ისიც საერთო პატრონებისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
10 ოქტომბერი 2024, 12:02
მსოფლიო
იტალიური მედია: უკრაინა მზადაა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ფრონტის ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ
უკრაინა მზადაა შეწყვიტოს ცეცხლი არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ, თუმცა ტერიტორიების დაკარგვას არ აღიარებს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მათი მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ინფორმაციის გამოქვეყნება იტალიაში ზელენსკის ვიზიტს დაემთხვა. იტალიის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი დღეს საფრანგეთში ჩავა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.
10 ოქტომბერი 2024, 12:02
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ხაზარაძე პატრონების მორჩილებაშია და გაცნობიერებული აქვს, რომ თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა, ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში უნდა გახვიოს, მაგრამ ეს ვერ იქცა დაბრკოლებად, რომ ღალატზე ხელი აეღო
დღეს, ხაზარაძე, ისევე როგორც სააკაშვილი, გვარამია და სხვა კოლექტიური აგენტურა, პატრონების უსიტყვო მორჩილებაშია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. მისი განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ ზუსტად იცის, რომ თუ როგორღაც ხელისუფლებაში მოვა, მოუწევს ქვეყანა ომში ჩართოს, თუმცა, ამან ღალატზე ხელი ვერ ააღებინა. სწორედ ამიტომ, მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კიდევ უფრო საშიში და მიუღებელი სწორედ ხაზარაძეა.
10 ოქტომბერი 2024, 11:58
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ხაზარაძე, „ნაცმოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე და წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია - ხაზარაძემ გადაიფორმა ბანკი „კონსტანტა“, რომელიც რეჟიმმა წაართვა მფლობელებს, კიდევ უფრო მძიმეა კომპანია „მაგნატის“ საქმე
მამუკა ხაზარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. მოლარე და მათ მიერ, ადამიანებისთვის წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია. როდესაც კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები, ქართველ ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება სწორედ ხაზარაძეზე ხდებოდა. საქმეები აქ მრავლადაა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
10 ოქტომბერი 2024, 11:57
არჩევნები 2024
მამუკა მდინარაძე „გორბის“ კვლევაზე: სამი სხვადასხვა კვლევით ვამოწმებთ ხოლმე ამ კვლევას და ყველაზე კონსერვატიული და პესიმისტური გათვლებით, 55%-ს ბოლო პერიოდის განმავლობაში არც ერთი კვლევა არ ჩამოცდენილა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა. მან აღნიშნა, რომ კვლევის შედეგი მინიმუმ სამი კვლევით მოწმდება ხოლმე.
10 ოქტომბერი 2024, 11:54
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: კოლექტიური აგენტურის პატრონებმა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, აქტიური მუშაობა დაიწყეს ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“
სწორედ იმიტომ, რომ ვერაფრით ხერხდება საზოგადოების თვალში სააკაშვილი-გვარამიას პოლიტიკური კოლაბორაციის რეაბილიტაცია, კოლექტიური აგენტურის პატრონებმა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, აქტიური მუშაობა დაიწყეს ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ახალ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
10 ოქტომბერი 2024, 11:51
არჩევნები 2024
მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: საქართველოს დაბომბილი ქალაქის ჩვენება ანტიქართულია? თქვენი აზრი ხომ გაგაჩნიათ, მითხარით, რატომ არის შეურაცხმყოფელი ომის და დაბომბილი ქალაქის კადრები?
არა ომს - ამ კლიპზე, თქვენმა ტელევიზიამ თქვა, რომ ეს არის ომის პროპაგანდა და ჩვენი კლიპების გაშვებაზე უარი თქვა. როგორ ატყუებთ ხალხს, ამის ლუსტრირებას ვახდენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რითაც უპასუხა კითხვას - ომია ის მთავარი ხაზი, რაზეც ახლა „ქართული ოცნება“ დგას?
10 ოქტომბერი 2024, 11:47
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს რაიმე გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ეს ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაითრიეს სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურულ ავანტიურაში და საბოლოოდ ყველა ბინძურ საქმეზე მოაწერინეს ხელი
გამოუცდელი, ამბიციური, მაგრამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ხიბლში ჩავარდნილი ხალხი საუკეთესო მასალა იყო პატრონებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლის დროს, სააკაშვილს და მისი გუნდს, შეიძლება ვერც კი წარმოედგინა, რომ მათ უმძიმესი დავალებების შესრულება მოუწევდათ, მათ შორის, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება და საკუთარი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება, მაგრამ ამ მომენტამდეც მეთოდური მუშაობით მიიყვანეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.
10 ოქტომბერი 2024, 11:44
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პატრონებმა სცადეს სისხლიანი ბრენდის, „ნაცმოძრაობის“ უკანა პლანზე გადაწევა და სააკაშვილისა და გვარამიას ნაცვლად, ასევე სისხლიანი აგენტების, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ახალ სახეებად გასაღება
სააკაშვილისა და გვარამიას წარსულის ცოდვები იმდენად ამძიმებთ, რომ მწამებელ რეჟიმზე უგონოდ შეყვარებული ადამიანების გარდა, ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობას ვერ ახერხებენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.