01 ოქტომბერი 2024, 14:17 / სანდო წყარო

კახა კალაძე ეკა გიგაურზე: რატომ არ უნდა უნდოდეს ფინანსების გასაჯაროება, ყველაფერი ნათელია

კახა კალაძე

კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეკა გიგაურის და მისი ორგანიზაციის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის ნათელია, საიდან მოდის ის ფული, რომელიც ხმარდება დაპირისპირებას და გახლეჩას.

„რატომ არ უნდა უნდოდეს გასაჯაროება. ხარ არასამთავრობო ორგანიზაცია და შენი ფინანსები, ჩარიცხვები, დახარჯვები უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე. ყველაფერი ნათელია. ეს შავი ფული, რომელიც შემოდის, ხმარდება რევოლუციის მომზადებას ქვეყანაში, ხმარდება ერთმანეთთან დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას და საიდან მოდის ეს ყველაფერი, ექსტრემიზმის დაფინანსება, ვინ აფინანსებს ამას, ვინ დგას ამის უკან?! ყველაფერი ცხადია, ადამიანების შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია, სარწმუნოების შელახვა, ამ ასაკის პატრიარქის შეურაცხყოფა, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ეს ყველაფერი საიდან ფინანსდება, საზოგადოებამ ხო იცის ეს, ხომ ცხადია ყველაფერი?!“, - აცხადებს კახა კალაძემ.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ, რომლებიც, მისივე მოსაზრებით, არჩევნებს ობიექტურად ვერ დააკვირდებიან.

„თავისი შინაარსით რაც არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ხომ იცით? არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც დაკომპლექტებულია რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებით. როგორ შეიძლება, ამ კონკრეტულმა, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაფასოს ან დააკვირდეს არჩევნებს?! 2011 წლიდან ჩართული ვარ საარჩევნო კამპანიაში და ასეთი მშვიდი კამპანია არასდროს გვქონია. დღეს, ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება, ჩაატაროს კამპანია, მივიდეს ხალხთან. ბევრი, რა თქმა უნდა, ვერ მიდის, არ მიესვლება. როგორ უნდა მივიდეს, მაგალითად, გვარამია ან მელია ხალხთან, ან ხაზარაძე, რომელმაც უამრავი ადამიანი გააუბედურა. ისინი კამპანიას ატარებენ ვიღაც ელჩებისთვის, საელჩოებისთვის და გარე აქტორებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

05 ოქტომბერი 2024, 20:18

საზოგადოება

კახა კალაძე: კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს

„სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. და როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ- ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად“.

05 ოქტომბერი 2024, 20:04

საზოგადოება

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებიან დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.

05 ოქტომბერი 2024, 19:40

საზოგადოება

დავით ფაცაცია: ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად უნდა შევქმნათ ერთიანი, ძლიერი საქართველო, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი გმირები

ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალი „ხიდი“ გაიმართა. ხუთდღიანი პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა 15-მა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 ოქტომბერი 2024, 19:18

არჩევნები 2024

ლევან ნიკოლეიშვილი: ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება

ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ვართ სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება, - ასე უპასუხა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა კითხვას, თუ როგორ უნდა დაიცვას საკუთარი არჩევანი ამომრჩეველმა და დაანონსებული არეულობის მცდელობის ფონზე, პრევენციის რა საშუალებები არსებობს ამ მხრივ.

ნინუცა ბუცხრიკიძე

05 ოქტომბერი 2024, 19:09

საზოგადოება

ნინუცა ბუცხრიკიძე: გარდა იმისა, რომ მრავალფეროვანი, სხვადასხვა ტიპის აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, წლევანდელი „თბილისობა“ გამორჩეულია თავისი მასშტაბიდან გამომდინარე

„წლევანდელ გასტროზონებს დაემატა ისეთი სივრცეები როგორიც არის „ისპანახობა“, „ყველიერი“. კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის შეიქმნა ორბელიანის ნუგბარის ანალოგი, რომელიც ასე ძალიან უყვარდათ ჩვენს წინაპრებს და წარმოდგენილია ორბელიანის მოედანზე“, - აღნიშნა ნინუცა ბუცხრიკიძემ.

