imedi /  17 სექტემბერი 2024, 11:38 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: „ბოდიშთან“ დაკავშირებული ოპოზიციის ინტერპრეტაციები იმას გვიმტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ ადამიანები, რომლებიც ამას ყველანაირი ტყუილის ფასად ცდილობენ

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

„ბოდიშთან“ დაკავშირებული ოპოზიციის ინტერპრეტაციები არა სერიოზული განსჯის და ანალიზის საფუძველს იძლევა, არამედ მხოლოდ იმას გვიმტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ ადამიანები, რომლებიც ამას ცდილობენ ყველანაირი ტყუილის ფასად, ყველაფერზე ხელის აღების ფასად და საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვის ფასად, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ნანა კაკაბაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში წინასაარჩევნო მიტინგზე ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებულ განცხადებასთან დაკავშირებულ ოპოზიციის აჟიოტაჟს.

მისივე თქმით, კურიოზული ამ განცხადებაზე რეაგირებაში ის არის, რომ ყველაზე მეტად აღშფოთდნენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ნოემბერში ევროსაბჭოს იმ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, სადაც სხვა სიტყვებით, მაგრამ შინაარსობრივად სწორედ ის ეწერა, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა.

"ბოდიში“ და არჩევნები ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში წინასაარჩევნო მიტინგზე ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებულმა განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი და წივილ-კივილი გამოიწვია ოპოზიციაში. ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ განცხადების ინტერპრეტირებაში და იმაში, ვინ უფრო მაგრად გალანძღავს „მოღალატე“ ივანიშვილს. ჩასაფრებული ხალხის მხრიდან მრავალნაირი კუდები გამოება. ზოგი იმას წერდა, გიორგი ანწუხელიძის მკვლელებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს ბიძინაო, ზოგის ინტერპრეტაციით, რუსეთს უხდის ბოდიშსო, ზოგის აზრით, ქართველ ერს ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებსო და ა. შ. მათ იმის მოსმენაც კი არ უნდოდათ, რომ ომის დამნაშავეებს ბოდიში კი არა, სასჯელი ეკუთვნით, ხოლო ბოდიში სულ სხვა კონტექსტშია ნათვამი. მოდით ვნახოთ, რა განაცხადა მან სიტყვა-სიტყვით „ბოდიშთან“ დაკავშირებული განცხადების გაკეთებისას და მერე შევაფასოთ მისი ავ-კარგი: "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება".

ანუ „ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმებიო. ყველაზე კურიოზული ამ განცხადებაზე რეაგირებაში ის არის, რომ ყველაზე მეტად აღშფოთდნენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ნოემბერში ევროსაბჭოს იმ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, სადაც სხვა სიტყვებით, მაგრამ შინაარსობრივად სწორედ ის ეწერა, რომ „2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლების ინიციატივით დაწყებულმა ცხინვალის დაბომბვამ ცეცხლის ალში გახვია ქართველები და ოსები“.

რაც შეეხება სიტყვა „ბოდიშს“, ამაზე ყველაზე მეტად ის არასამთავრობო ორგანიზაციები აღშფოთდნენ, რომლებმაც 2007 წლის მარტში თვითონ წამოიწყეს კამპანია „ბოდიში“ ტყვიების ნაცვლად!“ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ცხინვალში, რის გამოც ეს „ბოდიშისკენ მოწოდება“ ეხებოდა მხოლოდ ქართველების ურთიერთობას აფხაზებთან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აფხაზებთან მიმართებაში უფრო რთული იყო თავის დადანაშაულება და ბოდიშის მოხდა, რადგან აფხაზებმა არაერთი პროვოკაციული ქმედებით ბევრწილად გამოიწვიეს 90-იანი წლების დასაწყისში ძმათამკვლელი ომი. როგორც ჩანს, უსინდისობას მართლაც არა აქვს ზღვარი. 2007 წელს უცხოეთის რომელიღაც ფონდიდან დაფინანსებული ამ პროექტის ფარგლებში უჩა ნანუაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციით არა მხოლოდ ეს კამპანია იქნა აგორებული საქართველოში, არამედ 3-სერიანი დოკუმენტური ფილმიც იქნა გადაღებული სხვადასხვა არასამთავრობო თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ინტერვიუებით გადავსებული, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ბოდიშის მოხდის აუცილებლობის გაცნობიერება მიგვიყვანს ქართველებს და აფხაზებს ურთიერთნდობის აღდგენისკენ, რაც თავის მხრივ, შექმნის ქვეყნის გაერთიანების პირობებს. ასე რომ, „ბოდიშთან“ დაკავშირებული ოპოზიციის ინტერპრეტაციები არა სერიოზული განსჯის და ანალიზის საფუძველს იძლევა, არამედ მხოლოდ იმას გვიმტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ ადამიანები, რომლებიც ამას ცდილობენ ყველანაირი ტყუილის ფასად, ყველაფერზე ხელის აღების ფასად და საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვის ფასად", - წერს ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

