მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილის გზავნილი არის ჩვენი გულწრფელი გზავნილი ოსი თანამოქალაქეების მიმართ და ამავე დროს, გონიერი, პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს მისი ლიდერობით
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თუ გვსურს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველთა და ოსთა და-ძმური თანაცხოვრება, აუცილებელია გავიაზროთ ყველა ის შეცდომა და დანაშაული, რაც ორივე მხარემ დავუშვით და ორთავემ უნდა შევძლოთ ამის აღიარებაც და ბოდიშის მოხდაც, - განაცხადა პარლამენტში „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გზავნილი არის ჩვენი გულწრფელი გზავნილი ოსი თანამოქალაქეების მიმართ და ამავე დროს, გონიერი, პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს მისი ლიდერობით.
„პირველ რიგში, მინდა მკაფიო მხარდაჭერა დავაფიქსირო ყველა იმ გზავნილზე, რომელიც გორში ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა და რომლებსაც მეც შეგახსენებთ ჩვენი წინასაარჩევნო ოთხი დაპირების სახით. ესენია: ნაცების დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება;
ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა ლგბტ პროპაგანდისგან; ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება და ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოების კონსტიტუციური განმტკიცება.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს გზავნილები გაჟღერდა გორში, კონფლიქტის რეგიონში, ამ დაპირებებიდან მესამეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რათა მოხდეს იმ გაყინული ურთიერთობების გალღობა, რაც კონფლიქტის შემდეგ ჩამოყალიბდა. თუ ჩვენ გვსურს, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ერთიან სახელმწიფოში ქართველთა და ოსთა და-ძმური თანაცხოვრება, აუცილებელი იქნება გავიაზროთ ყველა ის შეცდომა და დანაშაული, რაც ორივე მხარემ დავუშვით და ორთავემ უნდა შევძლოთ ამის აღიარებაც და ბოდიშის მოხდაც.
ბიძინა ივანიშვილის გზავნილში გაჟღერდა ზუსტად ის, რომ ჩვენ მზად ვართ ასეთი ნაბიჯისთვის. ეს არის ჩვენი გულწრფელი გზავნილი ჩვენი ოსი თანამოქალაქეების მიმართ. ამავე დროს, ეს არის გონიერი, პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. ამ მიდგომას, იმ სამ დანარჩენ დაპირებასთან ერთად, აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი სამშობლოსათვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ პარლამენტის ტრიბუნიდან, საქართველოს მოქალაქეებს, დიდი მოწიწებით და დიდი პატივისცემით გთხოვთ, დაგვიჭიროთ მხარი, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და სუვერენიტეტი.
რაც შეეხება ჩვენი მეხუთე კოლონის და აგენტოკრატიის მიერ ატეხილ კრიახს ამ „ბოდიშთან“ დაკავშირებით: სად გაგიგიათ ნაცი და ბოდიში? ბოდიშის მოხდა და შეცდომის და თუნდაც დანაშაულის აღიარება ღირსეული ადამიანების საქციელია. ამ უჯიშოებმა და უსამშობლოებმა ჩაიდინეს გირგვლიანი, რობაქიძე, ქუჩა-ქუჩა ხოცეს სხვა ბევრი უდანაშაულო ახალგაზრდა, წამებაში ამოხადეს სული და აუპატიურეს პატიმრები... სია დიდია! ერთხელ მაინც გსმენიათ ვინმეს მათი მხრიდან ამ ყველაფრის აღიარება და მით უმეტეს - ბოდიში?
კარგად გვახსოვს ისინი, საომარი მოქმედებების დროს გაქცეულნი წითელ ხიდზე, აქ დარჩენილნი კი რუსი ოკუპანტების მსახურები, კოდორის ხეობის უბრძოლველად ჩამბარებელნი და თვითმფრინავის ხმაზე მიწაზე მფორთხავი სამარცხვინო მთავარსარდალი. გვახსოვს თბილისში, წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადება და სამარცხვინო ზეიმიც, როცა ფრონტზე უპატრონოდ ეყარა ჩვენი მიტოვებული გმირების ცხედრები და აღარავის ახსოვდა ცხინვალის რეგიონში მიტოვებული ქართველი მოსახლეობა. ქვეყნის წინაშე მათ მიერ ჩადენილი კიდევ სხვა ბევრი უგუნურების და ღალატის გახსენება შეიძლება, თუნდაც ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633, სადაც უკვე ხელმოწერით უღალატეს საქართველოს.
