სოზარ სუბარი: 26 ოქტომბრამდე „სტრატეგიული მეგობრების“ ზეწოლა გაგრძელდება და გაძლიერდება, შემდეგ კი აუცილებლად მოხდება გადატვირთვა
ფოტო: „ხალხის ძალა“
დღეს მსოფლიოში ხდება მართლაც გეოპოლიტიკური რევოლუცია და ცვლილებები. ისე აღმოჩნდა, რომ ამ ცვლილებების უბრალოდ ეპიცენტრში კი არა, ლამისაა მესაჭეები ვართ და ბიძგს ვაძლევთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, როდესაც შეეხო დასავლეთიდან საქართველოზე გაძლიერებული ზეწოლის თემას.
როგორც სუბარმა განაცხადა, ზეწოლა არჩევნებამდე გაგრძელდება, თუმცა, 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, ვინაიდან აშკარა გახდება, რომ საქართველოში უცხო ძალები ვერ შეძლებენ მათი აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანას, რისი მცდელობაც მუდმივად აქვთ.
„ყოველდღე გვაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან. სამგორში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც ვარ, გვყავს ძალიან კარგი დელეგატი - ვარლამ ლიპარტელიანი. ადამიანი, რომელსაც მრავალგზის უსახელებია საქართველო და მას ყველგან საოცარი სიყვარულით ეგებებიან. ყოველდღე გვაქვს შეხვედრები სამგორის მოსახლეობასთან და ყველა შეხვედრაზე ადამიანებს აქვთ ერთი მთავარი კითხვა - როდის დამთავრდება დასავლეთიდან მომდინარე უსამართლო ზეწოლა. მე ყველას პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვუპასუხებ - ეს ზეწოლა არ დამთავრდება 26 ოქტომბრამდე, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს „მეგობრებს“ არ სურთ, საქართველოს ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს. მათ ურჩევნიათ, ჩვენს ქვეყანას მართავდნენ მათი მარიონეტები, მათ მიერ მართული აგენტები, რომლებიც უსიტყვოდ და დაუფიქრებლად შეასრულებენ მათ ყველა ბრძანებას, მაგრამ ეს არ მოხდება.
დღეს მსოფლიოში ხდება მართლაც გეოპოლიტიკური რევოლუცია და ცვლილებები. ისე აღმოჩნდა, რომ ამ ცვლილებების უბრალოდ ეპიცენტრში კი არა, ლამისაა მესაჭეები ვართ და ბიძგს ვაძლევთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ეს კიდევ უფრო აცოფებს ჩვენს „სტრატეგიულ მეგობრებს“. სამწუხაროდ, იძულებული ვარ ეს სიტყვები - „სტრატეგიული მეგობრები“ - ბრჭყალებში ჩავსვა, რადგან იმ ფონზე, რა განცხადებებსაც ბოლო დროს ვისმენთ საქართველოს მიმართ და რა ქმედებებსაც ვხედავთ, ეს გამოთქმა ძალიან დაშორდა თავის რეალურ შინაარსს. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის შემდეგ ეს ვითარება შეიცვლება და ურთიერთობები გადაიტვირთება.
ჩვენ სანქციების არ გვეშინია, რადგან სასწორის მეორე პინაზე ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება, მშვიდობის შენარჩუნება და ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა დევს. კიდევ გავიმეორებ, ამ ზეწოლებს ჩვენ გავუძლებთ, 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად მოხდება გადატვირთვა, რადგან, როგორც ჩვენ გვჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არანაკლებ ვჭირდებით ჩვენ მათ, შეიძლება უფრო მეტადაც კი. საქართველო არის კარიბჭე ძალიან დიდი რეგიონისკენ - ესაა კავკასია და ცენტრალური აზია, რომელიც უაღრესად მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, იმ წიაღისეულით, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება დასავლეთს, თავად ამ ქვეყნებს კი გასაღების ბაზრებზე სჭირდებათ წვდომა. ასევე, საქართველოზე გადის ჩინეთისა და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელი უმოკლესი დერეფანი.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველო სასიცოცხლოდ სჭირდება დასავლეთს და, მთლიანობაში, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. როდესაც დაინახავენ, რომ აგენტურა ვერ მოჰყავთ ხელისუფლებაში, იძულებული გახდებიან, ურთიერთობების გადატვირთვაზე იზრუნონ. მანამდე კი, ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას და გავაგრძელებთ იმ ეკონომიკურ ზრდას, რომლის გარეშეც ევროკავშირში არავინ შეგვიშვებს, რაც უნდა მივისწრაფოდეთ იქითკენ. თუ არ ვიქნებით ეკონომიკურად მზად იმ დონეზე, რომ ევროკავშირის მოთხოვნების მინიმუმს მაინც ვაკმაყოფილებდეთ, კავშირის კარებს არავინ გაგვიღებს.