მეთიუ მილერი

08 ოქტომბერი 2024, 02:41

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელს მოუწოდებს, არ დაარტყას ბეირუთის აეროპორტს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ისრაელს მოუწოდა, არ დაარტყას ბეირუთის აეროპორტს ან მისკენ მიმავალ გზებს.

ჟოზეფ ბორელი

08 ოქტომბერი 2024, 02:12

მსოფლიო

ბორელი: თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, 15 დღეში ომი დასრულდება და პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ვერ გადარჩება რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბურ ომში.

08 ოქტომბერი 2024, 01:52

მსოფლიო

Financial Times-ის სარედაქციო სტატია: კიევი არ იღებს იმ მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება რუსეთზე უპირატესობის აღსადგენად

კიევი არ იღებს იმ მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება რუსეთზე უპირატესობის აღსადგენად, - ნათქვამია გაზეთ Financial Times-ის სარედაქციო სტატიაში სათაურით უკრაინის ცვალებადი ომის მიზნები.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

08 ოქტომბერი 2024, 00:51

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ვიდრე მტერი საფრთხეს უქმნის ჩვენს არსებობას და ჩვენი ქვეყნის სიმშვიდეს, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 7 ოქტომბერი ქვეყნისთვის ენით აუწერელი მწუხარების დღე იყო.

08 ოქტომბერი 2024, 00:24

საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგა-შოუ „COVER შოუს“ პირველი სეზონის მეხუთე ტური გაიმართა

დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლისა და ჟიურის წინაშე 7 ახალი მონაწილე წარსდგა. მათ ცნობილი მომღერლების ჰიტები შეასრულეს.

დავით კოდუა

07 ოქტომბერი 2024, 23:59

არჩევნები 2024

დავით კოდუა: სოფელ ოდიშში „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივმა რეჟიმმა თავისივე მოქალაქეების წამების ადგილი შექმნა - ადამიანებს აუპატიურებდნენ იღებდნენ და მსხვერპლებს აშანტაჟებდნენ

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა მოსახლეობასთან შეხვედრებს ზუგდიდის სოფლებში აქტიურად განაგრძობს. დავით კოდუა მოსახლეობას ამჯერად სოფელ ოდიშში, ალერტკარსა და ყულიშკარში შეხვდა.

ლევან დავითაშვილი

07 ოქტომბერი 2024, 23:38

არჩევნები 2024

ლევან დავითაშვილი: ჩვენ თვისობრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ 2012 წელთან შედარებით და ხელისუფლებას 2028 წლისთვის ძალიან კონკრეტული მიზნები და გეგმები აქვს

დღევანდელ პრეზენტაციაში ეკონომიკას საკმაოდ დიდი ნაწილი ჰქონდა დათმობილი, რაც, მე ვფიქრობ, რომ ლოგიკურია - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უნდა ისეთი ქვეყნის ხილვა, რომელიც თითოეული ჩვენგანის, თითოეული ჩვენი მოსახლის კეთილდღეობას უზრუნველყოფს და ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრესით, რომელზეც პრემიერი საუბრობდა, ანუ ეკონომიკის განვითარებით, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