ახლა ეს დამნაშავეები გარედან არიან მხარდაჭერილი იმ ხალხისგან, ვინც ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულების თანამონაწილეა და მუდამ იცავდა ამ კრიმინალების ხროვას, როგორც დემოკრატიის შუქურას, ასევე, ამათთან ერთად არის მთავარი ჯაშუში, ქალბატონი პრეზიდენტი, და ესენი, თავიანთი პატრონების მხარდაჭერით, აპირებენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ჩვენს სამშობლოში.
ამიტომ, ჩემო თანამემამულენო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიფხიზლისკენ და გონიერებისკენ. ისედაც მარტივადაც შეგიძლიათ შეაფასოთ და მიხვდებით საით უნდა დადგეთ. დავფიქრდეთ, ვის მაგალითზე გვინდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები! ერეკლე მეორე, ჩვენი პატრიარქი, რობიკო სტურუა, ბიძინა ივანიშვილი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური, ხვიჩა კვარაცხელია და კიდევ ბევრი სხვა არიან ისინი, ვის ავტორიტეტზეც და სიყვარულზეც შეიძლება აღვზარდოთ ისინი.
ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, საბოლოოდ უარი ვუთხრათ ამ ჩვენი საამაყო ხალხის მაგინებელ და შეურაცხმყოფელ ლიბერალ-ფაშისტურ აგენტურას! გადავდოთ ყველა საქმე, არ დავიზაროთ და ქუდზე კაცი 26 ოქტომბერს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა ამ ბოროტი ძალისგან!“ - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყველა სიახლე
08 ოქტომბერი 2024, 02:41
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელს მოუწოდებს, არ დაარტყას ბეირუთის აეროპორტს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ისრაელს მოუწოდა, არ დაარტყას ბეირუთის აეროპორტს ან მისკენ მიმავალ გზებს.
08 ოქტომბერი 2024, 02:12
მსოფლიო
ბორელი: თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, 15 დღეში ომი დასრულდება და პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ვერ გადარჩება რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბურ ომში.
08 ოქტომბერი 2024, 01:52
მსოფლიო
Financial Times-ის სარედაქციო სტატია: კიევი არ იღებს იმ მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება რუსეთზე უპირატესობის აღსადგენად
კიევი არ იღებს იმ მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება რუსეთზე უპირატესობის აღსადგენად, - ნათქვამია გაზეთ Financial Times-ის სარედაქციო სტატიაში სათაურით უკრაინის ცვალებადი ომის მიზნები.
08 ოქტომბერი 2024, 00:51
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ვიდრე მტერი საფრთხეს უქმნის ჩვენს არსებობას და ჩვენი ქვეყნის სიმშვიდეს, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 7 ოქტომბერი ქვეყნისთვის ენით აუწერელი მწუხარების დღე იყო.
08 ოქტომბერი 2024, 00:24
საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგა-შოუ „COVER შოუს“ პირველი სეზონის მეხუთე ტური გაიმართა
დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლისა და ჟიურის წინაშე 7 ახალი მონაწილე წარსდგა. მათ ცნობილი მომღერლების ჰიტები შეასრულეს.
07 ოქტომბერი 2024, 23:59
არჩევნები 2024
დავით კოდუა: სოფელ ოდიშში „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივმა რეჟიმმა თავისივე მოქალაქეების წამების ადგილი შექმნა - ადამიანებს აუპატიურებდნენ იღებდნენ და მსხვერპლებს აშანტაჟებდნენ
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა მოსახლეობასთან შეხვედრებს ზუგდიდის სოფლებში აქტიურად განაგრძობს. დავით კოდუა მოსახლეობას ამჯერად სოფელ ოდიშში, ალერტკარსა და ყულიშკარში შეხვდა.
07 ოქტომბერი 2024, 23:38
არჩევნები 2024
ლევან დავითაშვილი: ჩვენ თვისობრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ 2012 წელთან შედარებით და ხელისუფლებას 2028 წლისთვის ძალიან კონკრეტული მიზნები და გეგმები აქვს
დღევანდელ პრეზენტაციაში ეკონომიკას საკმაოდ დიდი ნაწილი ჰქონდა დათმობილი, რაც, მე ვფიქრობ, რომ ლოგიკურია - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უნდა ისეთი ქვეყნის ხილვა, რომელიც თითოეული ჩვენგანის, თითოეული ჩვენი მოსახლის კეთილდღეობას უზრუნველყოფს და ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრესით, რომელზეც პრემიერი საუბრობდა, ანუ ეკონომიკის განვითარებით, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
07 ოქტომბერი 2024, 23:31
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია, ჰქონდეს პროგრესი და ეს ყველასთვის ნათლად არის ცნობილი
ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მიღწევები, თუკი ოდესმე ქვეყანას ჰქონია - საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია ჰქონდეს პროგრესი და ეს პროგრესი ყველასთვის ნათლად არის ცნობილი, - განაცხადა ჟურნალისტებთან ლევან დავითაშვილმა.
