ირაკლი კობახიძე: სანდრო გირგვლიანი მოკლა საქართველომ? რა თქმა უნდა - არა, სისხლიანმა რეჟიმმა მოკლა, ანალოგიურად, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი საქართველოში 7 აგვისტოს, სისხლიანი რეჟიმი არასდროს წარმოადგენს ქვეყანას
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ დასრულებულია სასამართლო პროცესები და იგივე პოლიტიკური ძალა ახლაც ცდილობს ქვეყანაში გააჩაღოს ომი, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სრული სიმართლე არ ვუთხრათ ქართულ საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოში ომი გააჩაღა სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერის თქმით, იმის გამო, რომ არსებობდა მიმდინარე საქმეები ჰააგასა და სტრასბურგში, „ქართული ოცნება“ ერიდებოდა მკაფიო და ზუსტი განცხადებების გაკეთებას ამ თემაზე.
„ერთი - საქმეები დასრულებულია სასამართლოებში და მეორე - იგივე ძალა დღესაც ცდილობს ომის გაჩაღებას ჩვენს ქვეყანაში, მეორე ფრონტის გახსნას. ამაზე ღია განცხადებებიც კეთდებოდა მათი პარტიების ლიდერების, NGO-ების მხრიდან. დახურულ კარს მიღმა რა ხდებოდა, ამაზე საერთოდ არაფერს არ ვიტყვი. იგივე ძალა როცა ცდილობს საქართველოში მეორედ გააჩაღოს ომის, უკვე 16 წლის თავზე, ჩვენ სიმართლის ართქმის ფუფუნება უბრალოდ აღარ გვაქვს, იმიტომ, რომ დასაცავია ამ ქვეყანაში მშვიდობა და ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც საუბარია უკრაინის ომზე, მას პირდაპირ უწოდებენ არაპროვოცირებულ ომს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს კი არაპროვოცირებული ომი არასდროს რქმევია.
„პირიქით, ოფიციალურად, საერთაშორისო დონეზე დადგინდა, რომ 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რასაც მოჰყვა რუსეთის საპასუხო შეტევა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და სისხლიანი რეჟიმის ერთმანეთთან გაიგივება დაუშვებელია.
„სანდრო გირგვლიანი საქართველომ მოკლა თუ სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა? ეს სპეკულაციური განცხადებებია. ის ადამიანებიც, რომლებმაც მოკლეს სანდრო გირგვლიანი, იყვნენ სახელმწიფოს წარმომადგენლები, მათ ეკავათ ოფიციალური სახელმწიფო პოზიციები. სანდრო გირგვლიანი მოკლა საქართველომ? ასე შეიძლება ითქვას ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა - არა. სისხლიანმა რეჟიმმა მოკლა სანდრო გირგვლიანი. ანალოგიურად, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი საქართველოში 7 აგვისტოს. ეს არის პოზიცია, რომელიც შემიძლია მკვეთრად დაგიფიქსიროთ. სისხლიანი რეჟიმი არასდროს წარმოადგენს ქვეყანას, არასდროს და პლუს ამას, გაყალბებული არჩევნებით მოვიდა. 2008 წელს, იანვარში, სააკაშვილმა უხეშად გააყალბა არჩევნები. ნახეთ, მარტო მარნეულში რა შედეგი დადეს. პირდაპირ გაყალბებული არჩევნების შედეგად იყო სააკაშვილი და მისი რეჟიმი ხელისუფლებაში. ამ გაყალბებული არჩევნების გზით დარჩენილმა ე.წ. ხელისუფლებამ, სინამდვილეში სისხლიანმა რეჟიმმა, დაიწყო 7 აგვისტოს ომი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
04 ოქტომბერი 2024, 10:40
ტაბლოიდი
კანადაში თხამ მარათონში მიიღო მონაწილეობა🐐
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯოშუამ დაინახა, როგორ ჩაურბინეს მის სახლს მარათონელებმა და გადაწყვიტა მათ გაჰყოლოდა. მისმა პატრონმა ჰაიდი ტეილორმა ოთხფეხა მეგობრის სახლიდან გაქცევის შესახებ სოციალური ქსელებიდან შეიტყო - ამ დროისთვის ჯოშუამ სპორტსმენებთან ერთად უკვე 4 კილომეტრი გაირბინა. რბოლის ბოლო 500 მეტრი ქალმა ჯოშუასთან ერთად დაფარა, რადგან უნდოდა, რომ თხას მარათონი ბოლომდე გაევლო.
04 ოქტომბერი 2024, 10:38
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ბრძანება გამოსცა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2024, 10:31
რეგიონი
სოფელ ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და კახა კაკაბაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2024, 10:26
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: სახელმწიფოებრივი სახე და ღირსება დაკარგული, პოლიტიკურად დეგრადირებული, აშშ-ს მომქმედი ადმინისტრაცია, აწარმოებს აღვირახსნილ კამპანიას საქართველოში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობის მიზნით!
კინორეჟისორი გოა ხაინდრავა სოციალურ ქსელში საქართველოში ხელისუფლების დამხობის მიზნით აშშ-ის ადმინისტრაციის კამპანიაზე წერს.
04 ოქტომბერი 2024, 10:18
მსოფლიო
ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტს მოზარდის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს
ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი მოზარდის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას France 24 ავრცელებს. „ჩვენ შეშფოთებულებმა შევიტყვეთ სერიოზული დანაშაულის შესახებ, რომელიც დაუსჯელი დარჩა. კერძოდ, მე მხედველობაში მაქვს გოგონა, რომელიც გააუპატიურეს, როცა ის 15 თუ 16 წლის იყო“, - ციტირებს France 24 ქვეყნის იუსტიციის მინისტრს სესარ სილესს. მისი თქმით, გაუპატიურების შედეგად გოგონა დაფეხმძიმდა. შემდგომში მას ბავშვი შეეძინა, რომლის დაბადების მოწმობაში მამად 64 წლის ევო მორალესია ჩაწერილი.
