17 სექტემბერი 2024, 13:04 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: თანხმობა გულისხმობს ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის არსებული მტრის ხატის გაქრობას და იმ განცდის დამკვიდრებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომ სწორედ საქართველოა მათი უპირველესი ინტერესების დამცველი

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულმა განცხადებამ მკაფიოდ წარმოაჩინა ის გადაულახავი უფსკრული, რომელიც ყოფს და ერთმანეთისგან მიჯნავს, ერთი მხრივ, აგენტოკრატიას, რომელიც ენჯეოებისა და რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი და მეორე მხრივ - ქართულ საზოგადოებას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზაა თანხმობის პოლიტიკა და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ქართულმა სახელმწიფომ უნდა გადადგას - თავის თავში იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ ომის შედეგად.

„დღეს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და სანამ ეს არ მოხდება, მანამდე ქართული სახელმწიფოს არსებობა მუდამ საფრთხის ქვეშ იქნება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მშვიდობაა, რადგან, ჯერ ერთი, ომი რა შედეგსაც იწვევს, კარგად ვიცით და არაერთხელ გვინახავს და მეორე და მთავარი: ჩვენი მიზანია თანხმობით ვიცხოვროთ ერთიან სახელმწიფოში ჩვენსავე თანამოქალაქეებთან, აფხაზებსა და ოსებთან ერთად, ეს კი, შერიგებისა და ურთიერთნდობის აღდგენის გარეშე შეუძლებელია. ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ სწორედ საქართველოში ცხოვრება არის მათი კეთილდღეობისა და განვითარების, მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების და უსაფრთხოების გარანტი. ამის გარეშე ქვეყნის გაერთიანებაზე ფიქრი ილუზიად დარჩება. ეს კი, ბუნებრივია, ძალიან რთული, თუმცა, სავსებით შესრულებადი ამოცანაა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა არის თანხმობის პოლიტიკა. ამ მიმართულებით პირველი, ძალიან გაბედული განაცხადი უკვე გაკეთდა და ეს განაცხადი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. თანხმობა გულისხმობს ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის არსებული მტრის ხატის გაქრობას და იმ განცდის დამკვიდრებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომ სწორედ საქართველოს სახელმწიფოა მათი უპირველესი ქომაგი და ინტერესების დამცველი.

ბუნებრივია, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი სწორედ ქართულმა სახელმწიფომ უნდა გადადგას, რადგან სწორედ ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ეს თქვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა - ქართულმა სახელმწიფომ თავის თავში უნდა იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ ომის შედეგად. სწორედ ეს არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი, რადგან ამის გარეშე ქვეყნის გამთლიანებაზე ნებისმიერი ოცნება ამაო იქნება, თუ ადამიანებს შორის ნდობა ვერ აღდგება. ვინც ამ გზაზე უარს ამბობს, მას არ უნდა მშვიდობა, მშვიდობის ალტერნატივა კი არის ომი, განადგურება, ათასობით და ათობით ათასი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი და ლტოლვილად ქცევა. მე ვიყავი აფხაზეთის ომის მონაწილე - ერთი, რიგითი ჯარისკაცი და ძალიან კარგად ვიცი და ჩემს თავზე მაქვს განცდილი, რას ნიშნავს ის ცხელი ბომბების წვიმა, რომელსაც კოლექტიური ლომჯარიები ნატრობდნენ ჩვენი სამშობლოსთვის. ჩვენი სამშობლოსთვის, სწორედ, და არა - მათი სამშობლოსთვის, რადგან ამ უსამშობლოებს სამშობლო არ გააჩნიათ. მათი ერთადერთი ღირებულება და არჩევანი მათი უფროსების ბრძანება და მისადმი მორჩილებაა. ამიტომ გაჰყვიროდნენ ხმამაღლა კოლექტიური გიგაურები, როცა უკრაინის ომი დაიწყო, რომ საქართველოსთვის „შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა“ და ეს ფანჯარა, არც მეტი, არც ნაკლები, ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით ტანკების დაძვრას გულისხმობდა. ამას ითხოვდნენ, რადგან მათ პატრონებს სწორედ ეს სურდათ - მეორე ფრონტის გახსნა რუსეთისთვის, რათა მას უკრაინის ფრონტზე ძალების კონცენტრირება გასჭირვებოდა.