ზედიზედ მეოთხე წელია, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. 4 წლის წინ დაახლოებით 4 000 დოლარი იყო ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა და მიმდინარე წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 9 000 დოლარამდე მიაღწევს, რაც უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ იმ დონეზე, რა დონეზეც იყვნენ რუმინეთი და ბულგარეთი, როდესაც ისინი ევროკავშირში მიიღეს. 5 წელიწადში კი, თუ ეკონომიკური ზრდის ასე გაგრძელებას შევძლებთ, გავუტოლდებით კიდეც ცხოვრების იმ დონეს, რაც იმ დროისთვის იქნება, მაგალითად, ბულგარეთში. ყველა პროგნოზი მეტყველებს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება, მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნოთ და უცხოურ აგენტურას არ მივცეთ ხელისუფლებასთან ახლოს მისვლის შანსიც კი”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე
06 ოქტომბერი 2024, 10:03
პოლიტიკა
ქეთევან ჩაჩავა: გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც რეპუტაციის შემლახავ, არასწორ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს
ნამდვილად გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული ნატალი ჯახუტაშვილის შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც რეპუტაციის შემლახავ, არასწორ, გადაუმოწმებელ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ჩაჩავა, სოციალურ ქსელში.
06 ოქტომბერი 2024, 09:03
მსოფლიო
„ცაჰალის“ სპიკერი: „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, 7 ოქტომბრისთვის ტერორისტული აქტების მცდელობებია მოსალოდნელი
„ჩვენ მზად ვართ ჩვენი გაძლიერებული ჯარით, რადგან სავარაუდოდ, ამ თარიღისთვის განხორციელდება ტერორისტული თავდასხმების მცდელობა“, - განაცხადა ჰაგარიმ.
06 ოქტომბერი 2024, 08:04
რეგიონი
გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ საზეიმოდ გაიხსნა
თეატრალური ფესტივალი "როტონდა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება. გარდა სპექტაკლების ჩვენებისა, მოხდება განუხორციელებელი პიესების საჯარო კითხვა, შეხვედრები რეჟისორებთან და მსახიობებთან, ჩატარდება მასტერკლასები და ვორქშოფები.
05 ოქტომბერი 2024, 22:50
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი მესაჭე აღმოჩნდა
ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ჩვენს მაგალითს იყენებს და ჩვენს კვალდაკვალ უპირისპირდება იმ გლობალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ პატარა ქვეყნების მსხვერპლშეწირვის ფასად შემდგომ მსოფლიოში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება გლობალური წესრიგი, თვითონ იყვნენ დომინანტები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საკითხს შეეხო.
05 ოქტომბერი 2024, 21:14
საზოგადოება
ზურაბ ყიფშიძეს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა
მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
05 ოქტომბერი 2024, 21:00
სპორტი
ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა - „სენტ ეტიენმა“ ზურიკოს გოლებით „ოსერი“დაამარცხა
საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ოსერი“ საკუთარ სტადიონზე მიიღო და ქართველის შესანიშნავი თამაშით მეტოქე 3:1 დაამარცხა.
05 ოქტომბერი 2024, 20:34
საზოგადოება
ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა
ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. დაჯილდოვების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
05 ოქტომბერი 2024, 20:28
საზოგადოება
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
05 ოქტომბერი 2024, 20:26
საზოგადოება
კახა კალაძე: მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში
მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალზე.
05 ოქტომბერი 2024, 20:18
საზოგადოება
კახა კალაძე: კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს
„სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. და როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ- ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად“.
05 ოქტომბერი 2024, 20:04
საზოგადოება
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებიან დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.