04 ოქტომბერი 2024, 10:18
სპორტი
მედია: მიხაელ შუმახერი საჯაროდ ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა
2013 წლიდან შუმახერი უბედური შემთხვევის შემდეგ პუბლიკასთან არ გამოჩენილა. მრბოლელმა სერიოზული ტრავმები მიიღო, როდესაც ალპებში თხილამურებით სრიალებდა. ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.
04 ოქტომბერი 2024, 10:14
არჩევნები 2024
გურამ მაჭარაშვილი: ნაცმოძრაობის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაშიფრა ის სქემა, რისთვისაც ემზადებიან უცხოელები და აქაური ოპოზიციის წარმომადგენლები
პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის, რადიკალური ოპოზიციის და უცხოელი პარტნიორების საერთო გეგმებს ეხმიანება.
04 ოქტომბერი 2024, 09:36
მსოფლიო
რუსული მედიის ინფორმაციას, რომ უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა სცადა, კიევი კატეგორიულად უარყოფს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი ტიხის თქმით, საოკუპაციო ძალებისგან განსხვავებით, უკრაინული ძალები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს იცავენ და სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას თავს არ ესხმიან.
04 ოქტომბერი 2024, 09:22
მსოფლიო
ევროკომისია უნგრეთს სუვერენიტეტის შესახებ კანონის გამო უჩივის
ევროპულმა კომისამ უნგრეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა სუვერენიტეტის შესახებ მიღებული კანონის გამო. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. უნგრეთმა კანონი ნაციონალური სუვერენიტეტის შესახებ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. მისი ინიციატორი მმართველი პარტია „ფიდესი“ იყო. კანონის თანახმად, უნგრეთში სუვერენიტეტის დაცვის ოფისი შეიქმნება. სუვერენიტეტის დაცვის ოფისის მთავარი ამოცანა კონკრეტული საქმიანობის შესწავლა იქნება, რომელიც სხვა სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის ინტერებში ხორციელდება და უნგრეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.
04 ოქტომბერი 2024, 09:21
არჩევნები 2024
ირაკლი ხელაძე: ყოველდღიურად ვგრძნობთ მხარდაჭერას ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისგან
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს აგრძელებს. დელეგატი გურამიშვილის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან მმართველი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.
04 ოქტომბერი 2024, 09:16
არჩევნები 2024
ნუცა ბუზალაძე: ველოდებით 26 ოქტომბერს, მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“
მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელიც თბილისში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნას დაესწრო.
04 ოქტომბერი 2024, 09:05
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს მეცხრე ისრაელელი ჯარისკაცია, რომელიც სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ არის დაღუპული.
04 ოქტომბერი 2024, 09:01
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერი პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დღეს პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს. ინფორმაცია ალი ხამენეის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ლოცვის დასრულების შემდეგ ალი ხამენეი იქადაგებს. აღსანიშნავია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ლოცვას ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ და დაჯგუფება „ჰამასის“ გასული წლის ოქტომბერში ისრაელში შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე აღავლენს. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ მისი ქადაგების შემდეგ ისრაელთან დაკავშირებით ირანის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი. ალი ხამენეი, რომელიც ირანში უმაღლეს ხელისუფალს წარმოადგენს, ლოცვას იმამ ხომეინის გრანდ მოსალას მეჩეთში, თეირანში აღავლენს.
04 ოქტომბერი 2024, 08:48
არჩევნები 2024
რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება
რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებიან.
04 ოქტომბერი 2024, 08:37
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: ჩვენ არ ვიცით საქართველოს პრეზიდენტის სხვა შეხვედრების დეტალების შესახებ, მაგრამ მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა
ზურაბიშვილის ვიზიტი და მის მიერ გამართული საარჩევნო აგიტაცია გერმანიაში, სადაც 2017 წლიდან უცხოელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წარმოება ეკრძალებათ - გერმანიის ელჩი „ქრონიკასთან“ კანონდარღვევის რეაგირებაზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, სხვა შეხვედრების დეტალები მისთვის უცნობია.
04 ოქტომბერი 2024, 08:28
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: პრეზიდენტმა ვერ გაბედა, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის ვეტო დაედო, რადგან საზოგადოებისგან ამას ძალიან უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობა და ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა, პრეზიდენტმა საზოგადოების შიშით კანონპროექტისთვის ვეტოს დადება ვერ გაბედა, თუმცა, ვერც ხელის მოწერა შეძლო.
04 ოქტომბერი 2024, 08:20
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე: მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა მავნე ზეგავლენისგან
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, ეს კანონი უპრეცედენტო მნიშვნელობისაა, რადგან ახალგაზრდებს ამორალური ზეგავლენისგან დაიცავს.
04 ოქტომბერი 2024, 08:13
პოლიტიკა
ლევან მჭავარიანი: დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ლგბტ პროპაგანდაა, ეს კანონი მომავალ თაობას ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან დაიცავს
ლგბტ კანონი ჩვენ მომავალ თაობას დაიცავს ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა
04 ოქტომბერი 2024, 08:06
არჩევნები 2024
მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება
მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება. დღეს ხელოვანებს ახმეტა და ყვარელი უმასპინძლებს. მმართველი პარტიის პოლიტიკას საგარეჯოშიც იზიარებენ.
04 ოქტომბერი 2024, 03:09
მსოფლიო
მედია: ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა
„ჰეზბოლას“ ლიკვიდირებული ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა.