მაკა ბოჭორიშვილი: დღეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სრულად იზიარებს დემოკრატიის პრინციპებს, რთული იქნება ქართველი ხალხის უმრავლესობის შეცდომაში შეყვანა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის თემაზე ოპოზიციის მხრიდან ბევრი ტყუილი, მანიპულაცია ისმის.
„საქართველოს ევროპული მომავალი იმდენად დიდი დოზით არის წარმოდგენილი წინასაარჩევნო კამპანიაში, რომ შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ამ თემას.
ქართველი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზნით ოპოზიციის მხრიდან ევროკავშირის თემაზე ბევრი ტყუილი გვესმის, ბევრიც მანიპულაცია, მაგრამ უფრო შემაშფოთებელი ის არის, რომ ევროკავშირის საკითხით სპეკულირება არა მხოლოდ ქართული ოპოზიციის მხრიდან ხდება, არამედ თვალსაჩინოა ამ პროცესში გარე ძლების მოურიდებელი ჩართვა.
ეს იმდენად უხეში ფორმებით კეთდება, რომ ზოგიერთი უცხოელი ე.წ. მეგობრის საქციელს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ დღეს საქართველოში არჩევნებში ჩარევა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობა.
საქართველო ევროპული ქვეყანაა, ქართველი ხალხი ევროპელი ერია და ჩვენს ევროკავშირისკენ სწრაფვას ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია განაპირობებს, რომელიც ძირითადად სწორედ ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლის ისტორიაა.
ახლა მათ მინდა მივმართო, ვინც ცდილობს კითხვის ნიშანი დასვას საქართველოს ხელისუფლების ევროკავშირისკენ სწრაფვის გულწრფელობასთან დაკავშირებით და არ ერიდება იმის თქმას, რომ თითქოს ვინმესთვის კიდევ გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი.
თუ თქვენ საკუთარ თავს არ იტყუებთ და ჭეშმარიტებას ეძებთ, იხელმძღვანელეთ ფაქტებით!
ფაქტები არ იტყუებიან და არც უადგილო კითხვებზე პასუხების ძიებაში დაკარგავთ დროს თუკი მათ დაუჯერებთ.
ფაქტი არის ის რომ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სრულად იზიარებს ევროპულ ფასეულობებს, დემოკრატიის პრინციპებს, რომლისთვისაც ქართველი ხალხის ინტერესი და ხმა არის ყველაზე მთავარი, რომლისთვისაც ადამიანის უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ დეკლარაცია.
ფაქტი არის ის, რომ დღეს ქართული ოპოზიციური ფლანგი სრულიად კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მიერ არის მონოპოლიზებული.
იმ ძალის მიერ, რომელმაც ქართველ ხალხს თავი დაამახსოვრა რეპრესიული მექანიზმებით მართვით. იმ ძალის მიერ, რომლისთვისაც ეროვნული ინტერესი და ღირსება უცხო ცნებებია და ქართველი ხალხის ინტერესი და ხმა არაფრად მიაჩნია.
ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ამ სიტყვების უკან დგას სტატისტიკა და თუ არ გინდათ ჩვენი სიტყვები დაიჯეროთ მიმართეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მის მონაცემებს.
ციფრები გეტყვიან რატომ არ აქვს ქართულ ოპოზიციას არაფერი საერთო ევროპულ ფასეულობებთან და რატომ არ შეიძლება მათი ყალბი პრო ევროპელობის დაჯერება.
ციფრები გეტყვიან როგორ მოახერხა ქართულმა ოცნებამ უსამართლო ბრძოლაში, მრავალი ხელის შემშლელი ბარიერის მიუხედავად, ებრძოლა სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის, არ შეშინებოდა კრიტიკას, მაშინ როდესაც საქმე სამართლის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.
ფაქტები გეტყვიან იმასაც, რომ ქართულ ოცნების ხელისუფლებას სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში ერთგულება არ აქვს დასამტკიცებელი.
ევროკავშირთან არც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნისთვის 2013-14 წლებში და არც მისი შესრულების ასეთი წარმატება.
აქაც ფაქტებს შეხედეთ და შეადარეთ საქართველო სხვა პარტნიორებს. ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი.
არც ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა იყო საჩუქარი ევროკავშირის მხრიდან.
ესეც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დაუღალავი შრომის შედეგად გატარებული რეფორმების შედეგია.
არც ჩვენი სამხედროების საერთაშორისო მისიებში, წინა ხაზებზე მსახური იყო უბრალო ჟესტი.
ესეც ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოვლინება გახლდათ, ვმდგარიყავით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდით.
არც ეკონომიკური განვითარების ეს შედეგები არის ციდან ჩამოვარდნილი. ესეც ქართული ოცნების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და 12 წლიანი მშვიდობიანი მართვის შედეგია.
არც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის მხოლოდ ევროკავშირის დროშის ფრიალით მიღებული ისტორიული შედეგი.
ქვეყნის წინსვლა უფრო მარტივი იქნებოდა, რომ არა სწორედ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის სახით წარმოდგენილი ქართული ოპოზიციის დაუღალავი და დაუნდობელი ბრძოლა ქართული სახელმწიფოს და მისი ინტერესების წინააღმდეგ.
აქაც ფაქტებს შეხედეთ, ვინ არწმუნებდა საერთაშორისო პარტნიორებს იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ საქართველოსთვის, ვინ ებრძოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან, ვინ აბრალებს საკუთარ ხელისუფლებას პრო რუსობას და ვინ ქმნის ამ ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების საფრთხეს მუდმივად.