ლაშა ქარდავა

05 ოქტომბერი 2024, 18:54

საზოგადოება

ლაშა ქარდავა დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ნიკა გილაური

05 ოქტომბერი 2024, 18:53

არჩევნები 2024

დავით ჩიხელიძე: გილაური სისხლიანი რეჟიმის მთავრობის მეთაური იყო და განწირულია ყოველგვარი საცირკო წარმოდგენა, რომლის მიზანი ამ კაცის გარეცხვა და აპარტიულ ადამიანად წარმოჩინებაა

ჯერ ვითომ ნიკა გილაურმა რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ჰყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას, რასაც ყველა დაეთანხმება და ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს ხალხი დაიჯერებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კალანდარიშვილი

05 ოქტომბერი 2024, 18:35

არჩევნები 2024

გიორგი კალანდარიშვილი: სპეკულაციის საგნად იქცა საკითხი, თითქოს ცესკო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი, არ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას

ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული სპეკულაციის საგნად იქცა საკითხი იმის თაობაზე, რომ თითქოს ცესკო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი, არ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მაშინ, როდესაც ჩვენ, ზედმიწევნით ვიცავდით კანონმდებლობას, ვიცავთ კიდეც და გავაგრძელებთ მის დაცვას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 ოქტომბერი 2024, 18:20

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი:ამ ადამიანების გარკვეულ დაჯგუფებას - ვგულისხმობ უცხოელებს, ნამდვილად არ სურთ, რომ აქ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ქართველმა ხალხმა გამოხატოს ნება

„სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ხელისუფლება შეცვლილიყო და ყოფილიყო ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათთვის მონა-მორჩილი იქნებოდა. მათ ეს ხელისუფლება ბევრი მიზეზიდან გამომდინარე არ მოსწონთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოს ომში ჩართვა ვერ მოხერხდა და მეორე ის, რომ ჩვენ ავირჩიეთ ოჯახური ღირებულებების დაცვა, ლგბტ პროპაგანდისგან დაცვა და ა.შ. მათთვის ეს გახდა ერთგვარი სერიოზული მიზეზი, რომ ეს ხელისუფლება არ მოსწონთ“.

არჩილ გორდულაძე

05 ოქტომბერი 2024, 18:17

არჩევნები 2024

არჩილ გორდულაძე: „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და ეს მხარდაჭერა რომ მზარდია, სწორედ ამას გადაჰყავს ჭკუიდან პოლიტიკური პარტიები

„ყველანაირი ღვარძლისა და სიძულვილის ენაა ის, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“ და მასში შემავალი პარტიები) წარმომადგენლებისგან ვრცელდება. მაგრამ, ამ ყველაფერს წერტილი დაესმება 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ერთად იზეიმებს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

05 ოქტომბერი 2024, 18:06

არჩევნები 2024

არჩილ გორდულაძე აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე: ეს სხვა არაფერია, თუ არა წინასწარ ცოდნა, რომ არეულობების მცდელობები იქნება და ამ არეულობებისგან პრევენციას ახდენენ თავიანთი მოქალაქეების. სხვა უბრალოდ, ლოგიკა არ არსებობს

საოცარია და ძალიან გასაკვირია, როდესაც საფუძველი არაფერი არსებობს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავის მოქალაქეებს ასეთ გზავნილს უგზავნის, რომ თავი აარიდონ 26 ოქტომბერს და შემდგომ დღეებში მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მოსალოდნელია დემონსტრაციები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

05 ოქტომბერი 2024, 18:03

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილი არა ქართველი ხალხის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი გახდა - ადამიანი, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი, დღეში რამდენჯერმე არღვევს კონსტიტუციას

„ადამიანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი, დღეში რამდენჯერმე არღვევს კონსტიტუციას. რაც შეეხება მას, როგორც პრემიერობის კანდიდატს, ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ პრემიერობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს პოლიტიკურ პარტიას. რომ დავუშვათ 1%-იანი შანსი, რომ ოპოზიციამ მოახერხა წარმატების მიღწევა, რომელმა პარტიამ უნდა დაასახელოს ის?!“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

05 ოქტომბერი 2024, 18:02

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის კიდევ უფრო მეტად განვითარება არის ჩვენი მთავარი მიზანი და ამ მიმართულებით ჩვენს გუნდს ახალი სტრატეგია და გეგმები აქვს

რუსთავის მერიამ, საქართველოში პირველად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების“ ფორუმი გამართა. ფორუმში რუსთავის ბინათმესაკუთრეთა 778-მა ამხანაგობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

არჩილ გორდულაძე

05 ოქტომბერი 2024, 18:00

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროკავშირის წარმომადგენლობის, აშშ-ის ელჩისა და საელჩოს განცხადებები მცდელობაა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კლასტერში გაერთიანებულ პარტიებსაც ჰქონდეთ სიცოცხლისუნარიანობის მცირე შანსი და მათაც გადალახონ ბარიერი

გულდასაწყვეტი ის არის, რომ ქარდებისა და Facebook-პოსტებში ინფორმაცია, 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება და სამწუხაროდ, არის მცდელობა, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობა“ მიუახლოვდეს საარჩევნო ბარიერს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.

ემანუელ მაკრონი

05 ოქტომბერი 2024, 17:52

მსოფლიო

მაკრონი ისრაელისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისრაელს იარაღის მიწოდება უნდა შეუწყდეს, რათა მან ღაზის სექტორში ომი შეწყვიტოს. ინფორმაციას Le Monde ავრცელებს. „მე ვთვლი, რომ დღეს პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ ჩვენ საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტას უნდა დავუბრუნდეთ და [ისრაელისთვის] ღაზაში საომრად იარაღის მიწოდება შევაჩეროთ“, - თქვა მაკრონმა.

გიორგი მამარდაშვილი

05 ოქტომბერი 2024, 17:42

სპორტი

მამარდაშვილის მესამე მშრალი მატჩი - „ვალენსია" „ლეგანესს" ფრედ ეთამაშა

ქართველი მეკარის „ვალენსია“ მეცხრე ტურში „ლეგანესს“ ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში გოლი მესამე მატჩში არ გაუშვა.

05 ოქტომბერი 2024, 17:30

რეგიონი

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაასრულა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 12 ჰექტარზე გაშენებული, ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

05 ოქტომბერი 2024, 17:30

საზოგადოება

ფინელი ტურისტი საქართველოზე: ფერადმა და საინტერესო ცხოვრებამ მოგვხიბლა - ქართველები ძალიან თბილი და კონტაქტურები არიან

საოცარი დღესასწაულია, ემოციებით სავსე და ფერადი, - ასე აფასებს „თბილისობის“ დღესასწაულს ტურისტი ფინეთიდან. „ჩვენ ფინეთიდან ვართ, იქ სულ ცივა, აქ სითბომ, ფერადმა და საინტერესო ცხოვრებამ მოგვხიბლა. საქართველო ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ქართველები ძალიან თბილი და კონტაქტურები არიან, მომხიბლა ქართველების ქცევამ და საუბარმა“, - აღნიშნა უცხოელმა ვიზიტორმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

05 ოქტომბერი 2024, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონი არც ერთი ადამიანის უფლებას არ ზღუდავს. საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა 2014 წელს მიიღო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან სოციალურ ქსელში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონის შესახებ დაწერა.

05 ოქტომბერი 2024, 17:18

მსოფლიო

არაბული მედია: ბეირუთში ისრაელის იერიშებს „ჰეზბოლას“ მომავალი ლიდერი ემსხვერპლა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) საჰაერო იერიშებს დაჯგუფება „ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ჰაშემ საფი ად-დინი ემსხვერპლა. ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, საფი ად-დინი ისრაელის არმიის ავიადარტყმებს პარასკევს ემსხვერპლა. მასთან ერთად „ჰეზბოლას“ რამდენიმე მაღალჩინოსანი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცრებიც დაიღუპა.