დღეს უკრაინაში ყოველდღიურად იღუპება ასობით და ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, ნადგურდება ქალაქები და სოფლები, უკრაინის მოკავშირეები კი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათი უმთავრესი ამოცანაა, უკრაინისადმი გაწეული დახმარება არ გასცდეს იმ ფარგლებს, რაც მათ ომში ჩართვას გამოიწვევს. მეტიც, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა სიკორსკიმ პრანკერებთან საუბარში ისიც კი თქვა, რომ უკრაინას მომავალი არა აქვს - არა მხოლოდ როგორც სახელმწიფოს, არამედ, ომის შედეგად, მშვიდობის დამყარების შემდეგ, თვით უკრაინის ტერიტორიაც კი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდებაო.

და ბოლოს - ომს ჰყავს თავისი დამნაშავეები და მათ პასუხი უნდა აგონ როგორც სამართლიანი სასამართლოს, ისე ისტორიის სამსჯავროს წინაშე - ესეც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ხალხებს შორის შერიგება, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც დამნაშავეებად აცხადებენ მთელ ეთნოსებს - ოსებს, აფხაზებსა თუ ნებისმიერი ერისა და ეთნოსის წარმომადგენლებს, ჩვეულებრივი ფაშისტები და მოღალატეები არიან და მათ ხალხი 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

დავით მორგოშია

08 ოქტომბერი 2024, 19:18

საზოგადოება

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის სპორტულ საზოგადოებასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ ვ. არქანიას არტგალერეაში აფხაზეთის სპორტული ფედერაციების, აფხაზეთის სპორტული აკადემიების, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელებთან, აფხაზეთის დამსახურებულ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

08 ოქტომბერი 2024, 19:10

რეგიონი

7 მაღალმთიან სოფელში სალოტბარო სკოლები გაიხსნა

მესტიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში - ჭუბერში, ლატალში, ეცერში, ფარში და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ თემში ჩოლურსა და ლაშხეთში - სალოტბარო სკოლები გაიხსნა. ინფორმაციას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

08 ოქტომბერი 2024, 19:06

პოლიტიკა

გივი მიქანაძე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, გარეტ უორდს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

08 ოქტომბერი 2024, 18:50

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს მარგე მარდისალუ - კაჰარს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთის ელჩს ახალი პოზიცია მიულოცა და ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

08 ოქტომბერი 2024, 18:45

არჩევნები აშშ

აშშ-ის დაზვერვა მოელის, რომ უცხოური გავლენის აქტორები გააგრძელებენ თავიანთ კამპანიას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სისწორეს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ

აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება მოელის, რომ უცხოური გავლენის აქტორები გააგრძელებენ თავიანთ კამპანიას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სისწორეს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.

მიხეილ სარჯველაძე

08 ოქტომბერი 2024, 18:29

არჩევნები 2024

მიხეილ სარჯველაძე: სიღარიბის კვალდაკვალ, ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული, ხუთჯერ არის შემცირებული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ უსახსრობის გამო მიემართათ სამედიცინო სერვისისთვის

„სიღარიბის კვალდაკვალ, ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ უსახსრობის გამო მიემართათ სამედიცინო სერვისისთვის. ხუთჯერ არის შემცირებული. ანუ ხუთჯერ მაღალი იყო რიცხვი ადამიანების, ვინც ფინანსების არქონის გამო ვერ მიმართავდა სამედიცინო სერვისისთვის კლინიკას. ეს არის წარმატება და დამსახურება მათ შორის იმ პროგრამების, რომელიც სახელმწიფოს აქვს და რომელსაც გააგრძელებს. აქაც შენარჩუნდება მზარდი დინამიკა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ლევან დავითაშვილი