05 ოქტომბერი 2024, 19:40
საზოგადოება
დავით ფაცაცია: ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად უნდა შევქმნათ ერთიანი, ძლიერი საქართველო, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი გმირები
ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალი „ხიდი“ გაიმართა. ხუთდღიანი პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა 15-მა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
05 ოქტომბერი 2024, 19:18
არჩევნები 2024
ლევან ნიკოლეიშვილი: ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება
ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ვართ სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება, - ასე უპასუხა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა კითხვას, თუ როგორ უნდა დაიცვას საკუთარი არჩევანი ამომრჩეველმა და დაანონსებული არეულობის მცდელობის ფონზე, პრევენციის რა საშუალებები არსებობს ამ მხრივ.
05 ოქტომბერი 2024, 19:09
საზოგადოება
ნინუცა ბუცხრიკიძე: გარდა იმისა, რომ მრავალფეროვანი, სხვადასხვა ტიპის აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, წლევანდელი „თბილისობა“ გამორჩეულია თავისი მასშტაბიდან გამომდინარე
„წლევანდელ გასტროზონებს დაემატა ისეთი სივრცეები როგორიც არის „ისპანახობა“, „ყველიერი“. კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის შეიქმნა ორბელიანის ნუგბარის ანალოგი, რომელიც ასე ძალიან უყვარდათ ჩვენს წინაპრებს და წარმოდგენილია ორბელიანის მოედანზე“, - აღნიშნა ნინუცა ბუცხრიკიძემ.
05 ოქტომბერი 2024, 18:54
საზოგადოება
ლაშა ქარდავა დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
05 ოქტომბერი 2024, 18:53
არჩევნები 2024
დავით ჩიხელიძე: გილაური სისხლიანი რეჟიმის მთავრობის მეთაური იყო და განწირულია ყოველგვარი საცირკო წარმოდგენა, რომლის მიზანი ამ კაცის გარეცხვა და აპარტიულ ადამიანად წარმოჩინებაა
ჯერ ვითომ ნიკა გილაურმა რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ჰყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას, რასაც ყველა დაეთანხმება და ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს ხალხი დაიჯერებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
05 ოქტომბერი 2024, 18:35
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: სპეკულაციის საგნად იქცა საკითხი, თითქოს ცესკო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი, არ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას
ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული სპეკულაციის საგნად იქცა საკითხი იმის თაობაზე, რომ თითქოს ცესკო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი, არ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მაშინ, როდესაც ჩვენ, ზედმიწევნით ვიცავდით კანონმდებლობას, ვიცავთ კიდეც და გავაგრძელებთ მის დაცვას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
05 ოქტომბერი 2024, 18:20
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი:ამ ადამიანების გარკვეულ დაჯგუფებას - ვგულისხმობ უცხოელებს, ნამდვილად არ სურთ, რომ აქ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ქართველმა ხალხმა გამოხატოს ნება
„სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ხელისუფლება შეცვლილიყო და ყოფილიყო ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათთვის მონა-მორჩილი იქნებოდა. მათ ეს ხელისუფლება ბევრი მიზეზიდან გამომდინარე არ მოსწონთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოს ომში ჩართვა ვერ მოხერხდა და მეორე ის, რომ ჩვენ ავირჩიეთ ოჯახური ღირებულებების დაცვა, ლგბტ პროპაგანდისგან დაცვა და ა.შ. მათთვის ეს გახდა ერთგვარი სერიოზული მიზეზი, რომ ეს ხელისუფლება არ მოსწონთ“.
05 ოქტომბერი 2024, 18:17
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და ეს მხარდაჭერა რომ მზარდია, სწორედ ამას გადაჰყავს ჭკუიდან პოლიტიკური პარტიები
„ყველანაირი ღვარძლისა და სიძულვილის ენაა ის, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“ და მასში შემავალი პარტიები) წარმომადგენლებისგან ვრცელდება. მაგრამ, ამ ყველაფერს წერტილი დაესმება 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ერთად იზეიმებს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
05 ოქტომბერი 2024, 18:06
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე: ეს სხვა არაფერია, თუ არა წინასწარ ცოდნა, რომ არეულობების მცდელობები იქნება და ამ არეულობებისგან პრევენციას ახდენენ თავიანთი მოქალაქეების. სხვა უბრალოდ, ლოგიკა არ არსებობს
საოცარია და ძალიან გასაკვირია, როდესაც საფუძველი არაფერი არსებობს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავის მოქალაქეებს ასეთ გზავნილს უგზავნის, რომ თავი აარიდონ 26 ოქტომბერს და შემდგომ დღეებში მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მოსალოდნელია დემონსტრაციები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.