ნანა კაკაბაძე: საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა სტანდარტს ცინიკური ფორმით არღვევენ. სამართლიანობის გრძნობით დამუხტული ჩვენი ერი ვერასოდეს მიიღებს ფარისევლობას მეგობრობად
ნანა კაკაბაძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა ამ სტანდარტს უხეში და ცინიკური ფორმით არღვევენ. სამართლიანობის გრძნობით დამუხტული ჩვენი ერი ვერასოდეს მიიღებს ფარისევლობას მეგობრობად, მტრობას - პარტნიორობად და ღალატს ერთგულებად. იმედი გვაქვს, ამის ნათელი დასტური იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებით დამდგარი შედეგი, - წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
„შვილები მშობლების დანაშაულებზე პასუხს აგებენ?
ალბათ, გახსოვთ, 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიების დროს „მხილებული“ და დაპატიმრებული „იმპერიალიზმის აგენტებისა“ და „ხალხის მტრების“ მეუღლეებსაც სჯიდნენ-ხოლმე ბოლშევიკები: უმრავლეს შემთხვევაში, სიკვდილით დასჯილი „მტრების“ მეუღლეებს ციმბირში ან ყაზახეთის სტეპებში ასახლებდნენ 10-15 წლით, ხოლო მათ ოჯახებს ქონებებს ართმევდნენ და საცხოვრებელი ბინებიდან ყრიდნენ, მათ ბინებში კი კომუნისტებს და კაგებეშნიკ აქტივისტების შესახლებას ახდენდნენ.
ასეთი ბნელი დიქტატურის პერიოდშიც კი რეპრესირებულთა შვილები ხელშეუხებლები რჩებოდნენ და თუ არ ჩავთვლით მათზე ბუნებრივი მორალური ზეწოლის, „ხალხის მტრის შვილების“ იარლიყის მიწებებას, ისინი სხვა შეზღუდვებს არ ექვემდებარებოდნენ. „ხალხის მტრის შვილები“ ნათესავებთან ან უპატრონო ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ და ბევრი მათგანი ცნობილი მოღვაწეც გახდა (მწერალი ნოდარ დუმბაძე, პროფესორი მარიკა და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძეები, მათემატიკის დოქტორი და მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე რუსუდან ბერიძე და მრავალი სხვა).
სტალინის დროსაც კი იყო საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმა: „შვილები მამების დანაშაულზე პასუხს არ აგებენ!“.
სტალინის შემდეგ კი მეუღლეების და „დამნაშავის“ ოჯახის რომელიმე წევრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი აიკრძალა!
დღეს დასავლეთის ფსევდო დემოკრატიიდან დაქროლა 30-იანი წლების ბოლშევიკურმა სიომ, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ქარიშხალი ვუწოდოთ. დღევანდელი დასავლური სტანდარტით, მართალია მათთვის „მიუღებელი“ პირების მიმართ, დახვრეტა ჯერ არ მოუთხოვიათ, მაგრამ სამაგიეროდ მათ და მათი ოჯახის წევრებს ლამაზი შეთავაზებული სიტყვით („სანქციით“) უსასტიკესად სჯიან. დასავლელი „დემოკრატების“ მხრიდან მიმდინარეობს ბოლშევიკური დევნა განსხვავებული პოზიციის აზრის, გამო, ხდება ისეთი მექანიზმების გამოყენება, რომლის შედეგადაც „დამნაშავეს“, მის მეუღლეს, შვილებს, ახლო ნათესავებს და „დაკავშირებულ პირებსაც“ კი სანქციებს უწესებენ, უზღუდავენ გადაადგილების თავისუფლებას, უკრძალავენ საკუთარ ფინანსებზე წვდომის და განკარგვის უფლებას, ხოლო ამ პირის სამშობლოს უზღუდავენ ეროვნული კანონმდებლობით დაიცვას საკუთარი მოქალაქე იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო ბრალეულობას ვერ დაუდგენს და მას უდანაშაულოდ ცნობს. მოკლედ, ადამიანს უზღუდავენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ყოველივე ზემოხსენებულს ეძახიან დემოკრატიას.