08 ოქტომბერი 2024, 18:22

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: ასეთი ტიპის სანქციების შემოღება ცალსახად იქნება დამაზიანებელი მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისთვის. მას არ შეუძლია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს სანქცირებულზე

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ სანქციების აზრი არის კონკრეტული შედეგები, რომელიც დასანქცირებულის მიმართ იქნება ნეგატიური გავლენის მქონე და მასანქცირებლის მიმართ არ იქნება დამაზიანებელი, თუმცა საქართველოს შემთხვევაში საუბარი იყო, რომ ასეთი ტიპის სანქციების შემოღება ცალსახად იქნება დამაზიანებელი მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისთვის,- განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი

08 ოქტომბერი 2024, 18:22

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი ანაკლიის პორტის პროექტზე: უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება დიდი პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას უფრო დეტალურად გავაცნობთ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას. პროგრესი გვაქვს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი

პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. აქტიურად ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით

მიხეილ  სარჯველაძე

08 ოქტომბერი 2024, 18:17

არჩევნები 2024

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ - მედიკამენტი

„არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტებთან მიმართებაში, კარტელური შეთანხმებები დასტურდება. ეს გამოცდილება და პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობს. სახელმწიფოს აქვს ზემოქმედების შესაძლებლობა, გარკვეული მექანიზმები და ბუნებრივია, ამას იყენებს. მართალია, უნდა გვახსოვდეს, რომ მაქსიმალურად მოზომილები ვიყოთ რეგულაციებში, რათა ეკონომიკურ და ჯანდაცვის ინტერესებს შორის, დისბალანსი არ შეიქმნას, თუმცა, პაციენტის ინტერესი, მისი უფლება და უსაფრთხოება, არის უფრო ამაღლებული და მას სახელმწიფო აუცილებლად დაიცავს. ამას ყველა უნდა ეგუებოდეს, მათ შორის ის, ვისაც ჯანდაცვის სექტორთან მიმართებაში კომერციული ინტერესი აქვს.

მიხეილ სარჯველაძე

08 ოქტომბერი 2024, 18:16

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი საარჩევნო პროგრამა რეალურად იძლეოდა აბსოლუტურად ჯანსაღ სურათს და მარტივად შეეძლო ამომრჩეველს დაენახა, რომ 4 წლისთავზე ჩვენი ქვეყანა იქნება გაცილებით განვითარებული სახელმწიფო, ვიდრე ის დღესაა

ჩვენი საარჩევნო პროგრამა რეალურად იძლეოდა აბსოლუტურად ჯანსაღ სურათს და მარტივად შეეძლო ამომრჩეველს დაენახა, რომ 4 წლისთავზე ჩვენი ქვეყანა იქნება გაცილებით განვითარებული სახელმწიფო, ვიდრე ის დღეს გახლავთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“.

ლევან დავითაშვილი

08 ოქტომბერი 2024, 18:14

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ბოლო 12 წლის განმავლობაში ნათლად ვაჩვენეთ, რა პროგრესისთვის შეიძლება მიგვეღწია სტაბილურობით, სწორი მენეჯმენტით და რაც მთავარია მშვიდობიანი და პროგნოზირებადი პოლიტიკით

ბოლო 12 წლის განმავლობაში ნათლად ვაჩვენეთ, რა პროგრესისთვის შეიძლება მიგვეღწია სტაბილურობით, სწორი მენეჯმენტით, შესაბამისი ბიზნესკლიმატითა და რაც მთავარია მშვიდობიანი და პროგნოზირებადი პოლიტიკით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი

08 ოქტომბერი 2024, 18:12

არჩევნები 2024

ლევან დავითაშვილი: ვცდილობთ ახალი დარგების განვითარებას, ეს არის მათ შორის ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის გაუმჯობესება და ბევრი სხვა მიმართულება, რომელიც თანაბარწილად მნიშვნელოვანია

„ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ბლოკი იყო ჩვენი პროგრამის. ჩვენ არ გვქონდა კონკრეტულად ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, ამაზე ცალსახად ითქვა. არ არსებობდა კონკრეტული პოლიტიკა ამ კუთხით და ჩამოყალიბდა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგია. ეს არ არის ჩვენი სიტყვები. ჩვენ ვმუშაობთ რეფორმაზე, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასთან, რომელიც ქვეყანაში მიდის. დღეს იცით რომ მსოფლიო ბანკის განახლებული რეიტინგით, საქართველო მე-3 ადგილზე გავიდა ბიზნესის მზაობის კუთხით. ადრე ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მეშვიდე ადგილზე იყო მსოფლიოში. ჩვენ კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესება გვაქვს. ეს არის სულ ახალი ინფორმაცია. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში საინტერესო, მიმზიდველი და ხელსაყრელი ბიზნესკლიმატია კერძო სექტორის განვითარებისთვის, თუმცა ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესის კონკრეტულ მხარდამჭერ ღონისძიებებზე. ამის მიღმა, ვცდილობთ ახალი დარგების განვითარებას, ეს არის მათ შორის ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის გაუმჯობესება და ბევრი სხვა მიმართულება, რომელიც თანაბარწილად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი

08 ოქტომბერი 2024, 18:11

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება შეუქცევადი იყოს, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიები უფრო ამბიციურად გავზარდოთ

ჩვენ დღეს ვაცხადებთ და საზოგადოების წინაშე ძალიან მნიშვნელოვან დაპირებას ვიძლევით, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად გვექნება პენსიების ამბიციური ზრდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ლევან დავითაშვილი

08 ოქტომბერი 2024, 18:08

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკა შევინარჩუნოთ. სხვა შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება იმ მაჩვენებლების, რომელზეც ვსაუბრობდით არ გვექნება

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღევანდელი მშვიდობიანი პოლიტიკა შევინარჩუნოთ. სხვა შემთხვევაში ეკონომიკური პროგრესი, ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება იმ მაჩვენებლების, რომელზეც ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა არ გვექნება, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

ლევან დავითაშვილი

08 ოქტომბერი 2024, 18:05

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დღევანდელი მშვიდობიანი პოლიტიკა შევინარჩუნოთ, სხვა შემთხვევაში ეკონომიკური პროგრესი და ეკონომიკის ზრდა არ გვექნება

„ჩვენი გეგმა არის ძალიან დეტალური და კონკრეტული. ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო დაპირებები, რომლებიც ჩვენ ხშირად გვესმის, განსაკუთრებით არჩევნების წინ. ეს არის ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც იმ მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება, რომელზეც პრემიერ საუბარი ჰქონდა. როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ბევრი დაპირება შეიძლება გაიცეს, მაგრამ ამ დაპირების საფუძველი რა არის, ეს არის მნიშვნელოვანი“.

08 ოქტომბერი 2024, 18:01

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: 6 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს უახლოესი წლების განმავლობაში ბინებს

„არანორმალური ტემპი აქვს აღებული დევნილთა განსახლების პროცესს. 35000-ს გასცდა დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რიცხვი. აღსანიშნავია მიმდინარე პროექტები - 6000 ბინაზეა საუბარი, რაც მიმდინარე მშენებლობებს მოიცავს“, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.

რომან გოცირიძე

08 ოქტომბერი 2024, 17:57

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ირიბად ოპოზიციას

მთელმა ევროკავშირმა განაცხადა, რომ ჩვენ გვინდა ოპოზიციის გამარჯვება, რაც გინდა უძახეთ, გინდ ჩარევა უძახეთ, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.

მიხეილ სარჯველაძე

08 ოქტომბერი 2024, 17:56

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ვლადიმერ პუტინი

08 ოქტომბერი 2024, 17:54

მსოფლიო

პუტინი ალიევსა და ფაშინიანს კრემლში ცალ-ცალკე შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან. ინფორმაცია კრემლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. პუტინმა პირველი შეხვედრა ალიევთან გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. შემდეგ კრემლის ლიდერი ფაშინიანს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძე

08 ოქტომბერი 2024, 17:50

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე-პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა

ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე-პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.