ლევან დავითაშვილი

07 ოქტომბერი 2024, 23:31

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია, ჰქონდეს პროგრესი და ეს ყველასთვის ნათლად არის ცნობილი

ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მიღწევები, თუკი ოდესმე ქვეყანას ჰქონია - საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია ჰქონდეს პროგრესი და ეს პროგრესი ყველასთვის ნათლად არის ცნობილი, - განაცხადა ჟურნალისტებთან ლევან დავითაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 ოქტომბერი 2024, 23:25

მსოფლიო

ზელენსკი: უახლოეს მომავალში უკრაინა წარუდგენს გამარჯვების გეგმას ყველა პარტნიორს, ვისაც შეუძლია გააძლიეროს უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა წარუდგენს გამარჯვების გეგმას ყველა პარტნიორს, ვისაც შეუძლია გააძლიეროს უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 23:24

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 3,300 მილიონმა მოქალაქემ ისარგებლა, 13 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა დაფინანსდა და ჯამური დაფინანსება 8,5 მილიარდი ლარია, 35 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრისით

ჯანდაცვა არის ერთ-ერთი მიმართულება, რითაც განსაკუთრებულად ვამაყობთ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რითაც შეიძლება თავი მოვიწონოთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 23:14

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებასა და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა, ესაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში, მთელი ჩვენი პროგრამა არის მიმართული იმისკენ, რომ ეს ორი ეროვნული ამოცანა შესრულდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 23:01

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: 2012 წელს გვქონდა სრულფასოვანი ავტორიტარიზმი, 2024 წლისთვის გვაქვს ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, 2028 წელს კი უნდა მივიღოთ არაპოლარიზებული დემოკრატია

2012 წელს ჩვენ საქართველოში გვქონდა სრულფასოვანი ავტორიტარიზმი, 2024 წლისთვის გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, 2028 წელს შედეგად უნდა მივიღოთ უკვე დემოკრატია, რომელიც მთლიანად იქნება თავისუფალი ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიულ სისტემასა და დემოკრატიულ ღირებულებებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

07 ოქტომბერი 2024, 22:55

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და მოწყობა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კეთდება ბაილეთი - ჭანიეთური - კონჭკათის დამაკავშირებელი გზა. საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 22:55

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა

ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 22:50

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: დავიწყებთ საგანგებო, 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ჩვენი ვალია გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაფართოოთ სპორტის მხარდაჭერა

სპორტის განვითარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 22:46

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: დავიწყებთ საგანგებო, 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ჩვენი ვალია გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაფართოოთ სპორტის მხარდაჭერა

სპორტის განვითარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას. მისივე თქმით, წინა წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე 4-ჯერ გაიზარდა სპორტის ბიუჯეტი და ხარჯები, რაც დაკავშირებულია სპორტთან და რამაც უკვე გამოიღო თავისი შედეგები.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 22:40

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: 1 000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში, განახლდება პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

„პოლიციის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, 1 000 -ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლადაშენებულ კორპუსებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 22:35

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, მომდევნო წლების განმავლობაში 1 000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით

თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, გვაქვს კონკრეტული გეგმა შემუშავებული, რომელსაც მივყვებით, მათ შორის, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

შოთიკო ტატიშვილი

07 ოქტომბერი 2024, 22:30

არჩევნები 2024

შოთიკო ტატიშვილი: მთავარი არის ჩვენი ტრადიციების, იდენტობის შენარჩუნება და ამის არდავიწყება, რადგან ქართველ ერს ყოველთვის გამოგვარჩევდა ჩვენი ტრადიციები

„ქართული ოცნების“ გზავნილებს მხარდაჭერას უცხადებს მომღერალი შოთიკო ტატიშვილი, რომელიც დღეს ბორჯომში მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილეობს.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 22:27

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, მომავალი წლისთვის პენსიები 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ

წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომავალი წლისთვის არა ინდექსაციით გათვალისწინებულ 335 ლარამდე და 435 ლარამდე, არამედ 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ პენსიები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.