ეს არის რეალობა. ამას ამბობენ ფაქტები. როგორც არ უნდა ეცადოთ ოპოზიციური ფლანგის გაკეთილშობილებას რთული იქნება ქართველი ხალხის უმრავლესობის შეცდომაში შეყვანა.
ამიტომ ერთხელ მაინც ენდეთ ქართველი ხალხის არჩევანს ისე, რომ უადგილო და უსაფუძვლო კითხვებზე პასუხის გაცემაში და სიმართლის მტკიცებაში ნუ დაგვაკარგვინებთ ძვირფას დროს.
ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა ჭრდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ არვინ დააყენოს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე
14 ოქტომბერი 2024, 01:40
არჩევნები 2024
თეა წულუკიანი: 27 ოქტომბრიდან მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება
27 ოქტომბრინდა მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხარო, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება
14 ოქტომბერი 2024, 01:35
კულტურა
თეა წულუკიანი „ევროპალიაზე“: ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან, მათ თქვეს, რომ „ბასიანი“ და სხვა ანსამბლები იმიტომ არ არიან წარმოდგენილი, რომ „ჩვენ არ გვინდა ევროპაში სცენაზე ჩოხიანი ქართველი კაცი“, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტურად სკანდალური
ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან და მითხრეს, დამიდეს წინ ფურცელი, სადაც ეწერა, რისგან უნდა შედგებოდეს ეს ფესტივალი და ამიხსნეს, რა არის საქართველო და ქართული კულტურა, - ამგვარად გაიხსენა კულტურისა და პოსრტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“ პროექტ „ევოპალიასთან“ დაკავშირებული სირთულეები.
14 ოქტომბერი 2024, 01:18
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ახალი დანიშნული გახლდით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, „მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ“
ახალი დანიშნული გახლდით მინისტრის თანამდებობაზე, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ არ იყო ის გაუგონარი დარტყმები დაწყებული, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. ამ დროს მე დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ეს არ იყოს საფრანგეთის ელჩი, მან მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა ჩემთან ჰქონდა პრობლემა, - განაცხადა კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“.
14 ოქტომბერი 2024, 00:50
კულტურა
ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: სიმპტომატურია, რომ ათასწლეულის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს. ისეთი ზე აღტაცება განვიცადე, თითქოს, რაღაცას განიშნებს უფალი
ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნების ფაქტს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში გამოეხმაურა.
14 ოქტომბერი 2024, 00:23
კულტურა
კონსტანტინე გამსახურდია იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: ქართული ენა, ანუ ქართული ეთნოკულტურული ერთობა გადარჩება მეორედ მოსვლამდე - მას აღადგენს მეორედ მოსული უფალი თავისი სიტყვით
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ იოანე ზოსიმეს მოღვაწეობის შესახებ, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში ქართველი ერის დანიშნულების შესახებ ისაუბრა.
14 ოქტომბერი 2024, 00:13
საზოგადოება
დღეს სვეტიცხოვლობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
13 ოქტომბერი 2024, 23:45
კულტურა
ზაზა აბაშიძე: ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე
ექსპედიცია და იქიდან ჩამოტანილი მასალა, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე, - განაცხადა „ტელეკომპანია“ იმედის მიერ მომზადებულ ფილმში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ.
13 ოქტომბერი 2024, 22:49
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
13 ოქტომბერი 2024, 22:49
არჩევნები 2024
მაია დათუნაშვილი წეროვანში გამართული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან: დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში
დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, - განაცხადა წეროვანში გამართული, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილმა.
13 ოქტომბერი 2024, 22:36
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მოსახლეობასთან აგრძელებს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, წყნეთში, კერძოდ, მაია წყნეთელის II ჩიხში, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ასევე, დელეგატმა შეხვედრა გამართა ჭავჭავაძის N40-ში და შერვაშიძის ქუჩაზე.
13 ოქტომბერი 2024, 22:35
არჩევნები 2024
გურამ მაკალათია: არჩევნები უკვე ახლოვდება და გვინდა, რომ ხალხს მაქსიმალურად მოვუწოდოთ, მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ჩვენს ევროპულ მომავალს
მუსიკოსები აგრძელებენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას. დღეს გამართული კონცერტის მონაწილე, „გუფი ლენდის“ სოლისტმა გურამ მაკალათია ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
13 ოქტომბერი 2024, 22:32
არჩევნები 2024
„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, დეკანაშვილების თემის მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:29
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილი 265ა-ში, ადგილობრივ მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:27
რეგიონი
თემურ ხონელია: კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით
კომპანია მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა თემურ ხონელიამ.
13 ოქტომბერი 2024, 22:26
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, სოფელ დაგვასა და ქალაქ ქობულეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:21
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ადიგენის მოსახლეობასთან გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის სოფლების: არალისა და უდეს მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:17
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტში გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების: შალაურისა და წინანდლის მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:13
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის VII მ/რ-ის მე-15 კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:10
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი ხაზარაძის განცხადებაზე: საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწორ, მდგრად და მაღალ მაჩვენებლებს აჩვენებს - სრულიად არარეალისტურია ამ შემთხვევაში საუბრები 4 წელიწადში რაღაცის გაორმაგებაზე
„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საარჩევნოდ გაკეთებულ დაპირებას, რომ უახლოეს 4 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა უნდა გააორმაგონ, „იმედის კვირასთან“ „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა.
13 ოქტომბერი 2024, 22:09
სამართალი
რატი ბრეგაძე: ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად
ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.