დადგა დრო, როდესაც ჩვენ მათგან უკვე აღარაფერი გვიკვირს, ვინაიდან ეს ის ხალხია, რომლებმაც სააკაშვილის ნაც-ფაშისტურ სისხლიან რეჟიმსა და ამ რეჟიმის შემოქმედებს „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა. „შუქურად“ წოდებულებმა კი მათ მიერვე მოკლული ახალგაზრდა ბიჭების სისხლით მორწყულ ქუჩას სიმბოლურად ბუშის სახელი დაარქვეს.
ეს ის ხალხია, რომლებიც ცდილობენ, ქართველ ხალხს ის 9-წლიანი ჯოჯოხეთი დაგვიბრუნონ გიგაურების, ხაზარაძეების, სააკაშვილების, ვაშაძეების და სხვათა ხელით. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენს არჩევანს არ ცნობს და ცდილობენ, თავს მოგვახვიონ „უფროსი ძმისადმი“ მონური მორჩილება. მათთვის ლიტონი სიტყვებია, ევროპული ღირებულებები. მერე რა რომ დემოკრატიული სტანდარტი ადგენს გადაადგილების თავისუფლებას, გამოხატვის უფლებას, განსხვავებული აზრის ქონის უფლებას, კანონის უზენაესობას, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ხელშეუხებლობას და ა. შ.
საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა ამ სტანდარტს უხეში და ცინიკური ფორმით არღვევენ. სამართლიანობის გრძნობით დამუხტული ჩვენი ერი ვერასოდეს მიიღებს ფარისევლობას მეგობრობად, მტრობას - პარტნიორობად და ღალატს ერთგულებად. იმედი გვაქვს, ამის ნათელი დასტური იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებით დამდგარი შედეგი!“, - წერს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე
11 ოქტომბერი 2024, 13:25
ეკონომიკა
ეკატერინე გალდავამ BKN301Group-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ BKN 301Group-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში BKN301 Group-მა წარადგინა BaaS ორკესტრატორი ქართული ბაზრისთვის, რომელიც გააფართოებს ფინანსური ტექნოლოგიების ჰორიზონტს კავკასიაში. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 13:21
პოლიტიკა
კახა კალაძე: იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე და ამ ტერიტორიასთან კორპუსების მშენებლობას არანაირი კავშირი არ აქვს
იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.
11 ოქტომბერი 2024, 13:12
მსოფლიო
უკრაინის აღდგენის კონფერენციას 2025 წელს იტალია უმასპინძლებს
უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია 2025 წლის 10-11 ივლისს იტალიაში ჩატარდება, განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ რომში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „უკრაინა მარტო არ არის, და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა მელონიმ. მისი თქმით, იტალიის მხარდაჭერამ უნდა მისცეს კიევს საუკეთესო შესაძლებლობა დაიწყოს მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ.
11 ოქტომბერი 2024, 13:01
რეგიონი
შიდა ქართლში 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.
11 ოქტომბერი 2024, 12:58
საზოგადოება
თავდაცვის ძალებმა სამედიცინო სწავლება GEOMEDEX 24 ჩაატარა
ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ნატოს სტანდარტებით პირველი ქართული სამხედრო სამედიცინო სწავლება გაიმართა. GEOMEDEX 24, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთის სარდლობისა და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ჩატარდა. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.
11 ოქტომბერი 2024, 12:54
რეგიონი
თენგიზ ნასარიძე: საძოვრების სწორი მართვა ფერმერების შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული საძოვრების ინვენტარიზაციის და მუნიციპალურ დონეზე დაგეგმვის პირველი საპილოტე პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო. პროექტის ფარგლებში საძოვრების იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია, მათი მდგომარეობის და დეგრადაციის ტენდენციების შეფასება განხორციელდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლების განმავლობაში საძოვრების მართვის კუთხით უამრავი პრობლემა არსებობდა, რომლის გადაჭრასაც სახელმწიფო საკანონმდებლო ბაზის შექმნით და საძოვრების სწორი მართვის მოდელების დანერგვით გეგმავს.