07 ოქტომბერი 2024, 23:25
მსოფლიო
ზელენსკი: უახლოეს მომავალში უკრაინა წარუდგენს გამარჯვების გეგმას ყველა პარტნიორს, ვისაც შეუძლია გააძლიეროს უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა წარუდგენს გამარჯვების გეგმას ყველა პარტნიორს, ვისაც შეუძლია გააძლიეროს უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
07 ოქტომბერი 2024, 23:24
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 3,300 მილიონმა მოქალაქემ ისარგებლა, 13 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა დაფინანსდა და ჯამური დაფინანსება 8,5 მილიარდი ლარია, 35 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრისით
ჯანდაცვა არის ერთ-ერთი მიმართულება, რითაც განსაკუთრებულად ვამაყობთ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რითაც შეიძლება თავი მოვიწონოთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.
07 ოქტომბერი 2024, 23:14
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებასა და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას
ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა, ესაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში, მთელი ჩვენი პროგრამა არის მიმართული იმისკენ, რომ ეს ორი ეროვნული ამოცანა შესრულდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.
07 ოქტომბერი 2024, 23:01
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: 2012 წელს გვქონდა სრულფასოვანი ავტორიტარიზმი, 2024 წლისთვის გვაქვს ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, 2028 წელს კი უნდა მივიღოთ არაპოლარიზებული დემოკრატია
2012 წელს ჩვენ საქართველოში გვქონდა სრულფასოვანი ავტორიტარიზმი, 2024 წლისთვის გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, 2028 წელს შედეგად უნდა მივიღოთ უკვე დემოკრატია, რომელიც მთლიანად იქნება თავისუფალი ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიულ სისტემასა და დემოკრატიულ ღირებულებებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.
07 ოქტომბერი 2024, 22:55
რეგიონი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და მოწყობა მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კეთდება ბაილეთი - ჭანიეთური - კონჭკათის დამაკავშირებელი გზა. საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
07 ოქტომბერი 2024, 22:55
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა
ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.
07 ოქტომბერი 2024, 22:50
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: დავიწყებთ საგანგებო, 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ჩვენი ვალია გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაფართოოთ სპორტის მხარდაჭერა
სპორტის განვითარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.
07 ოქტომბერი 2024, 22:46
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: დავიწყებთ საგანგებო, 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ჩვენი ვალია გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაფართოოთ სპორტის მხარდაჭერა
სპორტის განვითარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას. მისივე თქმით, წინა წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე 4-ჯერ გაიზარდა სპორტის ბიუჯეტი და ხარჯები, რაც დაკავშირებულია სპორტთან და რამაც უკვე გამოიღო თავისი შედეგები.
07 ოქტომბერი 2024, 22:40
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: 1 000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში, განახლდება პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
„პოლიციის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, 1 000 -ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლადაშენებულ კორპუსებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.
07 ოქტომბერი 2024, 22:35
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, მომდევნო წლების განმავლობაში 1 000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით
თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, გვაქვს კონკრეტული გეგმა შემუშავებული, რომელსაც მივყვებით, მათ შორის, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.
07 ოქტომბერი 2024, 22:30
არჩევნები 2024
შოთიკო ტატიშვილი: მთავარი არის ჩვენი ტრადიციების, იდენტობის შენარჩუნება და ამის არდავიწყება, რადგან ქართველ ერს ყოველთვის გამოგვარჩევდა ჩვენი ტრადიციები
„ქართული ოცნების“ გზავნილებს მხარდაჭერას უცხადებს მომღერალი შოთიკო ტატიშვილი, რომელიც დღეს ბორჯომში მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილეობს.
07 ოქტომბერი 2024, 22:27
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, მომავალი წლისთვის პენსიები 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ
წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომავალი წლისთვის არა ინდექსაციით გათვალისწინებულ 335 ლარამდე და 435 ლარამდე, არამედ 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ პენსიები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.