11 ოქტომბერი 2024, 12:53
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, რადგან აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა
სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის კონსულტაციებზე და გიგი უგულავას ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს ქარტიის ხელმომწერი ოპოზიციის გარდამავალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად.
11 ოქტომბერი 2024, 12:50
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: გახარია და „ლელო“, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მავალ პოლიტიკურ დაჯგუფებებად იქცნენ
მიხეილ სარჯველაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხამურა, სადაც მდინარაძემ აღნიშნა: „სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი“.
11 ოქტომბერი 2024, 12:50
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების ოპოზიცია
„ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობა,“ პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობა“ და შენიღბული „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საქართველოში ხელისუფლებას აკრიტიკებს არა ალტერნატივების შეთავაზებით და გაუმჯობესებული გეგმების წარდგენით, არამედ პრაქტიკულად უპირისპირდება იმას, რაც არის საქართველოში მშვიდობიანი განვითარების მთავარი ფაქტორი. პრაქტიკულად, ისინი არიან არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების ოპოზიცია. ეს არის დასანანი და ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც სამწუხაროდ დასჩემდა დღევანდელ ოპოზიციას“, - განაცხადა სარჯველაძემ.
11 ოქტომბერი 2024, 12:48
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი „ციფრული აკადემია" დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი „ციფრული აკადემია" დასრულდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 12:35
მსოფლიო
გერმანელების უმეტესობას სურს, რომ შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს
გერმანიაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 59% მხარს უჭერს იდეას, რომ კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გამოკითხვაში მონაწილეთა 26% ამ იდეას ეწინააღმდეგება, ხოლო 15% არ აქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით. შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბარი 2021 წლის ბოლოს გამართა. გერმანულმა მედიამ 1 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოლცს პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვა სურს. თუ შოლცსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება, გერმანიის კანცლერი იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტს აღადგენს.
11 ოქტომბერი 2024, 12:18
სამართალი
სააკაშვილი არ ენდობოდა გივი თარგამაძეს და შოთა ჭიჭიაშვილს მისი თვალთვალი დაავალა - პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა
პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა. საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი:
11 ოქტომბერი 2024, 12:07
მსოფლიო
სპარსეთის ყურის ქვეყნები აშშ-ს სთხოვენ ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვაზე უარი ათქმევინოს
სპარსეთის ყურის ქვეყნები თხოვნით მიმართავენ აშშ-ს ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვაზე უარი ათქმევინოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათი შეშფოთების მთავარ საგანს ის წარმოადგენს, რომ თუ ისრაელი ირანის ნავთობის ობიექტებს დაარტყამს, თეირანის საპასუხო იერიშის დროს შესაძლოა სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ნავთობის ობიექტები დაზარალდნენ. კონფლიქტში ჩარევისგან თავიდან აცილების მიზნით საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა არაბთა საამირომ და კატარმა ისრაელს ირანზე თავდასხმისთვის საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობაზე უარი განუცხადეს. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მათ ვაშინგტონს აცნობეს.
11 ოქტომბერი 2024, 11:47
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
11 ოქტომბერი 2024, 11:45
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაზისუბანში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, Vlll ლეგიონისა და ქევხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:37
არჩევნები 2024
ნაძალადევის რაიონში საარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება საარჩევნო პროგრამის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილეს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
11 ოქტომბერი 2024, 11:34
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს თელავში აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების - კონდოლის, კისისხევისა და გულგულას მოსახლეობას შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:31
ტაბლოიდი
ამერიკელმა ქალმა კაზინოში წაგების შემდეგ ნაყიდი ლატარეის ბილეთით $50 ათასი მოიგო
სააგენტო UPI-ს ცნობით, ქალმა კაზინოში მხოლოდ 20 დოლარი მიიღო და სახლში დაბრუნებისას, რკინიგზის სადგურზე ამ თანხით ლატარეის ბილეთის ყიდვა გადაწყვიტა. შედეგად მან 50 ათასი დოლარი მოიგო.
11 ოქტომბერი 2024, 11:29
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ იწრიასა და ტანძიის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:26
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ილორის N15-17 მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.